იოანე
2 მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში.+ იესოს დედაც+ იქ იყო. 2 ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული.
3 ღვინო რომ შემოაკლდათ, იესოს დედამისმა+ უთხრა: „ღვინო აღარა აქვთ“. 4 იესომ მიუგო: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?+ ჯერ არ მოსულა ჩემი საათი“.+ 5 დედამისმა მომსახურეებს უთხრა: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.+ 6 როგორც იუდეველების განწმენდის+ წესებით მოითხოვებოდა, იქ ექვსი ქვის ჭურჭელი იდგა, თითოში ორი-სამი საწყაო* ჩადიოდა. 7 იესომ უთხრა მათ: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. მათაც აავსეს პირამდე. 8 შემდეგ უთხრა: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“. მათაც მიართვეს. 9 როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს+ (მან არ იცოდა, საიდან იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მომსახურეებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), ნეფეს დაუძახა 10 და უთხრა: „ჯერ კარგი ღვინო+ გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“. 11 იესომ ეს გალილეის კანაში მოიმოქმედა, რითაც თავისი ნიშნების მოხდენა დაიწყო და თავისი დიდება+ ცხადი გახადა. მისმა მოწაფეებმა ირწმუნეს იგი.
12 ამის შემდეგ ის, დედამისი, მისი ძმები+ და მოწაფეები კაპერნაუმში+ ჩავიდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან.
13 მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი+ და იესო იერუსალიმში+ ავიდა. 14 ტაძარში ნახა საქონლის, ცხვრებისა და მტრედების+ გამყიდველები, იქვე ისხდნენ ფულის გადამხურდავებლებიც. 15 თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.+ 16 მტრედების გამყიდველებს უთხრა: „მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის+ სავაჭრო სახლად ქცევა!“+ 17 გაახსენდათ მის მოწაფეებს დაწერილი: „შენი სახლის მოშურნეობა შემჭამს მე“.+
18 ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა ნიშნით+ გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამის გაკეთება?“ 19 იესომ მიუგო: „დაანგრიეთ ეს ტაძარი+ და სამ დღეში აღვადგენ“. 20 იუდეველებმა კი უთხრეს: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?“ 21 ტაძარში+ ის თავის სხეულს გულისხმობდა. 22 როცა მკვდრეთით აღდგა, მის მოწაფეებს გაახსენდათ,+ ამას რომ ამბობდა ხოლმე. მათ ირწმუნეს წმინდა წერილი და იესოს მიერ ნათქვამი სიტყვა.
23 იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე+ ყოფნისას ბევრმა ირწმუნა მისი სახელი,+ როდესაც ნახეს მის მიერ მოხდენილი ნიშნები,+ 24 მაგრამ იესო არ ენდობოდა+ მათ, რადგან ყველას იცნობდა 25 და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა ადამიანის ბუნება.+