-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ხორვატი ძმების გარდა დახმარება ბოსნიელ ძმებსაც სჭირდებოდათ. 16 ტონა შეშითა და საკვებით დატვირთული მანქანები ხორვატიიდან ბოსნიისკენ გაემართნენ. მგზავრობა სახიფათო იყო, რადგან არეულობით არაერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება სარგებლობდა. რომელიმე დაჯგუფებას რომ გადაყროდნენ, შეიძლებოდა არა მარტო ჰუმანიტარული დახმარება წაერთმიათ, არამედ დაეხოცათ კიდეც.
ერთი ძმა ჰყვება: «ტყეში გაჭრილი გზით მივდიოდით, გავიარეთ ერთი საგუშაგო, შემდეგ მეორე, რამდენჯერმე ბრძოლის წინა ხაზსაც მივუახლოვდით. საფრთხის მიუხედავად, ტრავნიკში (ბოსნია) მშვიდობით ჩავედით. ერთმა ჯარისკაცმა როგორც კი დაგვინახა, იმ სახლთან მიირბინა, სადაც ჩვენი ძმები იყვნენ, და დაიძახა: „თქვენი ხალხი მოვიდა მანქანებით!“ წარმოიდგინეთ, რა სიხარულს იგრძნობდნენ ძმები! სახლში პროდუქტები შევზიდეთ, ცოტა გამოველაპარაკეთ და მალევე განვაგრძეთ გზა, რადგან სხვებთანაც უნდა მივსულიყავით».
ძმებმა ზაგრების ბეთელს არაერთი სამადლობელი წერილი მისწერეს. ერთმა კრებამ ფილიალს მისწერა: „დიდ მადლობას გიხდით იმ მძიმე შრომისთვის, რომლის წყალობითაც ჩვენ რეგულარულად ვიღებდეთ სულიერ საზრდოს. მადლობას გიხდით ჰუმანიტარული დახმარებისთვისაც, რომელიც ძმებს მართლაც სჭირდებოდათ. მთელი გულით გმადლობთ მზრუნველობისა და გაწეული შრომისთვის!“
კრებაში რამდენიმე ლტოლვილი ძმა გვყავს, — ეწერა ერთ წერილში. — გვყავს ისეთებიც, ვისაც არანაირი შემოსავალი არა აქვს. როდესაც ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს და თანაც დიდი რაოდენობით, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ძმების მზრუნველობამ და გულუხვობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და დიდად გაამხნევა ისინი“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათები 209 გვერდზე]
ჰუმანიტარული ტვირთის საწყობი ზაგრებში
-