საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w10 3/1 გვ. 3-4
  • ღვთის სიტყვაა ბიბლია?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღვთის სიტყვაა ბიბლია?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის მიმართ თვალსაზრისი იცვლება
  • ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაიწერა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • მართლა ღვთის შთაგონებით დაიწერა ბიბლია?
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • უმაღლესი სიბრძნის სწორუპოვარი წყარო
    რა არის სიცოცხლის აზრი?
  • ღვთისმოსაწონი ჭეშმარიტი სწავლებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
w10 3/1 გვ. 3-4

ღვთის სიტყვაა ბიბლია?

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).

ამ სიტყვებით პავლე მოციქულმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს და შეუდარებელია. იგი, რასაკვირველია, საუბრობდა ბიბლიის იმ წიგნებზე, რომელიც მაშინ უკვე დაწერილი იყო. ბიბლიის ეს წიგნები დღეს „ძველი აღთქმის“ სახელითაა ცნობილი. მაგრამ პავლეს სიტყვები მხოლოდ „ძველ აღთქმას“ კი არ ეხებოდა, არამედ ბიბლიის სამოცდაექვსივე წიგნს, მათ შორის იმ წიგნებსაც, რომელიც იესოს ერთგულმა მოწაფეებმა ახ. წ. პირველ საუკუნეში დაწერეს.

თქვენც პავლეს მსგავსად აფასებთ ბიბლიას? როგორ ფიქრობთ, ბიბლიის დამწერებმა ნამდვილად ღვთის შთაგონებით დაწერეს ეს წიგნი? პირველი საუკუნის ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ ეს მართლაც ასე იყო, და მათი რწმენა საუკუნეების მანძილზე არ შერყეულა. XIV საუკუნეში ინგლისელმა სასულიერო პირმა ჯონ უიკლიფმა ბიბლიას „ჭეშმარიტების უტყუარი საზომი“ უწოდა. „ახალ ბიბლიურ ლექსიკონში“, სადაც პავლეს ზემოხსენებული სიტყვები ირჩევა, ვკითხულობთ: „ვინაიდან ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული, მისი თითოეული სიტყვა სარწმუნოა“.

ბიბლიის მიმართ თვალსაზრისი იცვლება

ბოლო დროს ხალხმა ბიბლიის მიმართ ნდობა დაკარგა. ერთ-ერთი სახელმძღვანელოს თანახმად, „თეორიულად ბიბლია ქრისტიანებისთვის [კვლავ] ავტორიტეტული წიგნია. ისინი თვლიან, რომ მათი რწმენა ბიბლიის საფუძველზე უნდა ყალიბდებოდეს და შესაბამისად უნდა იქცეოდნენ“, პრაქტიკულად კი არაფერს აკეთებენ. ბევრი ფიქრობს, რომ ბიბლიის წიგნები „ნაკლებად სანდოა, რადგან ადამიანებმა დაწერეს“ (The World’s Religions). დღეს აღიარებენ, რომ ბიბლიის დამწერებს ძლიერი რწმენა ჰქონდათ, თუმცა, მათი აზრით, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და შეცდომებს უშვებდნენ. ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობდნენ, აეხსნათ ღრმა სულიერი საკითხები, მაგრამ არ ჰქონდათ ისეთი ცოდნა, როგორიც დღეს გვაქვს.

სინამდვილეში დღეს ძალიან ცოტა თუ ხელმძღვანელობს ბიბლიით იმ მიზნით, რომ აზროვნება და საქციელი შეიცვალოს. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ, რომ ბიბლიის ნორმები ზნეობრივ საკითხებზე მოძველებული და არაპრაქტიკულია. ბევრი ბიბლიის მხოლოდ იმ ნორმებს ასრულებს, რომლებიც აწყობთ ან საერთოდ უგულებელყოფენ მათ. ზოგი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი ხელაღებით არღვევს ბიბლიურ ნორმებს და მრუშობს, სიძვას სჩადის, უპატიოსნოდ იქცევა და ლოთობს (1 კორინთელები 6:9, 10).

ამის ერთ-ერთ მიზეზზე XX საუკუნის დასაწყისში არქეოლოგმა სერ ჩარლზ მარსტონმა თავის წიგნში გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ „ადამიანები ბრმად მიჰყვებიან თანამედროვე მკვლევართა ბევრ მოსაზრებას“, რომელთაც ბიბლიის სისწორეში შეაქვთ ეჭვი (The Bible Is True). დღესაც იგივე ხდება? როგორ უნდა უყურებდეთ იმ სწავლულების შეხედულებებსა თუ თეორიებს, რომლებიც ხალხს ბიბლიის მიმართ ნდობას აკარგვინებენ? ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება