-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ოსმან შაჩირბეგოვიჩი იხსენებს: „პოლიციელები ხშირად გვიწყობდნენ დაკითხვას. გვეუბნებოდნენ ლაჩრები ხართ, თქვენ-თქვენ ოჯახებს არ იცავთო“.
აი როგორი დიალოგი იმართებოდა ხოლმე ოსმანსა და პოლიციელებს შორის:
— ეგ იარაღი ხომ გიცავთ?
— რა თქმა უნდა.
— ზარბაზანში თუ გაცვლიდით, უფრო დაცულად რომ გეგრძნოთ თავი?
— კი.
— ზარბაზანს თუ გაცვლიდით ტანკში?
— რასაკვირველია.
— ამ ყველაფერს ხომ იმიტომ გააკეთებდით, რომ თავი უფრო დაცულად გეგრძნოთ, — ეტყოდა ხოლმე ოსმანი. — მე კი ქვეყნიერების შემოქმედი, ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა მიცავს. მასზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი დამიცავს? პოლიციელებისთვის ყველაფერი ცხადი ხდებოდა და თავს ანებებდნენ.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
დიდ სირთულეს ქმნიდა ის, რომ ქალაქი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო. „ჩემი დაინტერესებულები არც კონგრესზე ყოფილან და არც სარაიონო ზედამხედველის მონახულებას დასწრებიან, — იხსენებს ოსმანი. — ხშირად ვნატრობდით იმ დროს, როდესაც ძმებთან ურთიერთობით ტკბობის საშუალება მოგვეცემოდა“.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ბიჰაჩში ჩვენი და-ძმების მეზობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ ზრუნავდნენ ძმები ერთმანეთზე, მაგალითად, როგორ სვამდნენ დამტვრეული ფანჯრების ნაცვლად ახლებს. „ამან ჩემს მეზობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — იხსენებს ოსმანი, — რადგან იცოდნენ, რომ ფული არ გვქონდა. ეს ისეთი დამოწმება იყო, რომ ამაზე დღემდე ლაპარაკობენ“.
-