საოლქო და საერთაშორისო კონგრესებმა აღგვძრა, დიდება მივაგოთ ღმერთს!
საოლქო და საერთაშორისო კონგრესები სახელწოდებით „დიდება მივაგოთ ღმერთს“ დიდი დამოწმება იყო. ამ მნიშვნელოვანმა თეოკრატიულმა ღონისძიებებმა განადიდა იეჰოვას სახელი და უფრო უნარიანი გაგვხადა იმისათვის, რომ ‘შევწიროთ უფალს ქება მისი სახელისა’ (ფსალმ. 95:8). ჭეშმარიტად, იეჰოვა განდიდებას იმსახურებს საოცარი შემოქმედების გამო, რაშიც მისი შესანიშნავი თვისებები აირეკლება (იობ. 37:14; გამოცხ. 4:11).
ქვემოთ მოყვანილი კითხვებისა და პირადი ჩანაწერების გამოყენებით მოემზადე, რომ მონაწილეობა მიიღო კონგრესის პროგრამის გამეორებაში, რომელიც შედგება 20 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში.
1. რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს გარდასახვას და რისკენ აღძრავს დღეს ეს ქრისტიანებს? (წამყვანი მოხსენება „დიდებული წინასწარმეტყველური ხილვები მოქმედებისკენ აღგვძრავს!“).
2. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ისეთი თავმდაბლობა, როგორიც წინასწარმეტყველ დანიელს ჰქონდა და რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? (დან. 9:2, 5; 10:11, 12; „იეჰოვამ თავისი დიდება თავმდაბლებს გაუმჟღავნა“).
3. ა) რა საშიშროებები იმალება ალკოჰოლური სასმელების არაზომიერ სმაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი არ თვრება? ბ) როგორ შეიძლება ზომიერების გამომუშავება? (მარ. 9:43; ეფეს. 5:18; „არ გაება ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების მახეში“).
4. რით არის სასარგებლო ახალი პუბლიკაცია „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“? («„მადლიანი ქვეყანა“ — სამოთხის პირველსახე»)
5. რომელი სამი გზა არსებობს იმისათვის, რომ „სარკესავით ავირეკლოთ იეჰოვას დიდება“? (2 კორ. 3:18; „სარკესავით ავირეკლოთ იეჰოვას დიდება“).
6. რა არის გაუმართლებელი სიძულვილის წყარო და რა დაგვეხმარება იმაში, რომ ამ სიძულვილის მიუხედავად შევინარჩუნოთ უმწიკვლობა? (ფსალმ. 108:1—3; „უმიზეზოდ მოძულებულები“).
7. რა თვალსაზრისი აქვს ქრისტეს დიდებულებაზე და როგორ შეუძლია ადამიანს განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა ამ მხრივ გაუმჯობესება (მათ. 20:20—26; „დიდებულებაზე ქრისტეს თვალსაზრისი გქონდეთ“).
8. ა) როგორ შეუძლიათ მშობლებს, მიჰბაძონ ქრისტეს მაგალითს, რომელიც მარკოზის 10:14, 16-შია ჩაწერილი? ბ) რა მოგეწონათ ახალი წიგნიდან „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“? („შვილები ძვირფასი მემკვიდრეობაა“).
9. როგორ განადიდებენ ახალგაზრდები იეჰოვას? (1 ტიმ. 4:12; „როგორ განადიდებენ იეჰოვას ახალგაზრდები?“).
10. ა) როგორ შეგვიძლია დიდება მივაგოთ იეჰოვას, როგორც ეს რეზოლუციის თანახმად გადავწყვიტეთ? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, თუკი კონგრესზე მოსმენილს ცხოვრებაში გამოვიყენებთ? (იოანე 15:9, 10, 16; „‘ბევრი ნაყოფის გამოღებით’ დიდება მივაგოთ იეჰოვას“).
[ჩარჩო 1 გვერდზე]
კონგრესზე მოსმენილ სულიერ საკითხებზე ფიქრი აღგვძრავს, ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ფილ. 4:8, 9). ეს გაგვიძლიერებს გადაწყვეტილებას, ‘ყველაფერი ღვთის სადიდებლად ვაკეთოთ’ (1 კორ. 10:31).