თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე 2010 წლის 27 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 20-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2010 წლის 1 ნოემბრით დაწყებული კვირიდან 27 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
1. რას ვსწავლობთ ლევიანთა ხოტბის შემსხმელი სიმღერიდან, რომელიც 1 მატიანეს 16:34-შია ჩაწერილი? [w02 1/15 გვ. 11, აბზ. 6, 7].
2. ნიშნავს 1 მატიანეს 22:8-ში ჩაწერილი სიტყვები იმას, რომ დავითის მიერ წარმოებული ომები ღვთის თვალში არასწორი იყო, რადგან იეჰოვას არ სურდა დავითს აეგო მისთვის სახლი? ახსენით [it-2 გვ. 987, აბზ. 1 (ინგლ.)].
3. როგორი დამოკიდებულება სურდა მეფე დავითს, რომ სოლომონს ღვთის მიმართ ჰქონოდა? (1 მატ. 28:9) [w08 10/15 გვ. 7, აბზ. 18].
4. რატომ იყო მართებული, რომ მრგვალი ზღვა ხარებზე იდგა? (2 მატ. 4:2—4) [w05 12/1 გვ. 19, აბზ. 3; w98 6/15 გვ. 16, აბზ. 17].
5. შეთანხმების კიდობანში მხოლოდ ორი ქვის ფილა იდო თუ მასში სხვა საგნებიც ინახებოდა? (2 მატ. 5:10) [w06 1/15 გვ. 31].
6. რას ვსწავლობთ იეჰოვას შესახებ 2 მატიანეს 6:19, 22, 32-დან? [w05 12/1 გვ. 19, აბზ. 9].
7. რას ნიშნავს 2 მატიანეს 13:5-ში ჩაწერილი „მარილის შეთანხმება“? [w05 12/1 გვ. 20, აბზ. 2; it-2 გვ. 842, აბზ. 7 (ინგლ.)].
8. როგორ შეიძლება 2 მატიანეს 17:9, 10-ის მსახურებაში გამოყენება? [w09 6/15 გვ. 12, აბზ. 7].
9. როგორ შეუძლია დღეს ღვთის ხალხს 2 მატიანეს 20:17-ის თანახმად მოქმედება? [w03 6/1 გვ. 21, 22, აბზ. 14—17].
10. რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიაში ჩაწერილი უზიას ქედმაღლური საქციელიდან? (2 მატ. 26:15—21) [w99 12/1 გვ. 26, აბზ. 1, 2].