საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 11/01 გვ. 5-6
  • გაიწაფეთ გრძნობები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გაიწაფეთ გრძნობები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
  • მსგავსი მასალა
  • ახალი სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • ახალგაზრდებო, გაიწაფეთ გრძნობები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • შეგიძლიათ ‘სწორისა და არასწორის გარჩევა’?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • გაიწაფეთ აღქმის უნარი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
km 11/01 გვ. 5-6

გაიწაფეთ გრძნობები

1 ახლა ეს მშფოთვარე წუთისოფელი თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. ღვთის ხალხი ყველგან დიდ წინააღმდეგობასა და სერიოზულ გამოცდებს აწყდება (2 ტიმ. 3:1—5). ასეთ პირობებში ყოველი ჩვენგანი საჭიროებს გამხნევებას მტკიცე რწმენის შესანარჩუნებლად (1 კორ. 16:13). მტკიცე რწმენის შენარჩუნებას იეჰოვას დახმარებით შევძლებთ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნება ასე, თუ რეგულარულად ვიკვებებით მისი სიტყვიდან, ვენდობით მის სულიწმიდას და არ ვშორდებით მის ორგანიზაციას (ფსალმ. 36:28; რომ. 8:38, 39; გამოცხ. 2:10).

2 სწორედ ამიტომაც გასული სამსახურებრივი წლის სპეციალური ერთდღიანი კონგრესის მთავარი თემა იყო „იყავით გონებისთვის სრულწლოვანნი“. ის დაფუძნებული იყო 1-ლი კორინთელთა 14:20-ზე, სადაც ვკითხულობთ მოციქული პავლეს სიტყვებს: „ძმანო! ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტისათვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი სრულწლოვანნი“. რას ფიქრობდი პროგრამაზე?

3 „რა გამამხნევებელია!“, „ზუსტად ეს გვჭირდებოდა!“ —ასე გამოეხმაურა ზოგიერთი პროგრამას. თვით იმ მამაკაცმაც კი, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის და სპეციალურ ერთდღიან კონგრესს დაესწრო თავისი 12 წლის გოგონას ნათლობის სანახავად, განაცხადა, რომ პროგრამამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; მან დაინახა, თუ როგორ შეიძლება ამ ღონისძიებამ სასიკეთო გავლენა მოახდინოს მის ოჯახზე. შენც ასევე ფიქრობ? მოდი გავიხსენოთ პროგრამის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პუნქტი.

4 გაგების უნარის განსავითარებლად მნიშვნელოვანია ზუსტი შემეცნება. როგორც მომხსენებელმა გაუსვა ხაზი შესავალ მოხსენებაში „ახლა განავითარეთ თქვენი გაგების უნარი“, რა არის საჭირო დღევანდელ სირთულეებთან გასამკლავებლად? საჭიროა გონებრივ შესაძლებლობებზე მეტი. უნდა განვივითაროთ აღქმის უნარი და გავიღრმაოთ ბიბლიური ცოდნა, რომ არ გვძლიოს ბოროტებამ. ასეთი გაგებისთვის ღვთიური მითითებებია საჭირო. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, ლოცვით უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, გაგვაგებინოს თავისი კანონები და შეხსენებები, რათა მთელ გულით ვემსახუროთ მას (ფსალმ. 118:1, 2, 3).

5 შემდგომ ნაწილში სარაიონო ზედამხედველმა ახსნა, რომ იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვეხმარება, სრულწლოვანნი გავხდეთ ბიბლიურ შემეცნებაში. შემეცნება განიმარტებოდა, როგორც „საკითხში წვდომისა და მისი მნიშვნელობის გათვითცნობიერების უნარი, როდესაც შეგიძლია აღიქვა მთლიანი სურათი და დაინახო კავშირი ამ მთლიანობასა და მის შემადგენელ ნაწილებს შორის“. ვის შეუძლია დაგვეხმაროს ამ უნარის განვითარებაში? სულიერ წინსვლაში რომ დაგვეხმაროს, იეჰოვამ უზრუნველგვყო ძღვნით ადამიანთა სახით (ეფეს. 4:11, 12). მისი მიწიერი ორგანიზაცია მოგვიწოდებს, ყოველდღიურად ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და რეგულარულად დავესწროთ კრების ყველა შეხვედრას (ფსალმ. 1:2). ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების გამოყენებას პირადი და ოჯახური შესწავლის, აგრეთვე შეხვედრებისა და სამქადაგებლო მსახურებისთვის მომზადების დროს. იყენებ ყველა ამ საშუალებას? რეგულარულად მიჰყვები ბიბლიის პირადი კითხვის გეგმას? ეს მნიშვნელოვანია, თუ გვსურს, რომ არ გავხდეთ წუთისოფლის ტენდენციების, წარმავალი გატაცებების, ფილოსოფიისა და სხვა მაცდური ზეგავლენის მსხვერპლი (კოლ. 2:6—8).

6 საჭიროა გრძნობების გაწაფვა. თავის პირველ მოხსენებაში, „გრძნობების გაწვრთნით დაიცავით სულიერობა“, მოწვეულმა მომხსენებელმა ახსნა, რომ ადამიანებს ამ წუთისოფელში არ შეუძლიათ განასხვაონ, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი. ეს იმიტომ რომ ისინი არ აღიარებენ და არ იცავენ ღვთის სამართლიან ნორმებს. ამის საპირისპიროდ, ჩვენ, ვინც სულიერად მოვემზადეთ იეჰოვას ორგანიზაციაში, ვაღიარებთ ღვთის ნორმებს, რომლებიც მართავს ჩვენს საქმეებსა და ქცევებს. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რა არის კარგი და მოსაწონი ღვთის თვალში და რა შეესაბამება მის სრულყოფილ ნებას (რომ. 12:2).

7 წუთისოფლის არეულ-დარეულ აზროვნებასა და ცუდ შედეგებს რომ მოვერიდოთ, ჩვენ გამუდმებით უნდა გავიწაფოთ გრძნობები. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? ებრაელთა 5:12—14-ში მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ არ უნდა ვიკვებოთ მხოლოდ „სიტყვის რძით“. ჩვენ გვჭირდება მაგარი სულიერი საზრდო, მაგალითად, როგორსაც ვიღებთ ესაიას წინასწარმეტყველების შესწავლისას კრების წიგნის შესწავლაზე. ამასთანავე, მზადყოფნით უნდა გამოვიყენოთ ის, რასაც ვსწავლობთ. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ვრწმუნდებით იეჰოვას პრინციპებისა და ნორმების სამართლიანობაში. ეს კი გრძნობების გაწაფვაში დაგვეხმარება, რათა სწორი არასწორისგან გავარჩიოთ.

8 სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი სულიერად დასუსტდა. რატომ? მათ არ გაითვალისწინეს ის, რაც იეჰოვას თვალში კარგი და სამართლიანია. შედეგად, ისინი მოექცნენ ბიბლიის საწინააღმდეგო შინაარსის მქონე რადიო და სატელევიზიო პროგრამების, გამხრწნელი მუსიკის ან კომპიუტერული „სალაყბო ოთახების“ ცუდი ზეგავლენის ქვეშ. გონივრული მოქმედებით თავს დავიცავთ უზნეო, უგუნური და ბოროტი ადამიანების ზეგავლენისგან (იგავ. 13:20; გალ. 5:7; 1 ტიმ. 6:20, 21).

9 ახალგაზრდებო, „ბოროტისთვის იყავით ბალღები“. პროგრამის ორი ნაწილი განსაკუთრებით ახალგაზრდებისკენ იყო მიმართული და მოუწოდებდა მათ, განევითარებინათ აღქმის უნარი. მომხსენებლებმა ახსნეს, რომ ბოროტებისათვის ბავშვებად ყოფნა ნიშნავს გამოუცდელად ანუ ბავშვებივით უბრალოებად დარჩენას იმ საკითხებში, რომლებიც იეჰოვას თვალში უწმიდურად ითვლება (1 კორ. 14:20). დიდი ყურადღებით უნდა ვაკონტროლოთ, თუ როგორ ვიყენებთ დროს, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ ყოველგვარი ბოროტების გავლენას და თავიდან ავიცილოთ მისით დაავადება (ეფეს. 5:15—17). უნდა გამოვთვალოთ დრო, რომელსაც ვხარჯავთ იმ მასალის კითხვაში, რომელიც უშუალოდ არ უწყობს ხელს ჩვენს სულიერ ზრდას. გამოიყენე ეს რჩევა? შედეგად რა გამოჩნდა? ბიბლიის ყოველდღიურად კითხვის გარდა, იკითხე მასალა, რომლითაც ორგანიზაცია უზრუნველგვყოფს. ამის კეთება დაეხმარება ყოველ ჩვენგანს, მათ შორის ახალგაზრდებს, „ცოდნის მოხვეჭაში“ (იგავ. 4:7—9).

10 „სარგებლობა, რომელიც ბიბლიური პრინციპების საზრიანად გამოყენებას მოაქვს“. ეს იყო სპეციალური ერთდღიანი კონგრესის პროგრამის ბოლო თემა. მოწვეულმა მომხსენებელმა განმარტა, რომ იეჰოვა არის მაცოცხლებელი ცოდნის წყარო, რაც ბევრად აღემატება ადამიანთა ცოდნას. წარმოიდგინე, რა დიდებული შესაძლებლობაა იეჰოვასგან ცოდნის მიღება! ისინი, ვინც გულწრფელად ეძებენ ცოდნას და რწმენით ითხოვენ მას, უხვად ჯილდოვდებიან იეჰოვასგან (იგავ. 2:3—5, 9; 28:5). სარგებლობ ამ შესაძლებლობით?

11 უნდა ვეცადოთ, ბიბლიის კითხვისას პრინციპებზე გავამახვილოთ ყურადღება (2 ტიმ. 3:16, 17). გულდასმით შეისწავლე ისინი, რომ ზუსტი ცოდნა მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს იეჰოვა. დრო გამოუყავი ამ პრინციპებზე დაფიქრებას და ჩაიბეჭდე ისინი გულსა და გონებაში. ეს გაგიწაფავს გრძნობებს და ამგვარად შეძლებ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას წარმატებას მიაღწიო (იესო. 1:8). განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, რომელსაც მრავალი ხვდება და დავინახოთ, თუ როგორ დაგვეხმარება ბიბლიური პრინციპების გამოყენება წარმატების მისაღწევად.

12 „უნდა მივბაძო წუთისოფელს ჩაცმულობასა და ვარცხნილობაში?“. წუთისოფლისეული უცნაური ჩაცმულობა და ვარცხნილობა, ხშირ შემთხვევაში, ამბოხების სულს ირეკლავს. ასეთი სულის ზეგავლენით ადამიანები ვულგარულად და ულაზათოდ იცვამენ ან ჩაცმულობით ცდილობენ, თავიანთ სექსუალურობას გაუსვან ხაზი. რომელი შესაბამისი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება ასეთი ტენდენციებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში? თუ გრძნობები გაწაფული გვაქვს, მხედველობაში მივიღებთ 1-ლი ტიმოთეს 2:9, 10-ში ჩაწერილ პრინციპს, რომ ჩავიცვათ „მორცხვობით და კდემამოსილებით. . . როგორც შეჰფერით [მათ], რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს“. ამასთან დაკავშირებით სხვა პრინციპებს ვნახულობთ მე-2 კორინთელთა 6:3-სა და კოლასელთა 3:18, 20-ში.

13 „როგორ შევუწყო ხელი ოჯახის სიმტკიცეს?“. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებს შორის კარგი ურთიერთობა. იაკობის 1:19-ში ნათქვამია: „ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“. ოჯახის წევრებისთვის აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობა. ამიტომ მათ უნდა მოუსმინონ და ესაუბრონ კიდეც ერთიმეორეს. მაშინაც კი, როცა სიმართლეს ვამბობთ, თუ ეს მკაცრად, სიამაყით ან გულგრილად არის ნათქვამი, შეიძლება საზიანო უფრო აღმოჩნდეს, ვიდრე სასარგებლო. ამგვარად, ცოლი ვართ თუ ქმარი, მშობელი თუ შვილი, ჩვენი საუბარი ყოველთვის „მარილით შეზავებული“ უნდა იყოს (კოლ. 4:6).

14 „ზეგავლენას ხომ არ ახდენს ჩემზე გამდიდრების სურვილი?“. გამდიდრებისკენ სწრაფვა წუთისოფლისეული ზეგავლენაა, რომელიც ადამიანს ცხოვრებას ურთულებს. ის არ არის ბედნიერების საწინადარი (ეკლ. 5:10; ლუკ. 12:15; 1 ტიმ. 6:9, 10). მომხვეჭელობის ხაფანგს რომ მოვრიდებოდით, იესომ მოგვცა მნიშვნელოვანი პრინციპი: სუფთად დავიცვათ თვალი. გაწონასწორებული, უბრალო ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ მზერა სამეფოს ინტერესებს მივაპყროთ, ხოლო ყოველივე დანარჩენს მეორეხარისხოვანი ადგილი დავუთმოთ (მათ. 6:22, 23, 33).

15 რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ღვთის სიტყვაში მოცემულია სამართლიანი პრინციპები, რომლებითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს პრინციპები, ვიფიქროთ მათზე და გავაანალიზოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ცხოვრებაში. ამგვარად „გრძნობების გაწაფვა კეთილისა და ბოროტის გასარჩევად“ სასარგებლო იქნება ჩვენთვის და პატივს მიაგებს იეჰოვას (ებრ. 5:14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება