-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ვერონიკა ბაბიჩი ხორვატიაში დაიბადა. მისმა ოჯახმა ბიბლიის შესწავლა 50-იან წლებში დაიწყო. ვერონიკა 1957 წელს მოინათლა, რის შემდეგაც თავის მეუღლესთან ერთად სარაევოში (ბოსნია) გადავიდა. სლავონიაში (ხორვატიის ერთ-ერთი ოლქი) მცხოვრები მილიცა რადიშიჩი 1950 წელს მოინათლა და თავის ოჯახთან ერთად ისიც ბოსნიაში გადავიდა. იქ ორივე ოჯახმა ერთად დაიწყო სამეფოს შესახებ ქადაგება. როგორც იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებში, აქაც დიდი სიფრთხილე მართებდათ. ვერონიკა ჰყვება: „პოლიციაში მიგვიყვანეს და ლიტერატურა წაგვართვეს, დაგვკითხეს, დაგვაჯარიმეს და ციხეში ჩასმით დაგვემუქრნენ. მაგრამ ვერაფერმა შეგვაშინა, პირიქით, იეჰოვასადმი რწმენა უფრო განგვიმტკიცდა“.
„ერთ დღეს, — იხსენებს მილიცა, — სამეფო დარბაზში ერთი მამაკაცი მოვიდა, გულწრფელად დაინტერესებული ჩანდა. კრებამ თბილად მიიღო და გარკვეული ხანი ძმებთანაც კი რჩებოდა. კრების შეხვედრებზე კომენტარებსაც ხშირ-ხშირად აკეთებდა. მაგრამ ერთ დღეს ჩვენმა ქალიშვილმა თავისი სამსახურიდან დაინახა, რომ ეს მამაკაცი საიდუმლო პოლიციის შეხვედრას ესწრებოდა. მაშინღა მივხვდით, რომ პოლიციას ჰყავდა გამოგზავნილი ჩვენ დასაზვერად. რაც ეს ამბავი გამჟღავნდა, ის კაცი კრების შეხვედრებზე აღარ გამოჩენილა“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
1963 წელს სარაევოში გარაჟი გადააკეთეს სამეფო დარბაზად, სადაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის პირველი კრება შევიდა.
-