-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
სარაევოში კონგრესი ერთ-ერთ გზაჯვარედინთან ახლოს ჩატარდა, რომელიც სნაიპერთა თვალთახედვის არეში იყო. უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნა. ძმები უსაფრთხოდ კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ, რაშიც მაუწყებლების მონათვლა შეიძლებოდა, არც წყალი ჰქონდათ საკმარისი. წყლის დასაზოგად მონათვლის მსურველებიდან ჯერ ტანით ყველაზე პატარებს ნათლავდნენ და მერე დიდებს.
და-ძმებისთვის ეს მართლაც დაუვიწყარი მოვლენა იყო. მათ არ დაუშვეს, რომ შემაშფოთებელ მოვლენებს მათთვის ის სიხარული წაერთმია, რომელიც გაერთიანებულ თაყვანისცემას მოაქვს. დღესდღეობით სარაევოში სამი კრებაა.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
სარაევო, სადაც წლების წინ შეიძლებოდა ძმები სნაიპერის ტყვიას გაეთავებინა, დღეს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან კონგრესებზე ჩასულ დელეგატებს მასპინძლობს.
-