შეთავაზების ნიმუშები
იანვრის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლების დაწყება
„ზოგს სჯერა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები სანდოა. სხვები კი ფიქრობენ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები სხვადასხვაგვარად შეიძლება აიხსნას. თქვენ რას ფიქრობთ?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] შემდეგ მობინადრეს მიეცი 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, წაუკითხე და ერთად განიხილეთ მე-16 გვერდზე პირველ ქვესათაურში მოცემული ინფორმაცია. წაიკითხე მითითებული ერთი ბიბლიური მუხლი მაინც. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა პასუხი გასცეთ მომდევნო კითხვას.
საგუშაგო კოშკი 1 იანვარი
„ეთანხმებით იმ აზრს, რომ წარსულში მცხოვრები ადამიანებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია? [დაელოდე, გიპასუხოს.] ამ მუხლიდან ვიგებთ მამაკაცზე, რომელიც ერთადერთია, ვისაც ბიბლია ღვთის მეგობარს უწოდებს [წაიკითხე იაკობის 2:23]. ამ ჟურნალში ახსნილია, რატომ მიიჩნევდა ღმერთი ამ კაცს მეგობრად და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბრაამის მაგალითიდან“.
გამოიღვიძეთ! იანვარი
„მექრთამეობა, კორუფცია და უპატიოსნობის სხვა ფორმები საქმიან წრეებში ძალიან გავრცელებულია. ზოგი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ბიზნესში გარკვეული უპატიოსნება აუცილებელიცაა. თქვენ რას ფიქრობთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ დამაფიქრებელ აზრს [წაიკითხე იგავების 20:17]. ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რით არის პატიოსნება სასარგებლო“.