განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა ოქტომბერში: შესთავაზეთ „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ერთად. იქ, სადაც ინტერესი იყო გამოვლენილი, შესთავაზეთ ბროშურა „რას მოითხოვს“. ნოემბერში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „შემეცნება“ ან ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ მობინადრე უარს იტყვის წიგნის აღებაზე, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“ იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე, თუ არის კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“.
◼ ოქტომბერში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
◼ „ჩვენი სამეფო მსახურების“ ამ ნომრის დანართი არის „თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2006 წლისთვის“. ის უნდა შეინახოთ 2006 წლის განმავლობაში გამოსაყენებლად.
◼ 2006 წლის 17 აპრილით დაწყებული კვირიდან კრების წიგნის შესწავლებზე განვიხილავთ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ აღნიშნული დროისთვის კრებებს უნდა ჰქონდეთ ამ წიგნის საკმარისი მარაგი როგორც ჩვეულებრივი, ისე დიდი შრიფტით.