-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ფილიალის ახალი შენობა და სამეფო დარბაზები
როგორც ყველგან, თეოკრატიულმა ზრდამ ზაგრებში არსებულ ბეთელის ოჯახზეც იმოქმედა. თუ თავიდან ბეთელის ოჯახში 10 კაცი იყო, ეს ციფრი მოგვიანებით 50-მდე გაიზარდა. საჭირო გახდა ბინების დაქირავება, რადგან ბეთელის შენობა მხოლოდ 10 კაცისთვის იყო გათვლილი.
ფილიალის კომიტეტის ჩამოყალიბების შემდეგ ხელმძღვანელი საბჭოს ნებართვით ფილიალის ასაშენებლად ზაგრებში ტერიტორია შეიძინეს. ადგილობრივმა მოხალისეებმა და საერთაშორისო მსახურებმა მალე ააშენეს ლამაზი შენობები, რომლებიც სამეფო საქმის წინსვლას მოემსახურებოდა. 1999 წლის 23 ოქტომბერს, შაბათს, ფილიალის შენობებისა და სამეფო დარბაზის მიძღვნა გაიმართა. ამავე დღეს ჩატარდა ზაგრების ცენტრში მდებარე ორსამეფოდარბაზიანი კომპლექსის მიძღვნაც. იქაურები 15 ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს მასპინძლობდნენ, მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, ძმა გერიტ ლოშს, რომელმაც მიძღვნის მოხსენება წაიკითხა. მეორე დღეს სულიერ ნადიმზე დასასწრებად დიდ სპორტდარბაზში 4 886 კაცი შეიკრიბა. ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო ხორვატიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის, რომელთაგანაც ზოგიერთი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროში 50 წელზე მეტხანს ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.
-
-
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათები 216 გვერდზე]
ხორვატიის ფილიალის კომიტეტის წევრები, და ფილიალის შენობა
-