ღვთის გულმოწყალებისთვის მადლიერება
1 პავლე მოციქული, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობის გავრცელებას. მისი ასეთი მოქმედების მიზეზი არცოდნა იყო, ამიტომაც ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ. იეჰოვამ წყალობა აღმოუჩინა პავლეს და ქადაგება დაავალა. ის აფასებდა ღვთისგან მიღებულ დავალებას (საქ. 26:9—18; 1 ტიმ. 1:12—14). იეჰოვას გულმოწყალებისთვის მადლიერება პავლე მოციქულს აღძრავდა, თავდაუზოგავად ემსახურა (2 კორ. 12:15).
2 ღმერთმა ჩვენ მიმართაც გამოავლინა გულმოწყალება და მსახურების შესაძლებლობა მოგვცა (2 კორ. 4:1). პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მადლიერება გამოვავლინოთ მისი გულმოწყალებისთვის — ძალ-ღონე არ დავიშუროთ იმისათვის, რომ სხვებს სულიერად ზრდაში დავეხმაროთ. ამის ერთ-ერთი საშუალება კი ბიბლიის შესწავლების დაწყება და ჩატარებაა.
3 ბიბლიის შესწავლის დაწყება. ბიბლიის შესწავლის დაწყება შესაძლებელია, მაგალითად, ჟურნალების დატარების მარშრუტის დანიშვნით. როდესაც მობინადრესთან რეგულარულად მიგვაქვს ჟურნალები, უკეთესად ვეცნობით მას და მეტად გვექმნება წარმოდგენა მის საზრუნავსა თუ ინტერესებზე. დასაშვებია, რომელიმე განმეორებითი მონახულებისას ჟურნალის ერთ-ერთმა სტატიამ მოგვცეს იმის საფუძველი, რომ მობინადრეს ვაჩვენოთ, როგორ ვატარებთ შესწავლებს ბროშურის „რას მოითხოვს“ დახმარებით. შემდგომი მონახულებებისას კი, როდესაც მას ჟურნალებს მივუტანთ, შესაძლოა ბროშურის დახმარებით მსჯელობის გაგრძელების საშუალება მოგვეცეს.
4 ლოცვის მნიშვნელობა. სამქადაგებლო მსახურებაში კარგი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება ლოცვა და მის თანახმად გულმოდგინედ მოქმედება. ერთი პიონერი და, რომელსაც მხოლოდ ბიბლიის ერთი შესწავლა ჰქონდა, იეჰოვას ევედრებოდა, რომ სხვა შესწავლებითაც ეკურთხებინა. დამ შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა. მან გადაამოწმა საკუთარი მსახურება და დაინახა, რომ განმეორებითი მონახულებების დროს მობინადრეებს ბიბლიის შესწავლას არ სთავაზობდა. ამის გაკეთება დაიწყო და მალე ორი შესწავლაც შეემატა.
5 ჩვენ გვაქვს იმის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ხალხს ვაუწყოთ «ღვთის მადლის სახარება [„სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“, აქ]» (საქმეები 20:24). დაე, ღვთის გულმოწყალებისთვის მადლიერებამ აღგვძრას, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთოთ ხალხის დასახმარებლად, რათა მათაც მოუტანოს სარგებლობა ღვთის წყალობამ.