საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 116
  • ვინ მიდის ზეცაში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ მიდის ზეცაში?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • ახალი საზეიმო სიმღერა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • ყველა ერთგული ქრისტიანი მიდის ზეცაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ვინ ამაღლდება ზეცაში და რატომ?
    შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 116
იესო ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი ზეცაში

ვინ მიდის ზეცაში?

ბიბლია გვპასუხობს:

ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა იმ ერთგული ქრისტიანების რიცხვი, რომლებიც ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებიან (1 პეტრე 1:3, 4). მათ უნდა შეინარჩუნონ ძლიერი რწმენა და ღვთისმოსაწონად იცხოვრონ, რათა არ დაკარგონ „მემკვიდრეობა ღვთისა და ქრისტეს სამეფოში“ (ეფესოელები 5:5; ფილიპელები 3:12—14).

რას გააკეთებენ ისინი ზეცაში?

ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილები 1000 წლის განმავლობაში იესოსთან ერთად მღვდლებად და მეფეებად იმსახურებენ (გამოცხადება 5:9, 10; 20:6). ისინი „ახალი ცის“, ზეციერი სამეფოს მმართველები გახდებიან და „ახალ დედამიწაზე“ ანუ დედამიწის ახალ საზოგადოებაზე იმმართველებენ. ზეციერი მმართველები ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ და ისეთ პირობებს შეუქმნიან, როგორიც ღმერთს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული (ესაია 65:17; 2 პეტრე 3:13).

რამდენი ადამიანი აღდგება ზეციერი ცხოვრებისთვის?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის 144 000 ადამიანი აღდგება (გამოცხადება 7:4). გამოცხადების 14:1—3-ში ვკითხულობთ, რომ მოციქულმა იოანემ იხილა „კრავი ... სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი“. „კრავი“ წარმოადგენს მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს (იოანე 1:29; 1 პეტრე 1:19). „სიონის“ მთა წარმოადგენს იესო ქრისტეს და მისი 144 000 თანამმართველის ამაღლებულ მდგომარეობას (ფსალმუნები 2:6; ებრაელები 12:22).

მათ, ვინც ღმერთმა აირჩია, რომ ქრისტესთან ერთად ემეფათ ზეციერ სამეფოში, „მცირე სამწყსო“ ეწოდებათ (გამოცხადება 17:14; ლუკა 12:32). „მცირე სამწყსო“ იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტეს თანამეფეების რიცხვი მცირე იქნება მათთან შედარებით, ვინც დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად (იოანე 10:16).

მცდარი შეხედულება მათზე, ვინც ზეცაში მიდის

მცდარი შეხედულება: ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის.

სინამდვილე: კარგი ადამიანების უმრავლესლობას ღმერთი დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებას ჰპირდება (ფსალმუნი 37:11, 29, 34).

  • იესომ თქვა: „ზეცაში არავინ ასულა“ (იოანე 3:13). აქედან ვიგებთ, რომ იესომდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომელთა შორისაც იყვნენ აბრაამი, მოსე, იობი და დავითი, არ წასულან ზეცაში (საქმეები 2:29, 34). მათ დედამიწაზე აღდგომის იმედი ჰქონდათ (იობი 14:13—15).

  • ზეციერ აღდგომას „პირველი აღდგომა“ ეწოდება (გამოცხადება 20:6). ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას კიდევ სხვა, მიწიერი აღდგომა მოჰყვება.

  • ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4). ზეცაში სიკვდილს არასდროს უარსებია. აშკარაა, რომ ეს დაპირება დედამიწაზე შესრულდება.

მცდარი შეხედულება: თითოეული ადამიანი თავად ირჩევს, ზეცაში იცხოვრებს თუ დედამიწაზე.

სინამდვილე: ღმერთი წყვეტს, ერთგული ქრისტიანებიდან, ვინ მიიღებს „ზეციური მოწოდების ჯილდოს“ ანუ ზეცაში ცხოვრების იმედს (ფილიპელები 3:14). ეს ადამიანის სურვილზე არ არის დამოკიდებული (მათე 20:20—23).

მცდარი შეხედულება: დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომლებიც ზეცაში ცხოვრებას არ იმსახურებენ.

სინამდვილე: ღმერთი მათ, ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს, თავის ხალხს, თავის რჩეულებსა და კურთხეულ შთამომავლებს უწოდებს (ესაია 65:21—23). ისინი სრულყოფილებას მიაღწევენ და სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ, რაც ღვთის თავდაპირველი განზრახვა იყო (დაბადება 1:28; ფსალმუნი 115:16; ესაია 45:18).

მცდარი შეხედულება: გამოცხადების წიგნში მოხსენიებული რიცხვი 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

სინამდვილე: მართალია, „გამოცხადებაში“ მრავალი სიმბოლური რიცხვია მოცემული, მაგრამ მასში ისეთი რიცხვებიც არის, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. მაგალითად, იოანე საუბრობს „კრავის“ თორმეტი მოციქულის თორმეტ სახელზე (გამოცხადება 21:14). განვიხილოთ კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამტკიცებს, რომ გამოცხადების წიგნში რიცხვი 144 000 პირდაპირი მნიშვნელობით არის გამოყენებული.

გამოცხადების 7:4-ში ვკითხულობთ, რომ ბეჭედდასმულთა (ზეცაში მცხოვრებთა) რიცხვი ას ორმოცდაოთხი ათასია. ამ მუხლის კონტექსტში ადამიანთა მეორე ჯგუფზე ნათქვამია: „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“. აქ მოხსენიებული უამრავი ხალხიც მიიღებს ღვთისგან ხსნას (გამოცხადება 7:9, 10). თუ 144 000-სს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და მასში სინამდვილეში უამრავი ადამიანი იგულისხმება, გამოდის, რომ ადამიანთა ამ ორ ჯგუფს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს.a

გარდა ამისა, 144 000-ზე ნათქვამია, რომ ისინი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი“ (გამოცხადება 14:4). სიტყვები „პირველი ნაყოფი“ იმაზე მიუთითებს, რომ მათი რაოდენობა, ვინც ზეცაში წავა, მცირე იქნება. აქედან გამომდინარე, ეს სიტყვები მართებულად მიესადაგება ას ორმოცდაოთხი ათას ერთგულ ქრისტიანს, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ და დედამიწაზე მცხოვრებ უამრავ ხალხზე იმმართველებენ (გამოცხადება 5:10).

a პროფესორი რობერტ ტომასი „გამოცხადებაში“ მოხსენიებულ რიცხვ 144 000-თან დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს: „[გამოცხადების 7:4-ში] მოცემულია განსაზღვრული რიცხვი, ხოლო 7:9-ში — განუსაზღვრელი. თუ ამ რიცხვს [144 000-ს] სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაშინ ამ წიგნში მოცემული არც ერთი რიცხვი არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით“ (An Exegetical Commentary, გვერდი 474).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება