საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 ივნისი გვ. 3
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • მსგავსი მასალა
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • გახსოვთ თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 ივნისი გვ. 3

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

როგორ უნდა გამოეხმაურონ პასუხისმგებელი ძმები, მაგალითად სარაიონო ზედამხედველები და კრების უხუცესები, ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს?

მათ მაშინვე უნდა გამოავლინონ მორჩილება და ჰკითხონ საკუთარ თავს: ვუწყობ ხელს გარშემომყოფთა სულიერ კეთილდღეობას? მაშინვე ვითვალისწინებ ხელმძღვანელი ძმებისგან მიღებულ მითითებებს? (w16.11, გვერდი 11).

როდის აღმოჩნდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ბაბილონის ტყვეობაში?

ეს მოხდა მოციქულების სიკვდილიდან მალევე. იმ დროისთვის უკვე ყალიბდებოდა სამღვდელო კლასი. ეკლესია და სახელმწიფო ხელს უწყობდნენ განდგომილ ქრისტიანობას და ხორბალთან შედარებული ქრისტიანების ხმის ჩახშობას ცდილობდნენ. მაგრამ ცხებულებმა 1914 წლამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე დაიწყეს მისგან გათავისუფლება (w16.11, გვერდები 23—25).

რით იყო ლეფევრ დ’ეტაპლის ნაშრომი აღსანიშნავი?

1520-იან წლებში ლეფევრმა ფრანგულ ენაზე თარგმნა ბიბლია, რომლის შეძენა უბრალო ხალხსაც შეეძლო. ბიბლიური მონაკვეთების მისეულმა ახსნამ გავლენა მოახდინა მარტინ ლუთერზე, უილიამ ტინდალსა და ჯონ კალვინზე (wp16.6, გვერდები 10—12).

რა განსხვავებაა „ხორცისაზე ფიქრსა“ და „სულისაზე ფიქრს“ შორის? (რომ. 8:6).

ვინც ხორცისაზე ფიქრობს, მას მართავს არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელი სურვილები და მიდრეკილებები; ის გამუდმებით „ხორცის საქმეებზე“ საუბრობს და განადიდებს მათ. ვინც სულისაზე ფიქრობს, წმინდა სულს საკუთარ თავზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს და თავის აზროვნებას ღვთის აზროვნებას უსაბამებს. პირველს დაღუპვამდე მიჰყავს, მეორეს კი სიცოცხლე და მშვიდობა მოაქვს (w16.12, გვერდები 15—17).

როგორ შეგვიძლია შევიმსუბუქოთ წუხილი?

დაადგინეთ სწორი პრიორიტეტები, დაისახეთ რეალისტური მიზნები, ყოველდღე გამოყავით ცოტა დრო დასვენებისთვის, დატკბით იეჰოვას შემოქმედებით, შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა, რეგულარულად ივარჯიშეთ და საკმარისად იძინეთ (w16.12, გვერდები 22, 23).

„ენოქი გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა“ (ებრ. 11:5). როგორ მოხდა ეს?

როგორც ჩანს, იეჰოვამ სიკვდილის ძილით ისე დააძინა ენოქი, რომ ის ამას ვერც კი მიხვდა (wp17.1, გვერდები 12, 13).

რატომ არის მოკრძალება კვლავაც მნიშვნელოვანი?

მოკრძალებაში იგულისხმება საკუთარი თავის სწორად შეფასება და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ იმოქმედებს ჩვენი საქციელი სხვებზე და საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულები არ უნდა ვიყოთ (w17.01, გვერდი 18).

საიდან ჩანს, რომ ღმერთი დღეს ისევე ხელმძღვანელობს ხელმძღვანელ საბჭოს, როგორც პირველ საუკუნეში ხელმძღვანელობდა?

წმინდა სულის დახმარებით ხელმძღვანელი საბჭო ჩასწვდა არაერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას; ისინი ანგელოზების დახმარებით უძღვებოდნენ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას და მითითებების მიცემისას ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ. ეს დღესაც ასე ხდება (w17.02, გვერდები 26—28).

რა მიზეზების გამო ვაფასებთ გამოსასყიდს?

ოთხი მიზეზის გამო: ვისგან მივიღეთ, რა მოტივით გვაჩუქეს, რა ფასად დაჯდა და იყო თუ არა ზუსტად ის, რაც გვჭირდებოდა. მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ, როგორ უკავშირდება ზემოთქმული გამოსასყიდს (wp17.2, გვერდები 4—6).

შეიძლება ქრისტიანმა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიცვალოს აზრი?

ჩვენ სიტყვის შემსრულებლები უნდა ვიყოთ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს გადაწყვეტილების გადახედვა. როცა ნინეველებმა მოინანიეს, ღმერთმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ზოგჯერ ახალმა ვითარებამ ან ინფორმაციამ შეიძლება ჩვენც შეგვაცვლევინოს მიღებული გადაწყვეტილება (w17.03, გვერდები 16, 17).

რატომ არის ჭორაობა საშიში?

ამან შეიძლება პრობლემა უკონტროლო გახადოს და გააუარესოს მდგომარეობა. მართლები ვართ თუ არა, ზურგს უკან ლაპარაკით სიტუაციას ვერასდროს მოვაგვარებთ (w17.04, გვერდი 21).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება