საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • rr გვ. 220
  • შეწირული მიწა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეწირული მიწა
  • წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ა. „შეწირული მიწა“
  • ბ. „მთელი შეწირული მიწა“
  • გ. „თავკაცის მიწა“
  • დ. „წმინდა შესაწირავი“
  • ე. „დარჩენილი მიწა“
  • «ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»
    წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
  • წმინდა შესაწირავი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • თავკაცი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგა!
rr გვ. 220

ჩარჩო 21ა

შეწირული მიწა

ეზეკიელი 48:8

მოდი ეზეკიელთან ერთად შევავლოთ თვალი მიწის ნაკვეთს, რომელიც იეჰოვამ განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყო. ეს მიწა რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. რა მიზნისთვის იყო განკუთვნილი თითოეული მათგანი?

იეჰოვასთვის შეწირული მიწის რუკა, რომელზეც ახლო ხედითაა ნაჩვენები კვადრატული ფორმის მიწის ნაკვეთი, რომლის თითოეული გვერდი 13 კმ (25 000 წყრთა) სიგრძისაა. კვადრატული ფორმის მიწას ეწოდება „მთელი შეწირული მიწა“ და სამ ნაწილად იყოფა: ზემო, შუა (სადაც ტაძარი მდებარეობს) და ქვემო (სადაც მდებარეობს ქალაქი: „იეჰოვაა იქ“) ნაწილებად.

ა. „შეწირული მიწა“

ამ მიწას ადმინისტრაციული დანიშნულებისთვის იყენებდნენ

(ეზეკ. 48:8).

ბ. „მთელი შეწირული მიწა“

მიწის ეს ნაწილი გამოყოფილი იყო მღვდლების, ლევიანებისა და ქალაქისთვის. გარდა ამისა, ხალხი 12-ვე ტომიდან მიდიოდა იქ, რათა თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის და მხარი დაეჭირათ ქალაქში მდებარე ადმინისტრაციული ორგანოსთვის

(ეზეკ. 48:20).

გ. „თავკაცის მიწა“

ეს მიწა თავკაცის საკუთრებად ითვლებოდა

(ეზეკ. 45:7, 8; 48:21, 22).

დ. „წმინდა შესაწირავი“

შეწირული მიწის ეს ნაწილი, რომელსაც „წმინდა წილიც“ ეწოდებოდა, ორ ნაწილად იყოფოდა: ზემო, რომელიც ლევიანებისთვის იყო განკუთვნილი და შუა, რომელიც მღვდლებისთვის იყო განკუთვნილი. ბიბლიაში მას ეწოდება „ადგილი [მღვდლების] სახლებისთვის და წმინდა ადგილი ტაძრისთვის“

(ეზეკ. 45:1—5; 48:9—14).

ე. „დარჩენილი მიწა“

მიწის ეს ნაწილი განკუთვნილი იყო მთელი ისრაელისთვის. ის გამოყოფილი იყო ქალაქისთვის — დასასახლებლად და საძოვრებად

(ეზეკ. 45:6; 48:15—19).

დაბრუნება 21-ე თავის მე-3 აბზაცზე

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება