საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 1/12 გვ. 3
  • ყველგან უპატიოსნობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ყველგან უპატიოსნობა
  • გამოიღვიძეთ! — 2012
  • მსგავსი მასალა
  • პატიოსნება ბადებს ჭეშმარიტ წარმატებას
    გამოიღვიძეთ! — 2012
  • რას ვსწავლობთ სამუელისგან?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • როგორ მოქმედებს უპატიოსნობა თქვენზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2016
  • უპატიოსნობის წნეხი
    გამოიღვიძეთ! — 2012
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2012
g 1/12 გვ. 3

ყველგან უპატიოსნობა

დანიa ჰონკონგში მსხვილ სავაჭრო კომპანიაში მუშაობს. ერთხელ, როდესაც ერთ მწარმოებელ კომპანიას ეწვია პროდუქციის შესამოწმებლად და ხელშეკრულების გასაფორმებლად, დაიწუნა მათი პროდუქცია, რადგან არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს. მოგვიანებით სადილზე საწარმოს მენეჯერმა დანის კონვერტი გადასცა. კონვერტში ქრთამი იდო — რამდენიმე ათეული ათასი დოლარი. ეს თანხა დანის წლიურ შემოსავალს უდრიდა.

● ეს შემთხვევა არ არის ერთადერთი. შემაშფოთებელია ის, თუ რა საოცარი სისწრაფით იზრდება მთელ მსოფლიოში უპატიოსნობის შემთხვევები. მაგალითად, სასამართლო ჩანაწერების თანახმად, 2001—2007 წლებში ერთმა მსხვილმა გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ 1,4 მილიარდი დოლარი გაიღო ქრთამის სახით კონტრაქტორების მისაზიდად.

მართალია, ბოლოდროინდელი სკანდალური ფაქტების შემდეგ ზოგ კომპანიაში მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ ჩანს, რომ ზოგადი მდგომარეობა უფრო უარესდება. 2010 წელს ერთ-ერთი საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიოში „ბოლო სამ წელიწადში კორუფციის დონემ კიდევ უფრო მაღლა აიწია“.

რატომაა ყველგან ამდენი უპატიოსნობა? ღირს საერთოდ პატიოსნად მოქცევა? და თუ ღირს, რაში შეგვიძლია ვაჩვენოთ პატიოსნება? ბიბლიური რჩევები თუ წაგვადგება ამ საქმეში?

[სქოლიო]

a სტატიათა ამ სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება