საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ივიცა არაბაჯიჩს, რომელიც ხორვატიაში უხუცესად მსახურობს, ბანია-ლუკაში თავისი სახლი დაატოვებინეს. ივიცა ჰყვება: «მოვიდა ერთი შეიარაღებული კაცი და გვითხრა, რომ დღეიდან ეს სახლი ჩემია და დატოვეთო. მასაც იძულებით დაატოვებინეს სახლი შიბენიკში (ხორვატია), რადგან სერბი იყო, და ახლა ჩვენ გვაიძულებდა სახლიდან გასვლას. დაგვეხმარა ერთი ოფიცერი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი. მართალია, სახლს ვერ შევინარჩუნებდით, მაგრამ იმაზე მაინც დავითანხმეთ, რომ ჩვენ მის სახლში შევსულიყავით. გაგვიჭირდა სახლის და იმ კრების დატოვება, სადაც სულიერად ფეხი ავიდგით, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევანი არ გვქონდა. ისე გავემგზავრეთ ჩვენი „ახალი“ სახლის მოსაძებნად, რომ ბევრი არაფერი წაგვიღია. როცა შიბენიკში ჩავედით, იმ სახლში, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა, სხვა შესულიყო. არ ვიცოდით, რა გვექნა. იქაურმა ძმებმა თბილად მიგვიღეს. ერთმა უხუცესმა თავის სახლში შეგვიფარა, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ, მანამ, სანამ ჩვენი საცხოვრებელი გვექნებოდა».

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ომის დამთავრების შემდეგ ძმებმა სამეფო დარბაზები ააშენეს. ერთ-ერთი დარბაზი ბანია-ლუკაში მდებარეობს, რომლის აშენებაც ძმებს დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდათ. ისინი წლების მანძილზე ცდილობდნენ სამეფო დარბაზის ასაშენებლად საჭირო ნებართვის მიღებას, მაგრამ იმ ქალაქში სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა. ომის შემდეგ ბოსნიაში, მართალია, კანონიერად აღიარეს ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ბანია-ლუკაში სამეფო დარბაზის აშენების ნებართვა მაინც არ მოუციათ. ბოლოს, ბევრი ლოცვისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, როგორც იქნა, მოიპოვეს საჭირო ნებართვა, რაც კარგი პრეცედენტი იყო იმისათვის, რომ მომავალში ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ამ რეგიონში სხვა სამეფო დარბაზებიც აშენებულიყო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება