მსაჯულები
8 ეფრემელებმა უთხრეს მას: „ეს რა გაგვიკეთე?! რატომ ჩვენც არ მოგვიხმე მიდიანთან საბრძოლველად?“+ გაცხარდნენ და ლამის ჩხუბი აუტეხეს.+ 2 ბოლოს უთხრა მათ: „თქვენოდენა მე რა გამიკეთებია?+ ეფრემის+ ნამცვრევი არა სჯობს აბი-ეზერის+ რთველს? 3 თქვენ ჩაგიგდოთ ხელში ღმერთმა მიდიანის მთავრები, ორები და ზეები,+ და სად შემეძლო თქვენოდენის გაკეთება?“ ეს რომ უთხრა, მაშინღა დაცხრა მათი რისხვა.+
4 ბოლოს მიადგა გედეონი იორდანეს, გადალახეს ის მან და მასთან მყოფმა სამასმა კაცმა; დაღლილები იყვნენ, მაგრამ მაინც მისდევდნენ მტერს. 5 უთხრა მან სუქოთელებს:+ „მიეცით პური ჩემს ხალხს;+ დაღლილები არიან, მე კი მიდიანის მეფეებს, ზებახსა+ და ცალმუნას+ მივდევ“. 6 ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთ?“+ 7 გედეონმა მიუგო: „როცა ხელში ჩამიგდებს იეჰოვა ზებახსა და ცალმუნას, ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით დაგიფლეთთ ხორცს“.+ 8 განაგრძო გზა და ფენუელში+ მივიდა. იგივე უთხრა მათაც, მაგრამ ფენუელელებმაც იგივე უპასუხეს, რაც სუქოთელებმა. 9 ფენუელელებსაც უთხრა მან: „როცა მშვიდობით დავბრუნდები, დაგინგრევთ მაგ კოშკს“.+
10 ზებახი და ცალმუნა+ კარკორში იყვნენ თავ-თავიანთი ბანაკებით; აღმოსავლელების+ ბანაკიდან თხუთმეტი ათას კაცამდე გადარჩა, ას ოცი ათასი მახვილის ამღები კი დაიხოცა.+ 11 წავიდა გედეონი კარვებში მცხოვრებთა გზით ნობასა და იოგბეჰას+ აღმოსავლეთით და მაშინ დაეცა ბანაკს, როცა არ ფხიზლობდნენ.+ 12 გაიქცნენ ზებახი და ცალმუნა; ის მაშინვე დაედევნა მათ, შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე, ზებახიცა და ცალმუნაც,+ და მთელ ბანაკს თავზარი დასცა.
13 დაბრუნდა ბრძოლიდან იოაშის ვაჟი გედეონი ხარესში ამავალი გზით. 14 გზად ერთი სუქოთელი+ ახალგაზრდა შეიპყრო და დაჰკითხა.+ ჩამოუწერა მან სამოცდაჩვიდმეტი კაცის, სუქოთის მთავრებისა+ და უხუცესების სახელები. 15 მივიდა იგი სუქოთელებთან და უთხრა: „აი ზებახი და ცალმუნა, რომ დამცინოდით, უკვე ჩაიგდე ხელში ზებახი და ცალმუნა, ლაშქარი რომ დაგიპუროთო?!“+ 16 გამოიყვანა ქალაქის უხუცესები და ჯაგებითა და უდაბნოს ეკლებით ასწავლა ჭკუა სუქოთელებს.+ 17 ფენუელის+ კოშკი დაანგრია+ და დახოცა ქალაქის მკვიდრნი.
18 უთხრა ზებახსა და ცალმუნას:+ „როგორი ხალხი დახოცეთ თაბორზე?“+ მათ მიუგეს: „შენნაირები იყვნენ, გარეგნობით ყველა მეფისწულს ჰგავდა“. 19 მან უთხრა მათ: „ჩემი ძმები იყვნენ, დედაჩემის შვილები. ცოცხალია იეჰოვა, ისინი რომ ცოცხლები დაგეტოვებინათ, არც მე დაგხოცავდით“.+ 20 შემდეგ თავის პირმშოს, იეთერს უთხრა: „ადექი და დახოცე!“ ვერ ამოიღო მან მახვილი, რადგან პატარა იყო და შეეშინდა.+ 21 უთხრეს მას ზებახმა და ცალმუნამ: „ადექი, შენ დაგვხოცე, რადგან სულ სხვაა კაცის ძალა“.+ წამოდგა გედეონი, დახოცა+ ზებახი და ცალმუნა და მათ აქლემებს კისრიდან მთვარისებური სამკაულები ჩამოხსნა.
22 ისრაელებმა გედეონს უთხრეს: „იყავით ჩვენი მმართველები+ შენ, შენი შვილი და შენი შვილიშვილი, რადგან მიდიანის ხელიდან გვიხსენი“.+ 23 გედეონმა მიუგო მათ: „არც მე ვიქნები თქვენი მმართველი და არც ჩემი შვილი,+ იეჰოვა იქნება თქვენი მმართველი“.+ 24 უთხრა მათ გედეონმა: „ოღონდ ერთსა გთხოვთ: თითოეულმა მომეცით საცხვირე რგოლი+ თქვენ-თქვენი ნადავლიდან“ (ოქროს საცხვირე რგოლები ჰქონდათ, რადგან ისმაელელები იყვნენ).+ 25 მათ მიუგეს: „მოგცემთ“. გაშალეს მოსასხამი და თითოეული აგდებდა საცხვირე რგოლს თავისი ნადავლიდან. 26 ოქროს საცხვირე რგოლების წონამ ათას შვიდასი შეკელი შეადგინა, გარდა მთვარისებური სამკაულებისა,+ საყურეებისა და მოშინდისფრო შალისა,+ რომლებიც მიდიანის მეფეებს ჰქონდათ, და მათი აქლემების კისრიდან ჩამოხსნილი ყელსაბამებისა.+
27 გააკეთა გედეონმა ყოველივე ამისგან ეფოდი+ და თავის ქალაქში, ოფრაში+ გამოფინა. გარყვნილებას სჩადიოდა+ მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას.+
28 დაიმორჩილეს მიდიანი+ ისრაელის ძეებმა და მეტად აღარ აუწევიათ მათ თავი, რის შემდეგაც ორმოც წელიწადს ისვენებდა მიწა გედეონის დროს.+
29 დაბრუნდა იოაშის ვაჟი იერუბაალი+ თავის სახლში და იქ ცხოვრობდა.
30 სამოცდაათი ვაჟი ჰყავდა გედეონს,+ მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან ბევრი ცოლი ჰყავდა. 31 შექემელმა ხარჭამაც ვაჟი გაუჩინა და მას აბიმელექი+ დაარქვა. 32 ტკბილი სიბერით მოკვდა გედეონი, იოაშის ვაჟი, და მამამისის, იოაშის სამარხში დამარხეს, აბი-ეზერელთა+ ოფრაში.
33 გედეონის სიკვდილის შემდეგ ისრაელის ძეებმა კვლავ დაიწყეს გარყვნილების ჩადენა ბაალთან+ და ბაალ-ბერითი გაიხადეს ღმერთად.+ 34 აღარ ახსოვდათ ისრაელის ძეებს თავიანთი ღმერთი, იეჰოვა,+ რომელმაც ირგვლივ მყოფი მტრებისგან იხსნა ისინი.+ 35 არც იმ ყოველივე კარგის გამო ავლენდნენ სიკეთეს*+ იერუბაალის, იგივე გედეონის სახლეულობისადმი, რაც მან გაუკეთა ისრაელს.+