თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2006 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2006 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: ბიბლია (ბიბლიური საზოგადოების გამოცემა და „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“); „საგუშაგო კოშკი“ (w); „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ (be); ბროშურა «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა» (bsi06); „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ (td) (მოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლოში).
სკოლა უნდა დაიწყოს დროულად სიმღერით, ლოცვითა და მოკლე მისალმებით. პროგრამა წარიმართება შემდეგნაირად:
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა (რჩევების განხილვა): 5 წუთი. სკოლის ზედამხედველი, დამხმარე მრჩეველი ან სხვა შესაბამისი უხუცესი განიხილავს რჩევებს თეოკრატული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან (იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შეიძლება მომსახურეც გამოვიდეს ამ მოხსენებით). თუ არ არის კონკრეტული მითითება, მოხსენებაში ჩართული უნდა იყოს მოცემულ გვერდებზე მდებარე ჩარჩოებიც. არ განიხილოთ სავარჯიშოები, რადგან ისინი, ძირითადად, პირადი გამოყენებისა და რჩევისთვის არის გათვალისწინებული.
დავალება №1: 10 წუთი. უნდა წარმოთქვას შესაბამისმა უხუცესმა ან მომსახურემ. დაფუძნებულია „საგუშაგო კოშკზე“, წიგნზე „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ ან მასალაზე ბროშურიდან «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა». უნდა წარმოითქვას, როგორც ათწუთიანი დამრიგებლური მოხსენება, ზეპირი გამეორების გარეშე. მიზანი მხოლოდ მასალის გავლა არ უნდა იყოს; ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც და ხაზი უნდა გაესვას კრებისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხებს. გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული თემა. ძმებმა, რომლებსაც ეს მოხსენება მიეცათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტიონ. თუ საჭიროა, პირადად შეიძლება რჩევის მიცემა.
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან: 10 წუთი. პირველი 6 წუთის განმავლობაში უხუცესმა ან მომსახურემ უნდა მიუსადაგოს მასალა ადგილობრივ მოთხოვნილებებს. მას შეუძლია იმ კვირისთვის წასაკითხად მოცემული ბიბლიის მონაკვეთის ნებისმიერი მუხლის კომენტირება. ეს არ უნდა იყოს წასაკითხად მოცემული მასალის მხოლოდ მოკლე შინაარსი. ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და რით არის ინფორმაცია სასარგებლო. მომხსენებელმა 6 წუთზე მეტი არ უნდა გამოუყოს თავის მოხსენებას. მან 4 წუთი უნდა დაუტოვოს მსმენელებს და სთხოვოს, მოკლე (30-წამიანი ან ნაკლები) კომენტარები გააკეთონ, თუ რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმდინარე კვირის განმავლობაში წაკითხული ბიბლიის მონაკვეთიდან. ამის შემდეგ, სკოლის ზედამხედველის მითითებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გავლენ.
დავალება №2: 4 წუთი. ეს არის კითხვა და აღნიშნული დავალება ეძლევა ძმას. ძირითადად, წასაკითხი მასალა ბიბლიიდან იქნება. თვეში ერთხელ ეს დავალება დაფუძნებული იქნება „საგუშაგო კოშკზე“. მოსწავლემ მასალა უნდა წაიკითხოს შესავლისა და დასკვნის გარეშე. მასალა ყოველთვის ერთი მოცულობის არ არის, მაგრამ წაკითხული უნდა იქნეს 4 წუთში ან ნაკლებში. დავალების მიცემამდე სკოლის ზედამხედველმა უნდა გადახედოს მასალას, შეესაბამება თუ არა მოსწავლის ასაკს ან უნარს. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, იკითხონ გასაგებად და გამართულად, სწორად დასვან აზრობრივი მახვილი, ცვალონ ინტონაცია, სწორად გააკეთონ პაუზები და მიაღწიონ ბუნებრიობას.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. პირობითი სიტუაციები თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან უნდა იქნეს აღებული. მოსწავლე ან თვითონ შეარჩევს პირობით სიტუაციას, ან მიეთითება, რომელი აიღოს. მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მიცემული თემა, უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. როდესაც მოცემულია მხოლოდ თემა და მითითებული არ არის, საიდან უნდა იქნეს მასალა აღებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. შედარებით ახალ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, სადაც მოცემულია მასალის წყარო. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განმარტავს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობასა და მასალის ძირითადი აზრების გაგებაში. მოსწავლემ, რომელსაც ეს დავალება ეძლევა, კითხვა უნდა იცოდეს. სკოლის ზედამხედველი უნიშნავს ერთ დამხმარეს.
დავალება №4: 5 წუთი. მოსწავლემ უნდა მოამზადოს მიცემული თემა. როდესაც მიცემულია მხოლოდ თემა, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. თუ ეს დავალება ძმას ეძლევა, ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოთქვას და გაითვალისწინოს სამეფო დარბაზში მყოფი აუდიტორია. როცა და გამოდის, თემა ყოველთვის უნდა განიხილოს №3 დავალების მსგავსად. სკოლის ზედამხედველი ძმას მისცემს №4 დავალებას, როცა საჭიროდ ჩათვლის ამის გაკეთებას. გთხოვთ, შენიშნოთ რომ ვარსკვლავით აღნიშნული თემები ყოველთვის ძმებს უნდა დაენიშნოთ და მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას.
დრო: არც ერთი მოხსენება არ უნდა გადასცილდეს დროს. იგივე ეხება რჩევის მიცემის დროსაც. დავალებები №2-დან №4-მდე დროის გადაცილების შემთხვევაში ტაქტიანად უნდა შეწყდეს. თუ ძმა, რომელიც გამოდის ერთ-ერთი დამმოძღვრავი მოხსენებით (სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელ რჩევების განხილვა, დავალება №1 ან მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან), აცილებს დროს, უნდა მიეცეს რჩევა პირადად. დროს ყველამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანი პროგრამა გრძელდება 45 წუთი. ამაში არ შედის სიმღერისა და ლოცვის დრო.
რჩევა: 1 წუთი. თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი უნდა შემოიფარგლოს ერთწუთიანი დადებითი კომენტარებით. ის ისაუბრებს გამოსვლის იმ მხარეებზე, რომელთა გამოც მოსწავლის შექება შეიძლება. მისი მიზანი ის კი არ არის, რომ უბრალოდ უთხრას „კარგი იყო“, არამედ განმარტოს, რატომ იყო გამოსვლის ესა თუ ის მხარე ეფექტური. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს დამატებითი საფუძვლიანი რჩევა შეიძლება მიეცეს პირადად, შეხვედრის შემდეგ ან სხვა დროს.
დამხმარე მრჩეველი: თუ შესაძლებელია, უხუცესთა საბჭო აირჩევს გამოცდილ უხუცესს, სკოლის ზედამხედველის გარდა, რათა დამხმარე მრჩევლის მოვალეობა შეასრულოს. თუ კრებაში საკმარისი რაოდენობის უხუცესები არიან, ყოველ წელს სხვადასხვა კვალიფიციურმა უხუცესმა უნდა იკისროს ეს პასუხისმგებლობა. დამხმარე მრჩევლის პასუხისმგებლობაში შედის, საჭიროების შემთხვევაში, პირადი რჩევა მისცეს ძმებს, რომლებიც გამოდიან №1 დავალებით ან განიხილავენ მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. არ არის აუცილებელი, რომ მან უხუცესებს ან მომსახურეებს ყოველი გამოსვლის შემდეგ მისცეს რჩევები. ასეთი დავალება ძალაში იქნება 2006 წლის განმავლობაში, შემდეგ კი მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს.
რჩევების ბლანკი: სახელმძღვანელოშია.
ზეპირი გამეორება: 30 წუთი. ყოველ ორ თვეში სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს ზეპირ გამეორებას. გამეორების წინ წარმოდგენილი იქნება სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის პროგრამიდან, იმ წესით, როგორც ეს ზემოთ არის მოყვანილი. ზეპირი გამეორება დაფუძნებულია ორი თვის მანძილზე გავლილ მასალაზე, გამეორების კვირის ჩათვლით. თუ თქვენს კრებას ზეპირი გამეორების კვირაში აქვს სარაიონო კონგრესი, მაშინ გამეორება (და პროგრამის დანარჩენი ნაწილი) უნდა გადაიტანოთ მომდევნო კვირას, ხოლო მომდევნო კვირის პროგრამა ჩატარდება სარაიონო კონგრესზე. როდესაც ზეპირი გამეორება ემთხვევა სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირას, მაშინ სიმღერა, სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან ჩატარდება გეგმის მიხედვით. დამმოძღვრავი მოხსენება (რომელიც რჩევების განხილვის შემდეგაა), უნდა აიღოთ მომდევნო კვირის პროგრამიდან. მომდევნო კვირას თეოკრატიული სამსახურის სკოლა დაიწყება სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვით; შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი აზრების განხილვა ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. ორივე გამოსვლა დაფუძნებული იქნება აღნიშნული კვირის გეგმაზე. ამის შემდეგ კი ჩატარდება ზეპირი გამეორება.
გეგმა
2 იან. ბიბლიის კითხვა: 2 ნეშტთა 29—32 სიმღერა 91
რჩევების განხილვა: სრულად ისარგებლე თეოკრატიული სამსახურის სკოლიდან (be, გვ. 5, აბზ. 1—გვ. 8, აბზ. 1)
№ 1: ღვთის სიტყვაში იყოს შენი მისწრაფება (be, გვ. 9, აბზ. 1—5)
№ 2 2 ნეშტთა 30:1—12
№ 3: რატომ უნდა მოერიდოს ნამდვილი ქრისტიანი ბილწსიტყვაობას?
№ 4: td 20ა მარიამი იესოს დედაა და არა „ღვთისმშობელი“
9 იან. ბიბლიის კითხვა: 2 ნეშტთა 33—36 სიმღერა 144
რჩევების განხილვა: გამართული კითხვა (be, გვ. 83 აბზ. 1—5)
№ 1: 2 ნეშტთა — რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 4, აბზ. 34—36)
№ 2: 2 ნეშტთა 34:1—11
№ 3: td 20ბ მარიამი არ არის „მარად ქალწული“
№ 4: არასოდეს შეგრცხვეს ბიბლიის ზნეობრივი ნორმების დაცვის
16 იან. ბიბლიის კითხვა ეზრა 1—5 სიმღერა 137
რჩევების განხილვა: როგორ უნდა იკითხო გამართულად? (be, გვ. 84, აბზ. 2—გვ. 85, აბზ. 3)
№ 1: ეზრას შესავალი (bsi06, გვ. 5, აბზ. 1—გვ. 6, აბზ. 7)
№ 2: ეზრა 1:1—11
№ 3: რატომ არის კარგი სუფთა სინდისის ქონა?
№ 4: td 21ა ქრისტიანებს მოეთხოვებათ მონათვლა
23 იან. ბიბლიის კითხვა ეზრა 6—10 სიმღერა 106
რჩევების განხილვა: კარგი დიქცია (be გვ. 86, აბზ. 1—6)
№ 1: ეზრა — რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 6, აბზ. 14—გვ. 7, აბზ. 18)
№ 2: ეზრა 6:1—12
№ 3: td 21ბ მონათვლა ცოდვებისგან განწმენდას არ ნიშნავს
№ 4: aრა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ქორწინებაზე?
30 იან. ბიბლიის კითხვა: ნეემია 1—4 სიმღერა 161
რჩევების განხილვა: რა დაგვეხმარება გარკვევით ლაპარაკში? (be, გვ. 87, აბზ. 1—გვ. 88, აბზ. 3)
№ 1: ნეემიას შესავალი (bsi06, გვ. 7, აბზ. 1—გვ. 8, აბზ. 5)
№ 2: ნეემია 2:1—10
№ 3: როგორი უსაფრთხოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი?
№ 4: td 22ა ყველა ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს
6 თებ. ბიბლიის კითხვა: ნეემია 5—8 სიმღერა 40
რჩევების განხილვა: სწორი წარმოთქმა — რა უნდა მივიღოთ მხედველობაში (be, გვ. 89, აბზ. 1—გვ. 90, აბზ. 2)
№ 1: ყოველდღიურად იკითხე ბიბლია (be, გვ. 10, აბზ. 1—გვ. 12, აბზ. 3)
№ 2: ნეემია 5:1—13
№ 3: td 22ბ რა მოეთხოვებათ მსახურებს
№ 4: დაიცავი გული (იგავ. 4:23)
13 თებ. ბიბლიის კითხვა: ნეემია 9—11 სიმღერა 159
რჩევების განხილვა: როგორ გავიუმჯობესოთ წარმოთქმა (be, გვ. 90, აბზ. 1—გვ. 92)
№ 1: ომის ნაცვლად მშვიდობის სწავლა (w 01.01.04, გვ. 6, აბზ. 8—გვ. 7, აბზ. 5)
№ 2: ნეემია 10:28—37
№ 3: საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?
№ 4: td 23ა არსებობს მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია
20 თებ. ბიბლიის კითხვა: ნეემია 12, 13 სიმღერა 118
რჩევების განხილვა: გამართული მეტყველება (be, გვ. 93, აბზ. 1—გვ. 94, აბზ. 3)
№ 1: ნეემია — რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 8, აბზ. 16—გვ. 9, აბზ. 19)
№ 2: ნეემია 13:1—14
№ 3: td 23ბ მართებულია ცრუ სწავლების განსჯა?
№ 4: bქრისტიანებისთვის მიუღებელია ძალადობის ამსახველი ვიდეოთამაშები
27 თებ. ბიბლიის კითხვა: ესთერი 1—5 სიმღერა 215
რჩევების განხილვა: რა დაგვეხმარება გამართული მეტყველების სწავლაში (be, გვ. 94, აბზ. 4—გვ. 96, აბზ. 3; 95-ე გვ. ჩარჩოს გარეშე)
ზეპირი გამეორება
6 მარ. ბიბლიის კითხვა: ესთერი 6—10 სიმღერა 74
რჩევების განხილვა: რა უნდა გააკეთო, თუ ენა გებმება (be, გვ. 95, ჩარჩო)
№ 1: ესთერის შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 9—11, აბზ. 1—გვ. 10, აბზ. 6; გვ. 10, აბზ. 16—გვ. 11, აბზ. 18)
№ 2: ესთერი 6:1—10
№ 3: მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს
№ 4: td 23გ აუცილებელია რელიგიის შეცვლა, როცა აშკარაა, რომ ის ცრუა
13 მარ. ბიბლიის კითხვა: იობი 1—5 სიმღერა 160
რჩევების განხილვა: პაუზა სასვენ ნიშნებთან და ახალ აზრზე გადასვლისას (be, გვ. 97, აბზ. 1—გვ. 98, აბზ. 5)
№ 1: იობის შესავალი (bsi06, გვ. 11, აბზ. 1—გვ. 13, აბზ. 6)
№ 2: იობი 2:1—13
№ 3: td 23დ სწორია თუ არა შეხედულება, რომ „ყველა რელიგია კარგია“?
№ 4: რატომ ერიდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები დრტვინვას
20 მარ. ბიბლიის კითხვა: იობი 6—10 სიმღერა 214
რჩევების განხილვა: პაუზა ხაზგასმისა და მოსმენის მიზნით (be, გვ. 99, აბზ. 1—გვ. 100, აბზ. 4)
№ 1: სულიერი ფასეულობების აღმატებულობა (w 15.10.04, გვ. 4, აბზ. 2—გვ. 5, აბზ. 4)
№ 2: იობი 7:1—21
№ 3: რას ნიშნავს, გქონდეს სუფთა გული?
№ 4: td 24ა ღმერთი არ იწონებს რელიგიების გაერთიანებას
27 მარ. ბიბლიის კითხვა: იობი 11—15 სიმღერა 8
რჩევების განხილვა: აზრობრივი მახვილი (be, გვ. 101, აბზ. 1—გვ. 102, აბზ. 3)
№ 1: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (be, გვ. 13, აბზ. 1—გვ. 14, აბზ. 4)
№ 2: იობი 12:1—25
№ 3: td 25ა ღმერთი არ არის სამპიროვანი
№ 4: რატომ მოაქვს მსახურებას სიხარული?
3 აპრ. ბიბლიის კითხვა: იობი 16—20 სიმღერა 50
რჩევების განხილვა: აზრობრივი მახვილის გაუმჯობესება (be, გვ. 102, აბზ. 4—გვ. 104, აბზ. 4)
№ 1: როგორ ვავლენთ ღვთისადმი სიყვარულს (w 01.03.04, გვ. 19—21)
№ 2: იობი 16:1—22
№ 3: როგორ იზიდავს იეჰოვა ხალხს თავისკენ?
№ 4: td 25ბ ძე არ არის მამის თანასწორი
10 აპრ. ბიბლიის კითხვა: იობი 21—27 სიმღერა 119
რჩევების განხილვა: მნიშვნელოვანი აზრების ხაზგასმა (be, გვ. 105, აბზ. 1—გვ. 106, აბზ. 1)
№ 1: სულიერი ფასეულობები სარგებლობის მომტანია (w 15.10.04, გვ. 5, აბზ. 5—გვ. 7, აბზ. 2)
№ 2: იობი 24:1—20
№ 3: იეჰოვა გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვეულებრივზე მეტია
№ 4: td 25გ რას ნიშნავს, რომ ძე და მამა ერთია?
17 აპრ. ბიბლიის კითხვა: იობი 28—32 სიმღერა 100
რჩევების განხილვა: ხმის სიმაღლე — მსმენელის მხედველობაში მიღება (be, გვ. 107, აბზ. 1—გვ. 108, აბზ. 4)
№ 1: მოსმენა შეხვედრებსა და კონგრესებზე (be, გვ. 15, აბზ. 1—გვ. 16, აბზ. 5)
№ 2: იობი 29:1—25
№ 3: td 25დ ღვთის წმინდა სული მისი მოქმედი ძალაა
№ 4: რატომ იყო ხალხი განცვიფრებული იესო ქრისტეს სწავლების მეთოდებით?
24 აპრ. ბიბლიის კითხვა იობი 33—37 სიმღერა 94
რჩევების განხილვა: როგორ გავიუმჯობესოთ ხმის სიმაღლე (be გვ. 108, აბზ. 5—გვ. 110, აბზ. 2)
ზეპირი გამეორება
1 მაის. ბიბლიის კითხვა: იობი 38—42 სიმღერა 154
რჩევების განხილვა: ინტონაცია — ხმის სიმაღლის ცვლილება (be, გვ. 111, აბზ. 1—გვ. 112, აბზ. 2)
№ 1: იობი — რატომ არის სასარგებლო? (bsi06, გვ. 13, აბზ. 39—გვ. 14, აბზ. 43)
№ 2: იობი 38:1—24
№ 3: როგორ სრულდება ჩვენს დროს ესაიას 60:22?
№ 4: td 26ა რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის?
8 მაის. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 1—9 სიმღერა 168
რჩევების განხილვა: ინტონაცია — ტემპის ცვლილება (be, გვ. 112, აბზ. 3—6)
№ 1: ფსალმუნების შესავალი (ნაწილი 1) (bsi06, გვ. 14, აბზ. 1—გვ. 15, აბზ. 5)
№ 2: ფსალმუნები 4:2—5:13
№ 3: td 26ბ ქრისტე მეფობს თავის მტრებს შორის
№ 4: ჩაეჭიდეთ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს
15 მაის. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 10—17 სიმღერა 217
რჩევების განხილვა: ინტონაცია — ტონის ცვლილება (be, გვ. 113, აბზ. 1—გვ. 114, აბზ. 3)
№ 1: ფსალმუნების შესავალი (ნაწილი 2) (bsi06, გვ. 16, აბზ. 6—გვ. 17, აბზ. 11)
№ 2: ფსალმუნები 13:1—15:6
№ 3: რა მხრივ არ არიან ქრისტიანები ქვეყნიერების ნაწილი
№ 4: td 26გ ღვთის სამეფო არ არის ჩვენს გულებში
22 მაის. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 18—24 სიმღერა 23
რჩევების განხილვა: ილაპარაკე გრძნობით (be, გვ. 115, აბზ. 1—გვ. 116, აბზ. 4)
№ 1: ღრმად წვდომის უნარი სხვების კეთილგანწყობილებას მოგვაპოვებინებს (w 15.07.04, გვ. 27, აბზ. 4—გვ. 28, აბზ. 4)
№ 2: ფსალმუნები 21:2—23
№ 3: td 27ა რატომ კვდება ადამიანი?
№ 4: cრა არის ღვთის შეხსენებები და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ისინი?
29 მაის. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 25—32 სიმღერა 203
რჩევების განხილვა: მასალის შესაფერისი ენთუზიაზმი (be, გვ. 117, აბზ. 1—5)
№ 1: მეხსიერების გაუმჯობესება შესაძლებელია (be, გვ. 17, აბზ. 1—გვ. 19, აბზ. 1)
№ 2: ფსალმუნები 29:2—30:9
№ 3: რა მხრივ ათავისუფლებს ადამიანს ჭეშმარიტება?
№ 4: td 27ბ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
5 ივნ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 33—36 სიმღერა 167
რჩევების განხილვა: სითბოს გამოხატვა (be, გვ. 118, აბზ. 1—გვ. 119, აბზ. 4)
№ 1: ლოცვის ძალა (w 15.08.04, გვ. 18, აბზ. 6—გვ. 19, აბზ. 10)
№ 2: ფსალმუნები 33:2—23
№ 3: td 27გ მკვდრებთან საუბარი შეუძლებელია
№ 4: კერპთაყვანისმცემლობის რა ფორმები არსებობს, რომელთაც უნდა გავექცეთ?
12 ივნ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 37—41 სიმღერა 216
რჩევების განხილვა: გრძნობების გამოხატვა (be, გვ. 119, აბზ. 5—გვ. 120, აბზ. 5)
№ 1: ღვთის სულის დახმარება დამახსოვრებაში (be, გვ. 19, აბზ. 2—გვ. 20, აბზ. 3)
№ 2: ფსალმუნები 39:2—18
№ 3: ჭეშმარიტი მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლიას
№ 4: td 28ა სისხლის გადასხმა ბღალავს მის სიწმინდეს
19 ივნ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 44—50 სიმღერა 104
რჩევების განხილვა: ჟესტები და სახის გამომეტყველება მნიშვნელოვანია (be, გვ. 121, აბზ. 1—4)
№ 1: როდის მოდის იესო (w 01.03.04, გვ. 16, ჩარჩო)
№ 3: td 28ბ სიცოცხლის შენარჩუნების სურვილი არ ამართლებს ღვთის კანონის დარღვევას
№ 4: როგორ შეუძლია ქრისტიანს იყოს ძლიერი, როცა სუსტია? (2 კორ. 12:10).
26 ივნ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 51—59 სიმღერა 103
რჩევების განხილვა: ჟესტები და სახის გამომეტყველება (be, გვ. 121, აბზ. 5—გვ. 123, აბზ. 2)
ზეპირი გამეორება
3 ივლ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 59—67 სიმღერა 45
რჩევების განხილვა: მხედველობითი კონტაქტი მსახურებისას (be, გვ. 124, აბზ. 1—გვ. 125, აბზ. 4)
№ 1: რას ნიშნავს ჩვენთვის იეჰოვას თავმდაბლობა (w 01.11.04, გვ. 29, 30)
№ 2: ფსალმუნები 59:3—60:9
№ 3: ამართლებს ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა ღვთის კანონის დარღვევას
№ 4: td 29ა ღმერთი მორჩილ ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს აღუთქვამს
10 ივლ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 68—72 სიმღერა 225
რჩევების განხილვა: მხედველობითი კონტაქტი მოხსენებით გამოსვლისას (be, გვ. 125, აბზ. 5—გვ. 127, აბზ. 1)
№ 1: რატომ უნდა ვიკითხოთ გამუდმებით (be, გვ. 21, აბზ. 1—გვ. 23, აბზ. 3)
№ 2: ფსალმუნები 70:1—18
№ 3: td 29ბ ზეციერი ცხოვრება მხოლოდ მცირე რაოდენობისთვის არის განსაზღვრული
№ 4: dრატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები მიუკერძოებლები?
17 ივლ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 73—77 სიმღერა 28
რჩევების განხილვა: ბუნებრიობა ქადაგების დროს (be, გვ. 128, აბზ. 1—გვ. 129, აბზ. 1)
№ 1: განივითარეთ თავმდაბლობა და მოიპოვეთ ღვთის კეთილგანწყობილება (w 01.08.04, გვ. 11, აბზ. 15—გვ. 13, აბზ. 18)
№ 3: რას მოიცავს იეჰოვას ძებნა (სოფ. 2:3)
№ 4: td 29გ მიწიერი იმედი ადამიანთა განუსაზღვრელ რაოდენობას აქვს
24 ივლ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 78—85 სიმღერა 112
რჩევების განხილვა: ბუნებრიობა სცენაზე (be, გვ. 129, აბზ. 2—გვ. 130, აბზ. 1)
№ 1: „მართალთა კარავი . . . აყვავდება“ (w 15.11.04, გვ. 26, აბზ. 1— გვ. 28, აბზ. 1)
№ 3: td 30ა რა არის სული?
№ 4: შეუძლიათ თუ არა არასრულყოფილ ადამიანებს ასიამოვნონ ღმერთს?
31 ივლ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 86—90 სიმღერა 57
რჩევების განხილვა: ბუნებრიობა ხმამაღლა კითხვისას (be, გვ. 130, აბზ. 2—4)
№ 1: როცა „ცოდნის მიღება ადვილია“ და სიბრძნე დამხმარეა (w 15.11.04, გვ. 28, აბზ. 2— გვ. 29, აბზ. 6)
№ 2: ფსალმუნები 88:2—22
№ 3: ბიბლიის შესწავლა ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია
№ 4: td 30ბ რას ნიშნავს „სული ... დაბრუნდება ღმერთთან“? (ეკლ. 12:7)
7 აგვ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 91—100 სიმღერა 190
რჩევების განხილვა: ჩვენი სისუფთავე ამკობს ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ (be, გვ. 131, აბზ. 1—3)
№ 1: როგორ შევისწავლოთ? (be, გვ. 27, აბზ. 1—გვ. 31, აბზ. 2)
№ 2: ფსალმუნები 91:2—92:5
№ 3: td 31ა რა არის წმინდა სული?
№ 4: ზნეობრივი სიწმინდე მნიშვნელოვანია
14 აგვ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 101—104 სიმღერა 1
რჩევების განხილვა: რა გავლენას ახდენს გარეგნობაზე მოკრძალებულობა და საღი აზროვნება (be, გვ. 131, აბზ. 4—გვ. 132, აბზ. 3)
№ 1: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო!“ (w 15.11.04, გვ. 8, 9)
№ 2: ფსალმუნები 103:1—24
№ 3: რატომ უნდა ვიფხიზლოთ?
№ 4: td 31ბ მაცოცხლებელ ძალას სული ეწოდება
21 აგვ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 106—108 სიმღერა 201
რჩევების განხილვა: წესიერი გარეგნობის ფასი (be, გვ. 132, აბზ. 4—გვ. 133, აბზ. 1)
№ 1: ახალგაზრდებო, ბრმად არ მიჰყვეთ თანატოლებს (w 15.10.04, გვ. 22, აბზ. 4—გვ. 24, აბზ. 5)
№ 2: ფსალმუნები 106:20—43
№ 3: td 32ა რა იგულისხმება „ქვეყნიერების აღსასრულში“?
№ 4: რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს?
28 აგვ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 109—117 სიმღერა 125
რჩევების განხილვა: კარგი გარეგნობა არ იძლევა დაბრკოლების საბაბს (be, გვ. 133, აბზ. 2—4)
ზეპირი გამეორება
4 სექტ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 118 სიმღერა 59
რჩევების განხილვა: პოზა და პირადი ნივთები (be, გვ. 134, აბზ. 1—5)
№ 1: სწავლა ჯილდოვდება (be, გვ. 31, აბზ. 3—გვ. 32, აბზ. 4)
№ 2: ფსალმუნები 118:25—48
№ 3: რატომ უნდა ვცეთ პატივი ხელისუფლების წარმომადგენლებს?
№ 4: td 32ბ ბოლო დღეების ამოსაცნობად საჭიროა სიფხიზლე
11 სექტ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 119—133 სიმღერა 65
რჩევების განხილვა: რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ნაკლებად აღელდე (be, გვ. 135, აბზ. 1—გვ. 137, აბზ. 2)
№ 1: დაპირებები, რომლებსაც შეგიძლიათ ენდოთ (w 15.01.04, გვ. 4—7)
№ 3: td 33ა ქორწინების კავშირი პატიოსანი უნდა იყოს
№ 4: რა არის ჰიპერბოლა და როგორ იყენებდა იესო მას?
18 სექტ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 134—140 სიმღერა 97
რჩევების განხილვა: რა დაგეხმარება, რომ თავდაჭერილი იყო (be, გვ. 137, აბზ. 3—გვ. 138, აბზ. 4)
№ 1: ფსალმუნები — რატომ არის სასარგებლო (ნაწილი 1) (bsi06, გვ. 17, აბზ. 23—გვ. 18, აბზ. 27)
№ 2: ფსალმუნები 135:1—26
№ 3: რა გაგებით არის გახსენების საღამო საზიარო სუფრა?
№ 4: td 33ბ ქრისტიანები პატივს უნდა სცემდნენ მეთაურობის პრინციპს
25 სექტ. ბიბლიის კითხვა: ფსალმუნები 141—150 სიმღერა 5
რჩევების განხილვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ხმის გამაძლიერებლის გამოყენება (be, გვ. 139, აბზ. 1—გვ. 140, აბზ. 1)
№ 1: ფსალმუნები — რატომ არის სასარგებლო (ნაწილი 2) (bsi06, გვ. 18, აბზ. 28—გვ. 19, 32)
№ 3: td 33გ ქრისტიან მშობლებს შვილების მიმართ მოვალეობა აკისრიათ
№ 4: სხვების მოთხოვნილებები ჩვენსაზე წინ დავაყენოთ
2 ოქტ. ბიბლიის კითხვა: იგავები 1—6 სიმღერა 111
რჩევების განხილვა: ეფექტურად გამოიყენე მიკროფონი (be, გვ. 140, აბზ. 2—გვ. 142, აბზ. 1)
№ 1: იგავების შესავალი (ნაწილი 1) (bsi06, გვ. 19, აბზ. 1—გვ. 20, აბზ. 5)
№ 2: იგავები 5:1—23
№ 3: td 33დ ქრისტიანი უნდა დაქორწინდეს მხოლოდ ქრისტიანზე
№ 4: eხელი არ შეუწყო ზღაპრების გავრცელებას (2 ტიმ. 4:4).
9 ოქტ. ბიბლიის კითხვა: იგავები 7—11 სიმღერა 73
რჩევების განხილვა: პასუხის გაცემისას ბიბლიის გამოყენება (be, გვ. 143, აბზ. 1—3)
№ 1: იგავების შესავალი (ნაწილი 2) (bsi06, გვ. 20, აბზ. 6—გვ. 21, აბზ. 11)
№ 2: იგავები 7:1—27
№ 3: ქრისტიანული ნეიტრალიტეტი გვეხმარება ჩვენი საძმოს ერთიანობის შენარჩუნებაში
№ 4: td 33ე მრავალცოლიანობა არაბიბლიურია
16 ოქტ. ბიბლიის კითხვა: იგავები 12—16 სიმღერა 180
რჩევების განხილვა: როგორ უნდა გავუმჯობესდეთ ბიბლიის გამოყენებაში? (be, გვ. 144, აბზ. 1—4)
№ 1: სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენება (be, გვ. 35, აბზ. 3—გვ. 38, აბზ. 4)
№ 2: იგავები 14:1—21
№ 3: td 34ა ქრისტეს დაბრუნება ადამიანებისთვის უხილავია
№ 4: რა დაგვეხმარება, რომ ყურადღებით ვიყოთ კრების შეხვედრებზე?
23 ოქტ. ბიბლიის კითხვა: იგავები 17—21 სიმღერა 131
რჩევების განხილვა: აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით? (be, გვ. 145, 146)
№ 1: იგავები — რატომ არის სასარგებლო (ნაწილი 1) (bsi06, გვ. 21, აბზ. 19—გვ. 23, აბზ. 28)
№ 2: იგავები 17:1—20
№ 3: რა დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანებს მოხუცებულების მიმართ?
№ 4: td 34ბ ქრისტეს დაბრუნება ამოიცნობა ხილული ფაქტებით
30 ოქტ. ბიბლიის კითხვა: იგავები 22—26 სიმღერა 9
რჩევების განხილვა: ბიბლიური მუხლების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობა (be, გვ. 147, აბზ. 1—გვ. 148, აბზ. 2)
ზეპირი გამეორება
6 ნოემ. ბიბლიის კითხვა: იგავები 27—31 სიმღერა 51
რჩევების განხილვა: წასაკითხ მუხლებთან დაკავშირებით გააკეთე შესავალი (be, გვ. 148, აბზ. 3—გვ, 149, აბზ. 3)
№ 1: იგავები — რატომ არის სასარგებლო (ნაწილი 2) (bsi06, გვ. 23, აბზ. 29—გვ. 24, აბზ. 38)
№ 2: იგავები 28:1—18
№ 3: td 35ა 1914 წელი — წარმართთა დროის დასასრული
№ 4: რატომ არ უნდა შევაფასოთ გარეგნობით ის ადამიანები, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით?
13 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ეკლესიასტე 1—6 სიმღერა 25
რჩევების განხილვა: ხაზგასმისთვის საჭიროა გრძნობებით წაკითხვა (be, გვ. 150, აბზ. 1, 2)
№ 1: ეკლესიასტეს შესავალი (bsi06, გვ. 25, აბზ. 1—გვ. 26, აბზ. 8)
№ 2: ეკლესიასტე 5:1—15
№ 3: რატომ არის ბიბლიური ჭეშმარიტება დაფარული ბრძენებისა და ჭკვიანებისთვის? (მათ. 11:25).
№ 4: td 36ა ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ შაბათის დაცვა
20 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ეკლესიასტე 7—12 სიმღერა 37
რჩევების განხილვა: საჭირო სიტყვების ხაზგასმა (be, გვ. 150, აბზ. 3—გვ. 151, აბზ. 2)
№ 1: ეკლესიასტე — რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 26, აბზ. 15—გვ. 27, აბზ. 19)
№ 2: ეკლესიასტე 9:1—12
№ 3: td 36ბ შაბათის დაცვა მხოლოდ ადრინდელ ისრაელს მოეთხოვებოდა
№ 4: რა არის ცუდი შურიანობაში?
27 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ქებათა ქება 1—8 სიმღერა 11
რჩევების განხილვა: ხაზგასმის მეთოდები (be, გვ. 151, აბზ. 3—გვ. 152, აბზ. 5)
№ 1: ქებათა ქების შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi06, გვ. 27, აბზ. 1—გვ. 28, აბზ. 4; გვ. 28, აბზ. 16— გვ. 29, აბზ. 18)
№ 2: ქებათა ქება 7:1—8:4
№ 3: რატომ უნდა ეცვათ ქრისტიანებს აკურატულად, სუფთად და მოკრძალებულად?
№ 4: td 36გ რას ნიშნავს ღვთის დასვენების შაბათი?
4 დეკ. ბიბლიის კითხვა: ესაია 1—5 სიმღერა 90
რჩევების განხილვა: ბიბლიური მუხლების სწორად ახსნა (be, გვ. 153, აბზ. 1—გვ. 154, აბზ. 3)
№ 1: ესაიას შესავალი (bsi06, გვ. 29, აბზ. 1—გვ. 31, აბზ. 8)
№ 2: ესაია 3:1—15
№ 3: td 37ა შემოქმედება ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს და აბათილებს ევოლუციის თეორიას
№ 4: fრატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები „ნელი . . . რისხვაში“? (იაკ. 1:19).
11 დეკ. ბიბლიის კითხვა: ესაია 6—10 სიმღერა 204
რჩევების განხილვა: ბიბლიური მუხლების გასაგებად განმარტვა (be, გვ. 154, აბზ. 4—გვ. 155, აბზ. 3)
№ 1: გეგმის შედგენა (be, გვ. 39—42)
№ 2: ესაია 10:1—14
№ 3: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეგეძლოს პატიება?
№ 4: td 37ბ შემოქმედებითი დღეები არ არის 24–საათიანი
18 დეკ. ბიბლიის კითხვა: ესაია 11—16 სიმღერა 47
რჩევების განხილვა: იმსჯელე წმინდა წერილების საფუძველზე (be, გვ. 155, აბზ. 4—გვ. 156, აბზ. 4)
№ 1: ახალგაზრდებო, მიეცით მშობლებს თქვენი გულის დაცვის საშუალება (w 15.10.04, გვ. 20, აბზ. 1—გვ. 22, აბზ. 3)
№ 2: ესაია 11:1—12
№ 3: td 38ა რა არის ცოდვა?
№ 4: ჭეშმარიტი ქრისტიანები არ მიიღებენ მონაწილეობას არმაგედონში
25 დეკ. ბიბლიის კითხვა: ესაია 17—23 სიმღერა 53
რჩევების განხილვა: პრაქტიკული ღირებულების ჩვენება (be, გვ. 157, აბზ. 1—გვ. 158, აბზ. 1)
ზეპირი გამეორება
[სქოლიოები]
a უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
b უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
c უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
d უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
e უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
f უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.