საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yb15 გვ. 24-გვ. 27 აბზ. 1
  • ყველაზე დიდი შეკრება იეჰოვას მოწმეების ისტორიაში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ყველაზე დიდი შეკრება იეჰოვას მოწმეების ისტორიაში
  • იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
  • მსგავსი მასალა
  • ახალი ვიდეორგოლი ბიბლიის შესწავლების დასაწყებად
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • კონგრესებზე მოსმენილი და ნანახი
    რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
  • მისმა გაბედულებამ კარგი ნაყოფი გამოიღო
    გამოიღვიძეთ! — 2002
  • „ეს სწავლების სრულიად განსხვავებული მეთოდია!“
    გამოიღვიძეთ! — 2016
იხილეთ მეტი
იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2015
yb15 გვ. 24-გვ. 27 აბზ. 1
სურათი 24 გვერდზე

გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები

ყველაზე დიდი შეკრება იეჰოვას მოწმეების ისტორიაში

შაბათს, 2013 წლის 5 ოქტომბერს, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 129-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა მოისმინა 257 294 ადამიანმა 21 ქვეყნიდან უშუალოდ დარბაზში თუ პირდაპირი ვებ-ტრანსლაციის მეშვეობით. მომდევნო დღეს ამ პროგრამის გამეორება მოისმინეს ჯგუფებად შეკრებილმა სხვა მოწმეებმაც. საერთო ჯამში, წლიურ შეხვედრას „დაესწრო“ 1 413 676 მოწმე 31 ქვეყნიდან. ეს იყო იეჰოვას მოწმეების ისტორიაში ყველაზე დიდი შეკრება.

1920-იანი წლებიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები კონგრესების პროგრამებს საერთაშორისო აუდიტორიას სატელეფონო თუ რადიო ტრანსლაციის მეშვეობით გადასცემდნენ. დღეს ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა, ინფორმაცია დაშორებულ ადგილებში მცხოვრებმა ხალხმაც მოისმინოს და ნახოს გადაცემები პირდაპირ ეთერში თუ მოგვიანებით.

რამდენიმე ფილიალი ერთ წელზე მეტხანს მუშაობდა ვებ-ტრანსლაციის სისტემის აწყობაზე. ყოველწლიური შეხვედრის მსვლელობისას ბრუკლინში (ნიუ-იორკი) საკონტროლო ცენტრში ტექნიკოსები მონაცვლეობით ადევნებდნენ თვალყურს პროგრამას, ვინაიდან იგი 15 სასაათო სარტყელში გადაიცემოდა.

სტატისტიკური მონაცემები — ვებ-ტრანსლაციის ადგილები

  • მთავარი: იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზი ჯერზი-სიტიში, ნიუ-ჯერზი, (აშშ). დამსწრეთა რაოდენობა: 4 732.

  • უდიდესი: პერთი (ავსტრალია). დამსწრეთა რაოდენობა: 7 186.

  • უკიდურესი ჩრდილოეთი: ფერბენქსი, ალასკა (აშშ). დამსწრეთა რაოდენობა: 255.

  • უკიდურესი სამხრეთი: ინვერკარგილი (ახალი ზელანდია). დამსწრეთა რაოდენობა: 190.

  • ყველაზე შორეული: პერთი (ავსტრალია), ჯერზი-სიტიდან დაშორებულია 18 700 კმ-ით.

როგორ მუშაობს ვებ-ტრანსლაცია

  1. რამდენიმე კამერა იღებს პროგრამას.

  2. ვიდეო გამოსახულებას იღებს გამანაწილებელი მოწყობილობა და ხდება საუკეთესო კადრის შერჩევა.

  3. საუკეთესო კადრი გადაიცემა საკონტროლო პუნქტში არსებულ კომპიუტერში.

  4. იქმნება დაბალი, საშუალო და მაღალი გარჩევადობის ვიდეო სიგნალები პირდაპირი ტრანსლირებისთვის.

  5. ვიდეო გამოსახულება იყოფა ათწამიან მონაკვეთებად.

  6. ეს ვიდეო მონაკვეთები იტვირთება ვებ-სერვერებზე და ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით.

  7. დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მიმღები ელექტრონული მოწყობილობა ვებ-სერვერიდან ვებ-ბრაუზერში ტვირთავს ყველა ამ ვიდეო მონაკვეთს. ჩამოტვირთვის შემდეგ ცალკეული ვიდეო მონაკვეთები ერთიანდება და იქმნება ვებ-ტრანსლაცია.

  8. აუდიტორია ხედავს და ისმენს პროგრამას.

სურათი 26, 27 გვერდზე
    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება