საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • 1997 წელს სლოვენიის ოფისმა სტატუსი შეიცვალა და იეჰოვას მოწმეების ფილიალი გახდა.

      მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ ახალი ფილიალის მშენებლობის იდეა მოიწონა, ძმებმა მიწის ძებნა დაიწყეს. 40-მდე ადგილის დათვალიერებისა და შესწავლის შემდეგ, ძმებმა არჩევანი ქალაქ კამნიკთან ახლოს, ულამაზესი ალპების ძირში მდებარე ერთ მიწის ნაკვეთზე შეაჩერეს, რომელიც დედაქალაქიდან 20 კილომეტრით იყო დაშორებული. მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთი, ყველაფერი ადგილობრივი კანონების გათვალისწინებით გააკეთეს, მშენებლობაზე ნებართვა მიიღეს, სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს და საერთაშორისო მსახურებიც მიიწვიეს. მშენებლობის დასაწყებად ყველაფერი მზად იყო.

      როგორც კი მშენებლობის დაწყების შესახებ ხმები გავრცელდა, მეზობლებმა პროტესტი გამოხატეს. იმ დღეს, როცა მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მოწინააღმდეგეებმა იქ მისასვლელი გზა ბარიკადებით ჩახერგეს და ცოტა ხანში საპროტესტო დროშებიც მიიტანეს. ექვსი დღის შემდეგ, ნაშუადღევს, მუშების დასაცავად 30 პოლიციელი მივიდა, რომლებსაც ბარიკადების დაშლა ჰქონდათ დავალებული. მოწინააღმდეგეებმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვინაიდან იმ დროს მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული, მშენებლობაზე არავინ ყოფილა, არც ძმები და არც სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები. მშენებლობის გაჭიანურების გამო ნელ-ნელა წინააღმდეგობამაც იკლო; ამასობაში კი ძმები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდნენ.

      მოწინააღმდეგეებმა აშენებული ღობე სამჯერ დაანგრიეს. მიუხედავად ამისა, ერთი თვით გვიან, მაგრამ მშენებლობა მაინც დაიწყო და შეუფერხებლადაც დასრულდა. იეჰოვას ხალხზე თავდასხმით დაწყებული საქმე კურთხევით დამთავრდა. პროცესში მასმედიაც ჩაება და ტელევიზიით, რადიოთი თუ გაზეთებით ამ სამეფო დარბაზის ამბავი დაახლოებით 150-ჯერ გააშუქეს. მშენებლობა დაახლოებით 11 თვეში, 2005 წლის აგვისტოში დასრულდა, და ბეთელის ოჯახი ახალ შენობებში გადავიდა.

      მშენებლობის დასრულების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მეზობლებსა და მოწმეებს შორის ურთიერთობა. ბევრი მათგანი ახალი შენობების დასათვალიერებლად მივიდა. ერთი ყოფილი მოწინააღმდეგე სერიოზულად დაინტერესდა ჩვენი ვინაობით და იმით, თუ რა მიზნით აშენდა ეს შენობები. მისული სტუმარი გააოგნა ექსკურსიის დროს მოწმეების თბილმა სალამმა და იქაურმა სისუფთავემ. მან ძმებს უთხრა: „მეზობლები მეკითხებიან, მათ მხარეს გადახვედიო? მე ვეუბნები, იეჰოვას მოწმეებს ადრე კი ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ახლა მათ მხარეს ვარ, რადგან ნამდვილად კარგი ხალხი ყოფილა-მეთქი“.

      სლოვენი მოწმეების ისტორიაში 2006 წლის 12 აგვისტო დაუვიწყარი დღე იყო. 20 ქვეყნიდან ჩასული 144 დამსწრე ხელმძღვანელი საბჭოს წევრს, თეოდორ იარაჩს უსმენდა, რომელიც ბეთელის მიძღვნისთვის განკუთვნილ მოხსენებას კითხულობდა. შეხვედრა ლიუბლიანაში გაიმართა და მთელი სლოვენიიდან, ხორვატიიდან და ბოსნია და ჰერცეგოვინიდან 3 097 ადამიანი დაესწრო.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 251 გვერდზე]

      ყოფილი ფილიალი ლიუბლიანაში, სლოვენია, 2002 წელი

      [სურათი 253 გვერდზე]

      ფილიალი კამნიკში, სლოვენია, 2006 წელი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება