1 კორინთელები
15 ძმებო, ახლა იმ სასიხარულო ცნობას+ გაუწყებთ, რომელიც გამცნეთ,+ რომელიც მიიღეთ კიდეც და რომელშიც დგახართ,+ 2 რომლის მეშვეობითაც გადარჩებით,+ თუ დაიცავთ სიტყვას, რომლითაც ეს სასიხარულო ცნობა გაუწყეთ, და თუ ტყუილუბრალოდ არ გირწმუნიათ.+
3 უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე+ — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად+ 4 და დაკრძალულ იქნა,+ მაგრამ მესამე დღეს+ აღდგა+ წმინდა წერილების თანახმად+ 5 და ეჩვენა კეფას,+ შემდეგ კი — თორმეტს.+ 6 შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია,+ ზოგმა კი სიკვდილის ძილით დაიძინა. 7 შემდეგ იაკობს ეჩვენა,+ მერე — ყველა მოციქულს.+ 8 ყველაზე ბოლოს კი, როგორც უდღეურს, მეც მეჩვენა.+
9 მოციქულებს შორის უმცირესი+ ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი.+ 10 მაგრამ ღვთის წყალობითა+ ვარ, რაცა ვარ. ფუჭი არ ყოფილა მისი წყალობა,+ რადგან ყველა მათგანზე მეტს ვშრომობდი,+ თუმცა მე კი არა, ღვთის წყალობა, რომელიც ჩემთანაა.+ 11 მაგრამ მე ვიქნები თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.+
12 თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა,+ როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?+ 13 თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა,+ 14 ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც.+ 15 თუ მართლა არ აღდგებიან მკვდრები, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთზე,+ რადგან ღვთის წინააღმდეგ ვამოწმებთ,+ რომ მან აღადგინა ქრისტე,+ რომელიც არ აღუდგენია,+ 16 რადგან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა; 17 და თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ.+ 18 ისინიც დაღუპულან,+ ვინც სიკვდილის ძილით დაიძინა ქრისტესთან ერთობაში.+ 19 თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი,+ ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ.
20 მკვდრეთით აღდგა ქრისტე,+ სიკვდილის ძილით მიძინებულთა+ პირველი ნაყოფი.+ 21 როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი,+ ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც.+ 22 როგორც ადამში კვდება ყველა,+ ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში,+ 23 თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი,+ შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება*.+ 24 მერე დადგება აღსასრული, როცა ის ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს,+ 25 რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს.+ 26 უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია,+ 27 რადგან ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“.+ მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“,+ ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა.+ 28 და როცა ყოველივე მას დაემორჩილება,+ მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას,+ რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის.+
29 სხვაგვარად, რას გააკეთებენ ისინი, ვინც იმისთვის მოინათლნენ, რომ მკვდრები იყვნენ?+ თუკი მკვდრები არ აღდგებიან,+ მაშ, რატომ ინათლებიან+ ისინი იმისთვის, რომ მკვდრები იყვნენ? 30 ან ჩვენ რატომ ვართ საფრთხეში ყოველ საათს?+ 31 ყოველდღე სიკვდილს ვუყურებ თვალებში.+ ამას ვადასტურებ იმ სიხარულით,+ ძმებო, რომელიც თქვენ გამო მაქვს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. 32 თუ ეფესოში სხვებივით მიბრძოლია მხეცებთან,+ რას მარგებს ეს? თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“.+ 33 ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს.+ 34 გამოფხიზლდით,+ რომ სიმართლით მოიქცეთ, და ნუ შესცოდავთ, რადგან ზოგიერთს არა აქვს ცოდნა ღვთის შესახებ.+ ამას თქვენ შესარცხვენად ვამბობ.+
35 მაგრამ ვიღაც იტყვის: „როგორ აღდგებიან მკვდრები? როგორ სხეულში მოვლენ?“+ 36 უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა,+ 37 და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც წარმოიქმნება, არამედ მხოლოდ მარცვალს,+ ხორბლისა იქნება თუ სხვა რამის. 38 ღმერთი კი მას ისეთ სხეულს+ აძლევს, როგორიც ნებავს+ — თითოეულ მარცვალს თავის სხეულს. 39 ყველა ხორცი ერთნაირი არ არის: ადამიანს სხვანაირი ხორცი აქვს, პირუტყვს — სხვანაირი, ფრინველს — სხვანაირი და თევზს — სხვანაირი.+ 40 არის ციური+ სხეულები და არის მიწიერი სხეულები,+ მაგრამ ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება+ აქვთ, მიწიერს — სხვანაირი. 41 მზეს+ სხვანაირი დიდება აქვს, მთვარეს+ — სხვანაირი. სხვანაირია ვარსკვლავების+ დიდებაც და ვარსკვლავებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიდებით.
42 ასევეა მკვდრეთით აღდგომაც.+ ითესება გახრწნილებაში და აღდგება უხრწნელობაში;+ 43 ითესება დამცირებაში+ და აღდგება დიდებაში;+ ითესება სისუსტეში+ და აღდგება ძლიერებაში;+ 44 ითესება ხორციელი სხეული+ და აღდგება სულიერი სხეული.+ თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც. 45 წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“*,+ უკანასკნელი ადამი კი — მაცოცხლებელი+ სული*.+ 46 მაგრამ პირველი სულიერი კი არ არის, არამედ ხორციელი, შემდეგ კი — სულიერი.+ 47 პირველი კაცი მიწისგანაა, მტვრისგან არის შექმნილი,+ მეორე კაცი კი ზეციდანაა.+ 48 როგორიც მტვრისგან შექმნილია,+ ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია,+ ისეთები არიან ზეციერებიც.+ 49 როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი+ ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი.+
50 მაგრამ გეუბნებით, ძმებო, რომ ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს,+ ვერც ხრწნა დაიმკვიდრებს უხრწნელობას.+ 51 წმინდა საიდუმლოს გეუბნებით: ყველა არ დავიძინებთ სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით,+ 52 უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე, რადგან გაისმება საყვირის+ ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით, 53 ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით+ უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი+ — უკვდავებით. 54 ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ შესრულდება დაწერილი: „სიკვდილი+ სამუდამოდ შთაინთქა“.+ 55 „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“+ 56 სიკვდილის ნესტარი+ ცოდვაა, ცოდვის ძალა კი კანონია.+ 57 მადლობა ღმერთს, რადგან ის გვამარჯვებინებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ!+
58 ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი,+ ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში,+ რადგან იცით, რომ ფუჭი+ არ არის თქვენი შრომა უფალში.