26 მისცა მათ ის მოზვერი, რომელიც ამოირჩიეს, მოამზადეს და დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს: „ბაალ, გვიპასუხე!“ მაგრამ არც ხმა ისმოდა+ და არც პასუხი;+ დახტოდნენ ისინი თავიანთი გაკეთებული სამსხვერპლოს ირგვლივ.
38 როცა ნისროქის,+ თავისი ღვთის,+ სახლში თაყვანსაცემად ემხობოდა, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ვაჟებმა, მახვილით+ განგმირეს იგი და არარატის+ ქვეყანაში გაქცევით უშველეს თავს. მის შემდეგ მისი ძე ასარხადონი+ გამეფდა.
28 სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე?+ ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს.+ რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა.+
5 შეეშინდათ მეზღვაურებს და თითოეული თავის ღმერთს სთხოვდა შველას.+ ხომალდიდან ზღვაში ნივთების გადაყრა დაიწყეს მის შესამსუბუქებლად,+ იონა კი გემბანის ქვეშ იყო ჩასული, იწვა და ღრმად ეძინა.+