-
ღვთის სიტყვაა ბიბლია?საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
-
-
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
ამ სიტყვებით პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს და შეუდარებელია. იგი, რასაკვირველია, საუბრობდა ბიბლიის იმ წიგნებზე, რომელიც მაშინ უკვე დაწერილი იყო. ბიბლიის ეს წიგნები დღეს „ძველი აღთქმის“ სახელითაა ცნობილი. მაგრამ პავლეს სიტყვები მხოლოდ „ძველ აღთქმას“ კი არ ეხებოდა, არამედ ბიბლიის სამოცდაექვსივე წიგნს, მათ შორის იმ წიგნებსაც, რომელიც იესოს ერთგულმა მოწაფეებმა ახ. წ. პირველ საუკუნეში დაწერეს.
თქვენც პავლეს მსგავსად აფასებთ ბიბლიას? როგორ ფიქრობთ, ბიბლიის დამწერებმა ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაწერეს ეს წიგნი? პირველი საუკუნის ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ ეს მართლაც ასე იყო, და მათი რწმენა საუკუნეების მანძილზე არ შერყეულა. XIV საუკუნეში ინგლისელმა სასულიერო პირმა ჯონ უიკლიფმა ბიბლიას „ჭეშმარიტების უტყუარი საზომი“ უწოდა. „ახალ ბიბლიურ ლექსიკონში“, სადაც პავლეს ზემოხსენებული სიტყვები ირჩევა, ვკითხულობთ: „ვინაიდან ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული, მისი თითოეული სიტყვა სარწმუნოა“.
-
-
ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერასაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
-
-
რა იგულისხმა მოციქულმა პავლემ, როცა თქვა, რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული“? (2 ტიმოთე 3:16). სიტყვასიტყვით, პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ღვთისგან შთაბერილს“. პავლე ამაში გულისხმობდა იმას, რომ ღმერთმა ბიბლიის დამწერებს თავისი წმინდა სულით მხოლოდ ის დააწერინა, რაც თავად სურდა.
ბიბლიის დამწერებს, როგორც მოციქულმა პეტრემ თქვა, „წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). ამიტომაც უწოდა მოციქულმა პავლემ ბიბლიის წიგნებს „წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია . . . დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15).
-