სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 215
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მოუწოდე ყველას, გადახედონ პირად ჩანაწერებს პირველ გვერდზე მოცემული შეკითხვების გათვალისწინებით, რათა მოემზადონ კონგრესის პროგრამის — სახელწოდებით „დიდება მივაგოთ ღმერთს“ — განსახილველად მომდევნო სამსახურებრივი შეხვედრისათვის. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გათვალისწინებით, მოაწყვე 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზების ინსცენირება. მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს მხოლოდ ერთს. გააკეთე ჟურნალების დატარების მარშრუტზე განმეორებითი მონახულების ინსცენირება. ინსცენირებაში მაუწყებელი საფუძველს უყრის მომდევნო მონახულებას, რისთვისაც ყურადღებას ამახვილებს ჩარჩოზე „შემდეგ ნომერში“ (იხ. 1998 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვ. 8, აბზ. 7, 8).
20 წთ.: „ემსახურეთ იეჰოვას სიხარულით“a. (ყველას თან უნდა ჰქონდეს 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი). მე-4 აბზაცის განხილვის შემდეგ მოიხსენიე, რომ ნოემბერში შევთავაზებთ ბროშურას „რას მოითხოვს“ და წიგნს „შემეცნება“. მოკლედ განიხილე 2002 წლის იანვრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში მოცემული შეთავაზებებიდან ერთ-ერთი. წარმოადგინე ინსცენირება, რომელშიც ნაჩვენები იქნება, თუ მაუწყებლები როგორ ემზადებიან ქადაგებისთვის ამ შეთავაზების გამოსაყენებლად. გაამხნევე ყველა, რომ კარგად მოემზადონ მსახურებისთვის.
15 წთ.: ბიბლიის შესწავლების ჩატარებას კურთხევები მოჰყვება. მოხსენება და აუდიტორიასთან განხილვა. ჩვენი პუბლიკაციებიდან მოიყვანე რამდენიმე შემთხვევა, როცა ბიბლიის შემსწავლელებმა სწრაფი წინსვლა განიცადეს (w 01.03.00, გვ. 6; yb 98, გვ. 55—60 [რუს.]). მსმენელებს სთხოვე, გამოთქვან აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან და რა კურთხევები მოაქვს ბიბლიის შესწავლების ჩატარებას.
სიმღერა 172 და ლოცვა.
20 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 86
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
40 წთ.: „საოლქო და საერთაშორისო კონგრესებმა აღგვძრა, დიდება მივაგოთ ღმერთს!“ განიხილავს უხუცესი. ერთწუთიანი შესავლის შემდეგ, სტატიაში მოცემული კითხვების გამოყენებით აუდიტორიასთან განიხილე კონგრესის პროგრამა. დრო ისე გაანაწილე, რომ ყველა კითხვის განხილვის საშუალება გქონდეს. ზოგი კითხვისთვის შესაძლოა ერთი კონკრეტული პასუხიც საკმარისი იყოს. გამოყოფილ დროში შეუძლებელი იქნება ყველა მითითებული მუხლის წაკითხვა; ეს მუხლები იმისათვის არის მოყვანილი, რომ ადვილი იყოს კითხვებზე პასუხების გაცემა. კომენტარებმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რამდენად სასიკეთო იქნება ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება.
სიმღერა 112 და ლოცვა.
27 ოქტომბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 64
12 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ ოქტომბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები. მოუწოდე ყველას, გადახედონ გასული სამსახურებრივი წლის სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის ჩანაწერებს, რათა მოემზადონ მომდევნო სამსახურებრივი შეხვედრისათვის. გამოიყენე მე-8 გვერდზე მოცემული რჩევები და ცალ-ცალკე წარმოადგინე 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკისა“ და 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზების ინსცენირებები. ორივე შემთხვევაში მაუწყებელი აძლევს ორ ჟურნალს, მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობს მხოლოდ ერთს. ერთ-ერთი ინსცენირებისას წარმოადგინე, როგორ შეგვიძლია საუბრის გაგრძელება, როდესაც მობინადრე საუბარს გვაწყვეტინებს სიტყვებით — „არ მაინტერესებს“ (იხ. ბროშურა „როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ბიბლიურ თემაზე საუბარი“, გვ. 8).
20 წთ.: გამოიყენეთ სულის მახვილი (ეფეს. 6:17). აუდიტორიასთან განხილვა თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან, გვ. 143, 144. სთხოვე აუდიტორიას, გამოთქვან აზრი შემდეგ კითხვებზე: 1) რატომ ვიყენებთ ბიბლიას, როდესაც ვპასუხობთ შეკითხვებს? 2) რას მეტყველებს ჩვენზე სახელწოდება „იეჰოვას მოწმეები“? 3) რა მაგალითი მოგვცა იესომ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? 4) ადგილობრივ ტერიტორიაზე როგორ შეგვეძლო ბიბლიური აზრების გაზიარება? 5) რატომ არის მიზანშეწონილი, თუ ეს შესაძლებელია, მუხლის უშუალოდ ბიბლიიდან წაკითხვა? 6) როგორ შეუძლიათ უხუცესებს წაახალისონ სხვები ბიბლიის უკეთესად გამოყენებისკენ? ჩართე კარგად მომზადებული ინსცენირება, რომელიც დაფუძნებული იქნება 144-ე გვერდზე მოცემულ სავარჯიშოზე; გამოცდილმა მაუწყებელმა კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი ბიბლიური მუხლი მაინც უნდა გამოიყენოს. მოუწოდე ყველას, მიზნად დაისახონ ქადაგებისას თითოეული შემთხვევისას გამოიყენონ ბიბლია.
13 წთ.: ადგილობრივი შემთხვევები. სთხოვე მსმენელებს, მოჰყვნენ შემთხვევები, რომლებიც ჰქონდათ საოლქო კონგრესზე დასწრებისას, ან როდესაც არაფორმალურად იქადაგეს სამსახურში, სკოლაში თუ სხვაგან.
სიმღერა 52 და ლოცვა.
3 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 147
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: გამდიდრდით კეთილი საქმეებით (1 ტიმ. 6:18). ქვემოთ მოცემული კითხვების გამოყენებით, უხუცესი აუდიტორიასთან განიხილავს გასული სამსახურებრივი წლის სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამას. სთხოვე კრების წევრებს, მოჰყვნენ, როგორ გამოიყენეს ცხოვრებაში ის, რაც ისწავლეს (შეიძლება რამდენიმე მაუწყებელს წინასწარ სთხოვო, მოემზადონ ამისათვის). განიხილე პროგრამის ძირითადი პუნქტები: 1) „კეთილი საქმეები დიდი შენაძენია“ (ეკლ. 2:11). წუთისოფლის ამაო საქმეების ნაცვლად, რატომ უნდა აკეთონ ღვთის მსახურებმა კეთილი საქმეები, რომლებისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს? 2) „გამდიდრდით ისე, როგორც ღმერთს სურს“ (მათ. 6:20). როგორ დააგროვა ზოგმა ‘საუნჯე ზეცაში’ და რა სარგებლობა მოუტანა მათ ამან? 3) „ბიბლიის შესწავლის დაწყებით გაამდიდრეთ თქვენი მსახურება“ (om, გვ. 91). რა დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლის დაწყებასა და ჩატარებაში? 4) „კეთილი საქმეები მკის დროს“ (მათ. 13:37—39). კეთილი საქმეების რა მაგალითი დაგვიტოვეს პირველმა ქრისტიანებმა და როგორ ფართოვდება სამეფოს საქმე დღეს? 5) „დაე თქვენმა კეთილმა საქმეებმა განადიდოს იეჰოვა“ (მათ. 5:14—16). რა გააკეთა ზოგმა ქრისტიანმა, რათა ‘მათ ნათელს ენათებინა’? 6) „შევაქოთ ახალგაზრდები კეთილი საქმეებით იეჰოვას განდიდებისთვის“ (ფსალმ. 148:12, 13). როგორ განადიდებენ ჩვენი რაიონის ქრისტიანი ახალგაზრდები იეჰოვას? 7) „განაგრძეთ კეთილი საქმეების კეთება და მოიმკეთ იეჰოვას კურთხევები“ (იგავ. 10:22). თუ ვმდიდრდებით კეთილი საქმეებით, როგორ კურთხევებს მივიღებთ ინდივიდუალურად, ოჯახში, კრებაში და მსოფლიო ორგანიზაციაში?
სიმღერა 180 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა–პასუხებით განხილვაზე გადადი.