საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 11/10 გვ. 8-9
  • „ათეისტად აღვიზარდე“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ათეისტად აღვიზარდე“
  • გამოიღვიძეთ! — 2010
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
    სხვადასხვა
  • რას ეტყვი ათეისტს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • როგორ წარმოიშვა სამყარო და სიცოცხლე?
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • მეცნიერები ამბობენ
    გამოიღვიძეთ! — 2004
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2010
g 11/10 გვ. 8-9

„ათეისტად აღვიზარდე“

პრაღის კარლის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანტიშეკ ვისკოჩილი, მსოფლიოში ცნობილია თავისი გამოკვლევებით ნეიროფიზიოლოგიაში. ერთ დროს ის ათეისტი იყო, ახლა მტკიცედ არის დარწმუნებული ღვთის არსებობაში. „გამოიღვიძეთ!“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პროფესორმა ვისკოჩილმა ახსნა, რატომ შეიცვალა შეხედულება.

რა შეხედულება გქონდათ რელიგიაზე, ვიდრე სამეცნიერო კარიერას დაიწყებდით?

ათეისტად აღვიზარდე. მამაჩემი ხშირად დასცინოდა სამღვდელოებას. 1963 წელს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი და სამეცნიერო ხარისხი დავიცავი ბიოლოგიასა და ქიმიაში. სტუდენტობის პერიოდში მეგონა, რომ სიცოცხლის მრავალფეროვნებას ევოლუციის თეორია ხსნიდა.

ცოტა რამ თქვენი სამეცნიერო კარიერის შესახებ.

დისერტაციის დაცვის შემდეგ ნერვული სინაფსების ქიმიურ და ელექტრულ თვისებებს ვსწავლობდი. ასევე ვსწავლობდი ნეირონებს, მემბრანის ტუმბოებს, ტრანსპლანტაციასა და წამლისმიერ დესენსიბილიზაციას. ჩემი გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. ნაწილი კლასიკურ ნაშრომებად აღიარეს. მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოების წევრი გავხდი. ეს არის საზოგადოება, რომელშიც კოლეგების მიერ არჩეული მეცნიერები არიან გაერთიანებულნი. 1989 წლის დეკემბერში მომხდარი „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ კარლის უნივერსიტეტის პროფესორი გავხდი. დასავლეთის ქვეყნებში გამგზავრების საშუალება მომეცა, სადაც შევხვდი ჩემს კოლეგებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს.

იმ ხანებში ღმერთზე თუ ფიქრობდით?

გარკვეულწილად ვფიქრობდი. მიკვირდა, რატომ სჯეროდა განათლებულ ხალხს, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებს, ღვთის არსებობის. თუმცა კომუნისტური რეჟიმის გამო ისინი ამის ხმამაღლა აღიარებას ერიდებოდნენ. ჩემთვის ღმერთი ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი იყო. გარდა ამისა, აღშფოთებული ვიყავი იმ სისასტიკით, რომელიც რელიგიის სახელით ხდებოდა.

რამ შეგაცვლევინათ აზრი ევოლუციაზე?

ევოლუციის სისწორეში ეჭვი მაშინ შემეპარა, როცა სინაფსების გამოკვლევა დავიწყე. გაოგნებული ვიყავი ნერვულ უჯრედებს შორის ერთი შეხედვით მარტივი კავშირების საოცარი სირთულით. მიკვირდა, როგორ უნდა გაჩენილიყო ბრმა შემთხვევით სინაფსები და მათ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი გენეტიკური ინფორმაცია. ჩემთვის რთული იყო ამ ყველაფრის ახსნა.

1970-იანი წლების დასაწყისში დავესწარი ცნობილი რუსი მეცნიერისა და პროფესორის ლექციას. ის ამტკიცებდა, რომ ცოცხალი ორგანიზმები ვერ წარმოიქმნებოდა შემთხვევითი მუტაციებისა თუ ბუნებრივი გადარჩევის გზით. აუდიტორიიდან ვიღაცამ იკითხა, მაშ სად უნდა ვეძებოთო პასუხი. პროფესორმა პიჯაკის ჯიბიდან პატარა რუსული ბიბლია ამოიღო, მაღლა ასწია და თქვა: «წაიკითხეთ ბიბლია, განსაკუთრებით შემოქმედების შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი ისტორია».

მოგვიანებით დერეფანში პროფესორს ვკითხე, რამდენად სერიოზული იყო მისი განაცხადი ბიბლიასთან დაკავშირებით. მან ასეთი რამ მითხრა: „მარტივი ბაქტერია დაახლოებით ყოველ 20 წუთში იყოფა და ასობით სხვადასხვა ცილისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 20 სახის ამინომჟავისგან შემდგარ ჯაჭვს შეიცავს. ეს ჯაჭვი შეიძლება ასობით რგოლისგან შედგებოდეს. ერთბაშად მომხდარი სასარგებლო მუტაციების შედეგად ბაქტერიის განვითარებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე სამი ან ოთხი მილიარდი წელიწადი. მრავალი მეცნიერის აზრით კი დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ ამდენი ხანია, რაც არსებობს“. მისი აზრით, ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ ჩაწერილი ინფორმაცია უფრო ახლოს იყო საღ აზრთან.

როგორ იმოქმედა პროფესორის სიტყვებმა თქვენზე?

ჩემს ეჭვებს პროფესორის სიტყვებიც დაემატა და ამ საკითხზე მორწმუნე კოლეგებთან და მეგობრებთან დავიწყე მსჯელობა. მაგრამ მათმა არგუმენტებმა ვერაფერში დამარწმუნა. ერთხელ ველაპარაკე ერთ ფარმაკოლოგს, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. სამი წლის განმავლობაში ის მე და ჩემს მეუღლე ემას ბიბლიაზე გვესაუბრებოდა. ყველაზე მეტად ორმა რამემ გაგვაოცა. ერთი ის, რომ ტრადიციულ ქრისტიანობას ცოტა რამ ჰქონია საერთო ბიბლიასთან. და მეორე, ბიბლია სრულ თანხმობაში ყოფილა მეცნიერებასთან მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო წიგნი არ არის.

შეხედულების შეცვლამ უარყოფითად ხომ არ იმოქმედა თქვენს მეცნიერულ საქმიანობაზე?

სრულებითაც არა. ნებისმიერი კარგი მეცნიერი თავისი რწმენის მიუხედავად მაქსიმალურად ობიექტური უნდა იყოს. რწმენამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავში მეტისმეტად ვიყო დარწმუნებული, კონკურენციის სულით ვიყო შეპყრობილი და საკუთარი მიღწევებით გაამაყებული, მადლობას ვუხდი ღმერთს იმ უნარისთვის, რაც გამაჩნია. ბუნებაში არსებულ საოცრებებს ახლა უკვე ბრმა შემთხვევას აღარ მივაწერ, სხვა მრავალი მეცნიერის მსგავსად მეც ასეთ კითხვას ვსვამ: „როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი?“.

[ჩანართი 9 გვერდზე]

სხვა მრავალი მეცნიერის მსგავსად მეც ასეთ კითხვას ვსვამ: „როგორ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი?“

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება