მოსიყვარულე ღმერთი უსასრულო ბედნიერებას გვპირდება
გინატრიათ ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ომი, ძალადობა და დაპირისპირებები აღარ იქნება?
გსურთ, რომ აღარ იარსებოს ავადმყოფობამ, ტანჯვამ და სიკვდილმა?
გინდათ, რომ გათავისუფლდეთ ყოველგვარი საწუხარისა თუ დარდისგან?
იცხოვრებდით ისეთ ადგილას, სადაც სტიქიური უბედურებების საშიშროება აღარ იარსებებს?
ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი, ულამაზესი პლანეტის დედამიწის შემქმნელი, უსასრულო ბედნიერებას და მშვიდობიან ცხოვრებას გვპირდება. და ეს მხოლოდ ოცნება როდია!
ამ ჟურნალში ვიმსჯელებთ შემდეგ საკითხებზე:
როგორ ზრუნავს შემოქმედი ადამიანებზე.
რის თქმა სურს ღმერთს ჩვენთვის თავისი სიტყვის მეშვეობით.
რას გვიმჟღავნებენ წინასწარმეტყველები ღვთის დანაპირების შესახებ.
რის გაკეთება გვმართებს, რომ დღესვე ვიყოთ ბედნიერები, მომავალში კი ღვთის დანაპირების შესრულების თვითმხილველნი გავხდეთ.
ახლა ვისაუბროთ, როგორ მეტყველებს შემოქმედება ღვთის სიყვარულზე.