საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w17 ივნისი გვ. 32
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • მსგავსი მასალა
  • ფულის გადამცვლელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • იესო წმენდს ტაძარს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
w17 ივნისი გვ. 32
იესო ტაძრიდან ყრის ვაჭრებს

იცოდით თუ არა?

სამართლიანად ეწოდათ იერუსალიმის ტაძარში ცხოველების გამყიდველებს ყაჩაღები?

მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები“. შემდეგ უთხრა მათ: «დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“, თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (მათ. 21:12, 13).

იუდაური ისტორიული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ტაძარში მოვაჭრენი ძალიან დიდ თანხას ახდევინებდნენ ხალხს. მაგალითად, მიშნაში (ქერითოთ 1:7) მოყვანილია ერთი შემთხვევა, როცა ახ. წ. პირველ საუკუნეში მსხვერპლად მისატანი ორი მტრედის საფასური ოქროს დინარამდე გაიზარდა, რაც მუშის 25 დღის გასამრჯელო იყო. ღარიბებს უფლება ჰქონდათ, მტრედები ან გვრიტები შეეწირათ, მაგრამ ისინი იმდენად გაძვირდა, რომ გაჭირვებულ ხალხს მათზეც არ მიუწვდებოდა ხელი (ლევ. 1:14; 5:7; 12:6—8). შექმნილი ვითარებით განრისხებულმა რაბინმა, სიმონ ბენ გამალიელმა, სავალდებულო შესაწირავის რაოდენობა შეამცირა, რის შემდეგაც ორი მტრედის ფასი ძველი ფასის მეასედამდე დაეცა.

აქედან გამომდინარე, იესომ სამართლიანად უწოდა ტაძრის გამყიდველებს ყაჩაღები, რადგან ხარბები იყვნენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდნენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება