-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ღვთის ერთგული ოჯახი
ძმები ყოველთვის ფრთხილობდნენ, თუმცა დროდადრო მაინც ხდებოდნენ „დროისა და შემთხვევის“ მსხვერპლი (ეკლ. 9:11). წარმოშობით სერბი ბოსო ჯორემი 1991 წელს ზაგრებში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესზე მოინათლა. სარაევოში დაბრუნების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს; ნეიტრალიტეტის დაცვის გამო საშინლად ექცეოდნენ. 1994 წელს თოთხმეტთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი ის იყო, რომ ცოლს, ჰენას, და ხუთი წლის გოგონას, მაგდალინას, დააშორეს.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალევე ბოსო და მისი ოჯახი უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. როცა სამივენი ერთად ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდნენ, მოულოდნელად სიჩუმე საარტილერიო ჭურვის აფეთქების ხმამ დაარღვია. ჰენა და მაგდალინა იქვე გათავდნენ, ბოსო კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 200 გვერდზე]
ჯორემების ოჯახი, 1991 წელი
-