39-ე გაკვეთილი
ღვთის თვალსაზრისი სისხლზე
სისხლი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვინაიდან ღმერთმა შეგვქმნა, მას უფლება აქვს, სისხლთან დაკავშირებით მოგვცეს მითითებები. საინტერესოა, რა წერია ამ საკითხზე მის სიტყვაში? მისაღებია სისხლის შემცველი საკვების მიღება ან სამედიცინო მიზნით გამოყენება? რა დაგეხმარებათ, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ, როცა საქმე სისხლის გამოყენებაზე მიდგება?
1. რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას სისხლზე?
იეჰოვამ ძველად თავის ხალხს უთხრა: „ყოველი ხორციელის სიცოცხლე მისი სისხლია“ (ლევიანები 17:14). იეჰოვას თვალში სისხლი სიცოცხლეს ასიმბოლოებს. და რაკი სიცოცხლე, ღვთისგან ბოძებული ძღვენი, წმინდაა, სისხლიც წმინდაა.
2. რას კრძალავს ღმერთი?
იეჰოვამ ქრისტიანობამდელ ეპოქაში მცხოვრებ თავის თაყვანისმცემლებს სისხლიანი საკვების ჭამა აუკრძალა (წაიკითხეთ დაბადების 9:4 და ლევიანების 17:10). სისხლთან დაკავშირებული მითითება მან პირველ საუკუნეშიც ძალაში დატოვა. იმდროინდელმა ხელმძღვანელმა საბჭომ ქრისტიანებს მისწერა, რომ მორიდებოდნენ სისხლს (წაიკითხეთ საქმეების 15:28, 29).
რა იგულისხმება ამაში? თუ ექიმი მსგავს მითითებას ალკოჰოლთან დაკავშირებით მოგცემდათ, რა თქმა უნდა, აღარ დალევდით. მაგრამ შეიყვანდით ალკოჰოლს ვენაში ან მიირთმევდით ალკოჰოლის შემცველ საკვებ პროდუქტებს? დიდი ალბათობით, არა. მსგავსად, ღვთის მითითება, მოვერიდოთ სისხლს, გულისხმობს, რომ სისხლი არ უნდა დავლიოთ, არც ისეთი ხორცი უნდა ვჭამოთ, რომლიდანაც სისხლი არაა გამოშვებული, და არც ისეთი საკვები, რომელშიც სისხლია დამატებული.
მაგრამ რისი თქმა შეიძლება სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე? ზოგიერთი პროცედურა, მაგალითად, მთლიანი სისხლის ან მისი ძირითადი კომპონენტების (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და პლაზმა) გადასხმა აშკარად მოდის წინააღმდეგობაში ღვთის კანონთან. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, შეიძლება არცთუ ისე ადვილი იყოს იმის განსაზღვრა, ირღვევა თუ არა ღვთის კანონი, მაგალითად, როცა სისხლის რომელიმე ძირითადი კომპონენტისგან მიღებული ფრაქციები გამოიყენება ანდა პაციენტის საკუთარი სისხლი. ასეთ დროს გადაწყვეტილება ყველამ პირადად უნდა მიიღოსa (გალატელები 6:5).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება მაშინ, როცა საქმე სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებაზე მიდგება.
3. მიიღეთ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილება
როგორ მივიღოთ მკურნალობასთან დაკავშირებით ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილებები? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ, რატომაა მნიშვნელოვანი ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება:
ღმერთს ლოცვაში სიბრძნე სთხოვეთ (იაკობი 1:5).
მოიძიეთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები და დაფიქრდით, როგორ მიესადაგება თქვენს სიტუაციას (იგავები 13:16).
მოიძიეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სამედიცინო პროცედურებს გთავაზობენ იქ, სადაც ცხოვრობთ.
დაფიქრდით, ამ პროცედურებიდან რომელია თქვენთვის მიუღებელი.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით, სინდისი ხომ არ შეგაწუხებთ თქვენი არჩევანის გამო (საქმეები 24:16).b
გახსოვდეთ, რომ არავინ — არც მეუღლემ და არც უხუცესმა თუ ბიბლიის მასწავლებელმა — არ უნდა გიკარნახოთ, როგორ მოიქცეთ მაშინ, როცა გადაწყვეტილება თქვენი სინდისის კარნახით უნდა მიიღოთ (რომაელები 14:12).
საკუთარი გადაწყვეტილება წერილობით დააფიქსირეთ.
4. იეჰოვას მოწმეები მკურნალობის ეფექტიან მეთოდებს ვირჩევთ
სავსებით შესაძლებელია, სისხლთან დაკავშირებული ღვთის კანონიც დავიცვათ და მკურნალობის ეფექტიანი მეთოდიც ავირჩიოთ. ნახეთ ვიდეო.
წაიკითხეთ ტიტეს 3:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რატომ უნდა ვესაუბროთ ექიმებს რბილად და პატივისცემით?
მიუღებელია |
პირადი გადასაწყვეტია |
---|---|
ა. პლაზმა |
პლაზმისგან მიღებული ფრაქციები |
ბ. ლეიკოციტები |
ლეიკოციტებისგან მიღებული ფრაქციები |
გ. თრომბოციტები |
თრომბოციტებისგან მიღებული ფრაქციები |
დ. ერითროციტები |
ერითროციტებისგან მიღებული ფრაქციები |
5. სისხლის ფრაქციები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლი ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და პლაზმა. თითოეული კომპონენტი პატარა ნაწილებად ანუ ფრაქციებადc იშლება. ზოგიერთ ფრაქციას ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად ან სისხლდენის შესაჩერებლად იყენებენ.
თითოეულმა ქრისტიანმა ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოიყენებს თუ არა მკურნალობის დროს სისხლის ფრაქციებს. ზოგმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ისეთ მკურნალობასა თუ პროცედურებზე, რომლის დროსაც სისხლის ფრაქციებს იყენებენ, ზოგს კი სინდისმა ამის ნება დართოს.
გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით:
როგორ ავუხსნი ექიმს, რატომ ვამბობ უარს ან რატომ ვარ თანახმა ზოგიერთი ფრაქციის მიღებაზე?
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ვერ ვხვდები, რატომაა იეჰოვას მოწმეებისთვის პრობლემა სისხლის გადასხმა“.
თქვენ რას ეტყვით?
შეჯამება:
იეჰოვას სურს, სისხლი წმინდად მივიჩნიოთ.
გასამეორებელი კითხვები:
რატომაა სისხლი წმინდა იეჰოვას თვალში?
საიდან ვიცით, რომ სისხლთან დაკავშირებული ღვთის მითითება სისხლის გადასხმასაც ეხება?
როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები სამედიცინო მიზნით სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით?
გაიგეთ მეტი:
რა ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, თუ ისეთ სამედიცინო პროცედურას გთავაზობენ, რომლის დროსაც თქვენივე სისხლი გამოიყენება?
„მკითხველთა შეკითხვები“ („საგუშაგო კოშკი“, 15 ოქტომბერი, 2000)
რაზე უნდა დაფიქრდეთ, როცა სისხლის ფრაქციების გამოყენებაზე მიდგება საქმე?
რატომ არ გაუჭირდა ერთ ექიმს, გაეზიარებინა ღვთის თვალსაზრისი სისხლზე?
„სისხლთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისი გავიზიარე“ („გამოიღვიძეთ!“, 8 დეკემბერი, 2003)
გაიგეთ, როგორ უდგანან და-ძმებს მხარში ის უხუცესები, რომლებიც საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მსახურობენ.
a იხილეთ 35-ე გაკვეთილი „როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები“.
b იხილეთ მე-5 პუნქტი „სისხლის ფრაქციები“ და დამატებითი ინფორმაცია №3 „სამედიცინო მიზნით სისხლის გამოყენება“.
c ზოგი ექიმი სისხლის ოთხ ძირითად კომპონენტსაც „ფრაქციას“ უწოდებს. ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს მათთვის იმის ახსნა, რომ თქვენთვის მიუღებელია როგორც მთლიანი სისხლის, ისე ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტებისა თუ პლაზმის გადასხმა.