საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w14 8/1 გვ. 15
  • ვინ შექმნა ღმერთი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ შექმნა ღმერთი?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
  • მსგავსი მასალა
  • ჰქონდა ღმერთს საწყისი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • შემოქმედს შეუძლია აზრი შემატოს თქვენს სიცოცხლეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ჩვენი დიდებული შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • შემატეთ აზრი თქვენს ცხოვრებას და იცოცხლეთ მარადიულად
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
w14 8/1 გვ. 15
ციური სხეულები

მკითხველები გვეკითხებიან

ვინ შექმნა ღმერთი?

წარმოიდგინეთ მამა, რომელიც თავის შვიდი წლის ბიჭს ესაუბრება. ის ბავშვს ეუბნება: „ძალიან დიდი ხნის წინათ ღმერთმა შექმნა დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა. მან შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები“. ბიჭი რამდენიმე წუთი ჩაფიქრდება, მერე კი მამას მიუბრუნდება და ეკითხება: „მამიკო, ღმერთი ვიღამ შექმნა?“

„ღმერთი არავის შეუქმნია“, — პასუხობს მამა. „ის ყოველთვის არსებობდა“. ეს მარტივი პასუხი დროებით აკმაყოფილებს ბავშვს, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს. მას ვერ გაუგია, როგორ შეიძლება ვიღაცას დასაბამი არ ჰქონდეს. ის ფიქრობს: სამყაროსაც ხომ აქვს დასაბამი? მაშ, ღმერთი საიდანღა გაჩნდა?

როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვას? ძირითადად ისე, როგორც მამამ უპასუხა თავის ბიჭს. მოსემ დაწერა: „იეჰოვა . . . სანამ მთები გაჩნდებოდნენ და სანამ დედამიწასა და ნაყოფიერ მიწას წარმოშობდი . . . მარადიულად შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმუნი 90:1, 2). ესაია წინასწარმეტყველიც მსგავს აზრს ამბობს: „ნუთუ არ იცი ან ნუთუ არ გსმენია?! მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი“ (ესაია 40:28).

მოციქულმა პავლემ ღმერთს „მარადიულობის მეფე“ უწოდა (1 ტიმოთე 1:17). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (გამოცხადება 1:8). აქედან გამომდინარე, ყოვლისშემძლე ღმერთს გამორჩეულს სწორედ ის ხდის, რომ ის მარადარსებულია.

რატომ არის ჩვენთვის რთული ამის წარმოდგენა? იმის გამო, რომ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა; იეჰოვასგან განსხვავებით დროს სრულიად სხვა საზომით ვზომავთ. მარადიულობის ღმერთისთვის ათასი წელი ისეა, როგორც ერთი დღე (2 პეტრე 3:8). წარმოვიდგინოთ ასეთი მაგალითი: შეუძლია კუტკალიას, რომელიც სულ რაღაც 50 დღე ცოცხლობს, წარმოიდგინოს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც 70—80 წელს მოიცავს? ნამდვილად არა. ბიბლია გვიხსნის, რომ შემოქმედთან შედარებით კუტკალიებს ვგავართ. ჩვენი აზროვნების უნარიც მასთან შედარებით ძალიან შეზღუდულია (ესაია 40:22; 55:8, 9). ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას ბუნებას ადამიანი ბოლომდე ვერ წვდება.

მართალია, ჩვენთვის შეიძლება რთულია, ჩავწვდეთ ცნებას ღვთის მარადიულობის შესახებ, მაგრამ იმის დანახვა ნამდვილად შეგვიძლია, რომ ეს აზრი ლოგიკურია. თუ ღმერთი ვიღაცამ შექმნა, მაშინ შემოქმედი ის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ბიბლია ცალსახად ამბობს იეჰოვაზე: „ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხადება 4:11). გარდა ამისა, ისიც ვიცით, რომ ოდესღაც სამყარო არ არსებობდა (დაბადება 1:1, 2). საიდან გაჩნდა სამყარო? ჯერ სამყაროს შემოქმედი უნდა ყოფილიყო და მერე სამყარო გაჩენილიყო. შემოქმედი მანამ არსებობდა, სანამ რომელიმე გონიერი ქმნილება გაჩნდებოდა, მაგალითად მისი მხოლოდშობილი ძე და სხვა ანგელოზები (იობი 38:4, 7; კოლოსელები 1:15). აშკარაა, რომ ღმერთი ყველაზე და ყველაფერზე უწინარეს იყო. ის არავის შეუქმნია, არავინ და არაფერი არსებობდა, რომ ღმერთი შეექმნა.

თავად ჩვენი და მთელი სამყაროს არსებობა მოწმობს, რომ ღმერთი მარადარსებულია. წესით, მარადიულად უნდა არსებობდეს ის, ვინც მოქმედებაში მოიყვანა ჩვენი უზარმაზარი სამყარო და ვინც, მის სამართავად კანონები დაადგინა. მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ღმერთმა სიცოცხლე ყველაფერს დედამიწაზე (იობი 33:4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება