განცხადებები
◼ სექტემბერში: „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ოქტომბერში: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, შეგიძლიათ შესთავაზოთ ბროშურა „რას მოითხოვს“; შეეცადეთ ბიბლიის შესწავლის დაწყებას. ნოემბერში: „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მოსაუბრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვი, შესთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს“. როდესაც იყენებთ ამ ბროშურას, ეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. დეკემბერში: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“.
◼ დეკემბერში სამსახურებრივ შეხვედრაზე განვიხილავთ ვიდეოფილმს „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“. ამჟამად ეს მასალა შესულია DVD-ში, რომლის სათაურიცაა „სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები — დოკუმენტური სერიალი“. ეს DVD შეიცავს შემდეგ ფილმებს: „სისხლის გადასხმის ალტერნატივები — უბრალო, უსაფრთხო, ეფექტური“; „უსისხლო ქირურგია — მკურნალობა და პაციენტის უფლებების დაცვა“ და „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“. DVD-ში ეს ფილმები შესულია შემდეგ ენებზე: გერმანული, ესპანური, იაპონური, ინგლისური, იტალიური, პორტუგალიური (ბრაზილიური), რუსული და ფრანგული. ვიდეოკასეტა „არავითარი სისხლი — მედიცინა გამოსავალს პოულობს“ ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: ბერძნული, ბულგარული, ესპანური, იაპონური, ინგლისური, იტალიური, კორეული, პოლონური, რუსული, ფრანგული, ჩინური (კანტონური) და ჰოლანდიური. თუ საჭიროა, DVD-ის და ვიდეოკასეტის შეკვეთა უნდა გაკეთდეს კრების მეშვეობით რაც შეიძლება მალე.
◼ 2005 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენება წარმოითქმება 10 აპრილს, კვირას. მოხსენების სათაური გამოცხადდება მოგვიანებით. იმ კრებებში, რომლებსაც ამ კვირას სარაიონო ზედამხედველის მონახულება ან კონგრესი ექნებათ, სპეციალური მოხსენება მომდევნო კვირაში წაიკითხება. ეს მოხსენება არც ერთ კრებაში არ უნდა წარმოითქვას 2005 წლის 10 აპრილამდე.
◼ უხუცესებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ სამეფო დარბაზის მდგომარეობის ყოველწლიურ შემოწმებას და საჭირო სამუშაოების შესრულებას, „ჩვენი სამეფო მსახურების“ 2003 წლის აგვისტოს ნომერში (გვ. 4, 5) მოცემული მითითებების თანახმად. მონახულების დროს სარაიონო ზედამხედველი შეამოწმებს, გაკეთდა თუ არა ეს. თუ კრებას საკუთარი სამეფო დარბაზი აქვს, დარბაზზე პასუხისმგებელი კრების მდივანი შეამოწმებს, წესრიგშია თუ არა მასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული დოკუმენტი. მან ოფისში უნდა გაგზავნოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი, თუ ეს აქამდე არ გაკეთებულა.
◼ უხუცესებს შევახსენებთ, მიჰყვნენ 1991 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკის“ (რუს.) 21—23-ე გვერდებზე მოცემულ მითითებებს გარიცხულებთან და კრების უარმყოფელებთან დაკავშირებით, და მოინახულონ ისინი.
◼ მნიშვნელოვანია, კრებებმა მიღებისთანავე დაურიგონ მაუწყებლებს „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ახალი ნომრები. ეს საშუალებას მისცემს მაუწყებლებს, გავრცელებამდე გაეცნონ ჟურნალების შინაარსს.
◼ ოქტომბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.