საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w19 დეკემბერი გვ. 15
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • მსგავსი მასალა
  • როგორი ცხოვრება იყო სამოთხეში?
    მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად
  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რა სწამს ხალხს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • გაქვთ უკვდავი სული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • უკეთესი იმედი სულისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
w19 დეკემბერი გვ. 15

მკითხველთა შეკითხვები

სულის უკვდავებაზე ხომ არ მიანიშნა სატანამ ევას, როცა უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, თუ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან შეჭამდა ნაყოფს?

სატანა გველის მეშვეობით ელაპარაკა ევას და აცდუნა ის

როგორც ჩანს, არა. ეშმაკს არ უთქვამს ევასთვის, რომ, თუ ღვთის მიერ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა, მისი სხეული მოკვდებოდა, თუმცა მისი უხილავი ნაწილი (ეგრეთ წოდებული უკვდავი სული) სადღაც სხვა სამყაროში განაგრძობდა არსებობას. გველის მეშვეობით სატანამ ევა დაარწმუნა, რომ, თუ ხის ნაყოფს იგემებდა, არ მოკვდებოდა, ანუ ფიზიკურად არასდროს შეწყვეტდა არსებობას. ამგვარად ეშმაკმა ქალს მიანიშნა, რომ დედამიწაზე განაგრძობდა სიცოცხლეს და ღვთისგან დამოუკიდებლად გაცილებით უკეთ იცხოვრებდა (დაბ. 2:17; 3:3—5).

თუ სულის უკვდავების შესახებ ცრუ მოძღვრება ედემის ბაღიდან არ იღებს სათავეს, მაშ საიდან გაჩნდა ეს იდეა? დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: ნოეს დროს მომხდარმა წარღვნამ წერტილი დაუსვა ყველანაირ ცრუ თაყვანისმცემლობას. შეუძლებელია, რომ წარღვნის შემდეგ ცრუ რელიგიური შეხედულებების რაიმე კვალი დარჩენილიყო, რადგან წარღვნას მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ.

ასე რომ, სულის უკვდავების იდეა, რომელიც დღეს უკვე მოძღვრებადაა ქცეული, უდავოდ წარღვნის შემდეგ გაჩნდა. როცა ღმერთმა ბაბილონში ენები აურია, ხალხი „მთელი დედამიწის ზურგზე“ გაიფანტა. როგორც ჩანს, სულის უკვდავების იდეა მათ ახალ ტერიტორიებზეც გაავრცელეს (დაბ. 11:8, 9). არა აქვს მნიშვნელობა, როდის იღებს დასაბამს ეს მცდარი მოსაზრება, ერთი რამ ცხადია: ამ შეხედულების მიღმა „სიცრუის მამა“, სატანა ეშმაკი დგას, რომელსაც ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ეს სწავლება ფართოდ გავრცელდა (იოან. 8:44).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება