1 იოანე
5 ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისგან არის შობილი,+ და ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.+ 2 ღვთის შვილები+ რომ გვიყვარს,+ იქიდან ვიგებთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მის მცნებებს ვასრულებთ,+ 3 რადგან ღვთის სიყვარული+ ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს,+ მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის.+ 4 ყოველივე, რაც ღვთისგან არის შობილი,+ სძლევს ქვეყნიერებას;+ ჩვენი რწმენით+ გავიმარჯვეთ+ და ვძლიეთ+ ქვეყნიერებას.
5 ვინ არის ქვეყნიერების+ მძლეველი,+ თუ არა ის, ვისაც სწამს,+ რომ იესო ღვთის ძეა?+ 6 ის, იესო ქრისტე, წყლითა და სისხლით მოვიდა, მხოლოდ წყლით+ კი არა, წყლითა და სისხლით.+ სული+ მოწმობს, რადგან სული ჭეშმარიტებაა, 7 რადგან მოწმე სამია: 8 სული,+ წყალი+ და სისხლი,+ და ეს სამი ერთმანეთთან თანხმობაშია.+
9 თუ ადამიანთა დამოწმებას ვიღებთ,+ ღვთის დამოწმება უფრო დიდია, რადგან ღვთის დამოწმება ის არის, რომ მან თავის ძეზე დაამოწმა.+ 10 ვისაც ღვთის ძე სწამს, მან პირადად მიიღო დამოწმება.+ ვისაც ღმერთი არა სწამს, ცრუდ გამოჰყავს იგი,+ რადგან არა სწამს ღვთის, როგორც მოწმის+ დამოწმება+ თავის ძეზე. 11 დამოწმება კი ის არის, რომ ღმერთმა მარადიული სიცოცხლე მოგვცა+ და ეს სიცოცხლე მის ძეშია.+ 12 ვისაც ძე ჰყავს, აქვს ეს სიცოცხლე; ვისაც ღვთის ძე არა ჰყავს, არც ეს სიცოცხლე აქვს.+
13 ამას იმიტომ გწერთ, რომ იცოდეთ: თქვენ მარადიული სიცოცხლე გაქვთ,+ თქვენ, ვისაც გწამთ ღვთის ძის სახელი.+ 14 და დარწმუნებული ვართ მასში,+ რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს.+ 15 უფრო მეტიც, თუ ვიცით, რომ რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს,+ ისიც ვიცით, რომ რაც ვითხოვეთ, გვექნება, რადგან ვთხოვეთ მას.+
16 თუ ვინმე ხედავს, რომ თავისი ძმა არასასიკვდილო ცოდვას სჩადის,+ ითხოვოს და ღმერთი მისცემს მას სიცოცხლეს,+ მას, ვინც არასასიკვდილო ცოდვას სჩადის.+ არსებობს სასიკვდილო ცოდვაც. ასეთ ცოდვასთან დაკავშირებით არ ვეუბნები, ითხოვე-მეთქი.+ 17 ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა;+ მაგრამ არსებობს არასასიკვდილო ცოდვაც.
18 ვიცით, რომ ყოველი, ვინც ღვთისგან არის შობილი,+ ცოდვას არ სჩადის; ღვთისგან შობილი*+ იცავს მას და ბოროტი ვერ იპყრობს მას.+ 19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ,+ მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია.+ 20 ისიც ვიცით, რომ მოვიდა ღვთის ძე+ და მოგვცა გონება,+ რათა შევიცნოთ ის, ვინც ჭეშმარიტია.+ მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ერთობაში+ ვართ ჭეშმარიტთან. ეს არის ჭეშმარიტი+ ღმერთი და მარადიული სიცოცხლე.+ 21 შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან.+