ᲠᲘᲪᲮᲕᲔᲑᲘ
1 სინაის უდაბნოში,+ შეხვედრის კარავში,+ ეგვიპტიდან გამოსვლის მე-2 წელს, მე-2 თვის პირველ დღეს+ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „აღრიცხეთ+ მთელი ისრაელი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით, ყველა მამაკაცი. 3 რაზმების მიხედვით აღრიცხეთ შენ და აარონმა ყოველი ბრძოლისუნარიანი ებრაელი, 20 წლიდან ზევით.+
4 წაიყვანეთ თითო კაცი ყოველი ტომიდან, საგვარეულოების შტოთა თავკაცები.+ 5 აი ვინ უნდა წაიყვანოთ: რეუბენის ტომიდან — ელიცური,+ შედურის ვაჟი; 6 სიმონის ტომიდან — შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი; 7 იუდას ტომიდან — ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი; 8 ისაქარის ტომიდან — ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი; 9 ზებულონის ტომიდან — ელიაბი,+ ხელონის ვაჟი; 10 იოსების ვაჟებიდან: ეფრემის ტომიდან+ — ელიშამა, ამიჰუდის ვაჟი; მენაშეს ტომიდან — გამალიელი, ფედაცურის ვაჟი; 11 ბენიამინის ტომიდან — აბიდანი,+ გედეონის ვაჟი; 12 დანის ტომიდან — ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი; 13 აშერის ტომიდან — ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი; 14 გადის ტომიდან — ელიასაფი,+ დეუელის ვაჟი; 15 ნაფთალის ტომიდან — ახირა,+ ენანის ვაჟი. 16 ესენი არიან ხალხიდან შერჩეულნი, თავ-თავიანთი ტომების თავკაცები,+ ისრაელის ათასეულთა მეთაურები“.+
17 გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ღვთის მიერ შერჩეული თავკაცები. 18 მე-2 თვის პირველ დღეს შეკრიბეს მთელი ხალხი, რომ აღერიცხათ საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით, 20 წლიდან ზევით,+ 19 როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. სინაის უდაბნოში აღრიცხა მან ისინი.+
20 აღირიცხნენ ისრაელის პირმშოს, რეუბენის, შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 21 რეუბენის ტომში სულ 46 500 კაცი აღირიცხა.
22 აღირიცხნენ სიმონის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 23 სიმონის ტომში სულ 59 300 კაცი აღირიცხა.
24 აღირიცხნენ გადის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 25 გადის ტომში სულ 45 650 კაცი აღირიცხა.
26 აღირიცხნენ იუდას შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 27 იუდას ტომში სულ 74 600 კაცი აღირიცხა.
28 აღირიცხნენ ისაქარის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 29 ისაქარის ტომში სულ 54 400 კაცი აღირიცხა.
30 აღირიცხნენ ზებულონის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 31 ზებულონის ტომში სულ 57 400 კაცი აღირიცხა.
32 აღირიცხნენ იოსების შთამომავლები ეფრემის ხაზით,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 33 ეფრემის ტომში სულ 40 500 კაცი აღირიცხა.
34 აღირიცხნენ მენაშეს შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 35 მენაშეს ტომში სულ 32 200 კაცი აღირიცხა.
36 აღირიცხნენ ბენიამინის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 37 ბენიამინის ტომში სულ 35 400 კაცი აღირიცხა.
38 აღირიცხნენ დანის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 39 დანის ტომში სულ 62 700 კაცი აღირიცხა.
40 აღირიცხნენ აშერის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 41 აშერის ტომში სულ 41 500 კაცი აღირიცხა.
42 აღირიცხნენ ნაფთალის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 43 ნაფთალის ტომში სულ 53 400 კაცი აღირიცხა.
44 ესენი აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის 12-მა თავკაცმა, რომლებიც თავ-თავიანთი საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. 45 ყველა ბრძოლისუნარიანი ებრაელი 20 წლიდან ზევით თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა. 46 სულ 603 550 კაცი აღირიცხა.+
47 მაგრამ ლევის+ ტომი დანარჩენ ტომებთან ერთად არ აღრიცხულა.+ 48 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 49 „ლევის ტომი არ აღრიცხო, არ მიათვალო ის დანარჩენ ისრაელებს.+ 50 ლევიანებს ჩააბარე მოწმობის კარავი,+ მთელი მისი მოწყობილობა და ყველაფერი, რაც კარავს ეკუთვნის.+ მათი მოვალეობა კარვისა და მთელი მისი მოწყობილობის ტარება იქნება.+ კარავს მათ უნდა მიხედონ.+ ლევიანები კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ.+ 51 როცა კარვის გადაადგილება მოგიწევთ, ის ლევიანებმა უნდა დაშალონ+ და შემდეგ ააწყონ. თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდება, უნდა მოკვდეს.+
52 თითოეულმა ებრაელმა მამაკაცმა კარავი მისთვის გამოყოფილ ბანაკში უნდა გაშალოს, რაზმებად დაბანაკებულ სამტომიან დანაყოფში.+ 53 ლევიანები მოწმობის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, რათა ისრაელებს ჩემი რისხვა არ დაატყდეთ.+ ლევიანებმა მოწმობის კარავზე უნდა იზრუნონ“.+
54 ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები; ზუსტად ისე გააკეთეს.
2 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „ისრაელები სამტომიან დანაყოფებად+ უნდა დაბანაკდნენ, თითოეული თავისი საგვარეულოს ნიშანთან. შეხვედრის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, პირით კარვისკენ.
3 აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს, რაზმებად დაბანაკდება იუდას ბანაკის სამტომიანი დანაყოფი. იუდას შთამომავლების თავკაცი იქნება ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი. 4 მის რაზმში 74 600 კაცი აღირიცხა.+ 5 იუდას ტომის გვერდით ისაქარის ტომი დაბანაკდება. ისაქარის შთამომავლების თავკაცი იქნება ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი. 6 მის რაზმში 54 400 კაცი აღირიცხა.+ 7 შემდეგი იქნება ზებულონის ტომი. ზებულონის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიაბი,+ ხელონის ვაჟი. 8 მის რაზმში 57 400 კაცი აღირიცხა.+
9 იუდას ბანაკის რაზმებში სულ 186 400 კაცი აღირიცხა. ისინი პირველები უნდა დაიძრან.+
10 რეუბენის+ ბანაკის სამტომიანი დანაყოფი სამხრეთით დაბანაკდება რაზმებად. რეუბენის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიცური,+ შედურის ვაჟი. 11 მის რაზმში 46 500 კაცი აღირიცხა.+ 12 რეუბენის ტომის გვერდით სიმონის ტომი დაბანაკდება. სიმონის შთამომავლების თავკაცი იქნება შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი. 13 მის რაზმში 59 300 კაცი აღირიცხა.+ 14 შემდეგი იქნება გადის ტომი. გადის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიასაფი,+ რეუელის ვაჟი. 15 მის რაზმში 45 650 კაცი აღირიცხა.+
16 რეუბენის ბანაკის რაზმებში სულ 151 450 კაცი აღირიცხა. ისინი მეორეები უნდა დაიძრან.+
17 შეხვედრის კარვის გადაადგილებისას+ ლევიანების ბანაკი დანარჩენ ბანაკებს შორის უნდა იყოს მოქცეული.
დანარჩენი ტომები იმავე თანმიმდევრობით უნდა გადაადგილდნენ,+ რა თანმიმდევრობითაც დაბანაკდებიან; თითოეული თავის ადგილზე უნდა იყოს თავის სამტომიან დანაყოფში.
18 ეფრემის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი დასავლეთით დაბანაკდება რაზმებად. ეფრემის შთამომავლების თავკაცი იქნება ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი. 19 მის რაზმში 40 500 კაცი აღირიცხა.+ 20 მის გვერდით მენაშეს+ ტომი იქნება. მენაშეს შთამომავლების თავკაცი იქნება გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი. 21 მის რაზმში 32 200 კაცი აღირიცხა.+ 22 შემდეგი იქნება ბენიამინის ტომი. ბენიამინის შთამომავლების თავკაცი იქნება აბიდანი,+ გედეონის ვაჟი. 23 მის რაზმში 35 400 კაცი აღირიცხა.+
24 ეფრემის ბანაკის რაზმებში სულ 108 100 კაცი აღირიცხა. ისინი მესამეები უნდა დაიძრან.+
25 დანის ბანაკის სამტომიანი დანაყოფი ჩრდილოეთით დაბანაკდება რაზმებად. დანის შთამომავლების თავკაცი იქნება ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი. 26 მის რაზმში 62 700 კაცი აღირიცხა.+ 27 მის გვერდით აშერის ტომი დაბანაკდება. აშერის შთამომავლების თავკაცი იქნება ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი. 28 მის რაზმში 41 500 კაცი აღირიცხა.+ 29 შემდეგი იქნება ნაფთალის ტომი. ნაფთალის შთამომავლების თავკაცი იქნება ახირა,+ ენანის ვაჟი. 30 მის რაზმში 53 400 კაცი აღირიცხა.+
31 დანის ბანაკში სულ 157 600 კაცი აღირიცხა. მისი სამტომიანი დანაყოფი ბოლო უნდა დაიძრას“.+
32 ესენი არიან ის ისრაელები, რომლებიც თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხნენ. ბანაკების რაზმებში სულ 603 550 კაცი აღირიცხა.+ 33 ლევიანები დანარჩენ ისრაელებთან ერთად+ არ აღრიცხულან,+ როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. 34 ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. ბანაკდებოდნენ და იძვრებოდნენ+ სამტომიან დანაყოფებად,+ თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით.
3 ესენი იყვნენ აარონისა და მოსეს შთამომავლები იმ დროს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე.+ 2 აარონის ვაჟები იყვნენ: პირმშო ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი+ და ითამარი.+ 3 ესენი იყვნენ აარონის ვაჟები, ცხებული მღვდლები, რომლებიც მღვდელმსახურებისთვის დაინიშნენ.+ 4 ნადაბი და აბიჰუ იეჰოვას წინაშე დაიხოცნენ, რადგან უკანონო ცეცხლი მიიტანეს იეჰოვას წინაშე+ სინაის უდაბნოში; მათ ვაჟები არ ჰყოლიათ. ელეაზარმა+ და ითამარმა+ კი თავიანთ მამასთან, აარონთან ერთად განაგრძეს მღვდლებად მსახურება.
5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 6 „მოიყვანე ლევიანები+ და აარონ მღვდლის წინაშე დააყენე. ისინი მას მოემსახურებიან.+ 7 ისინი იმსახურებენ შეხვედრის კარვის წინ და შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას როგორც აარონის, ისე ხალხის წინაშე. 8 მოუარონ შეხვედრის კარვის მთელ მოწყობილობას,+ იმსახურონ კარვის წინ და ამგვარად შეასრულონ თავიანთი ვალდებულება ისრაელთა წინაშე.+ 9 ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების განკარგულებაში იქნებიან. ისრაელთაგან ისინი დაეხმარებიან მას.+ 10 დანიშნე აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად.+ თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდება, უნდა მოკვდეს“.+
11 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 „ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ ლევიანებს გამოვყოფ.+ ლევიანები ჩემები იქნებიან. 13 ყველა პირმშო ჩემია.+ როცა ეგვიპტეში პირმშოები დავხოცე,+ მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელთა ყველა პირმშო და პირველმოგებული.+ ისინი ჩემები უნდა იყვნენ. მე ვარ იეჰოვა“.
14 იეჰოვამ მოსეს სინაის უდაბნოში+ უთხრა: 15 „აღრიცხე ლევიანები თავიანთი შტოების მიხედვით. აღრიცხე ყოველი მამრი ერთი თვიდან ზევით“.+ 16 აღრიცხა მოსემ ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა. 17 ლევის ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+
18 გერშონის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ ლიბნი და შიმეი.+
19 კეჰათის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+
20 მერარის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ მახლი+ და მუში.+
ესენი იყვნენ ლევიანები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით.
21 გერშონისგან წამოვიდა ლიბნელთა+ და შიმელთა შტოები. ესენი იყვნენ გერშონელთა შტოები. 22 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 7 500 იყო.+ 23 გერშონელთა შტოები კარვის უკან,+ დასავლეთით, იყვნენ დაბანაკებულნი. 24 გერშონელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიასაფი, ლაელის ვაჟი. 25 გერშონელებს+ ებარათ შეხვედრის კარვის გადასაფარებლები,+ შეხვედრის კარვის შესასვლელის ფარდა,+ 26 ეზოს შესასვლელის ფარდა,+ ეზოს ფარდები,+ ეზოსი, რომელშიც კარავი და სამსხვერპლო იდგა, და მისი* ბაწრები. მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.
27 კეჰათისგან წამოვიდა ამრამელთა, იცჰარელთა, ხებრონელთა და უზიელელთა შტოები. ესენი იყვნენ კეჰათელთა შტოები.+ 28 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 8 600 იყო. წმინდა ადგილზე ზრუნვა მათ ევალებოდათ.+ 29 კეჰათელთა შტოები კარვის სამხრეთით იყვნენ დაბანაკებულნი.+ 30 კეჰათელთა საგვარეულოს თავკაცი იყო ელიცაფანი, უზიელის ვაჟი.+ 31 მათ ჩაბარებული ჰქონდათ კიდობანი,+ მაგიდა,+ სალამპრე,+ სამსხვერპლოები+ და სხვა მოწყობილობები,+ რასაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებდნენ, და გამყოფი ფარდა.+ მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.+
32 ლევიანთა თავკაცი ელეაზარი+ იყო, აარონ მღვდლის ვაჟი, რომელიც წმინდა ადგილზე სხვადასხვა საქმის შემსრულებლებს მეთვალყურეობდა.
33 მერარიდან წამოვიდა მახლელთა და მუშელთა შტოები; ესენი იყვნენ მერარელთა შტოები.+ 34 აღრიცხულ მამრთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 6 200 იყო.+ 35 მერარის საგვარეულოს თავკაცი იყო ცურიელი, აბიხაილის ვაჟი. მერარელები კარვის ჩრდილოეთით იყვნენ დაბანაკებულნი.+ 36 მერარელებს ჩაბარებული ჰქონდათ კარვის ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები,+ საყრდენები, მთელი მისი მოწყობილობა,+ 37 ეზოს სვეტები, საყრდენები,+ პალოები და ბაწრები. მათ ევალებოდათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის იყო საჭირო.
38 კარვის წინ, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს, დაბანაკებულები იყვნენ მოსე, აარონი და მისი ვაჟები; ისინი თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ კარავში ისრაელებისთვის. თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდებოდა, უნდა მოეკლათ.+
39 ლევიანთა რაოდენობა, ყველა მამრისა ერთი თვიდან ზევით, რომლებიც მოსემ და აარონმა იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხეს მათი შტოების მიხედვით, 22 000 იყო.
40 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აღრიცხე ისრაელთა ყველა პირმშო ერთი თვიდან ზევით+ და ჩამოწერე მათი სახელები. 41 გამომიყავი ლევიანები ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ+ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელთა შინაური ცხოველების პირველმოგებულთა სანაცვლოდ+ — მე ვარ იეჰოვა“. 42 მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხა ისრაელთა ყველა პირმშო. 43 აღრიცხულ მამრ პირმშოთა რაოდენობა ერთი თვიდან ზევით 22 273 იყო.
44 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 45 „გამოყავი ლევიანები ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ და ლევიანთა შინაური ცხოველები ისრაელთა შინაური ცხოველების სანაცვლოდ. ჩემები იქნებიან ლევიანები. მე ვარ იეჰოვა. 46 ისრაელების პირმშოთაგან,+ რომლებიც ლევიანებზე 273-ით მეტნი არიან,+ 47 თითოეულის გამოსასყიდი 5 შეკელი* იქნება+ წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 1 შეკელი 20 გერაა*.+ 48 ვინც მეტნი არიან, მათ გამოსასყიდად აღებული ფული აარონსა და მის ვაჟებს მიეცი“. 49 აიღო მოსემ მათი გამოსასყიდი, ვინც ლევიანებზე მეტნი იყვნენ. 50 ისრაელების პირმშოთა სანაცვლოდ აიღო 1 365 შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 51 იეჰოვას სიტყვისამებრ მოსემ გამოსასყიდი აარონსა და მის ვაჟებს მისცა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.
4 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „აღრიცხეთ კეჰათელები+ ლევიანთაგან მათი შტოების მიხედვით, 3 ყველა, 30 წლიდან+ 50 წლამდე,+ ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება.+
4 აი, რა შედის კეჰათელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობაში;+ ეს წმინდაა. 5 სანამ ბანაკი დაიძვრება, შევიდნენ კარავში აარონი და მისი ვაჟები, ჩამოხსნან გამყოფი ფარდა+ და მოწმობის კიდობანს+ გადააფარონ. 6 მას აგრეთვე გადააფარონ სელაპის ტყავის გადასაფარებელი და ლურჯი ქსოვილი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად.
7 გადააფარონ ლურჯი ქსოვილი წარსადგენი პურის მაგიდას,+ დააწყონ მასზე ლანგრები, თასები, ჯამები და დასაღვრელი შესაწირავის დოქები;+ პური+ მაგიდაზე დარჩეს. 8 ზემოდან გადააფარონ ალისფერი ქსოვილი და სელაპის ტყავის გადასაფარებელი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად. 9 აიღონ ლურჯი ქსოვილი და გაახვიონ მასში სალამპრე+ და მისი ლამპრები,+ მაშები, საცეცხლურები+ და ზეთის ჭურჭელი, რასაც სალამპრის გასამართავად იყენებენ. 10 გაახვიონ სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა სელაპის ტყავის გადასაფარებელში და საზიდზე დადონ. 11 გადააფარონ ოქროს სამსხვერპლოს+ ლურჯი ქსოვილი და სელაპის ტყავის გადასაფარებელი, ხოლო რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად. 12 აიღონ დანარჩენი ნივთები,+ რომლებსაც წმინდა ადგილზე მსახურებისთვის იყენებენ, გაახვიონ ლურჯ ქსოვილში, შემდეგ სელაპის ტყავის გადასაფარებელში და საზიდზე დადონ.
13 გაასუფთაონ სამსხვერპლო+ ნაცრისგან და გადააფარონ იისფერი შალი. 14 დააწყონ მასზე მთელი მისი მოწყობილობა, რომელსაც მსახურებისთვის იყენებენ: საცეცხლურები, ჩანგლები, ნიჩბები, ჯამები, სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა;+ ზემოდან სელაპის ტყავის გადასაფარებელი გადააფარონ და რგოლებში კეტები+ გაუყარონ სატარებლად.
15 აარონმა და მისმა ვაჟებმა ბანაკის დაძვრამდე გაამზადონ წმინდა ადგილის+ ნივთები წასაღებად. შემდეგ მოვლენ კეჰათელები და წაიღებენ,+ ოღონდ არ შეეხონ ამ ნივთებს, რომ არ დაიხოცონ.+ ეს არის კეჰათელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობა.
16 აარონ მღვდლის ვაჟს, ელეაზარს,+ აბარია ლამპრის ზეთი,+ სურნელოვანი საკმეველი,+ ყოველდღიურად შესაწირავი მარცვლეული და საცხები ზეთი;+ მას აქვს ჩაბარებული მთელი კარავი და ყველაფერი, რაც კარავშია, წმინდა ადგილი და მთელი მისი მოწყობილობა“.
17 შემდეგ იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 18 „არ დაუშვათ, რომ კეჰათელები+ ლევიანთაგან მოიკვეთონ*. 19 როგორც გითხარით, ისე მოიქეცით, თორემ, თუ კეჰათელები მიუახლოვდებიან იმას, რაც წმინდაა,+ დაიხოცებიან. აარონი და მისი ვაჟები შევლენ კარავში, მისცემენ მათ დავალებებს და ეტყვიან, ვინ რა უნდა წაიღოს. 20 კეჰათელები სხვა დროს არ უნდა შევიდნენ შიგნით, თვალი რომ არ მოჰკრან იმას, რაც წმინდაა, და არ დაიხოცონ“.+
21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 22 „აღრიცხე გერშონელები+ მათი შტოების მიხედვით. 23 აღრიცხე ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება. 24 აი, რა ევალებათ გერშონელებს:+ 25 მათ უნდა ატარონ შეხვედრის კარვის ქსოვილები,+ გადასაფარებლები და სელაპის ტყავის გადასაფარებელი,+ რომელიც კარავს ზემოდან აფარია, შეხვედრის კარვის შესასვლელის ფარდა,+ 26 ეზოს შესასვლელის ფარდა,+ ეზოს ფარდები,+ რომლებითაც კარავი და სამსხვერპლოა შემოღობილი, ბაწრები და მთელი მოწყობილობა, ყველაფერი, რასაც ამ მსახურებისთვის იყენებენ. ეს არის გერშონელთა მოვალეობა. 27 გერშონელთა+ ყველა საქმეს აარონმა და მისმა ვაჟებმა უნდა უხელმძღვანელონ; გერშონელებს დაავალეთ ამ ტვირთის ტარება. 28 ასე უნდა იმსახურონ გერშონელებმა, შეხვედრის კარვის+ მსახურებმა; ესაა მათი ვალდებულება, რაც აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის,+ ხელმძღვანელობით უნდა შეასრულონ.
29 აღრიცხე მერარელები+ მათი შტოების მიხედვით. 30 აღრიცხე ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნება. 31 აი, რა შედის მერარელთა, შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობაში:+ მათ უნდა ატარონ კარვის ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები,+ საყრდენები,+ 32 ეზოს სვეტები,+ მათი საყრდენები,+ პალოები,+ ბაწრები და მთელი მოწყობილობა. მათ ევალებათ ყველაფერი, რაც ამ მსახურებისთვის არის საჭირო. თითოეულს ის ნივთი ჩააბარე, რომელიც უნდა ატაროს. 33 ესაა მერარელთა,+ შეხვედრის კარვის მსახურთა, მოვალეობა; მათ აარონ მღვდლის ვაჟი ითამარი უხელმძღვანელებს“.+
34 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ხალხის თავკაცებმა+ კეჰათელები+ მათი შტოების მიხედვით, 35 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა;+ 36 თავიანთი შტოების მიხედვით 2 750 კაცი აღირიცხა.+ 37 აღრიცხეს მოსემ და აარონმა კეჰათელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+
38 აღირიცხნენ გერშონელები+ თავიანთი შტოების მიხედვით, 39 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა; 40 თავიანთი შტოების მიხედვით 2 630 კაცი აღირიცხა.+ 41 იეჰოვას ბრძანებისამებრ აღრიცხეს მოსემ და აარონმა გერშონელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით.+
42 აღირიცხნენ მერარელები თავიანთი შტოების მიხედვით, 43 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვინც შეხვედრის კარვის მსახურთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა;+ 44 თავიანთი შტოების მიხედვით 3 200 კაცი აღირიცხა.+ 45 აღრიცხეს მოსემ და აარონმა მერარელები, შეხვედრის კარვის მსახურები, მათი შტოების მიხედვით, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+
46 აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის თავკაცებმა ლევიანები მათი შტოების მიხედვით, 47 ყველა, 30 წლიდან 50 წლამდე, ვისაც შეხვედრის კარვის მსახურება და ტვირთის ტარება ევალებოდა;+ 48 სულ 8 580 კაცი აღირიცხა.+ 49 იეჰოვას ბრძანებისამებრ აღირიცხნენ ლევიანები, რომელთაც შეხვედრის კარვის მსახურება და ტვირთის ტარება დაევალათ; ისინი ისე აღირიცხნენ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „უბრძანე ისრაელებს, რომ ბანაკიდან გაიყვანონ ყველა კეთროვანი,+ ყველა გამონადენიანი+ და მკვდრით გაუწმინდურებული.+ 3 კაციც გაიყვანონ და ქალიც, რომ არ წაბილწონ ბანაკი,+ რომელშიც ვმკვიდრობ“.+ 4 ისრაელებიც ასე მოიქცნენ და გაუშვეს ისინი ბანაკიდან. ისე გააკეთეს ისრაელებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
5 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 6 „გადაეცი ისრაელებს, რომ, თუ ვინმე, კაცი იქნება თუ ქალი, შესცოდავს და სხვას დააზარალებს, რითაც უორგულებს იეჰოვას, დამნაშავე იქნება.+ 7 აღიაროს მან ჩადენილი ცოდვა,+ სრულად აანაზღაუროს დანაშაული, დაუმატოს მეხუთედი+ და მისცეს დაზარალებულს. 8 თუ დაზარალებულს ახლო ნათესავი არ ეყოლება*, რომ დანაშაულის საზღაური გადაეცეს, მაშინ დანაშაულის საზღაური იეჰოვას გადაეცემა და მღვდლისა იქნება, იმ ვერძის გარდა, რომლითაც იგი დამნაშავისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს.+
9 წმინდა შესაწირავი,+ რომელსაც ისრაელები მღვდელს მიუტანენ, მღვდლისა იქნება.+ 10 ისრაელების მიერ გაღებული წმინდა შესაწირავი მისი იქნება. რასაც მღვდელს მიუტანენ, მისი იქნება“.
11 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 «გადაეცი ისრაელებს, რომ, თუ ცოლი შესცოდავს, ქმარს უღალატებს, 13 სხვა კაცთან დაწვება,+ თუმცა ეს ქმარს არ ეცოდინება და არც გამჟღავნდება, ქალი თავს გაიუწმინდურებს, მაგრამ ვერავინ წაასწრებს და მოწმე არ ეყოლება, 14 ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეეპარება, ქალი კი მართლა გაუწმინდურებული იქნება, ან, თუ ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვს შეიტანს, ქალი კი გაუწმინდურებული არ იქნება, 15 მაშინ ქმარმა ცოლი მღვდელთან მიიყვანოს და მისი შესაწირავი, მეათედი ეფა* ქერის ფქვილიც მიიტანოს. არ მოასხას ზეთი და არ მოაყაროს გუნდრუკი, რადგან ეს ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავია, დანაშაულის შესახსენებელი მარცვლეული შესაწირავი.
16 გაიყვანოს მღვდელმა ქალი და იეჰოვას წინაშე დააყენოს.+ 17 აიღოს მღვდელმა თიხის ჭურჭლით წმინდა წყალი და მასში კარვის ძირიდან აღებული მტვერი ჩაყაროს. 18 დააყენოს მღვდელმა ქალი იეჰოვას წინაშე, გაუშალოს თმა და ხელისგულებზე დაუდოს დანაშაულის შესახსენებელი მარცვლეული შესაწირავი — ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ მღვდელს კი ხელში ეჭიროს დამაწყევარი მწარე წყალი.+
19 დააფიცოს ქალს მღვდელმა და უთხრას: „თუ არ დაწოლილა კაცი შენთან, გათხოვილ ქალთან,+ არ შეგიცოდავს და არ გაუწმინდურებულხარ, ეს დამაწყევარი მწარე წყალი არაფერს გავნებს; 20 მაგრამ, თუ გათხოვილმა ქალმა შესცოდე, თავი გაიუწმინდურე და შენი ქმრის გარდა სხვა კაცთან დაწექი...“+ 21 დააფიცებს მღვდელი ქალს, რომ, თუ ცოდვა აქვს ჩადენილი, დაწყევლილი იქნება, და ეტყვის: „იეჰოვამ ახსენებინოს შენი თავი შენს ხალხს წყევლისას და დაფიცებისას, შვილიერების უნარი წაგართვას იეჰოვამ და მუცელი გაგისივოს. 22 შეგივიდეს ეს დამაწყევარი წყალი ნაწლავებში, გაგისივოს მუცელი და წაგართვას შვილიერების უნარი“. ქალმა უნდა თქვას: „ამინ! ამინ!“
23 ჩაწეროს მღვდელმა წიგნში წყევლა და მწარე წყალში ამოავლოს. 24 დაალევინოს ქალს დამაწყევარი მწარე წყალი და ეს დამაწყევარი წყალი მას მუცელს გაუმწარებს. 25 აიღოს მღვდელმა ქალის ხელისგულებიდან ეჭვიანობის მარცვლეული შესაწირავი,+ შეარხიოს იეჰოვას წინაშე და სამსხვერპლოსთან მიიტანოს. 26 აიღოს მღვდელმა ამ მარცვლეული შესაწირავიდან ცოტაოდენი მარცვლეული როგორც მთლიანი შესაწირავის სიმბოლო, სამსხვერპლოზე დაწვას ასაბოლებლად+ და ქალს წყალი დაალევინოს. 27 წყალს რომ დაალევინებს, თუ ქალს თავი წაუბილწავს და ქმრისთვის უღალატია, დამაწყევარი წყალი მას მუცელს გაუმწარებს და გაუსივებს, შვილიერების უნარი წაერთმევა და მისი ხალხი წყევლისას ახსენებს მას. 28 მაგრამ, თუ ქალს თავი არ წაუბილწავს და არ გაუწმინდურებულა, არ დაისჯება; მას შვილების ყოლის უნარი არ წაერთმევა.
29 ეს არის კანონი ეჭვიანობაზე,+ როცა გათხოვილი ქალი შესცოდავს და თავს წაიბილწავს, 30 როცა ქმარი იეჭვიანებს და ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეეპარება; დააყენოს ქმარმა ცოლი იეჰოვას წინაშე და მღვდელმა მის მიმართ ეს კანონი აღასრულოს. 31 კაცს ეს დანაშაულად არ ჩაეთვლება, ცოლი კი პასუხს აგებს თავის დანაშაულზე».
6 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „თუ კაცი ან ქალი განსაკუთრებულ აღთქმას დაუდებს იეჰოვას, რომ ნაზირი*+ გახდება, 3 არ გაეკაროს არც ღვინოს და არც სხვა მათრობელ სასმელს; არ დალიოს არც ღვინის ძმარი, არც სხვა მათრობელი სასმლის ძმარი+ და არც ყურძნის წვენი, არც ყურძენი ჭამოს და არც ჩამიჩი. 4 ნაზირობის დროს ყურძნისგან დამზადებული არაფერი ჭამოს, არც მკვახე ყურძენი და არც ჩენჩო.
5 არ შეეხოს სამართებელი მის თავს, ვიდრე ნაზირობის აღთქმა ექნება დადებული.+ ის წმინდა უნდა იყოს და თმა არ უნდა შეიჭრას, ვიდრე იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული. 6 არ მივიდეს მკვდართან*, სანამ იეჰოვასთვის იქნება გამოცალკევებული. 7 დედა, მამა, ძმა ან დაც რომ მოუკვდეს, მაშინაც არ წაიბილწოს თავი,+ რადგან ღვთისთვის ნაზირობის აღთქმა აქვს მიცემული და ნიშანი აქვს თავზე.
8 ნაზირობის დროს იეჰოვას თვალში ის წმინდა იქნება. 9 მაგრამ, თუ ვინმე, ნაზირის გვერდით მყოფი, მოულოდნელად მოკვდება+ და ნაზირი თმას წაიბილწავს, რომელიც ღვთისთვის გამოცალკევების ნიშანია, თავი გადაიპარსოს+ თავისი განწმენდის დღეს. მეშვიდე დღეს უნდა გადაიპარსოს. 10 მერვე დღეს შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი მიუყვანოს. 11 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე კი — დასაწვავ მსხვერპლად, და მისთვის გამოსყიდვის წესი შეასრულოს,+ რადგან შესცოდა მან, მკვდარს რომ შეეხო. იმ დღეს უნდა განიწმინდოს იგი. 12 კვლავ გამოცალკევდეს იეჰოვასთვის და ხელახლა გახდეს ნაზირი. დანაშაულის შესაწირავად ერთწლიანი მამალი თოხლი მიიყვანოს. განვლილი დრო არ ჩაეთვლება, რადგან ნაზირობის დროს თავი წაიბილწა.
13 ეს არის კანონი ნაზირზე: როცა მისი ნაზირობის დრო დასრულდება,+ მიიყვანონ იგი შეხვედრის კარვის შესასვლელთან. 14 მიუყვანოს იეჰოვას ერთი წლის საღი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად,+ ერთი წლის საღი დედალი თოხლი ცოდვის შესაწირავად,+ ერთი საღი ვერძი სამშვიდობო მსხვერპლად,+ 15 მიიტანოს ერთი კალათა რგოლისებრი ხმიადები, რომლებიც ზეთში მოზელილი წმინდად დაფქული ფქვილისგან იქნება დამზადებული, ზეთწასმული უფუარი კვერები, მარცვლეული შესაწირავი+ და დასაღვრელი შესაწირავი.+ 16 შესწიროს ეს ყველაფერი მღვდელმა იეჰოვას ცოდვის შესაწირავად და დასაწვავ მსხვერპლად. 17 შესწირავს მღვდელი იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად ვერძს, ერთ კალათა ხმიადს, მარცვლეულ შესაწირავს+ და დასაღვრელ შესაწირავს.
18 გადაიპარსოს ნაზირმა თავი+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან, წაიღოს მან ნაზირობის დროს გაზრდილი თმა და სამშვიდობო მსხვერპლის ქვეშ დანთებულ ცეცხლზე დადოს. 19 აიღოს მღვდელმა ვერძის მოხარშული+ ბეჭი, კალათიდან — ერთი რგოლისებრი ხმიადი, ერთი უფუარი კვერი და ნაზირობის ნიშნის გადაპარსვის შემდეგ ნაზირს ხელისგულებზე დაულაგოს. 20 შეარხიოს ეს ყველაფერი მღვდელმა იეჰოვას წინაშე როგორც შესარხევი შესაწირავი.+ ეს ყოველივე შესარხევი შესაწირავის მკერდთან და ბარკალთან ერთად წმინდაა და მღვდლისა იქნება.+ ამის შემდეგ შეეძლება ნაზირს ღვინის დალევა.
21 ეს არის კანონი ნაზირზე:+ თუ ნაზირი აღთქმას დადებს, რომ იეჰოვასთვის იმაზე მეტს გაიღებს, ვიდრე ნაზირობა მოითხოვს, უნდა შეასრულოს ეს აღთქმა ნაზირობის კანონის გამო“».
22 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 23 «აარონსა და მის ვაჟებს გადაეცი, რომ ასე დალოცონ+ ისრაელები:
24 „იეჰოვამ გაკურთხოთ+ და დაგიფაროთ.
25 მოგაფინოთ იეჰოვამ თავისი სახის ნათელი+ და შეგიწყალოთ.
26 იეჰოვამ გადმოგხედოთ და მშვიდობა მოგცეთ“.+
27 დალოცონ ისრაელები ჩემი სახელით+ და მე ვაკურთხებ მათ».+
7 იმ დღეს, როცა მოსემ კარავი+ გაშალა, მან ზეთი სცხო მას+ და მთელ მის მოწყობილობას, სამსხვერპლოს და მთელ მის მოწყობილობას, და განწმინდა.+ მას შემდეგ, რაც ზეთი სცხო და განწმინდა,+ 2 ისრაელის თავკაცებმა+ — საგვარეულოების, ტომების, თავკაცებმა შესაწირავი მიიტანეს. ამ თავკაცებმა, რომლებიც ისრაელთა აღრიცხვას ხელმძღვანელობდნენ, 3 თავიანთი შესაწირავი კარვის წინ იეჰოვას წარუდგინეს: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი მოზვერი; ორმა თავკაცმა ერთი ურემი მიიყვანა და თითომ — თითო მოზვერი. 4 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 5 „გამოართვი მათ შესაწირავი და ლევიანებს მიეცი, რომ შეხვედრის კარვის მსახურებისთვის გამოიყენონ; იმდენი მიეცი, რამდენიც თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად დასჭირდებათ“.
6 გამოართვა მოსემ თავკაცებს ურმები და მოზვრები და ლევიანებს გადასცა. 7 გერშონელებს თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად ორი ურემი და ოთხი მოზვერი გადასცა.+ 8 მერარელებს თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად ოთხი ურემი და რვა მოზვერი გადასცა; მათთვის აარონ მღვდლის ვაჟს, ითამარს, უნდა ეხელმძღვანელა.+ 9 კეჰათელებისთვის არაფერი მიუცია, რადგან მათ წმინდა ადგილის ნივთები+ მხრებით უნდა ეტარებინათ.+
10 სამსხვერპლოს მიძღვნის, მისი ცხების დღეს+ თავკაცებმა სხვა შესაწირავიც მიიტანეს. თავკაცებს თავ-თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოსთან რომ მიჰქონდათ, 11 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „სამსხვერპლოს მიძღვნისთვის დღეში ერთმა თავკაცმა მიიტანოს თავისი შესაწირავი“.
12 პირველ დღეს შესაწირავი იუდასტომელმა ნახშონმა,+ ამინადაბის ვაჟმა, მიიტანა. 13 მან შესწირა 130-შეკელიანი* ერთი ვერცხლის ლანგარი და 70–შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის* შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 14 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 15 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 16 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 17 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამინადაბის+ ვაჟის, ნახშონის, შესაწირავი.
18 მეორე დღეს შესაწირავი ნეთანელმა,+ ცუარის ვაჟმა, ისაქარის ტომის თავკაცმა, მიიტანა. 19 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 20 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 21 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 22 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 23 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ცუარის ვაჟის, ნეთანელის, შესაწირავი.
24 მესამე დღეს შესაწირავი ზებულონის ტომის თავკაცმა ელიაბმა,+ ხელონის ვაჟმა, მიიტანა. 25 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 26 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 27 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 28 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 29 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ხელონის ვაჟის, ელიაბის,+ შესაწირავი.
30 მეოთხე დღეს შესაწირავი რეუბენის ტომის თავკაცმა ელიცურმა,+ შედურის ვაჟმა, მიიტანა. 31 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 32 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 33 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 34 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 35 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო შედურის ვაჟის, ელიცურის,+ შესაწირავი.
36 მეხუთე დღეს შესაწირავი სიმონის ტომის თავკაცმა შელუმიელმა,+ ცურიშადაის ვაჟმა, მიიტანა. 37 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 38 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 39 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 40 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 41 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ცურიშადაის ვაჟის, შელუმიელის,+ შესაწირავი.
42 მეექვსე დღეს შესაწირავი გადის ტომის თავკაცმა ელიასაფმა,+ დეუელის ვაჟმა, მიიტანა. 43 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 44 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 45 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 46 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 47 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო დეუელის ვაჟის, ელიასაფის,+ შესაწირავი.
48 მეშვიდე დღეს შესაწირავი ეფრემის ტომის თავკაცმა ელიშამამ,+ ამიჰუდის ვაჟმა, მიიტანა. 49 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 50 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 51 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 52 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 53 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამიჰუდის ვაჟის, ელიშამას,+ შესაწირავი.
54 მერვე დღეს შესაწირავი მენაშეს ტომის თავკაცმა გამალიელმა,+ ფედაცურის ვაჟმა, მიიტანა. 55 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 56 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 57 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 58 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 59 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ფედაცურის ვაჟის, გამალიელის,+ შესაწირავი.
60 მეცხრე დღეს შესაწირავი ბენიამინის ტომის თავკაცმა+ აბიდანმა,+ გედეონის ვაჟმა, მიიტანა. 61 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 62 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 63 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 64 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 65 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო გედეონის ვაჟის, აბიდანის,+ შესაწირავი.
66 მეათე დღეს შესაწირავი დანის ტომის თავკაცმა ახიეზერმა,+ ამიშადაის ვაჟმა, მიიტანა. 67 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 68 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 69 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 70 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 71 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ამიშადაის ვაჟის, ახიეზერის,+ შესაწირავი.
72 მეთერთმეტე დღეს შესაწირავი აშერის ტომის თავკაცმა ფაგიელმა,+ ოქრანის ვაჟმა, მიიტანა. 73 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 74 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 75 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 76 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 77 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ოქრანის ვაჟის, ფაგიელის,+ შესაწირავი.
78 მე-12 დღეს შესაწირავი ნაფთალის ტომის თავკაცმა ახირამ,+ ენანის ვაჟმა, მიიტანა. 79 მან შესწირა 130-შეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი და 70-შეკელიანი ერთი ვერცხლის ჯამი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ ორივე ჭურჭელი წმინდად დაფქული ზეთიანი ფქვილით, მარცვლეული შესაწირავით,+ სავსე, 80 საკმევლით სავსე 10-შეკელიანი ერთი ოქროს თასი, 81 ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავი მსხვერპლისთვის,+ 82 ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავისთვის+ 83 და ორი მოზვერი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი მამალი თოხლი სამშვიდობო მსხვერპლისთვის.+ ეს იყო ენანის ვაჟის, ახირას,+ შესაწირავი.
84 ეს იყო შესაწირავი, რომელიც ისრაელის თავკაცებმა სამსხვერპლოს მიძღვნისთვის,+ მისი ცხების დღეს მიიტანეს: 12 ვერცხლის ლანგარი, 12 ვერცხლის ჯამი და 12 ოქროს თასი;+ 85 თითოეული ვერცხლის ლანგარი 130-შეკელიანი იყო, თითოეული ჯამი — 70-შეკელიანი. მთელი ვერცხლის ჭურჭელი 2 400 შეკელს იწონიდა წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით,+ 86 საკმევლით სავსე 12-ვე ოქროს თასი 10-შეკელიანი იყო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. ოქროს თასები 120 შეკელს იწონიდა. 87 დასაწვავი მსხვერპლისთვის მიიყვანეს 12 მოზვერი, 12 ვერძი, 12 ერთწლიანი მამალი თოხლი და მიიტანეს მარცვლეული შესაწირავი, ხოლო ცოდვის შესაწირავისთვის 12 თიკანი მიიყვანეს. 88 სამშვიდობო მსხვერპლისთვის მიიყვანეს: 24 მოზვერი, 60 ვერძი, 60 ვაცი, 60 ერთწლიანი მამალი თოხლი. ეს იყო სამსხვერპლოს მიძღვნის შესაწირავი+ მისი ცხების შემდეგ.+
89 როდესაც მოსე შეხვედრის კარავში ღმერთთან სალაპარაკოდ შედიოდა,+ ესმოდა ღვთის ხმა მოწმობის კიდობნის სახურავის ზემოდან,+ ორი ქერუბიმის შუიდან;+ ღმერთი ესაუბრებოდა მას.
8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „აარონს გადაეცი, სალამპრე ისე დადგას, რომ შვიდმა ლამპარმა სალამპრის წინა მხარე გაანათოს“.+ 3 აარონიც ასე მოიქცა. აანთო ლამპრები, რომ სალამპრის+ წინა მხარე განათებულიყო, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 4 სალამპრე ოქროსგან იყო ნაჭედი; ნაჭედი იყო მისი ღეროცა და ყვავილებიც.+ მოსემ სალამპრე იმ ხილვის მიხედვით გააკეთა, რომელიც იეჰოვამ უჩვენა.+
5 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 6 „გამოაცალკევე ლევიანები ისრაელთაგან და განწმინდე.+ 7 აი, როგორ უნდა განწმინდო ისინი: მიასხურე ცოდვისგან განმწმენდელი წყალი, სამართებლით გაიპარსონ მთელი სხეული, გაირეცხონ ტანსაცმელი, და განიწმინდებიან.+ 8 მოიყვანონ მოზვერი+ და მოიტანონ მარცვლეული შესაწირავი+ — ზეთიანი წმინდად დაფქული ფქვილი, ხოლო ცოდვის შესაწირავი მოზვერი შენ მოიყვანე.+ 9 მიიყვანე ლევიანები შეხვედრის კარვის წინ და შეკრიბე მთელი ისრაელი.+ 10 ლევიანებს+ იეჰოვას წინაშე რომ დააყენებ, ისრაელებმა მათ თავზე ხელები დაადონ. 11 წარუდგინოს აარონმა ლევიანები იეჰოვას როგორც ისრაელთა შესარხევი შესაწირავი.+ ისინი იმსახურებენ იეჰოვას წინაშე.+
12 დაადონ ლევიანებმა თავზე ხელები მოზვრებს.+ ერთი მოზვერი ცოდვის შესაწირავად შესწირე იეჰოვას, ხოლო მეორე — დასაწვავ მსხვერპლად;+ ასე შეასრულებ გამოსყიდვის წესს ლევიანებისთვის. 13 დააყენე ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების წინ და წარუდგინე იეჰოვას როგორც შესარხევი შესაწირავი. 14 გამოაცალკევე ლევიანები ისრაელთაგან; ისინი ჩემები იქნებიან.+ 15 ამის შემდეგ შევლენ და იმსახურებენ ლევიანები შეხვედრის კარავში. ასე უნდა განწმინდო ისინი და წარადგინო როგორც შესარხევი შესაწირავი. 16 ლევიანები ჩემები არიან, ისრაელთაგან ჩემთვის გამოცალკევებულნი; ისრაელების პირმშოთა სანაცვლოდ+ გამოვყოფ მათ ჩემთვის. 17 ჩემია ისრაელთა ყველა პირმშო და პირველმოგებული.+ ისინი იმ დღეს განვწმინდე ჩემთვის, როცა ეგვიპტეში ყველა პირმშო დავხოცე.+ 18 მე გამოვყოფ ლევიანებს ჩემთვის ისრაელთა პირმშოების სანაცვლოდ. 19 ისრაელთაგან გამოცალკევებული ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების განკარგულებაში იქნებიან. ისინი შეხვედრის კარავში იმსახურებენ+ და ისრაელებისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებენ, რათა უბედურება არ დაატყდეთ+ ისრაელებს წმინდა ადგილთან მიახლოების გამო“.
20 ასე მოექცნენ ლევიანებს მოსე, აარონი და მთელი ისრაელი. სწორედ ისე მოექცნენ ისრაელები მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 21 გაირეცხეს ლევიანებმა ტანსაცმელი და განიწმინდნენ;+ ამის შემდეგ აარონმა ისინი იეჰოვას წარუდგინა როგორც შესარხევი შესაწირავი+ და მათ განსაწმენდად გამოსყიდვის წესი შეასრულა.+ 22 შევიდნენ ლევიანები აარონისა და მისი ვაჟების ხელმძღვანელობით შეხვედრის კარავში მსახურების შესასრულებლად. ისინი ისე მოექცნენ ლევიანებს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
23 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 24 „ლევიანებს შეხვედრის კარავში მსახურება 25 წლიდან შეეძლებათ. 25 მსახურება 50 წელს გადაცილებულებმა შეწყვიტონ, აღარ იმსახურონ. 26 მათ შეუძლიათ შეხვედრის კარავში მომსახურე თავიანთ ძმებს მათი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ, მაგრამ თვითონ აღარ უნდა იმსახურონ. ასე მოექეცით ლევიანებს, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“.+
9 ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მე-2 წლის პირველ თვეს+ სინაის უდაბნოში იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „მოამზადონ ისრაელებმა საპასექო მსხვერპლი+ დანიშნულ დროს.+ 3 ამ თვის მე-14 დღეს, დანიშნულ დროს, შებინდებისას*, მოამზადონ ის. ისე მოამზადონ, როგორც წესი და რიგია“.+
4 დაავალა მოსემ ისრაელებს საპასექო მსხვერპლის მომზადება. 5 მათაც მოამზადეს საპასექო მსხვერპლი პირველი თვის მე-14 დღეს, შებინდებისას, სინაის უდაბნოში. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.
6 ზოგიერთი მათგანი მკვდართან შეხებით იყო გაუწმინდურებული+ და არ შეეძლოთ იმ დღეს საპასექო მსხვერპლის მომზადება; ამიტომ იმავე დღეს მივიდნენ მოსესთან და აარონთან.+ 7 მათ მოსეს უთხრეს: „ჩვენ მკვდართან შეხებით გაუწმინდურებულნი ვართ. არ შეიძლება, რომ დანარჩენ ისრაელებთან ერთად ჩვენც მივუტანოთ იეჰოვას შესაწირავი დანიშნულ დროს?“+ 8 მოსემ მათ მიუგო: „დამელოდეთ, გავიგებ, რას მიბრძანებს იეჰოვა“.+
9 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 10 „გადაეცი ისრაელებს, რომ, თუ რომელიმე მათგანი ან მათი შთამომავლობიდან ვინმე გაუწმინდურდება მკვდართან შეხებით+ ან შორს იქნება წასული, საპასექო მსხვერპლი იეჰოვასთვის მაინც უნდა მოამზადონ. 11 მე-2 თვის+ მე-14 დღეს, შებინდებისას, უნდა მოამზადონ ის და ჭამონ ხმიადთან და მწარე მწვანილთან ერთად.+ 12 დილამდე არაფერი დატოვონ.+ საპასექო მსხვერპლს ძვლები არ დაუმტვრიონ+ და ყველა წესის დაცვით მოამზადონ. 13 მაგრამ, თუ ვინმე არც გაუწმინდურებული იყო და არც სხვაგან იყო წასული და არ მოამზადა საპასექო მსხვერპლი, ის უნდა მოკვდეს,+ რადგან დანიშნულ დროს არ შესწირა იეჰოვას მსხვერპლი. ის პასუხს აგებს თავის ცოდვაზე.
14 თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმაც უნდა მოამზადოს იეჰოვას საპასექო მსხვერპლი.+ ისე უნდა მოამზადოს, როგორც წესი და რიგია.+ ერთი წესი უნდა იყოს მისთვისაც და მკვიდრისთვისაც“.+
15 იმ დღეს, როცა კარავი გაშალეს,+ ღრუბელი ჩამოწვა მასზე, მოწმობის კარავზე, და საღამოდან დილამდე რაღაც ცეცხლის მსგავსი ჩანდა კარვის თავზე.+ 16 ყოველთვის ასე ხდებოდა: დღისით ღრუბელი ჩამოწვებოდა კარავზე, ღამით კი რაღაც ცეცხლის მსგავსი ჩანდა კარვის თავზე.+ 17 როცა ღრუბელი კარვიდან მაღლა აიწეოდა, ისრაელებიც დაიძვრებოდნენ,+ და იქ ბანაკდებოდნენ, სადაც ღრუბელი ჩერდებოდა.+ 18 ისრაელები იეჰოვას ბრძანებისამებრ იძვრებოდნენ და იეჰოვას ბრძანებისამებრ ბანაკდებოდნენ.+ როცა ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, ისინიც დაბანაკებულები იყვნენ. 19 თუ ღრუბელი კარვის თავზე დიდი ხნით გაჩერდებოდა, ისრაელები იეჰოვას სიტყვისამებრ არ იძვრებოდნენ.+ 20 ზოგჯერ ღრუბელი რამდენიმე დღე ჩერდებოდა კარვის თავზე. ისინი იეჰოვას ბრძანებისამებრ ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებისამებრ იძვრებოდნენ. 21 ზოგჯერ ღრუბელი მხოლოდ საღამოდან დილამდე ჩერდებოდა; დილით მაღლა რომ აიწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ. დღისით თუ ღამით, როცა ღრუბელი მაღლა აიწეოდა, ისრაელებიც იძვრებოდნენ.+ 22 სანამ ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული, იქნებოდა ორი დღე, ერთი თვე თუ თვეზე მეტი, ისრაელებიც დაბანაკებულები იყვნენ და არ იძვრებოდნენ. მაგრამ, როცა ის მაღლა აიწეოდა, ისინიც იძვრებოდნენ. 23 იეჰოვას ბრძანებისამებრ ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებისამებრ იძვრებოდნენ. ასრულებდნენ ისინი იეჰოვას წინაშე თავიანთ მოვალეობას, რაც მათ იეჰოვამ მოსეს მეშვეობით დააკისრა.
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გამოჭედე ორი ვერცხლის საყვირი+ და ხალხის შესაკრებად და ბანაკების ასაშლელად გამოიყენე. 3 როდესაც ორივე საყვირს ჩაჰბერავთ, მთელი ხალხი შეხვედრის კარვის შესასვლელთან უნდა შეიკრიბოს.+ 4 თუ ერთ საყვირს ჩაჰბერავთ, თავკაცები, ისრაელთა ათასისთავები, შენთან უნდა შეიკრიბონ.+
5 საყვირის ცვალებად ხმაზე აღმოსავლეთით+ დაბანაკებული სამტომიანი დანაყოფი უნდა დაიძრას. 6 საყვირის მეორე ცვალებად ხმაზე სამხრეთით+ დაბანაკებული სამტომიანი დანაყოფი უნდა დაიძრას. საყვირის ყოველ ცვალებად ხმაზე თითო დანაყოფი უნდა დაიძრას.
7 მთელი ხალხის შესაკრებად საყვირებს ისე უნდა ჩაჰბეროთ,+ რომ ცვალებადი ხმა არ გამოსცენ. 8 საყვირებს აარონის ვაჟებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ.+ საყვირების ჩაბერვა სამარადისო წესი უნდა იყოს თქვენთვის თაობიდან თაობაში.
9 თუ თქვენს მიწაზე თქვენს მჩაგვრელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გახვალთ, ჩაჰბერეთ საყვირებს, საბრძოლო განგაში ატეხეთ;+ გაგიხსენებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, და დაგიხსნით მტრის ხელიდან.
10 ჩაჰბერეთ საყვირებს მხიარულების ჟამს,+ დღესასწაულებზე+ და ყოველი თვის დასაწყისში, როცა დასაწვავ მსხვერპლსა+ და სამშვიდობო მსხვერპლს შესწირავთ.+ საყვირის ხმაზე გაგიხსენებთ თქვენი ღმერთი. მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+
11 მე-2 წელს, მე-2 თვის მე-20 დღეს+ აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან.+ 12 ისრაელები სინაის უდაბნოდან თანმიმდევრობით დაიძრნენ;+ ღრუბელი ფარანის უდაბნოში გაჩერდა.+ 13 ისინი პირველად მაშინ დაიძრნენ მოსეს პირით გადაცემული იეჰოვას ბრძანებისამებრ.+
14 პირველი იუდას ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა რაზმებად. იუდას რაზმს სათავეში ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი, ედგა, 15 ისაქარის რაზმს — ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი, 16 ხოლო ზებულონის რაზმს — ელიაბი,+ ხელონის ვაჟი.
17 დაშალეს კარავი;+ დაიძრნენ გერშონელებიც+ და მერარელებიც,+ რომლებიც კარავს ატარებდნენ.
18 შემდეგ რეუბენის ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა რაზმებად. რეუბენის რაზმს სათავეში ელიცური,+ შედურის ვაჟი, ედგა, 19 სიმონის რაზმს — შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი, 20 ხოლო გადის რაზმს — ელიასაფი,+ დეუელის ვაჟი.
21 შემდეგ დაიძრნენ კეჰათელები, რომლებიც კარვის ნივთებს ატარებდნენ.+ კარავი მათ მისვლამდე უნდა გაშლილიყო.
22 შემდეგ ეფრემის ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა რაზმებად. ეფრემის რაზმს სათავეში ელიშამა,+ ამიჰუდის ვაჟი, ედგა, 23 მენაშეს რაზმს — გამალიელი,+ ფედაცურის ვაჟი, 24 ხოლო ბენიამინის რაზმს — აბიდანი,+ გედეონის ვაჟი.
25 შემდეგ დანის ბანაკი, სამტომიანი დანაყოფი, დაიძრა რაზმებად. ის ისრაელის მთელ ბანაკს ზურგს უმაგრებდა. დანის რაზმს სათავეში ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი, ედგა, 26 აშერის რაზმს — ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი, 27 ხოლო ნაფთალის რაზმს — ახირა,+ ენანის ვაჟი. 28 ასე გადაადგილდებოდნენ ხოლმე ისრაელთა რაზმები ბანაკის დაძვრისას.+
29 მოსემ თავისი სიმამრის, მიდიანელი რეუელის*,+ ვაჟს, ხობაბს, უთხრა: „მივდივართ იმ ადგილას, რომლის მოცემასაც იეჰოვა დაგვპირდა.+ წამოგვყევი+ და არაფერს მოგაკლებთ, რადგან იეჰოვა ისრაელს დაჰპირდა, სიკეთეს გაგიკეთებო“.+ 30 მან მიუგო: „ვერ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნდე, ჩემს ნათესავებთან“. 31 მოსემ სთხოვა: „ნუ დაგვტოვებ; წაგვიძეხი, შენ კარგად იცი, ამ უდაბნოში სად შეიძლება დავბანაკდეთ. 32 წამოგვყევი+ და ჩვენ რომ გვაკურთხებს იეჰოვა, შენც კურთხეული იქნები“.
33 დაიძრნენ იეჰოვას მთიდან+ და სამი დღე მიდიოდნენ; წინ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ მიუძღოდათ, რათა გასაჩერებელი ადგილი მოეძებნათ.+ 34 გზად ბანაკს დღისით იეჰოვას ღრუბელი მიუძღოდა.+
35 კიდობნის დაძვრისას მოსე ამბობდა: „აღსდექ, იეჰოვა,+ გაიფანტონ შენი მტრები და გაიქცნენ შენი მოძულენი“, 36 მისი გაჩერებისას კი ამბობდა: „დაუბრუნდი, იეჰოვა, მრავალათასიან ისრაელს“.+
11 დაიწყო ხალხმა ჩივილი იეჰოვას წინაშე. გაიგონა იეჰოვამ და განრისხდა; ცეცხლი მოავლინა იეჰოვამ და დაიწყო ბანაკის განაპირას მყოფთა შთანთქმა. 2 შეღაღადა მოსეს ხალხმა; ისიც შეევედრა იეჰოვას+ და ცეცხლიც ჩაქრა. 3 იმ ადგილს თაბერა* დაერქვა, რადგან იეჰოვამ ცეცხლი მოავლინა და შთანთქა ისინი.+
4 მათთან მყოფი ჭრელი ხალხი*+ გულისთქმას აჰყვა+ და ისრაელებიც კვლავ მოთქმას მოჰყვნენ: „ვინ გვაჭმევს ხორცს?+ 5 რა დრო იყო, ეგვიპტეში მუქთად რომ ვჭამდით თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს!+ 6 ახლა კი სული გვძვრება, ჩამოვხმით; ამ მანანას მეტს ვერაფერს ვხედავთ“.+
7 მანანა+ ქინძის თესლივით იყო+ და სამყეს ფისს წააგავდა. 8 გადიოდა ხალხი და აგროვებდა მანანას; ზოგი ხელსაფქვავში ფქვავდა, ზოგიც როდინში ნაყავდა. შემდეგ ან ქვაბში ხარშავდნენ, ან კვერებს აკეთებდნენ.+ მას ზეთიანი ტკბილი კვერის გემო ჰქონდა. 9 ღამით ბანაკს ნამთან ერთად მანანაც ეფინებოდა.+
10 ყველა ოჯახიდან მოთქმის ხმა ისმოდა, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან მოთქვამდა; გაიგო ეს მოსემ. განრისხდა იეჰოვა.+ მოსეც გაბრაზდა. 11 მან იეჰოვას უთხრა: „რატომ ჩამაგდე ამ დღეში? შენს თვალში წყალობა რომ მეპოვა, ამდენი ხალხის ტვირთს ხომ არ ამკიდებდი?!+ 12 მე ხომ არ ჩამსახვია და მე ხომ არ გამიჩენია ეს ხალხი, რომ მეუბნები, უბით ატარე, როგორც გამზრდელი ატარებსო ძუძუთა ბავშვს, და მიიყვანე იმ მიწაზე, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცეო?!+ 13 საიდან მოვუტანო ხორცი ამდენ ხალხს? შემომტირიან, ხორცი მოგვეციო! 14 ვეღარ ვუძღვები ამ ხალხს; აღარ შემიძლია ამ ტვირთის ტარება.+ 15 თუ ასე უნდა გაგრძელდეს, მაშინ მომკალი.+ თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, ნუღარ მაყურებინებ ამ უბედურებას“.
16 იეჰოვამ მოსეს მიუგო: «შემიკრიბე ისრაელებიდან 70 უხუცესი, ისინი, ვისაც იცნობ, ხალხის უხუცესები და ზედამხედველები;+ მიიყვანე ისინი შეხვედრის კარავთან და იქ დადექით. 17 ჩამოვალ+ და დაგელაპარაკები.+ ავიღებ შენზე დავანებული სულის ნაწილს+ და მათ მოვაფენ. ხალხის ტვირთი მარტომ რომ არ ზიდო, ისინი დაგეხმარებიან.+ 18 ხალხს გადაეცი: „განიწმინდეთ ხვალისთვის;+ ხვალ შეჭამთ ხორცს, რადგან იეჰოვას გასაგონად მოთქვამდით,+ ვინ გვაჭმევსო ხორცს, ეგვიპტეში რა კარგად ვიყავითო.+ მოგცემთ იეჰოვა ხორცს და შეჭამთ.+ 19 ერთი, ორი, ხუთი, ათი ან ოცი დღე კი არ შეჭამთ, 20 არამედ მთელი თვე, სანამ ნესტოებიდან არ გადმოგივათ და არ შეგზიზღდებათ,+ რადგან უარყავით იეჰოვა, რომელიც თქვენ შორისაა და რომელსაც შესტიროდით, ეგვიპტიდან რატომ წამოგვიყვანეო“».+
21 მოსემ მიუგო: „600 000 კაცია+ ჩემთან, შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და მთელი თვე ეყოფათ საჭმელადო. 22 მთელი ცხვარ-ძროხაც რომ დავუკლათ ან მთელი ზღვის თევზიც რომ დავუჭიროთ, განა ეყოფათ?!“
23 იეჰოვამ მოსეს მიუგო: „მოკლე ხომ არ გგონია იეჰოვას ხელი?!+ ახლა ნახავ, შესრულდება თუ არა ჩემი სიტყვა“.
24 გავიდა მოსე და ხალხს იეჰოვას სიტყვები გადასცა. შეკრიბა 70 უხუცესი და კარვის ირგვლივ დააყენა.+ 25 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბელში,+ ელაპარაკა მას,+ აიღო მასზე დავანებული სულის ნაწილი+ და 70-ვე უხუცესს მოაფინა. როგორც კი სული მოეფინა მათ, აწინასწარმეტყველდნენ;+ ეს მხოლოდ მაშინ მოხდა.
26 ორი მათგანი ბანაკში დარჩა. ერთს ელდადი ერქვა, მეორეს — მედადი. მათაც მოეფინათ სული, რადგან ამორჩეულთა შორის იყვნენ, თუმცა კარავთან არ მისულან. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში. 27 მიირბინა ერთმა ყმაწვილმა მოსესთან და უთხრა: „ბანაკში ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენ!“ 28 ამაზე იესო ნავეს ძემ,+ რომელიც სიყმაწვილიდან მოსეს მსახური იყო, მოსეს უთხრა: „ჩემო ბატონო, შეაჩერე ისინი!“+ 29 მაგრამ მოსემ უთხრა: „ჩემზე რომ შეგტკივა გული, ამიტომ ამბობ ამას?! ნეტავ იეჰოვას ხალხიდან ყველა წინასწარმეტყველი იყოს და იეჰოვამ თავისი სული ყველას მოაფინოს!“ 30 შემდეგ მოსე ისრაელის უხუცესებთან ერთად ბანაკში დაბრუნდა.
31 იეჰოვამ ქარი მოავლინა, ქარმა ზღვიდან მწყერი მორეკა და ბანაკის ირგვლივ მიწა მწყრით დაიფარა.+ მწყერი 2 წყრთის* სიმაღლეზე იყო მოფენილი, ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ. 32 ხალხი მთელი დღე და ღამე და მომდევნო დღეც ეზიდებოდა მწყერს. 10 ხომერზე* ნაკლები არავის წაუღია; ყველა თავისთვის ახვავებდა მწყერს ბანაკის ირგვლივ. 33 ხალხს ჯერ კიდევ პირში ჰქონდა ხორცი, ბოლომდე დაღეჭილიც კი არ ჰქონდა, რომ იეჰოვას რისხვა დაატყდა მათ; გაჟლიტა იეჰოვამ ისინი.+
34 იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა*+ დაერქვა, რადგან იქ დაიმარხა ხარბი ხალხი.+ 35 გაემართნენ ისრაელები კიბროთ-ჰათაავიდან ხაცეროთისკენ და ხაცეროთში+ გაჩერდნენ.
12 მირიამი და აარონი მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდნენ, რადგან მას ქუშელი ცოლი+ ჰყავდა. 2 ამბობდნენ: „მხოლოდ მოსეს მეშვეობით ლაპარაკობს იეჰოვა?! რა, ჩვენი მეშვეობით არ ლაპარაკობს?!“+ იეჰოვა კი უსმენდა.+ 3 მოსე უთვინიერესი კაცი+ იყო მთელი დედამიწის ზურგზე.
4 მაშინ იეჰოვამ მოსეს, აარონსა და მირიამს უთხრა: „სამივენი შეხვედრის კარავთან მოდით“. ისინიც მივიდნენ. 5 ჩამოვიდა იეჰოვა ღრუბლის სვეტში,+ კარვის შესასვლელთან დადგა და აარონსა და მირიამს დაუძახა. ისინიც მივიდნენ. 6 ღმერთმა მათ უთხრა: „მომისმინეთ. იეჰოვას წინასწარმეტყველი რომ იყოს თქვენ შორის, ხილვაში გამოვეცხადებოდი+ ან სიზმარში დაველაპარაკებოდი,+ 7 მაგრამ მოსესთან, ჩემს მსახურთან, სხვაგვარად ვმოქმედებ! მას მთელი ჩემი ხალხი აბარია.+ 8 პირისპირ ველაპარაკები,+ პირდაპირ და არა გამოცანებით. იეჰოვა მას პირისპირ ეცხადება. როგორ არ შეგეშინდათ, როცა ჩემი მსახურის, მოსეს წინააღმდეგ ალაპარაკდით?!“
9 განურისხდა იეჰოვა მათ და იქაურობას გაეცალა. 10 ღრუბელიც მოსცილდა კარავს და კეთრს თოვლივით თეთრად დაეფარა მირიამი.+ მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და რას ხედავს! კეთრს+ დაუფარავს იგი. 11 აარონმა მოსეს უმალვე უთხრა: „გევედრები, ჩემო ბატონო! ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, უგუნურად მოვიქეცით! 12 ასე ნუ დატოვებ, თორემ მკვდრადშობილს დაემსგავსა, რომელსაც ხორცი ნახევრად შეჭმული აქვს“. 13 მოსემ იეჰოვას შეღაღადა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები,+ განკურნე!“
14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მამამისს სახეში რომ შეეფურთხებინა, შვიდი დღე ხომ იქნებოდა დამცირებული?! შვიდი დღით გაიყვანეთ ბანაკიდან,+ შემდეგ კი დააბრუნეთ“. 15 მირიამი შვიდი დღე ბანაკის გარეთ იყო;+ მის დაბრუნებამდე ხალხი არ დაძრულა. 16 შემდეგ დაიძრა ხალხი ხაცეროთიდან+ და ფარანის უდაბნოში დაბანაკდა.+
13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ. თითო ტომიდან თითო კაცი გაგზავნე, თავკაცები“.+
3 გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან+ იეჰოვას ბრძანებისამებრ. ყველანი ისრაელის თავკაცები იყვნენ. 4 ესენი იყვნენ: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან; 5 შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან; 6 ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან; 7 იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან; 8 ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან; 9 ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან; 10 გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან; 11 გადი, სუსის ვაჟი, იოსების ტომიდან,+ მენაშეს ტომიდან;+ 12 ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან; 13 სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან; 14 ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; 15 გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან. 16 ესენი გაგზავნა მოსემ მიწის დასაზვერად. მოსემ ჰოშეას, ნავეს ძეს, სახელი გადაარქვა; მას იესო*+ დაარქვა.
17 როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად გზავნიდა მათ, უთხრა: „ამ გზით წადით ნეგებში და იქიდან მთიან მხარეში გადადით;+ 18 დაზვერეთ იქაურობა და ნახეთ,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერები არიან თუ არა, ცოტანი არიან თუ ბევრნი, 19 როგორი მიწაა, კარგი თუ ცუდი, გალავნიან ქალაქებში ცხოვრობენ თუ უგალავნოში, 20 როგორი ნიადაგია, ნოყიერია თუ არა,+ არის იქ ხეები თუ არა; არ შეგეშინდეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დროს ყურძენი უკვე მწიფდა.+
21 წავიდნენ და დაზვერეს ქანაანის მიწა ცინის უდაბნოდან+ რეხობამდე+ და რეხობიდან ლებო-ხამათამდე.+ 22 ჩავიდნენ ნეგებში; შემდეგ ხებრონში+ წავიდნენ. იქ ანაკიმები+ — ახიმანი, შეშაი და თალმაი+ ცხოვრობდნენ. ხებრონი ეგვიპტის ცოანზე შვიდი წლით ადრე აშენდა. 23 მივიდნენ ეშქოლის ხევში,+ მოჭრეს ვაზის მტევნიანი რქა და ორმა კაცმა კეტით წამოიღო; წამოიღეს ბროწეულიცა და ლეღვიც.+ 24 იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელებმა მოჭრეს იქ.
25 იმ მიწას 40 დღე+ ზვერავდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ. 26 მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მიუტანეს ამბავი მთელ ხალხს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი. 27 აი, რა უამბეს მოსეს: „დავზვერეთ ის მიწა, შენ რომ გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება;+ აი მისი ნაყოფი.+ 28 თუმცა იმ მიწაზე გალავნიანი ქალაქებია და ძლიერი ხალხი ცხოვრობს. იქ ანაკიმებიც ვნახეთ.+ 29 ნეგების+ მიწაზე ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები,+ ზღვის პირას+ და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+
30 ქალებ იეფუნეს ძემ მოსესთან მყოფი ხალხის დამშვიდება სცადა: „ახლავე წავიდეთ; დავიპყრობთ იმ მიწას, უეჭველად გავიმარჯვებთ“.+ 31 მაგრამ დანარჩენმა მზვერავებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ გავილაშქრებთ მათ წინააღმდეგ; ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+ 32 გულს უტეხდნენ ისრაელებს+ და იმ მიწის შესახებ, რომელიც დაზვერეს, ეუბნებოდნენ: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ნთქავს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი უჩვეულოდ დიდები არიან.+ 33 ვნახეთ ბუმბერაზები*, ანაკის შთამომავლები,+ ბუმბერაზთა შთამომავლები. მათ გვერდით კალიებივით ვჩანდით“.
14 მოთქვამდა მთელი ხალხი; მთელი ღამე ტიროდნენ.+ 2 ისრაელები მოსესა და აარონს საყვედურობდნენ:+ „ნეტავ ეგვიპტეში ან ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! 3 რატომ მივყავართ იეჰოვას იმ მიწაზე, თუ მახვილით უნდა გაგვწყვიტონ?!+ ჩვენს ცოლ-შვილს ტყვედ ჩაიგდებენ.+ არ ჯობია, ეგვიპტეში დავბრუნდეთ?!“+ 4 ერთმანეთს იმასაც კი ეუბნებოდნენ, ავირჩიოთ წინამძღოლი, რომ ეგვიპტეში დავბრუნდეთო.+
5 პირქვე დაემხვნენ მოსე და აარონი მთელი ისრაელის წინაშე. 6 იესო+ ნავეს ძემ და ქალებ+ იეფუნეს ძემ, რომლებიც მზვერავებს შორის იყვნენ, ტანსაცმელი შემოიხიეს 7 და ხალხს მიმართეს: „მიწა, რომელიც შემოვიარეთ და დავზვერეთ, ძალიან, ძალიან კარგია.+ 8 თუ იეჰოვა ჩვენ მხარესაა, აუცილებლად დაგვამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელზეც რძე და თაფლი მოედინება.+ 9 არ განუდგეთ იეჰოვას; ნუ შეგეშინდებათ იმ მიწაზე მცხოვრები ხალხის,+ ადვილად დავამარცხებთ. მათ მფარველი არ ჰყავთ, ჩვენთან კი იეჰოვაა.+ არ შეგეშინდეთ მათი“.
10 მთელი ხალხი ამბობდა, ჩავქოლოთ ესენიო,+ მაგრამ იეჰოვას სიდიადე გამოჩნდა შეხვედრის კარავზე მთელი ხალხის წინაშე.+
11 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „როდემდე უნდა მექცეოდეს ეს ხალხი უპატივცემულოდ?!+ როდემდე არ უნდა მერწმუნონ?! ამდენი სასწაული მოვახდინე მათ თვალწინ!+ 12 ჭირს შევყრი და თავიდან მოვიცილებ, შენგან კი უფრო დიდ და ძლიერ ერს წარმოვშობ“.+
13 მოსემ იეჰოვას მიუგო: «გაიგებენ ამას ეგვიპტელები, რომელთაგანაც ეს ხალხი შენი ძალით დაიხსენი,+ 14 და ეტყვიან იმ მიწის მკვიდრთ. მათ გაგებული აქვთ, რომ შენა ხარ იეჰოვა, ამ ხალხს შორისა ხარ+ და პირისპირ ეცხადები.+ შენა ხარ იეჰოვა და შენი ღრუბელია დავანებული მათზე; დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღვი და ღამით — ცეცხლის სვეტით.+ 15 თუ ერთიანად ამოწყვეტ ამ ხალხს, ერები, რომლებსაც შენი დიდების შესახებ სმენიათ, იტყვიან, 16 ვერ დაამკვიდრებინა იეჰოვამ ამ ხალხს ის მიწა, რომელიც აღუთქვა, და უდაბნოში გაანადგურაო.+ 17 იეჰოვა, ცხადი გახადე შენი ძლევამოსილება, რასაც მაშინ დაგვპირდი, როცა თქვი: 18 „იეჰოვა სულგრძელია*, ურყევია მისი სიყვარული*,+ პატიობს დანაშაულსა და ცოდვას, თუმცა დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს, მამათა დანაშაულის გამო სჯის მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე“.+ 19 აპატიე ამ ხალხს დანაშაული, როგორც ეგვიპტეში ყოფნისას პატიობდი და დღემდე პატიობ, რადგან ურყევია შენი სიყვარული*».+
20 იეჰოვამ მიუგო: „რადგან მთხოვე, ვაპატიებ.+ 21 ჩემს თავს ვფიცავ, მთელი დედამიწა აივსება იეჰოვას სიდიადით.+ 22 ოღონდ ვინც ჩემი სიდიადე და ის სასწაულები იხილა,+ რომლებიც ეგვიპტესა და უდაბნოში მოვახდინე, მაგრამ მაინც ბევრჯერ* გამომცადა+ და არ დამემორჩილა,+ 23 ვერასოდეს იხილავს იმ მიწას, რომლის მიცემასაც მათ მამა-პაპას დავპირდი. ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ვერ იხილავს იმ მიწას.+ 24 მაგრამ ჩემს მსახურ ქალებ იეფუნეს ძეს,+ რომელსაც სხვა სულისკვეთება ჰქონდა და ბოლომდე მიერთგულა, შევიყვან იმ მიწაზე, რომელიც დაზვერა, და მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებს მას.+ 25 ხვალ გაბრუნდით და წითელი ზღვის გზით უდაბნოსკენ დაიძარით,+ რადგან ველზე ამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ“.+
26 შემდეგ იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 27 «როდემდე უნდა მემდურებოდეს ეს ბოროტი ხალხი?!+ გავიგონე ისრაელების სამდურავი.+ 28 გადაეცი მათ: „ჩემს თავს ვფიცავ, — ამბობს იეჰოვა, — რასაც იმსახურებთ, იმას დაგმართებთ, რადგან გავიგონე თქვენი სამდურავი!+ 29 ამ უდაბნოში დაიყრება თქვენი გვამები,+ ყველასი, ვინც აღირიცხეთ, 20 წლიდან ზევით, ვინც მემდურით.+ 30 ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა ვერცერთი ვერ შეხვალთ იმ მიწაზე,+ რომელზეც დავიფიცე,+ რომ დაგასახლებდით.
31 იმ მიწაზე თქვენს შვილებს დავასახლებ, რომლებზეც ამბობდით, ტყვედ ჩაიგდებენო;+ ისინი იხილავენ იმ მიწას, რომელზეც თქვენ უარი თქვით;+ 32 თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში დაიყრება. 33 თქვენი ვაჟები თქვენი ორგულობის* გამო დაისჯებიან და უდაბნოში 40 წელი+ მწყემსები იქნებიან, სანამ ყველა თქვენგანის გვამი არ დაიყრება უდაბნოში.+ 34 მიწას ხომ 40 დღე ზვერავდით,+ ამიტომ 40 წელი+ აგებთ პასუხს თქვენს დანაშაულზე, თითო დღეზე თითო წელი, დღეზე ერთი წელი; მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს ჩემთან დაპირისპირება.
35 მე, იეჰოვა, გეუბნებით ამას. ასე მოვექცევი ჩემთან დაპირისპირებულ ამ ბოროტ ხალხს; ამ უდაბნოში მოეღებათ ბოლო, აქ დაიხოცებიან.+ 36 ისინი, ვინც მოსემ მიწის დასაზვერად გაგზავნა, ვინც ცუდი ამბები მოიტანა იმ მიწის შესახებ და ვინც მთელი ხალხი აუმხედრა მას,+ 37 ვინც ცუდი ამბები მოიტანა იმ მიწის შესახებ, დაისჯებიან და დაიხოცებიან იეჰოვას წინაშე.+ 38 მიწის დასაზვერად გაგზავნილთაგან მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იცოცხლებენ“».+
39 მოსემ ეს სიტყვები ისრაელებს რომ გადასცა, ისინი გლოვა-გოდებას მოჰყვნენ. 40 ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერზე ასვლა დააპირეს, ამბობდნენ: „ავიდეთ იმ ადგილზე, იეჰოვამ რომ თქვა, რადგან შევცოდეთ“.+ 41 მოსემ მათ უთხრა: „რატომ არ ემორჩილებით იეჰოვას ბრძანებას? არაფერი გამოგივათ. 42 არ არის იეჰოვა თქვენ შორის; არ ახვიდეთ, თორემ დაგამარცხებთ მტერი.+ 43 შეგებრძოლებიან ამალეკელები და ქანაანელები+ და დაგხოცავენ. ზურგი რომ შეაქციეთ იეჰოვას, არც იეჰოვა დაგეხმარებათ“.+
44 ისრაელები მაინც გაკადნიერდნენ და გაემართნენ მთის წვერისკენ,+ მაგრამ არც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დაძრულა ბანაკიდან და არც მოსე.+ 45 ჩამოვიდნენ იმ მთაზე მცხოვრები ამალეკელები და ქანაანელები, შეუტიეს მათ, მიმოფანტეს და ხორმამდე სდიეს.+
15 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „როცა იმ მიწას დაიმკვიდრებთ, რომელსაც გაძლევთ,+ 3 და თქვენი ცხვარ-ძროხიდან იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს შესწირავთ, იქნება ეს დასაწვავი მსხვერპლი,+ განსაკუთრებული თუ ნებაყოფლობითი+ აღთქმის შესასრულებლად ან დღესასწაულებზე+ შეწირული მსხვერპლი, როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის,+ 4 ამ შესაწირავთან ერთად მარცვლეული შესაწირავიც შესწირეთ იეჰოვას — მეათედი ეფა* წმინდად დაფქული ფქვილი,+ რომელსაც მეოთხედი ჰინი* ზეთი ექნება მოსხმული. 5 დასაწვავ მსხვერპლთან+ ან მამალ თოხლთან ერთად მეოთხედი ჰინი ღვინოც შესწირეთ დასაღვრელ შესაწირავად. 6 ვერძთან ერთად მარცვლეული შესაწირავიც შესწირეთ — ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც მესამედი ჰინი ზეთი ექნება მოსხმული, 7 და მესამედი ჰინი ღვინო, როგორც დასაღვრელი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.
8 თუ იეჰოვას მოზვერს სწირავთ დასაწვავ მსხვერპლად,+ განსაკუთრებული აღთქმის+ შესასრულებელ ან სამშვიდობო მსხვერპლად,+ 9 მოზვერთან ერთად შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი+ — სამი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც ნახევარი ჰინი ზეთი ექნება მოსხმული, 10 და ნახევარი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად,+ როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის. 11 ასე შესწირეთ ყოველი მოზვერი, ვერძი, მამალი თოხლი და თხა. 12 ასე შესწირეთ თითოეული მსხვერპლი, რამდენიც არ უნდა შესწიროთ. 13 აი, ასე უნდა შესწიროს თითოეულმა ისრაელმა ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, როგორც საამო სურნელება იეჰოვასთვის.
14 თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი ან ის, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც თქვენთან ცხოვრობს, შესწირავს ცეცხლში დასაწვავ შესაწირავს, როგორც საამო სურნელებას იეჰოვასთვის, ისე შესწიროს, როგორც თქვენ სწირავთ.+ 15 თქვენ და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებს ერთი წესი უნდა გქონდეთ. ეს იქნება სამარადისო წესი თაობიდან თაობაში. თქვენ და თქვენ შორის მცხოვრები უცხოელები თანასწორნი უნდა იყოთ იეჰოვას წინაშე.+ 16 თქვენ და თქვენ შორის მცხოვრებ უცხოელებს ერთი კანონი და ერთი სამართალი უნდა გქონდეთ“».
17 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 18 «გადაეცი ისრაელებს: „როცა დაიმკვიდრებთ იმ მიწას, სადაც მიმყავხართ, 19 და შეჭამთ იმ მიწის ნაყოფს,+ გაიღეთ შესაწირავი იეჰოვასთვის. 20 შესწირეთ პირველმოწეული+ მარცვლეულის ღერღილისგან დამზადებული რგოლისებრი კვერები. ისე შესწირეთ, როგორც კალოდან აღებულ შესაწირავს სწირავთ. 21 შესწირეთ იეჰოვას თქვენი პირველმოწეული მარცვლეულის ღერღილი თაობიდან თაობაში.
22 თუ შესცოდავთ და არ შეასრულებთ ყველა იმ მითითებას, რომლებიც იეჰოვამ მოსეს გადასცა, 23 ყველაფერს, რაც იეჰოვამ მოსეს მეშვეობით დააწესა თქვენთვის და თქვენი მომავალი თაობებისთვის იმ დღეს, როცა იეჰოვამ მათი დაცვა გიბრძანათ, 24 ანუ, თუ უნებურად შესცოდავთ, მაგრამ ეს კრებულს* არ ეცოდინება, როცა გაიგებს, მთელმა კრებულმა შესწიროს მოზვერი დასაწვავ მსხვერპლად, როგორც საამო სურნელება იეჰოვასთვის, მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად, წესისამებრ,+ ხოლო ცოდვის შესაწირავად — თიკანი.+ 25 მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მთელი ისრაელისთვის და ეპატიებათ,+ რადგან მათ ცოდვა ჩაიდინეს და შემდეგ თავიანთი შესაწირავი მიიტანეს: ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის და ცოდვის შესაწირავი იეჰოვასთვის. 26 ეპატიებათ ისრაელებსაც და მათ შორის მცხოვრებ უცხოელებსაც, რადგან უნებურად შესცოდეს.
27 თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ცოდვის შესაწირავად ერთწლიანი დედალი თხა მიიყვანოს.+ 28 მღვდელი გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისთვის, ვინც უნებურად შესცოდა იეჰოვას წინაშე. ასე შესრულდება მისთვის გამოსყიდვის წესი და მას ცოდვა ეპატიება.+ 29 თუ უნებურად შესცოდავს ვინმე, მკვიდრი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, ორივესთვის ერთი კანონი უნდა იყოს.+
30 ვინც განზრახ+ დაგმობს იეჰოვას, მკვიდრი იქნება თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი, უნდა მოკვდეს. 31 მან არაფრად ჩააგდო იეჰოვას სიტყვა და მისი მცნება დაარღვია. ამიტომ უნდა მოკვდეს.+ ის პასუხს აგებს თავის დანაშაულზე“».+
32 ერთხელ ისრაელებმა უდაბნოში ყოფნის დროს ნახეს კაცი, რომელიც შაბათს+ შეშას აგროვებდა. 33 შეშის შემგროვებელი მოსეს, აარონსა და ხალხს მიუყვანეს. 34 დაკავებული ჰყავდათ იგი,+ რადგან არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ მას.
35 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ეს კაცი უნდა მოკვდეს,+ მთელმა ხალხმა უნდა ჩაქოლოს ბანაკის გარეთ“.+ 36 იეჰოვას ბრძანებისამებრ გაიყვანა ის მთელმა ხალხმა ბანაკის გარეთ, ჩაქოლეს და მოკვდა იგი.
37 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 38 „გადაეცი ისრაელებს, რომ თავიანთი ტანსაცმლის კალთებს ბოლოში ფოჩები გაუკეთონ და ასე აკეთონ თაობიდან თაობაში, ფოჩებს ზემოთ კი ტანსაცმელს ლურჯი ზონრები შემოავლონ.+ 39 ეს ფოჩები ტანსაცმელს იმისთვის უნდა ჰქონდეს, რომ შეხედოთ მათ, გაიხსენოთ და შეასრულოთ იეჰოვას მცნებები.+ არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობისკენ* გიბიძგებენ.+ 40 ეს ფოჩები გაგახსენებთ ყველა ჩემს მცნებას და შეასრულებთ მათ; წმინდები იყავით თქვენი ღვთისთვის.+ 41 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი; მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“.+
16 ლევის,+ კეჰათისა+ და იცჰარის+ შთამომავალი კორახი+ და რეუბენის+ შთამომავლები, ელიაბის ვაჟები,+ დათანი და აბირამი და ფელეთის ვაჟი ონი, 2 აუმხედრდნენ მოსეს. მათ შეუერთდნენ ისრაელის თავკაცები, რჩეული და სახელოვანი კაცები, სულ 250 კაცი. 3 შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ+ და უთხრეს: „კმარა! მთელი ხალხი წმინდაა+ და იეჰოვაა მათ შორის.+ რატომ გაბატონდით იეჰოვას ხალხზე?!“
4 ამის გაგონებაზე მოსე პირქვე დაემხო. 5 შემდეგ კორახსა და მის მომხრეებს მიმართა: „დილით გააცხადებს იეჰოვა, თუ ვინაა მისი რჩეული,+ ვინ არის წმინდა და ვინ უნდა მიუახლოვდეს მას;+ ვისაც აირჩევს,+ ის მიუახლოვდება მას. 6 კორახ, ხვალ შენც და შენმა მომხრეებმაც+ აიღეთ საცეცხლურები,+ 7 შიგ ცეცხლი ჩადეთ და ზედ საკმეველი მოაყარეთ იეჰოვას წინაშე; ვისაც იეჰოვა აირჩევს,+ ის ყოფილა წმინდა. კმარა, ლევიანებო!“+
8 შემდეგ მოსემ კორახს მიმართა: „მომისმინეთ, ლევიანებო! 9 ის არ იკმარეთ, რომ ისრაელის ღმერთმა ხალხიდან გამოგყოთ,+ რათა მიახლოებოდით მას, გემსახურათ იეჰოვას კარავში, მდგარიყავით კრებულის წინაშე და მომსახურებოდით მათ,+ 10 და რომ დაგიახლოვათ შენ და შენი ძმები, ლევიანები?! ახლა მღვდლობაც მოინდომეთ?!+ 11 ამით შენ და შენი მომხრენი იეჰოვას უპირისპირდებით. აარონი ვინ არის, მას რომ დაუპირისპირდით?!“+
12 მოსემ ელიაბის ვაჟები, დათანი და აბირამიც,+ მოიხმო, მაგრამ მათ შეუთვალეს: „არ მოვალთ! 13 ის არ გეყოფა, იმ ქვეყნიდან რომ გამოგვიყვანე, სადაც რძე და თაფლი მოედინება?! ახლა გინდა, რომ უდაბნოში დაგვხოცო?!+ გინდა, რომ გაგვიბატონდე?! 14 არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ არც მიწა მოგიცია და არც ვენახი. რატომ აბრმავებ ამ ხალხს?! არ მოვალთ!“
15 განრისხდა მოსე და იეჰოვას უთხრა: „არ მიიღო მათი მარცვლეული შესაწირავი. მათთვის ვირიც კი არ წამირთმევია, არავისთვის მიმიყენებია ზიანი“.+
16 შემდეგ მოსემ კორახს უთხრა: „ხვალ იეჰოვას წინაშე წარდექით შენ და შენი მომხრეები; შენც, ისინიც და აარონიც. 17 აიღოს თითოეულმა თავისი საცეცხლური, შიგ საკმეველი ჩაყაროს და იეჰოვას წინაშე მიიტანოს, 250 საცეცხლური; შენც და აარონმაც აიღეთ საცეცხლურები“. 18 აიღო ყველამ თავისი საცეცხლური, შიგ ცეცხლი ჩადეს, ზედ საკმეველი მოაყარეს და შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოსესა და აარონთან ერთად დადგნენ. 19 როცა კორახმა თავისი მომხრეები+ შეხვედრის კარვის შესასვლელთან შეკრიბა, სწორედ მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიდიადე მთელ ისრაელს.+
20 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 21 „გაეცალეთ მაგ ხალხს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ 22 ისინი პირქვე დაემხვნენ და უთხრეს მას: „სიცოცხლის მბოძებელო ღმერთო,+ ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ ხალხს ურისხდები?!“+
23 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 24 „გადაეცი ხალხს, რომ გაეცალონ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს!“+
25 ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან; მას ისრაელის უხუცესებიც+ გაჰყვნენ. 26 მოსემ ხალხს მიმართა: „გაეცალეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს; მათსას არაფერს შეეხოთ, რომ მათი ცოდვის გამო თქვენც არ განადგურდეთ!“ 27 ისინიც მაშინვე გაეცალნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. გამოვიდნენ დათანი და აბირამი და თავიანთ ცოლებთან, ვაჟებთან და ბავშვებთან ერთად კარვების შესასვლელთან დადგნენ.
28 მოსემ მათ უთხრა: „აი, როგორ გაიგებთ, რომ ამ ყველაფრის გასაკეთებლად იეჰოვამ გამომგზავნა და ამას ჩემით არ ვაკეთებ: 29 თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ადამიანები იხოცებიან, და ისე დაისჯებიან, როგორც ადამიანები ისჯებიან, მაშინ იეჰოვას არ გამოვუგზავნივარ.+ 30 მაგრამ, თუ იეჰოვა არნახულ რამეს მოიმოქმედებს, მიწა პირს დააღებს, შთანთქავს მათ და მათ საბადებელს, და ცოცხლები ჩავლენ სამარეში*, მაშინ გაიგებთ, რომ ამ ხალხს შეურაცხუყვია იეჰოვა“.
31 დაასრულა თუ არა მოსემ ლაპარაკი, მათ ფეხქვეშ მიწა გაიპო.+ 32 დააღო მიწამ პირი და შთანთქა მთელი მათი სახლეულობა, კორახის+ მომხრენი და მთელი მათი ქონება. 33 ისინი და მათი მომხრენი ცოცხლად ჩაცვივდნენ სამარეში, დაფარა ისინი მიწამ და ამოიძირკვნენ ხალხიდან.+ 34 მათ ყვირილზე გაიქცნენ იქ მყოფი ისრაელები, შეშინებულები ამბობდნენ, მიწამ ჩვენც არ გვშთანთქასო. 35 მოავლინა იეჰოვამ ცეცხლი+ და შთანთქა 250 კაცი, საკმევლის მკმეველი.+
36 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 37 „გადაეცი აარონ მღვდლის ვაჟს, ელეაზარს, რომ აიღოს საცეცხლურები+ ცეცხლიდან, რადგან საცეცხლურები წმინდაა. ისიც უთხარი, რომ ცეცხლი გაფანტოს. 38 ვისაც ცოდვის ჩადენა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მათი საცეცხლურებისგან ლითონის ფირფიტები დაამზადეთ სამსხვერპლოს+ მოსავარაყებლად, ვინაიდან იეჰოვას წინაშე მიიტანეს და წმინდაა ისინი. ეს იქნება გამაფრთხილებელი ნიშანი ისრაელებისთვის“.+ 39 აიღო ელეაზარ მღვდელმა მათი სპილენძის საცეცხლურები, ვინც დაიწვა, და სამსხვერპლოს მოსავარაყებლად გამოჭედა, 40 როგორც იეჰოვას მისთვის ჰქონდა ნაბრძანები მოსეს მეშვეობით. ეს ისრაელებს შეახსენებდა, რომ ვინც აარონის შთამომავალი არ იქნებოდა, არ მისულიყო იეჰოვას წინაშე+ საკმევლის საკმევად, და რომ არავინ მოქცეულიყო კორახისა და მისი მომხრეების მსგავსად.+
41 მეორე დღესვე აუმხედრდა მთელი ხალხი მოსესა და აარონს,+ ეუბნებოდნენ: „თქვენ დახოცეთ იეჰოვას ხალხი!“ 42 როცა ხალხი მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეიკრიბა, მიტრიალდნენ ისინი კარვისკენ და რას ხედავენ! კარავი ღრუბელს დაეფარა და იეჰოვას სიდიადე გამოჩენილიყო.+
43 მივიდნენ მოსე და აარონი შეხვედრის კარავთან.+ 44 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 45 „გაეცალეთ მაგ ხალხს, რომ თვალის დახამხამებაში გავანადგურო!“+ მაშინვე პირქვე დაემხვნენ ისინი.+ 46 მოსემ აარონს უთხრა: „აიღე საცეცხლური, აიღე სამსხვერპლოდან+ ცეცხლი და შიგ ჩადე, მოაყარე საკმეველი, სწრაფად მიდი ხალხთან და მათთვის გამოსყიდვის წესი შეასრულე,+ რადგან განრისხდა იეჰოვა და დაიწყო ჟლეტა!“ 47 აარონმა მოსეს სიტყვისამებრ მაშინვე აიღო საცეცხლური და ხალხში შევარდა. ხალხის ჟლეტა უკვე დაწყებული იყო. საცეცხლურში საკმეველი ჩაყარა და ხალხისთვის გამოსყიდვის წესის შესრულება დაიწყო. 48 იდგა ის ცოცხლებსა და მკვდრებს შორის; ბოლოს შეწყდა ჟლეტა. 49 ჟლეტის შედეგად 14 700 კაცი მოკვდა კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50 როცა აარონი მოსესთან დაბრუნდა, რომელიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან იდგა, ჟლეტა უკვე შეწყვეტილი იყო.
17 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „დაელაპარაკე ისრაელებს და თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი გამოართვი, თითოეულ საგვარეულოზე+ თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. თითოეულ კვერთხს მისი მფლობელის სახელი დააწერე. 3 ლევის კვერთხს აარონის სახელი დააწერე, რადგან თითოეული საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი აქვს. 4 კვერთხები შეხვედრის კარავში მოწმობის+ კიდობნის წინ დააწყვე, იქ, სადაც გეცხადებით.+ 5 ჩემი რჩეულის+ კვერთხი დაიკვირტება და დავადუმებ ისრაელებს, რომლებიც მეც მიპირისპირდებიან+ და თქვენც“.+
6 დაელაპარაკა მოსე ისრაელებს და მისცეს მას თავიანთი კვერთხები, თითოეული საგვარეულოს თავკაცმა თითო კვერთხი, სულ 12 კვერთხი. აარონის კვერთხიც ამ კვერთხებს შორის იყო. 7 დააწყო მოსემ კვერთხები მოწმობის კარავში იეჰოვას წინაშე.
8 მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში და რას ხედავს! ლევიანი აარონის კვერთხს კვირტები გამოეღო. კვერთხი დაიკვირტა, გაიფურჩქნა და მწიფე ნუში მოისხა. 9 გამოუტანა მოსემ ისრაელებს კვერთხები, რომლებიც იეჰოვას წინაშე ეწყო. დახედეს კვერთხებს და აიღეს თავ-თავიანთი კვერთხები.
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აარონის კვერთხი+ ისევ მოწმობის კიდობნის წინ დადე როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი+ ურჩთათვის,+ რათა აღარ დამიპირისპირდნენ და არ დაიხოცონ“. 11 მოსეც მაშინვე იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა. ზუსტად ასე გააკეთა.
12 ისრაელებმა მოსეს უთხრეს: „დავიხოცებით, ნამდვილად დავიხოცებით, ყველანი ამოვწყდებით! 13 ვინც იეჰოვას კარავს მიუახლოვდება, ყველა დაიხოცება!+ ნუთუ ყველანი ასე უნდა ამოვწყდეთ?!“+
18 იეჰოვამ აარონს უთხრა: „თუ შენ, შენი ვაჟები ან შენი შთამომავლები კარავს შებღალავთ, პასუხი უნდა აგოთ;+ პასუხი მაშინაც უნდა აგოთ, თუ მღვდლობას შებღალავთ.+ 2 მოიყვანე შენი ძმები ლევის ტომიდან, შენი წინაპრების ტომიდან, რათა მოგემსახურონ შენ+ და შენს ვაჟებს მოწმობის კარვის+ წინ. 3 მათ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შენ წინაშე და კარვის მსახურება.+ ოღონდ არ მიეკარონ წმინდა ადგილის ნივთებს და სამსხვერპლოს, რათა არც თქვენ დაიხოცოთ და არც ისინი.+ 4 მოვიდნენ და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება შეხვედრის კარვის წინ, კარვის ყველანაირი მსახურება. სხვა არავინ* მოვიდეს.+ 5 შეასრულეთ თქვენი ვალდებულება, წმინდა ადგილისა+ და სამსხვერპლოს+ მსახურება, რათა აღარ დაატყდეთ ჩემი რისხვა ისრაელებს.+ 6 მე გამოვაცალკევე თქვენი ძმები, ლევიანები, ისრაელთაგან, როგორც ძღვენი თქვენთვის.+ ისინი არიან იეჰოვასთვის გამოყოფილნი შეხვედრის კარვის მსახურების შესასრულებლად.+ 7 შენ და შენმა ვაჟებმა უნდა შეასრულოთ სამღვდელო მოვალეობები, ყველაფერი, რაც ეხება სამსხვერპლოს და იმას, რაც ფარდის შიგნითაა.+ თქვენ უნდა შეასრულოთ ეს მსახურება.+ თქვენ მოგანდეთ მღვდლობა, როგორც ძღვენი; თუ სხვა ვინმე მიუახლოვდება წმინდა ადგილს, უნდა მოკვდეს“.+
8 შემდეგ იეჰოვამ აარონს უთხრა: „შენ ჩაგაბარე ჩემთვის გაღებული ყველა შესაწირავი.+ ისრაელების მიერ გაღებული წმინდა შესაწირავებიდან წილი შენ და შენს ვაჟებს მოგეცით. ეს იქნება თქვენი სამარადისო წილი.+ 9 ცეცხლში დასაწვავი წმინდა შესაწირავებიდან შენი იქნება მათ მიერ გაღებული ყველა შესაწირავი, მათ შორის მარცვლეული შესაწირავი,+ ცოდვის შესაწირავი+ და დანაშაულის შესაწირავი.+ ეს შესაწირავები წმინდაა შენთვის და შენი ვაჟებისთვის. 10 წმინდა ადგილას ჭამეთ ის.+ ყველა მამაკაცმა ჭამოს. ის წმინდა იქნება შენთვის.+ 11 აი, კიდევ რა არის თქვენი: ისრაელების მიერ გაღებული ძღვენი+ შესარხევ შესაწირავთან+ ერთად. შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს გაძლევთ ამას სამარადისო წილად.+ ვინც განწმენდილია შენს სახლში, ყველამ ჭამოს.+
12 საუკეთესო ზეთს, საუკეთესო ახალ ღვინოს, მარცვლეულს, პირველმოწეულ ნაყოფს,+ რასაც ისრაელები იეჰოვას სწირავენ, თქვენ გაძლევთ.+ 13 მათი მიწის ყველა პირველმოწეული ნაყოფი, რასაც იეჰოვას სწირავენ, თქვენია.+ ვინც განწმენდილია შენს სახლში, ყველამ ჭამოს.
14 ყველაფერი, რაც მიძღვნილია ისრაელში, შენი იქნება.+
15 თქვენი იქნება ყოველი პირმშო და პირველმოგებული,+ რომლებსაც იეჰოვას წარუდგენენ. თუმცა თქვენ უნდა გამოისყიდოთ პირმშოც+ და უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც.+ 16 გამოისყიდეთ ის, როცა ერთ თვეს გადასცილდება, დადგენილი საფასურის მიხედვით, 5 ვერცხლის შეკელად*,+ წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 1 შეკელი 20 გერაა*. 17 მხოლოდ პირველმოგებული ხბო, პირველმოგებული ბატკანი და პირველმოგებული თიკანი არ გამოისყიდოთ;+ ისინი წმინდები არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოზე მოასხურეთ+ და მათი ქონი დაწვით, როგორც ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, რომ აბოლდეს, როგორც საამო* სურნელება იეჰოვასთვის.+ 18 თქვენი იქნება მათი ხორცი ისევე, როგორც შესარხევი შესაწირავის მკერდი და მარჯვენა ბარკალი.+ 19 ყოველ წმინდა შესაწირავს, რომელსაც ისრაელები იეჰოვას შესწირავენ,+ გაძლევთ შენ, შენს ვაჟებსა და შენს ასულებს, როგორც სამარადისო წილს.+ ეს არის მარილის შეთანხმება, სამარადისო შეთანხმება იეჰოვასა და შენ და შენს შთამომავლებს შორის“.
20 იეჰოვამ აარონს უთხრა: „არ გექნებათ სამკვიდრო ისრაელის მიწაზე და არც რაიმე წილი ისრაელთა შორის.+ მე ვარ თქვენი წილი და სამკვიდრო.+
21 ლევიანებს თავიანთი მსახურების, შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ, ისრაელში მეათედი+ მივეცი მემკვიდრეობად. 22 აღარ მივიდნენ ისრაელები შეხვედრის კარავთან, თორემ ეს ცოდვად ჩაეთვლებათ და დაიხოცებიან. 23 ლევიანებმა შეასრულონ შეხვედრის კარვის მსახურება და იტვირთონ მათი ცოდვები.+ ლევიანებს არ უნდა ჰქონდეთ სამკვიდრო ისრაელთა შორის; ეს არის მათთვის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში.+ 24 მეათედს, რომელსაც ისრაელები იეჰოვას შესწირავენ, ლევიანებს ვაძლევ მემკვიდრეობად. ამიტომაც ვთქვი, არ უნდა ჰქონდეთ-მეთქი მათ მემკვიდრეობა ისრაელთა შორის“.+
25 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 26 «გადაეცი ლევიანებს: „ისრაელებისგან მიიღებთ მეათედს, რაც მემკვიდრეობად მოგეცით.+ ამ მეათედიდან მეათედი იეჰოვას შესწირეთ.+ 27 ეს ჩაგეთვლებათ შესაწირავად, თითქოს კალოდან აღებული მარცვლეული,+ საწნახლიდან და ზეთის საწურიდან უხვად მიღებული ღვინო და ზეთი შეგეწიროთ. 28 თქვენც შესწირეთ იეჰოვას მეათედი იმ მეათედიდან, რომელსაც ისრაელებისგან აიღებთ; იეჰოვასთვის მეათედიდან გაღებული შესაწირავი აარონ მღვდელს მიუტანეთ. 29 თქვენთვის მოტანილი ყოველი წმინდა ძღვნიდან იეჰოვას საუკეთესო შესწირეთ.+
30 ლევიანებო, როცა მეათედიდან საუკეთესოს შესწირავთ, ეს ისე ჩაგეთვლებათ, თითქოს კალოდან აღებული მარცვლეული, საწნახლიდან და ზეთის საწურიდან მიღებული ღვინო და ზეთი შეგეწიროთ. 31 ჭამეთ ის თქვენ და თქვენმა სახლეულობამ, სადაც არ უნდა იყოთ, რადგან ეს არის თქვენი გასამრჯელო შეხვედრის კარვის მსახურების სანაცვლოდ.+ 32 თუ მეათედიდან საუკეთესოს არ შესწირავთ, ეს ცოდვად ჩაგეთვლებათ. არ შებღალოთ ისრაელთა წმინდა შესაწირავები, რომ არ დაიხოცოთ“».+
19 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 2 «ეს არის იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის დაწესებული კანონი: „მოგიყვანონ საღი, უნაკლო+ და უღელდაუდგმელი წითელი დეკეული. 3 შემდეგ მიუყვანეთ ის ელეაზარ მღვდელს; იგი ბანაკის გარეთ გაიყვანს მას და მის წინაშე დაკლავენ. 4 აიღოს თითით ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ დააწვეთოს შეხვედრის კარვის შესასვლელის მხარეს.+ 5 მის თვალწინ უნდა დაწვან დეკეული — მისი ტყავი, ხორცი, სისხლი და ნეხვი.+ 6 აიღოს მღვდელმა კედრის ხის ტოტი, უსუპი,+ ალისფერი ნართი და დაყაროს ცეცხლზე, სადაც დეკეულს დაწვავენ. 7 გაირეცხოს მღვდელმა ტანსაცმელი, იბანაოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ბანაკში შესვლა, ოღონდ საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
8 ვინც დეკეულს დაწვავს, ტანსაცმელი გაირეცხოს, იბანაოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
9 ვინც განწმენდილია, შეაგროვოს დეკეულის ფერფლი+ და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილას დაყაროს. ის ისრაელებს განმწმენდი წყლის დასამზადებლად ექნებათ.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10 დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
ეს იქნება სამარადისო წესი როგორც ისრაელებისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები უცხოელებისთვის.+ 11 ვინც მკვდარს შეეხება, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება.+ 12 ის მესამე დღეს უნდა განიწმინდოს განმწმენდი წყლით და მეშვიდე დღეს განწმენდილი იქნება. თუ მესამე დღეს არ განიწმინდება, მეშვიდე დღეს განწმენდილი ვერ იქნება. 13 ვინც მკვდარს შეეხება და არ განიწმინდება, ის იეჰოვას კარავს წაბილწავს;+ ის უნდა მოკვდეს.+ ვინაიდან მას განმწმენდი წყალი+ არ სხურებია, ის გაუწმინდურებული დარჩა.
14 ეს არის კანონი: როცა ვინმე კარავში მოკვდება, ამ დროს ვინც კარავში იყო ან ვინც იქ შევა, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება; 15 გაუწმინდურდება ნებისმიერი თავღია ჭურჭელიც.+ 16 ვინც ტრიალ მინდორში მკვდარს*, ადამიანის ძვალს ან სამარხს შეეხება, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება.+ 17 გაუწმინდურებულის განსაწმენდად აიღონ ფერფლი ცოდვის შესაწირავიდან, რომელიც დაიწვა, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ წყაროს წყალი დაასხან. 18 შემდეგ განწმენდილმა კაცმა+ აიღოს უსუპი,+ ჩააწოს წყალში და მოასხუროს კარავს, ჭურჭელს, იქ მყოფთ და მას, ვინც შეეხო ძვალს, მკვდარს ან სამარხს. 19 ვინც განწმენდილია, განმწმენდ წყალს მესამე და მეშვიდე დღეს მიასხურებს გაუწმინდურებულს და იგი მეშვიდე დღეს+ ცოდვისგან განიწმინდება; გაირეცხოს მან ტანსაცმელი, იბანაოს და საღამოს გაწმენდილი იქნება.
20 ვინც გაუწმინდურებული იქნება და არ განიწმინდება, უნდა მოკვდეს,+ რადგან მან იეჰოვას წმინდა ადგილი წაბილწა. მას განმწმენდი წყალი არ სხურებია; ის გაუწმინდურებული დარჩა.
21 ეს იქნება მათთვის სამარადისო წესი: განმწმენდი წყლის+ მსხურებელმა გაირეცხოს ტანსაცმელი; ის, ვინც განმწმენდ წყალს შეეხო, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 22 რასაც გაუწმინდურებული შეეხება, გაუწმინდურდება, და ვინც გაუწმინდურებულს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება“.+
20 მივიდა მთელი ისრაელი პირველ თვეს ცინის უდაბნოში და კადეშში+ გაჩერდა. მოკვდა იქ მირიამი+ და დამარხეს.
2 წყალი არ ჰქონდათ ისრაელებს;+ შეიკრიბნენ ისინი მოსესა და აარონის წინააღმდეგ. 3 მათ დავა დაუწყეს მოსეს:+ „ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით იეჰოვას წინაშე! 4 იმიტომ მოგვიყვანე უდაბნოში იეჰოვას ხალხი, რომ დაგვხოცო ჩვენც და ჩვენი პირუტყვიც?!+ 5 რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან და რატომ მოგვიყვანე ამ უვარგის მიწაზე?!+ აქ არც სათესი ადგილია, არც ლეღვი, არც ვაზი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალი“.+ 6 მოსცილდნენ ხალხს მოსე და აარონი, მივიდნენ შეხვედრის კარვის შესასვლელთან და პირქვე დაემხვნენ. გამოეცხადა მათ იეჰოვას სიდიადე.+
7 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 8 „აიღე ჯოხი და შენ და შენმა ძმამ აარონმა ხალხს მოუხმეთ. მათ თვალწინ უთხარით კლდეს, რომ წყალი მოგცეთ; გადმოვა კლდიდან წყალი და ხალხიც დალევს და პირუტყვიც“.+
9 აიღო მოსემ ჯოხი იეჰოვას წინაშე,+ როგორც ნაბრძანები ჰქონდა. 10 კლდესთან მოიხმეს ხალხი მოსემ და აარონმა. მოსემ მათ მიმართა: „მომისმინეთ, თქვე ურჩებო! გინდათ, გადმოგიდინოთ კლდიდან წყალი?“+ 11 აღმართა მოსემ ხელი, ჯოხი კლდეს ორჯერ დაჰკრა და გადმოსკდა იქიდან წყალი; წყალი ხალხმაც დალია და პირუტყვმაც.+
12 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „რადგან არ მერწმუნეთ და არ განმწმინდეთ ისრაელთა თვალში, ვეღარ შეიყვანთ ამ ხალხს იმ ქვეყანაში, რომელსაც მათ მივცემ“.+ 13 ეს არის მერიბას* წყალი;+ ამ ადგილას ედავებოდნენ ისრაელები იეჰოვას, და განიწმინდა იგი მათ შორის.
14 შემდეგ მოსემ კადეშიდან ედომის მეფეს+ მაცნეები გაუგზავნა და დააბარა: «აი, რას გითვლის შენი ძმა ისრაელი:+ „კარგად იცი, რა გადავიტანეთ. 15 ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტეში ჩავიდა+ და იქ მრავალი წელი ცხოვრობდა.+ ეგვიპტელები ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენც და ჩვენს მამა-პაპასაც.+ 16 ბოლოს შევღაღადეთ იეჰოვას+ და მანაც შეისმინა ჩვენი ვედრება; ანგელოზი+ გამოგვიგზავნა და ეგვიპტიდან გამოგვიყვანა. ახლა კადეშში ვართ, შენი ქვეყნის საზღვართან მდებარე ქალაქში. 17 გაგვატარე შენს მიწაზე; არც ყანებზე გავივლით და არც ვენახებზე, არცერთი ჭიდან არ დავლევთ წყალს. სამეფო გზით წავალთ, არც მარჯვნივ გადავუხვევთ და არც მარცხნივ, სანამ შენი ქვეყნიდან არ გავალთ“».+
18 ედომმა მოსეს შემოუთვალა: „არ გაიარო ჩემს მიწაზე, თორემ მახვილით დაგხვდები!“ 19 ისრაელებმა შეუთვალეს: „მთავარი გზით წავალთ და, თუ შენს წყალს დავლევთ ჩვენ ან ჩვენი პირუტყვი, აგინაზღაურებთ.+ მხოლოდ გაგვატარე, მეტი არაფერი გვინდა“.+ 20 მან კი შემოუთვალა: „არ გაგატარებთ!“+ გაემართა ედომი მათთან დასახვედრად დიდი და ძლიერი ლაშქრით. 21 არ გაატარა ედომმა ისრაელი თავის მიწაზე და გაბრუნდა ისრაელი.+
22 დაიძრა კადეშიდან მთელი ისრაელი და მიადგა ჰორის მთას.+ 23 იეჰოვამ მოსესა და აარონს ჰორის მთასთან, ედომის მიწის საზღვართან, უთხრა: 24 „აარონი თავის ხალხს შეუერთდება*+ და ვერ შევა იმ ქვეყანაში, რომელსაც ისრაელებს მივცემ, ვინაიდან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან.+ 25 აიყვანე აარონი და მისი ვაჟი ელეაზარი ჰორის მთაზე. 26 გახადე აარონს სამოსელი+ და ჩააცვი მის ვაჟს, ელეაზარს,+ აარონი კი იქ მოკვდება“.
27 მოსეც იეჰოვას ბრძანებისამებრ მოიქცა; მთელი ხალხის თვალწინ ავიდნენ ისინი ჰორის მთაზე. 28 გახადა მოსემ აარონს სამოსელი და მის ვაჟს, ელეაზარს, ჩააცვა. მოკვდა აარონი იქ, მთის წვერზე.+ ჩამოვიდნენ მთიდან მოსე და ელეაზარი. 29 მიხვდა ხალხი, რომ მომკვდარიყო აარონი. 30 დღე გლოვობდა აარონს ისრაელის მთელი კრებული.+
21 გაიგო ნეგებში მცხოვრებმა არადის ქანაანელმა მეფემ,+ რომ ისრაელები ათარიმის გზით მოსულიყვნენ; შეებრძოლა ისრაელებს და ზოგი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 2 ისრაელებმა იეჰოვას აღუთქვეს: „თუ ხელში ჩაგვიგდებ ამ ხალხს, გავანადგურებთ მათ ქალაქებს“. 3 იეჰოვამაც შეისმინა მათი თხოვნა და ხელში ჩაუგდო ქანაანელები; გაანადგურეს მათ ქანაანელებიც და მათი ქალაქებიც. ამიტომ იმ ადგილს ხორმა*+ უწოდეს.
4 ჰორის მთიდან+ წითელი ზღვის გზით წავიდნენ, ედომის მიწისთვის+ რომ გვერდი აევლოთ; დაიქანცა ხალხი გზაში. 5 დაიწყო ხალხმა ჩივილი ღვთისა და მოსეს წინააღმდეგ:+ „იმიტომ გამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ უდაბნოში დაგვხოცოთ?! არც საჭმელი გვაქვს და არც სასმელი;+ შეგვძულდა ეს საზიზღარი პური“.+ 6 მიუსია იეჰოვამ ისრაელებს შხამიანი გველები; დაკბინეს გველებმა ხალხი და ბევრი მათგანი დაიხოცა.+
7 მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, ჩივილი რომ დავიწყეთ იეჰოვასა და შენ წინააღმდეგ.+ გვიშუამდგომლე იეჰოვასთან, რომ მოგვაშოროს ეს გველები“. მოსემაც ილოცა ხალხისთვის.+ 8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გააკეთე შხამიანი გველი და ბოძზე მიამაგრე. ყველა, ვისაც გველი უკბენს, შეხედავს მას და გადარჩება“. 9 მაშინვე გააკეთა მოსემ სპილენძისგან გველი+ და ბოძზე მიამაგრა.+ ვისაც გველი უკბენდა და სპილენძის გველს შეხედავდა, აღარ კვდებოდა.+
10 დაიძრნენ იქიდან ისრაელები და ობოთში დაბანაკდნენ.+ 11 შემდეგ ობოთიდან დაიძრნენ და იე-აბარიმში დაბანაკდნენ,+ უდაბნოში, რომელიც მოაბთანაა, აღმოსავლეთით. 12 იქიდანაც დაიძრნენ და ზერედის ხევთან+ დაბანაკდნენ. 13 კვლავ დაიძრნენ და არნონის მხარეში+ დაბანაკდნენ, უდაბნოში, რომელიც ამორეველთა საზღვრიდან იწყება. არნონი მოაბს ესაზღვრება და მოაბსა და ამორეველებს შორის მდებარეობს. 14 ამიტომაცაა ნათქვამი იეჰოვას ომების მატიანეში: „სუფაში ვაჰები და არნონის ხევები, 15 თავისი შენაკადებით არისკენ რომ ეშვება და მოაბს ემიჯნება“.
16 იქიდან ბეერისკენ გაემართნენ, იმ ჭისკენ, რომელზეც იეჰოვამ მოსეს უთხრა, შეკრიბე ხალხი და წყალს მივცემო.
17 იმ დროს ისრაელებმა ეს სიმღერა იმღერეს:
„ამოსჩქეფე, ჭაო! მიუმღერეთ ხალხო!
18 მთავრებმა ამოჭრეს ჭა, დიდებულებმა ამოთხარეს
მთავრის კვერთხითა და თავიანთი კვერთხებით“.
შემდეგ ისრაელები უდაბნოდან მათანისკენ გაემართნენ. 19 მათანიდან ნაჰალიელისკენ წავიდნენ, ნაჰალიელიდან — ბამოთისკენ,+ 20 ბამოთიდან კი — იმ ველისკენ, რომელიც მოაბის+ მხარეშია, ფისგის წვერზე,+ იეშიმონს რომ გადაჰყურებს.+
21 გაუგზავნეს ისრაელებმა მაცნეები ამორეველთა მეფეს, სიხონს, და შეუთვალეს:+ 22 „გაგვატარე შენს მიწაზე, არც ყანებზე გავივლით და არც ვენახზე, არც ჭებიდან დავლევთ წყალს. სამეფო გზიდან არ გადავუხვევთ, სანამ შენი ქვეყნიდან არ გავალთ“.+ 23 მაგრამ არ გაატარა სიხონმა ისრაელი თავის მიწაზე. შეკრიბა თავისი ხალხი და წავიდა უდაბნოში ისრაელთან საომრად. მივიდა იაჰაცში და შეებრძოლა ისრაელს.+ 24 დაამარცხა იგი ისრაელმა+ და დაეპატრონა მის ქვეყანას+ არნონიდან+ იაბოკამდე+ და თითქმის ამონელთა მიწამდე, რადგან იაზერი+ ამონელთა+ საზღვარზეა.
25 აიღეს ისრაელებმა ამორეველთა+ ყველა ქალაქი, ხეშბონი და მისი მიმდებარე ქალაქები, და იქ დასახლდნენ. 26 ხეშბონი ამორეველთა მეფის, სიხონის, ქალაქი იყო. იგი უწინ მოაბის მეფეს შეებრძოლა და არნონამდე მთელი მიწა წაართვა. 27 ამიტომაც უთქვამთ მოშაირეებს:
„ჩამოდით ხეშბონში.
აშენდეს სიხონის ქალაქი და მტკიცედ დაფუძნდეს.
28 ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან, ალი — სიხონის ქალაქიდან.
შთანთქა მოაბის არი და არნონის მაღლობთა მთავარნი.
29 ვაი შენ, მოაბ! განადგურდებით, ქემოშის+ ხალხო!
თავის ვაჟებს ლტოლვილებად აქცევს და თავის ქალიშვილებს — ამორეველთა მეფის, სიხონის, ტყვეებად.
30 თავს დავესხათ.
მიწასთან გასწორდება ყველაფერი ხეშბონიდან დიბონამდე,+
გავაპარტახოთ ყველაფერი ნოფახამდე,
ცეცხლი მოედება ყოველივეს მედებამდე“.+
31 გაჩერდნენ ისრაელები ამორეველთა მიწაზე. 32 გაგზავნა მოსემ რამდენიმე მზვერავი იაზერში.+ აიღეს ისრაელებმა მისი მიმდებარე ქალაქები და განდევნეს იქიდან ამორეველები. 33 შემდეგ ბაშანის გზით წავიდნენ. გამოემართა ბაშანის მეფე ოგი+ თავის ხალხთან ერთად, რომ შებრძოლებოდა მათ ედრეისთან.+ 34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „არ შეშინდე;+ ხელში ჩაგიგდებ მას, მის ხალხს და მის ქვეყანას;+ მასაც ის დამართე, რაც ხეშბონში მცხოვრებ ამორეველთა მეფე სიხონს“.+ 35 მათაც დახოცეს ის, მისი ვაჟები და მისი ხალხი; არავინ გადარჩენილა.+ დაეპატრონნენ ისინი მის ქვეყანას.+
22 დაიძრნენ ისრაელები და მოაბის ხრიოკ ველზე დაბანაკდნენ, იორდანის გადაღმა, იერიხონის მახლობლად.+ 2 გაიგო ბალაკმა,+ ციფორის ძემ, ყველაფერი, რაც ისრაელებმა ამორეველებს დამართეს. 3 შეეშინდათ მოაბელებს ისრაელების, რადგან მრავალრიცხოვანნი იყვნენ; თავზარი დაეცათ.+ 4 მოაბელებმა მიდიანელ+ უხუცესებს უთხრეს: „როგორც ხარი ბალახს, ისე გადაგვიჭამს ეს ხალხი ირგვლივ ყველაფერს“.
იმ დროს მოაბში ბალაკი, ციფორის ძე, მეფობდა. 5 მან მაცნეები გაუგზავნა ბალაამს, ბეორის ძეს, ფეთორში,+ რომელიც მისივე სამშობლოში მდინარის* პირას მდებარეობს. ბალაკმა მას შეუთვალა: „ეს ხალხი ეგვიპტიდან გამოვიდა და მთელ არემარეს მოედო.+ ჩემთან ახლოს დასახლდნენ. 6 ჩამოდი, დამიწყევლე ეს ხალხი,+ რადგან ჩემზე ძლიერები არიან. იქნებ დავამარცხო და განვდევნო ამ მიწიდან; ვიცი, რომ ვისაც შენ ლოცავ, დალოცვილია, და ვისაც შენ წყევლი, დაწყევლილია“.
7 წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები და თან წაიღეს გასამრჯელო მისნობისთვის; მივიდნენ ბალაამთან+ და გადასცეს ბალაკის დანაბარები. 8 მან უთხრა მათ: „აქ გაათიეთ ღამე. რასაც იეჰოვა მეტყვის, მეც იმას გეტყვით“. დარჩნენ მოაბის მთავრები ბალაამთან.
9 მივიდა ღმერთი ბალაამთან და ჰკითხა:+ „ვინ არიან ეს კაცები, შენთან რომ მოვიდნენ?“ 10 ბალაამმა ღმერთს მიუგო: «მოაბის მეფემ, ბალაკმა, ციფორის ძემ, მაცნეები გამომიგზავნა და შემომითვალა: 11 „ეს ხალხი ეგვიპტიდან გამოვიდა და მთელ არემარეს მოედო. ჩამოდი, დამიწყევლე ისინი;+ იქნებ დავამარცხო და განვდევნო აქედან“». 12 ღმერთმა ბალაამს მიუგო: „არ წაჰყვე მათ. არ დაწყევლო ის ხალხი, რადგან კურთხეულები არიან“.+
13 ადგა ბალაამი დილით და ბალაკის მთავრებს უთხრა: „დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში, არ მიშვებს იეჰოვა“. 14 წავიდნენ მოაბის მთავრები, მივიდნენ ბალაკთან და უთხრეს: „არ წამოგვყვა ბალაამი“.
15 ამჯერად ბალაკმა უფრო მეტი მთავარი გაგზავნა, თანაც უფრო პატივდებულნი. 16 ისინიც ჩავიდნენ ბალაამთან და უთხრეს: «აი, რა შემოგითვალა ბალაკმა, ციფორის ძემ: „საჩქაროდ ჩამოდი ჩემთან! 17 დიდ პატივს მოგაგებ და რასაც მეტყვი, ყველაფერს შეგისრულებ, ოღონდ ჩამოდი და დამიწყევლე ეს ხალხი“». 18 ბალაამმა ბალაკის მსახურებს მიუგო: „ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, მაინც ვერ გადავალ ჩემი ღვთის, იეჰოვას, ბრძანებას; ვერაფრით დაგეხმარებით.+ 19 აქ გაათიეთ ღამე; გავიგებ, კიდევ რას მეტყვის იეჰოვა“.+
20 ღამით ღმერთი ბალაამთან მივიდა და უთხრა: „თუ ეს კაცები შენ წასაყვანად არიან მოსულები, გაჰყევი, ოღონდ მხოლოდ ის თქვი, რასაც მე გეტყვი“.+ 21 ადგა დილით ბალაამი, შეკაზმა ვირი და გაჰყვა მოაბის მთავრებს.+
22 განრისხდა ღმერთი, რადგან გაჰყვა მათ ბალაამი. იეჰოვას ანგელოზი გზაზე გადაუდგა, რომ არ გაეშვა. ბალაამი ვირზე იჯდა; მას ორი მსახური ახლდა. 23 დაინახა ვირმა გზაზე იეჰოვას ანგელოზი, რომელსაც ხელში მახვილი ეჭირა. ვირს მინდვრისკენ გადახვევა უნდოდა, მაგრამ ბალაამმა ცემა დაუწყო, რომ გზისკენ მოეტრიალებინა. 24 შემდეგ იეჰოვას ანგელოზი ვენახებს შორის ვიწრო გზაზე დადგა, რომლის ორივე მხარეს ყორე იყო. 25 როდესაც ვირმა იეჰოვას ანგელოზი დაინახა, ყორეს მიეკრა და ბალაამს ფეხი მიუჭყლიტა; ბალაამმა ისევ დაუწყო ცემა.
26 დაიძრა იეჰოვას ანგელოზი და ვიწრო ადგილზე დადგა, საიდანაც არც მარჯვნივ იყო გადასახვევი და არც მარცხნივ. 27 ვირმა იეჰოვას ანგელოზი ისევ რომ დაინახა, ჩაიჩოქა. გაცეცხლდა ბალაამი და დაუწყო ვირს ჯოხით ცემა. 28 ბოლოს აალაპარაკა იეჰოვამ ვირი+ და ბალაამისთვის ათქმევინა: „ისეთი რა დაგიშავე, სამჯერ რომ მცემე?!“+ 29 ბალაამმა ვირს მიუგო: „დასაცინი გამხადე; მახვილი რომ მეჭიროს, მოგკლავდი!“ 30 ვირმა ბალაამს მიუგო: „მე ხომ შენი ვირი ვარ და მთელი ცხოვრება გემსახურები?! მოგქცევივარ ასე ოდესმე?!“ მან უპასუხა: „არა!“ 31 აუხილა იეჰოვამ ბალაამს თვალი+ და მანაც დაინახა იეჰოვას ანგელოზი, რომელიც მახვილით ხელში იდგა გზაზე. ბალაამმა მაშინვე მუხლი მოიყარა მის წინაშე და პირქვე დაემხო.
32 იეჰოვას ანგელოზმა მას უთხრა: „რატომ სცემე სამჯერ შენს ვირს? მე იმიტომ გიღობავდი გზას, რომ არ გამეშვი, რადგან ჩემი ნების წინააღმდეგ წახვედი.+ 33 დამინახა ვირმა და სამჯერ სცადა გადახვევა.+ რომ არ გადაეხვია, მოგკლავდი, ვირს კი ცოცხალს დავტოვებდი“. 34 ბალაამმა იეჰოვას ანგელოზს მიუგო: „შევცოდე, არ ვიცოდი, შენ რომ მიღობავდი გზას. თუ შენს თვალში ცუდად მოვიქეცი, გავბრუნდები“. 35 იეჰოვას ანგელოზმა ბალაამს უთხრა: „წაჰყევი ამ კაცებს, ოღონდ მხოლოდ ის თქვი, რასაც მე გეტყვი“. ბალაამიც გაჰყვა ბალაკის მთავრებს.
36 ბალაკმა რომ გაიგო, ბალაამი მოვიდაო, მაშინვე გაეშურა მასთან შესახვედრად მოაბის ქალაქში, რომელიც არნონის პირასაა, საზღვარზე. 37 ბალაკმა ბალაამს უთხრა: „ხომ გამოგიგზავნე ხალხი?! რატომ არ მოდიოდი? გეგონა, ვერ შევძლებდი შენს პატივისცემას?!“+ 38 ბალაამმა ბალაკს მიუგო: „კი მოვედი, მაგრამ რა გითხრა?! მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც ღმერთი მათქმევინებს“.+
39 გაჰყვა ბალაამი ბალაკს და მივიდნენ კირიათ-ხუცოთში. 40 შესწირა ბალაკმა ცხვარ-ძროხა და გაუმასპინძლდა ბალაამსა და მთავრებს. 41 დილით ბალაკმა ბალაამი ბამოთ-ბაალში მიიყვანა, საიდანაც იგი მთელ ხალხს დაინახავდა.+
23 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „ამიგე აქ შვიდი სამსხვერპლო+ და შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი გამიმზადე“. 2 ბალაკი მაშინვე ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა. შესწირეს ბალაკმა და ბალაამმა თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი.+ 3 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „შენ აქ დარჩი, დასაწვავ მსხვერპლთან, მე კი წავალ, იქნებ გამომეცხადოს იეჰოვა. რასაც გამიმხელს, გეტყვი“. ადგა ბალაამი და მოტიტვლებულ გორაზე ავიდა.
4 გამოეცხადა ღმერთი ბალაამს.+ ბალაამმა მას უთხრა: „შვიდი სამსხვერპლო ავაგე ერთმანეთის გვერდიგვერდ და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შევწირე“. 5 დაუდო იეჰოვამ თავისი სიტყვა ბალაამს ბაგეზე და უთხრა:+ „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ჩემი სიტყვა“. 6 ბალაამიც დაბრუნდა და დაინახა, რომ ბალაკი და მოაბის მთავრები დასაწვავ მსხვერპლთან იდგნენ. 7 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„მოაბის მეფემ, ბალაკმა, არამიდან+ ჩამომიყვანა,
აღმოსავლეთის მთებიდან,
მოდი, დამიწყევლეო იაკობი,
მოდი, შერისხეო ისრაელი.+
8 როგორ დავწყევლო ისინი, ვინც ღმერთს არ დაუწყევლია?!
როგორ შევრისხო ისინი, ვინც იეჰოვას არ შეურისხავს?!+
9 კლდის წვერიდან ვხედავ მათ
და გორებიდან ვუმზერ.
განმარტოებით ცხოვრობენ,
სხვა ერებისგან განცალკევებით.+
დაე მართალთა სიკვდილით მოვკვდე
და ჩემი აღსასრული მათ აღსასრულს დაემსგავსოს“.
11 ბალაკმა ბალაამს უთხრა: „ეს რა მიყავი?! ჩემი მტრების დასაწყევლად მოგიყვანე, შენ კი დალოცე!“+ 12 მან მიუგო: „რა, არ უნდა ვთქვა, რასაც იეჰოვა დამიდებს ბაგეზე?!“+
13 ბალაკმა ბალაამს სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წამომყევი, საიდანაც ყველას ვერ დაინახავ, მხოლოდ ნაწილს დაინახავ; იქიდან დამიწყევლე ისინი“.+ 14 წაიყვანა ბალაამი ცოფიმის ველზე, ფისგის წვერზე.+ ააგო შვიდი სამსხვერპლო და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შესწირა.+ 15 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „დარჩი შენს დასაწვავ მსხვერპლთან, მე კი წავალ და დავეკითხები ღმერთს“. 16 გამოეცხადა იეჰოვა ბალაამს და ბაგეზე დაუდო თავისი სიტყვა:+ „დაბრუნდი ბალაკთან და გადაეცი ჩემი სიტყვა“. 17 ბალაამიც დაბრუნდა და დაინახა, რომ ბალაკი და მოაბის მთავრები დასაწვავ მსხვერპლთან იდგნენ. ბალაკმა მას ჰკითხა: „რა გითხრა იეჰოვამ?“ 18 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„ადექი, ბალაკ! მომისმინე!
ციფორის ძეო, ყური დამიგდე!
თქვას და არ გააკეთოს,
პირობა დადოს და არ შეასრულოს.+
21 არ იწყნარებს იგი იაკობის წინააღმდეგ ჯადოქრობას
და არც გასაჭირისთვის იმეტებს ისრაელს.
მათი ღმერთი იეჰოვაა მათთან,+
და განდიდებულია იგი მათ შორის როგორც მეფე.
22 ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა;+
იგი მათთვის გარეული ხარის რქასავითაა.+
ახლა იტყვიან იაკობსა და ისრაელზე,
ნახეთ, რა მოიმოქმედაო ღმერთმა!
არ დაწვება, სანამ მსხვერპლს არ შეჭამს
და სანამ მის სისხლს არ დალევს“.
25 ბალაკმა ბალაამს უთხრა: „თუ ვერ დაწყევლი, მაშინ ნუღარც დალოცავ“. 26 ბალაამმა მიუგო: „ხომ გითხარი, რასაც იეჰოვა მეტყვის, მხოლოდ იმას გავაკეთებ-მეთქი!“+
27 ბალაკმა ბალაამს სთხოვა: „კიდევ ერთ ადგილზე წაგიყვან; იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა იქიდან მაინც დაგაწყევლინოს ისინი“.+ 28 აიყვანა ბალაკმა ბალაამი ფეორის წვერზე, რომელიც იეშიმონს* გადაჰყურებს.+ 29 ბალაამმა ბალაკს უთხრა: „ააგე აქ შვიდი სამსხვერპლო და შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი გამიმზადე“.+ 30 ბალაკიც ბალაამის ნათქვამისამებრ მოიქცა და თითო სამსხვერპლოზე თითო მოზვერი და თითო ვერძი შესწირა.
24 მიხვდა ბალაამი, რომ იეჰოვას ისრაელის კურთხევა სურდა; ამიტომ აღარ წავიდა სამისნოდ+ და უდაბნოსკენ შეტრიალდა. 2 როცა გაიხედა ბალაამმა და ტომებად განლაგებული ისრაელი დაინახა,+ ღვთის სული გადმოვიდა მასზე+ 3 და ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,
რომელმაც თვალი გაახილა,
4 რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,
რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,
რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო:+
როგორც არწივის ხეები, იეჰოვას დარგული,
როგორც კედრები წყლის პირას.
7 მოედინება წყალი მისი ორი ჭურჭლიდან,
მისი თესლი უხვ წყლებთანაა+ დათესილი.
მისი მეფე+ აგაგზე აღმატებული იქნება+
და მისი სამეფო აღორძინდება.+
8 ღმერთმა ისინი ეგვიპტიდან გამოიყვანა;
იგი მათთვის გარეული ხარის რქასავითაა.
ის შთანთქავს ხალხებს, თავის მჩაგვრელებს,+
ძვლებს დაუღრღნის და ისრებით განგმირავს.
9 ჩაიმუხლა, ლომივით გაწვა,
ვინ წამოაგდებს მას?!
დალოცვილია, ვინც გლოცავს,
და დაწყევლილია, ვინც გწყევლის“.+
10 განრისხდა ბალაკი ბალაამზე, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა: „ჩემი მტრის დასაწყევლად მოგიყვანე,+ შენ კი სამივეჯერ დალოცე. 11 საიდანაც მოსულხარ, იქ წადი. შენი პატივისცემა მინდოდა,+ მაგრამ იეჰოვამ არ ინდომა“.
12 ბალაამმა ბალაკს მიუგო: „ხომ ვუთხარი შენ გამოგზავნილ მაცნეებს, 13 ბალაკმა თავისი სახლიც რომ მომცეს, ოქრო-ვერცხლით სავსე, მაინც ვერ გადავალ-მეთქი იეჰოვას ბრძანებას; ჩემი ნებით ვერც კარგს გავაკეთებ-მეთქი და ვერც ცუდს. რასაც იეჰოვა მეტყვის, მხოლოდ იმას ვიტყვი-მეთქი.+ 14 ახლა დავბრუნდები ჩემს ხალხთან, წასვლამდე კი გეტყვი, რას დამართებს ეს ხალხი შენს ხალხს“. 15 მან ასეთი იგავი წარმოთქვა:+
„სიტყვა ბალაამისა, ბეორის ვაჟისა,
რომელმაც თვალი გაახილა,+
16 რომელმაც ღვთის ნათქვამი გაიგონა,
რომელსაც უზენაესის ცოდნა აქვს,
რომელსაც ყოვლისშემძლისგან ხილვა ჰქონდა,
რომელიც თვალგახელილი პირქვე დაემხო:
17 ახლა ვერ ვხედავ მას, მაგრამ დავინახავ;
ვიხილავ მას, მაგრამ არა ახლა.
მოაბს შუბლს დაულეწავს+
და გაპარტახების ძეებს — თავის ქალას.
20 ამალეკი რომ დაინახა, განაგრძო იგავი:
21 კენიელები+ რომ დაინახა, კვლავ განაგრძო იგავი:
„უსაფრთხოა შენი საცხოვრებელი, კლდეზეა შენი სამყოფელი.
22 მაგრამ გადაწვავენ კაინს.
განა რამდენი ხანი დაგრჩა ასურეთის ტყვეობაში ჩავარდნამდე?!“
23 კვლავ განაგრძო იგავი:
„ვაი! ვინ გადარჩება, როცა ღმერთი მოიმოქმედებს ამას?!
მაგრამ თავადაც დაიღუპება“.
25 ამის შემდეგ ადგა ბალაამი+ და გზას გაუდგა. ბალაკიც გაუდგა თავის გზას.
25 ისრაელი შიტიმში+ იყო დაბანაკებული, როცა ხალხმა მოაბის ასულებთან გარყვნილების ჩადენა დაიწყო.+ 2 იქაური ქალები ხალხს თავიანთი ღმერთებისთვის გამართულ მსხვერპლშეწირვაზე ეპატიჟებოდნენ.+ ხალხიც ჭამდა და მათი ღმერთების წინაშე პირქვე ემხობოდა.+ 3 დაიწყო ისრაელმა ფეორის ბაალის+ თაყვანისცემა; განრისხდა იეჰოვა ისრაელზე. 4 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მოიყვანე ყველა თავკაცი, რომლებმაც შესცოდეს, და დღისით ჩამოკიდე იეჰოვას წინაშე, რომ დაცხრეს იეჰოვას რისხვა“. 5 მოსემ ისრაელის მსაჯულებს+ დაავალა, რომ დაეხოცათ ისინი, ვინც ფეორის ბაალს თაყვანი სცა.+
6 მაშინ მოვიდა ბანაკში ერთი ებრაელი კაცი მიდიანელ ქალთან+ ერთად მოსესა და მთელი ისრაელის თვალწინ, როცა ისინი შეხვედრის კარვის შესასვლელთან ტიროდნენ. 7 ეს რომ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა ფინხასმა+ დაინახა, მაშინვე წამოდგა და შუბს დაავლო ხელი. 8 დაედევნა იმ ებრაელს, კარავში შეჰყვა და კაცსაც და ქალსაც შუბი ჩასცა; ქალს შუბი საზარდულში გაუყარა. შეწყდა ისრაელში უბედურება.+ 9 მაშინ 24 000 კაცი დაიღუპა.+
10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 11 „ფინხასმა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ელეაზარის, ვაჟმა დააცხრო ჩემი რისხვა, რადგან არ შეიწყნარა ჩემდამი ორგულობა;+ მეც აღარ შევმუსრე ისრაელები, თუმცა ერთგულებას მოვითხოვ.+ 12 უთხარი ფინხასს, რომ მშვიდობის შეთანხმებას ვაძლევ. 13 ეს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის+ მღვდლობის შეთანხმება იქნება სამარადისოდ, რადგან არ შეიწყნარა თავისი ღვთისადმი ორგულობა+ და გამოისყიდა ისრაელების დანაშაული“.
14 მიდიანელ ქალთან ერთად მოკლულ ებრაელ კაცს ზიმრი ერქვა. ის სიმონის საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს თავკაცის, სალუს, ვაჟი იყო. 15 მოკლულ მიდიანელ ქალს ქოზბი ერქვა. ის მიდიანელთა+ საგვარეულოს შტოთა თავკაცის, ცურის,+ ასული იყო.
16 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17 „შეუტიეთ მიდიანელებს და დახოცეთ,+ 18 რადგან გმტრობდნენ; მათ გაცდუნეს ფეორისა+ და მიდიანელი თავკაცის ასულის, თავიანთი დის, ქოზბის მეშვეობით, რომელიც იმ დღეს მოკლეს,+ როცა ფეორის გამო უბედურება დატრიალდა“.+
26 იმ უბედურების+ შემდეგ იეჰოვამ მოსესა და ელეაზარს, აარონ მღვდლის ვაჟს, უთხრა: 2 „აღრიცხეთ მთელი ხალხი 20 წლიდან ზევით, თავიანთი შტოების მიხედვით, ყოველი ბრძოლისუნარიანი კაცი“.+ 3 დაელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ+ მღვდელი მოაბის ხრიოკ ველზე+ მდინარე იორდანესთან, იერიხონის+ მახლობლად: 4 „აღრიცხეთ ყველანი 20 წლიდან ზევით, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“.+
ეგვიპტიდან გამოსული ისრაელები იყვნენ: 5 რეუბენის,+ ისრაელის პირმშოს, ტომი. რეუბენის ვაჟები+ იყვნენ: ხანოქი — ხანოქელთა შტო; ფალუ — ფალუელთა შტო; 6 ხეცრონი — ხეცრონელთა შტო; ქარმი — ქარმელთა შტო. 7 ესენი იყვნენ რეუბენელთა შტოები. სულ 43 730 კაცი აღირიცხა.+
8 ფალუს ვაჟი იყო ელიაბი. 9 ელიაბის ვაჟები იყვნენ: ნემუელი, დათანი და აბირამი. დათანი და აბირამი ისრაელში რჩეული მამაკაცები იყვნენ; ისინი კორახის მხარდამჭერებთან+ ერთად მოსესა+ და აარონს აუმხედრდნენ, რითაც იეჰოვას აუმხედრდნენ.+
10 მაშინ დააღო მიწამ პირი და ჩაყლაპა ისინი. თავის მხარდამჭერებთან ერთად მოკვდა კორახი; ცეცხლმა 250 კაცი შთანთქა.+ ეს შემთხვევა გამაფრთხილებელ მაგალითად იქცა.+ 11 კორახის ვაჟები არ დახოცილან.+
12 სიმონის ვაჟები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ნემუელი — ნემუელელთა შტო; იამინი — იამინელთა შტო; იაქინი — იაქინელთა შტო; 13 ზერახი — ზერახელთა შტო; შაული — შაულელთა შტო. 14 ესენი იყვნენ სიმონის საგვარეულოს შტოები, სულ 22 200 კაცი.+
15 გადის ვაჟები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ცეფონი — ცეფონელთა შტო; ხაგი — ხაგელთა შტო; შუნი — შუნელთა შტო; 16 ოზნი — ოზნელთა შტო; ერი — ერელთა შტო; 17 აროდი — აროდელთა შტო; არელი — არელელთა შტო. 18 ესენი იყვნენ გადის საგვარეულოს შტოები; სულ 40 500 კაცი აღირიცხა.+
19 იუდას+ ვაჟები იყვნენ ერი და ონანი.+ ორივენი ქანაანში დაიხოცნენ.+ 20 იუდას ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: შელა+ — შელაელთა შტო; ფერეცი+ — ფერეცელთა შტო; ზერახი+ — ზერახელთა შტო. 21 ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ — ხეცრონელთა შტო; ხამული+ — ხამულელთა შტო. 22 ესენი იყვნენ იუდას საგვარეულოს შტოები; სულ 76 500 კაცი აღირიცხა.+
23 ისაქარის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: თოლა+ — თოლაელთა შტო; ფუვა — ფუვაელთა შტო; 24 იაშუბი — იაშუბელთა შტო; შიმრონი — შიმრონელთა შტო. 25 ესენი იყვნენ ისაქარის საგვარეულოს შტოები; სულ 64 300 კაცი აღირიცხა.+
26 ზებულონის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: სერედი — სერედელთა შტო; ელონი — ელონელთა შტო; იახლელი — იახლელელთა შტო. 27 ესენი იყვნენ ზებულონის საგვარეულოს შტოები; სულ 60 500 კაცი აღირიცხა.+
28 იოსების+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: მენაშე და ეფრემი.+ 29 მენაშეს+ ვაჟები იყვნენ: მაქირი+ — მაქირელთა შტო. მაქირს შეეძინა გალაადი; გალაადი+ — გალაადელთა შტო. 30 გალაადის ვაჟები იყვნენ: იეზერი — იეზერელთა შტო; ხელეკი — ხელეკელთა შტო; 31 ასრიელი — ასრიელთა შტო; შექემი — შექემელთა შტო; 32 შემიდა — შემიდაელთა შტო; ხეფერი — ხეფერელთა შტო. 33 ცელოფხადს,+ ხეფერის ვაჟს, არ ჰყავდა ვაჟები, მხოლოდ ასულები ჰყავდა.+ მათ ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. 34 ესენი იყვნენ მენაშეს საგვარეულოს შტოები; სულ 52 700 კაცი აღირიცხა.+
35 ეფრემის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: შუთელა+ — შუთელაელთა შტო; ბექერი — ბექერელთა შტო; თახანი — თახანელთა შტო. 36 შუთელას ვაჟები იყვნენ: ერანი — ერანელთა შტო. 37 ესენი იყვნენ ეფრემის ვაჟების შტოები; სულ 32 500 კაცი აღირიცხა.+ ესენი იყვნენ იოსების ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით.
38 ბენიამინის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ბელა+ — ბელაელთა შტო; აშბელი — აშბელელთა შტო; ახირამი — ახირამელთა შტო; 39 შეფუფამი — შეფუფამელთა შტო; ხუფამი — ხუფამელთა შტო. 40 ბელას ვაჟები იყვნენ არდი და ნაამანი: არდი — არდელთა შტო; ნაამანი+ — ნაამანელთა შტო. 41 ესენი იყვნენ ბენიამინის ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით; სულ 45 600 კაცი აღირიცხა.+
42 დანის+ ვაჟი* თავისი შტოს მიხედვით იყო შუხამი — შუხამელთა შტო. ეს იყო დანის საგვარეულოს შტო. 43 შუხამელთა შტოში სულ 64 400 კაცი აღირიცხა.+
44 აშერის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: იმნა — იმნაელთა შტო; იშვი — იშველთა შტო; ბერია — ბერიაელთა შტო; 45 ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი — ხებერელთა შტო; მალქიელი — მალქიელელთა შტო. 46 აშერის ასულს ერქვა სერა. 47 ესენი იყვნენ აშერის საგვარეულოს შტოები; სულ 53 400 კაცი აღირიცხა.+
48 ნაფთალის+ ვაჟები თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: იახცეელი — იახცეელელთა შტო; გუნი — გუნელთა შტო; 49 იეცერი — იეცერელთა შტო; შილემი — შილემელთა შტო. 50 ესენი იყვნენ ნაფთალის საგვარეულოს შტოები; სულ 45 400 კაცი აღირიცხა.+
51 ისრაელთაგან სულ 601 730 კაცი აღირიცხა.+
52 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 53 „დაუნაწილეთ მათ ეს მიწა სამკვიდროდ მათი სახელების რაოდენობის მიხედვით.+ 54 დიდ შტოს დიდი სამკვიდრო მიეცით, პატარას კი — პატარა.+ თითოეულ შტოს სამკვიდრო აღრიცხულთა რაოდენობის მიხედვით მიეცით. 55 მიწა წილისყრით უნდა დანაწილდეს.+ სამკვიდრო ყველამ თავ-თავისი ტომის მიწაზე უნდა მიიღოს. 56 სამკვიდრო წილისყრით უნდა დაუნაწილდეს დიდ შტოსაც და პატარა შტოსაც“.
57 ლევიანები+ თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: გერშონი — გერშონელთა შტო; კეჰათი+ — კეჰათელთა შტო; მერარი — მერარელთა შტო. 58 ესენი იყვნენ ლევიანთა შტოები: ლიბნელთა+ შტო, ხებრონელთა+ შტო, მახლელთა+ შტო, მუშელთა+ შტო და კორახელთა+ შტო.
კეჰათს შეეძინა ამრამი.+ 59 ამრამის ცოლს იოქებედი+ ერქვა. ის იყო ლევის ასული, რომელიც ლევის ცოლმა ეგვიპტეში გაუჩინა. იოქებედმა ამრამს აარონი, მოსე და მირიამი,+ მათი და, გაუჩინა. 60 აარონს შეეძინა ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.+ 61 ნადაბი და აბიჰუ დაიხოცნენ, ვინაიდან იეჰოვას წინაშე უკანონო ცეცხლი მიიტანეს.+
62 აღრიცხულ ლევიანთა რაოდენობა, ყველა მამრისა, ერთი თვიდან ზევით 23 000 იყო.+ ისინი ისრაელის დანარჩენ ტომებთან ერთად არ აღრიცხულან,+ რადგან მათ ისრაელებს შორის სამკვიდრო არ უნდა მიეღოთ.+
63 მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ისრაელები მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად, აღრიცხეს. 64 ამ აღრიცხულთა შორის არ იყვნენ ის ისრაელები, რომლებიც მოსემ და აარონ მღვდელმა სინაის უდაბნოში აღრიცხეს,+ 65 რადგან იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ ისინი უდაბნოში დაიხოცებოდნენ.+ მათგან ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა არავინ გადარჩენილა.+
27 მოვიდნენ ცელოფხადის ასულები.+ ცელოფხადი იყო იოსების ვაჟის, მენაშეს, საგვარეულოდან, მენაშეს ვაჟის, მაქირის ვაჟის, გალაადის ვაჟის, ხეფერის ვაჟი. მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. 2 წარდგნენ მოსეს, ელეაზარ მღვდლის, თავკაცებისა+ და მთელი ხალხის წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და თქვეს: 3 „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა, თუმცა არ ყოფილა მათ შორის, ვინც იეჰოვას აუმხედრდა, კორახის მხარდამჭერებს შორის;+ ის თავისი ცოდვის გამო მოკვდა. მას ვაჟი არ ჰყოლია. 4 რატომ უნდა წაიშალოს მამაჩვენის სახელი თავის საგვარეულოში იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა?! მოგვეცით სამკვიდრო მამაჩვენის ძმების გვერდით“. 5 წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას.+
6 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 7 «მართალს ამბობენ ცელოფხადის ასულები. უნდა მისცე მათ სამკვიდრო მათი მამის ძმების გვერდით. გადაეცი მათ სამკვიდრო, რომელიც მათ მამას უნდა მიეღო.+ 8 უთხარი ისრაელებს: „თუ კაცი ისე მოკვდება, რომ ვაჟი არ ეყოლება, მისი მემკვიდრეობა მის ასულს უნდა გადაეცეს. 9 თუ ასულიც არ ეყოლება, მემკვიდრეობა მის ძმებს უნდა გადაეცეთ. 10 თუ ძმებიც არ ეყოლება, მემკვიდრეობა მამამისის ძმებს უნდა გადაეცეთ. 11 თუ მამამისსაც არ ეყოლება ძმები, მაშინ მემკვიდრეობა მისი საგვარეულოდან უახლოეს სისხლით ნათესავს უნდა გადაეცეს; ის გახდება მისი მფლობელი. ეს არის ისრაელებისთვის დადგენილი წესი, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“».
12 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ადი აბარიმის მთაზე+ და დაინახავ მიწას, რომელსაც ისრაელებს მივცემ.+ 13 დაინახავ და შენს ხალხს შეუერთდები*,+ როგორც შენი ძმა აარონი შეუერთდა,+ 14 რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში, სადაც ხალხი მედავებოდა, და არ განმწმინდეთ მათ წინაშე, როცა წყალი მოგეცით“+ (ეს არის მერიბას წყალი+ კადეშში,+ ცინის უდაბნოში).+
15 შემდეგ მოსემ იეჰოვას უთხრა: 16 „დაუნიშნოს იეჰოვამ, ყოველი ხორციელის ღმერთმა, ერს კაცი, 17 რომელიც გაუძღვება მათ, რათა იეჰოვას ხალხი უმწყემსო ცხვარს არ დაემსგავსოს“. 18 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „წაიყვანე იესო ნავეს ძე, კაცი, რომელშიც სულია*, დაადე მას ხელი,+ 19 დააყენე ელეაზარ მღვდლისა და მთელი ხალხის წინაშე და მათ თვალწინ დანიშნე ხელმძღვანელად.+ 20 უწილადე შენი დიდება,+ რათა მთელი ისრაელი მას დაემორჩილოს.+ 21 დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე და ის დაეკითხება იეჰოვას ურიმის+ მეშვეობით. მის ხელმძღვანელობას დაემორჩილებიან ის და მთელი ისრაელი“.
22 ზუსტად ისე მოიქცა მოსე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. წაიყვანა მან იესო ნავეს ძე, დააყენა ელეაზარ მღვდლისა და მთელი ხალხის წინაშე, 23 ხელები დაადო და დანიშნა ხელმძღვანელად,+ როგორც იეჰოვას მისთვის ჰქონდა ნაბრძანები.+
28 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «უბრძანე ისრაელებს, რომ მომიტანონ ჩემი შესაწირავი, ჩემი პური. ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, როგორც საამო* სურნელება, დანიშნულ დროს უნდა გაიღონ.+
3 უთხარი მათ: „აი, რა უნდა მიუტანოთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად: ორი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლად.+ 4 დილით ერთი მამალი თოხლი შესწირეთ და შებინდებისას* — მეორე მამალი თოხლი+ 5 მარცვლეულ შესაწირავთან, მეათედ ეფა* წმინდად დაფქულ ფქვილთან ერთად, რომელსაც მეოთხედი ჰინი* ზეთისხილის საუკეთესო ზეთი ექნება მოსხმული.+ 6 ეს არის ყოველდღიური დასაწვავი მსხვერპლი,+ რის შესახებაც სინაის მთასთან გეუწყათ, საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, 7 დასაღვრელ შესაწირავთან ერთად; თითო მამალ თოხლთან+ ერთად მეოთხედი ჰინი უნდა შეიწიროს. მათრობელი სასმელი, როგორც დასაღვრელი შესაწირავი, წმინდა ადგილზე დაღვარე იეჰოვასთვის. 8 მეორე მამალი თოხლი შებინდებისას შესწირეთ; მასთან ერთადაც მიიტანეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც დილას. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.+
9 შაბათობით+ შესწირეთ ორი საღი ერთწლიანი მამალი თოხლი დასაღვრელ შესაწირავთან ერთად და ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად. 10 ეს არის შაბათის დასაწვავი მსხვერპლი ყოველდღიურ დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.+
11 იეჰოვას ყოველი თვის დასაწყისში დასაწვავ მსხვერპლად შესწირეთ ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი.+ 12 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად+ შესწირეთ სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან+ ერთად მარცვლეულ შესაწირავად — ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, 13 ხოლო თითოეულ მამალ თოხლთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად — მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი; ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, საამო სურნელება,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის. 14 მოზვერთან ერთად დასაღვრელ შესაწირავად ნახევარი ჰინი ღვინო შესწირე,+ ვერძთან ერთად — მესამედი ჰინი,+ ხოლო მამალ თოხლთან ერთად — მეოთხედი ჰინი.+ ეს არის ყოველთვიური დასაწვავი მსხვერპლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა იწირებოდეს. 15 ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა და დასაღვრელი შესაწირავის გარდა იეჰოვას ერთი თიკანიც შესწირეთ ცოდვის შესაწირავად.
16 პირველი თვის მე-14 დღეს იეჰოვას პასექი იქნება,+ 17 ამავე თვის მე-15 დღეს დღესასწაული გამართეთ. შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ.+ 18 პირველ დღეს წმინდა შეკრება იქნება; არ იმუშაოთ. 19 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი. თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 20 მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული+ წმინდად დაფქული ფქვილი შესწირეთ, ხოლო ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა; 21 შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად მეათედი ეფა შესწირეთ. 22 ერთი თხა ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, შესწირეთ. 23 დილის დასაწვავი მსხვერპლის გარდა, რაც ყოველდღიურად უნდა იწირებოდეს, ესენიც შესწირეთ. 24 ეს ყველაფერი შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღიურად შესწირეთ; ეს არის პური, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის; შესწირეთ ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად. 25 მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება გამართეთ;+ არ იმუშაოთ.+
26 პირველმოწეული ნაყოფის დღეს,+ როცა ახალ მარცვლეულ შესაწირავს მიუტანთ იეჰოვას,+ კვირების დღესასწაულზე წმინდა შეკრება უნდა გამართოთ;+ არ იმუშაოთ.+ 27 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი როგორც საამო სურნელება: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი.+ 28 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანეთ სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა, 29 და შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად — მეათედი ეფა; 30 ერთი თიკანი თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად შესწირეთ.+ 31 ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა და მარცვლეული შესაწირავის გარდა დასაღვრელ შესაწირავთან ერთად ესენიც შესწირეთ. თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს“».+
29 „მე–7 თვის პირველ დღეს წმინდა შეკრება გამართეთ; არ იმუშაოთ.+ ამ დღეს უნდა ჩაჰბეროთ საყვირებს.+ 2 შესწირეთ ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი შესაწირავი და საამო* სურნელება იეჰოვასთვის; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს. 3 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა* — მოზვერთან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად, 4 მეათედი ეფა — შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად. 5 ერთი მამალი თიკანი ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, შესწირეთ. 6 შესწირეთ ეს ყოველივე გარდა ყოველთვიური დასაწვავი მსხვერპლისა, მისი მარცვლეული შესაწირავისა,+ ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მისი მარცვლეული შესაწირავისა+ და მათთან ერთად დასაღვრელი შესაწირავისა,+ დადგენილი წესის მიხედვით, როგორც საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
7 მე-7 თვის მე-10 დღეს წმინდა შეკრება გამართეთ+ და თავი დაიმდაბლეთ*; არ იმუშაოთ.+ 8 შესწირეთ იეჰოვას ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად, როგორც საამო სურნელება; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 9 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — მოზვერთან ერთად, ორი მეათედი ეფა — ვერძთან ერთად, 10 მეათედი ეფა — შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად. 11 გარდა იმ ცოდვის შესაწირავისა, რომელიც გამოსყიდვის წესის შესასრულებლად უნდა შეიწიროს,+ გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.
12 მე-7 თვის მე-15 დღეს წმინდა შეკრება გამართეთ; არ იმუშაოთ. შვიდი დღე იზეიმეთ დღესასწაული იეჰოვას განსადიდებლად.+ 13 შესწირეთ 13 მოზვერი, 2 ვერძი, 14 ერთწლიანი მამალი თოხლი დასაწვავ მსხვერპლად,+ ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად, როგორც საამო სურნელება იეჰოვასთვის; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 14 მათთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად შესწირეთ ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი: სამი მეათედი ეფა — 13-ვე მოზვრიდან თითოეულთან ერთად, ორი მეათედი ეფა — ორივე ვერძიდან თითოეულთან ერთად, 15 მეათედი ეფა — 14-ვე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად, 16 და ერთი თიკანი — ცოდვის შესაწირავად. გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ესენიც შესწირეთ.+
17 მე-2 დღეს შესწირეთ 12 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 18 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 19 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
20 მე-3 დღეს შესწირეთ 11 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 21 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 22 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
23 მე-4 დღეს შესწირეთ 10 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 24 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 25 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
26 მე-5 დღეს შესწირეთ 9 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 27 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 28 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
29 მე-6 დღეს შესწირეთ 8 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 30 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 31 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
32 მე-7 დღეს შესწირეთ 7 მოზვერი, 2 ვერძი და 14 ერთწლიანი მამალი თოხლი; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 33 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვრებთან, ვერძებთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 34 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
35 მე-8 დღეს საზეიმო შეკრება გამართეთ; არ იმუშაოთ.+ 36 შესწირეთ ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, 7 ერთწლიანი მამალი თოხლი, როგორც დასაწვავი მსხვერპლი, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის; თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+ 37 აგრეთვე შესწირეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი მოზვერთან, ვერძთან და მამალ თოხლებთან ერთად დადგენილი რაოდენობისა და წესის მიხედვით. 38 გარდა ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა, მარცვლეული შესაწირავისა და დასაღვრელი შესაწირავისა, ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად შესწირეთ.+
39 გარდა თქვენი აღთქმული შესაწირავისა,+ ნებაყოფლობითი შესაწირავისა,+ როგორც დასაწვავი მსხვერპლისა,+ მარცვლეული შესაწირავისა,+ დასაღვრელი შესაწირავისა+ და სამშვიდობო მსხვერპლისა,+ ესენიც უნდა შესწიროთ იეჰოვას თქვენს დღესასწაულებზე, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს უნდა გაიმართოს“.+ 40 გადასცა მოსემ ისრაელებს ყველაფერი, რაც იეჰოვამ უბრძანა.
30 მოსემ ისრაელის ტომთა თავკაცებს+ უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ: 2 თუ ვინმე აღთქმას+ დაუდებს იეჰოვას ან დაიფიცებს+ და რაიმეს აუკრძალავს საკუთარ თავს, სიტყვას არ უნდა გადავიდეს;+ მან დადებული პირობა უნდა შეასრულოს.+
3 თუ ქალი ახალგაზრდობაში, თავისი მამის სახლში, აღთქმას დაუდებს იეჰოვას ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს საკუთარ თავს, 4 შეიტყობს მამამისი მისი აღთქმის ან იმის შესახებ, რაც დაიფიცა და აუკრძალა თავის თავს, მაგრამ არაფერს ეტყვის, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც თავის თავს აუკრძალა. 5 თუ მამამისი გაიგებს მისი აღთქმის ან იმის შესახებ, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს, და დაუშლის, ნუღარ შეასრულებს ქალი დადებულ პირობას; იეჰოვა აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.+
6 თუ ქალი მას შემდეგ გათხოვდება, რაც აღთქმას დადებს ან ნაჩქარევად დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, 7 ამას მისი ქმარი გაიგებს, მაგრამ არ დაუშლის იმ დღეს, როცა გაიგებს, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს. 8 მაგრამ, თუ დაუშლის იმ დღეს, როცა გაიგებს, ქალს აღარ მოეთხოვება აღთქმის ან იმის შესრულება, რაც ნაჩქარევად დაიფიცა და საკუთარ თავს აუკრძალა;+ იეჰოვა აპატიებს მას.
9 თუ ქვრივი ან ქმარს გაცილებული აღთქმას დადებს, ყველაფერი, რაც თავის თავს დააკისრა, უნდა შეასრულოს.
10 თუ ქალი ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, 11 ამას ქმარი გაიგებს, მაგრამ არ დაუშლის, ქალმა უნდა შეასრულოს თავისი აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და აუკრძალა საკუთარ თავს. 12 მაგრამ, თუ იმ დღეს, როცა ამას ქმარი გაიგებს, დაუშლის, ქალს აღარ მოეთხოვება აღთქმის ან იმის შესრულება, რაც დაიფიცა და საკუთარ თავს აუკრძალა;+ იეჰოვა აპატიებს ქალს, რადგან ქმარმა დაუშალა. 13 თუ ქალი აღთქმას დადებს ან დაიფიცებს და რაიმეს აუკრძალავს თავის თავს, ქმარს უფლება აქვს, რომ დაეთანხმოს ან დაუშალოს. 14 მაგრამ, თუ გადის დღეები და ქმარი არ უშლის, ესე იგი, ის თანახმაა, რომ ქალმა შეასრულოს აღთქმა და ის, რაც დაიფიცა და თავის თავს აუკრძალა, რადგან იმ დღეს, როცა ქმარმა ამის შესახებ შეიტყო, არ დაუშალა. 15 მაგრამ, თუ ქმარი რაღაც დროის შემდეგ დაუშლის, ის აგებს პასუხს ცოლის დანაშაულზე.+
16 ეს არის კანონები ქმრისთვის და ცოლისთვის, მამისა და ასულისთვის, რომელიც მის სახლში ცხოვრობს. ეს კანონები იეჰოვამ მოსეს გადასცა“.
31 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „შური იძიე+ მიდიანელებზე+ ისრაელების გამო; ამის შემდეგ შეუერთდები შენს ხალხს*“.+
3 მოსემ ხალხს მიმართა: „აღჭურვეთ კაცები საბრძოლველად, რათა შეასრულოთ იეჰოვას მითითება და შური იძიოთ მიდიანზე. 4 ისრაელის თითოეული ტომიდან 1 000 კაცი გაუშვით საომრად“. 5 ისრაელის თითოეული ტომიდან+ საბრძოლველად 1 000 კაცი აღიჭურვა, სულ — 12 000 კაცი.
6 გაგზავნა ისინი მოსემ საომრად, თითოეული ტომიდან 1 000 კაცი; მათ გააყოლა ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი, რომელსაც ხელში წმინდა ჭურჭელი და საყვირები+ ეჭირა. 7 შეებრძოლნენ მიდიანს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები, და დახოცეს ყველა კაცი. 8 დახოცეს მიდიანის ხუთი მეფეც: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება. მახვილით მოკლეს ბალაამიც,+ ბეორის ძე. 9 ისრაელებმა ტყვედ წაასხეს მიდიანელი ქალები და ბავშვები, წაასხეს მთელი მათი პირუტყვიც, ცხვარ-ძროხა, და დაიტაცეს მათი ქონება. 10 გადაწვეს მათი საცხოვრებელი ქალაქები და ბანაკები. 11 წაიღეს მთელი ნადავლი და წაასხეს ხალხიცა და პირუტყვიც. 12 წაიყვანეს ტყვეები მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელებთან, რომლებიც იერიხონის მახლობლად, იორდანესთან, მოაბის ხრიოკ ველზე+ იყვნენ დაბანაკებულნი, და წაიღეს მთელი ნადავლი.
13 წავიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და ისრაელის თავკაცები და ბანაკის გარეთ შეხვდნენ მათ. 14 განურისხდა მოსე ბრძოლიდან დაბრუნებულ ლაშქრის ათასისთავებსა და ასისთავებს 15 და უსაყვედურა: „რატომ დატოვეთ ყველა ქალი ცოცხალი?! 16 ამ ქალებმა ბალაამის სიტყვისამებრ ისრაელები ფეორის+ თაყვანისმცემლობაში ჩააბეს და იეჰოვას ჩამოაშორეს,+ რის გამოც იეჰოვას ხალხს უბედურება დაატყდა.+ 17 დახოცეთ ყველა ბიჭი და ის ქალები, რომლებიც კაცთან წოლილან. 18 მაგრამ ის გოგოები, რომლებიც კაცთან არ წოლილან, ცოცხალი დატოვეთ.+ 19 შვიდი დღე ბანაკის გარეთ დარჩით. ვინც კაცი მოკალით ან მოკლულს შეეხეთ,+ მესამე და მეშვიდე დღეს ყველანი განიწმინდეთ,+ თქვენც და თქვენი ტყვეებიც. 20 განწმინდეთ ცოდვისგან ტანსაცმელი, ტყავის ნივთები, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის დამზადებული, და ხის ნივთები“.
21 ელეაზარ მღვდელმა ბრძოლიდან დაბრუნებულ მეომრებს მიმართა: „აი, რა უბრძანა იეჰოვამ მოსეს: 22 ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, 23 ყველაფერი, რაც ცეცხლით მუშავდება, ცეცხლში უნდა გაატაროთ და გასუფთავდება; ეს ყოველივე განმწმენდი წყლითაც უნდა განიწმინდოს.+ ის, რაც ცეცხლით არ მუშავდება, უნდა გაირეცხოს. 24 მეშვიდე დღეს გაირეცხეთ ტანსაცმელი და განიწმინდებით; ამის შემდეგ შეძლებთ ბანაკში შესვლას“.+
25 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 26 „შენ, ელეაზარ მღვდელმა და ისრაელის თავკაცებმა აღრიცხეთ ნადავლი, ტყვეები და წამოყვანილი პირუტყვი. 27 ნადავლი ორად გაყავი. ნაწილი იმათ მიეცი, ვინც საბრძოლველად იყო წასული, ნაწილი კი — დანარჩენ ისრაელებს.+ 28 იეჰოვასი იქნება საბრძოლველად წასული მეომრების წილიდან ყოველი მე-500 სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან და ვირებიდან. 29 აიღეთ ის მათი წილიდან და ელეაზარ მღვდელს მიეცით, როგორც შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 30 ისრაელების წილიდან კი გამოყავით ყოველი 50-ე სული — ადამიანთაგან, ცხვარ-ძროხიდან, ვირებიდან და ყოველი პირუტყვიდან — და გადაეცით ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვასთვის კარვის მსახურებას ასრულებენ“.+
31 მოსემ და ელეაზარმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები. 32 მებრძოლთა მიერ დატაცებული ნადავლიდან დარჩა 675 000 სული ცხვარი, 33 72 000 სული საქონელი 34 და 61 000 სული ვირი. 35 ტყვედ წამოყვანილი გოგოების რაოდენობამ, რომლებიც კაცთან არ წოლილან,+ 32 000 შეადგინა. 36 მეომრების წილი იყო 337 500 სული ცხვარი. 37 ამ ცხვრებიდან იეჰოვას წილი იყო 675 სული. 38 მათი წილი იყო 36 000 სული საქონელი, ხოლო აქედან იეჰოვას წილი — 72 სული. 39 მათი წილი იყო 30 500 სული ვირი, ხოლო აქედან იეჰოვას წილი — 61 სული. 40 მათი წილი იყო 16 000 ადამიანი, ხოლო ამათგან იეჰოვას წილი — 32 სული. 41 მისცა მოსემ იეჰოვას წილი ელეაზარ მღვდელს,+ როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები.
42 გამოაცალკევა მოსემ მებრძოლთა მიერ მოპოვებული ნადავლიდან ისრაელების კუთვნილი წილი. 43 მათი წილი იყო 337 500 სული ცხვარი, 44 36 000 სული საქონელი, 45 30 500 სული ვირი 46 და 16 000 ადამიანი. 47 მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელის კუთვნილი წილიდან გამოყო ყოველი 50-ე სული — ადამიანთაგან და პირუტყვთაგან — და მიუყვანა ლევიანებს,+ რომლებიც იეჰოვასთვის კარვის მსახურებას ასრულებდნენ.+
48 მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასისთავები+ და ასისთავები 49 და უთხრეს: „აღვრიცხეთ შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც გვებარა, და არავინ აკლია.+ 50 მოდი, ვინც რა ვიპოვეთ, იეჰოვასთვის შესაწირავად მოვიტანოთ: ოქროს ნაკეთობანი, საკოჭე ძეწკვები, სამაჯურები, ბეჭდები*, საყურეები და სხვა სამკაულები იეჰოვას წინაშე ჩვენი დანაშაულის გამოსასყიდად“.
51 აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროს ნაკეთობანი, ყველა სამკაული. 52 ათასისთავებისა და ასისთავების მიერ იეჰოვასთვის შეწირული ოქრო 16 750 შეკელი* იყო. 53 თითოეულ მებრძოლს ნადავლი თავისთვისაც ჰქონდა წამოღებული. 54 გამოართვეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებსა და ასისთავებს და შეხვედრის კარავში შეიტანეს ისრაელისთვის იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ.
32 რეუბენისა+ და გადის შთამომავლებს+ დიდძალი საქონელი ჰყავდათ. დაინახეს მათ, რომ იაზერსა+ და გალაადში საქონლისთვის კარგი საძოვრები იყო. 2 მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელის თავკაცებთან და უთხრეს: 3 „ატაროთში, დიბონში, იაზერში, ნიმრაში, ხეშბონში,+ ელალეში, სებამში, ნებოსა+ და ბეონში,+ 4 რომლებიც იეჰოვამ ისრაელებისთვის დაიპყრო,+ კარგი საძოვრებია, შენს მსახურებს კი დიდძალი საქონელი გვყავს.+ 5 თუ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში, მოგვეცი ეს მიწა შენს მსახურებს. ნუ გადაგვიყვან იორდანის გაღმა“.
6 მოსემ გადელებსა და რეუბენელებს მიუგო: «თქვენმა ძმებმა უნდა იომონ და თქვენ აქ დარჩენას აპირებთ?! 7 რატომ უცრუებთ გულს ისრაელებს იმ ქვეყანაში გადასვლაზე, რომელსაც იეჰოვა აძლევს მათ?! 8 თქვენი მამებიც ასე მოიქცნენ, როცა კადეშ-ბარნეიდან მიწის დასაზვერად გავგზავნე!+ 9 ეშქოლის ხევამდე+ რომ ავიდნენ და ის მიწა დაინახეს, გული აუცრუეს ისრაელებს იმ ქვეყანაში შესვლაზე, რომელიც მათთვის იეჰოვას უნდა მიეცა.+ 10 განრისხდა იმ დღეს იეჰოვა და დაიფიცა:+ 11 „ეგვიპტიდან გამოსული ვერცერთი მამაკაცი, 20 წლიდან ზევით, ვერ იხილავს იმ მიწას,+ რომლის მიცემაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს დავუფიცე,+ რადგან ბოლომდე არ მიერთგულეს, 12 კენიზელ ქალებ+ იეფუნეს ძისა და იესო+ ნავეს ძის გარდა, რადგან მათ ბოლომდე უერთგულეს იეჰოვას“.+ 13 განურისხდა იეჰოვა ისრაელს და 40 წელი ახეტიალა უდაბნოში,+ სანამ არ ამოწყდა მთელი ის თაობა, რომელიც ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 14 ახლა თქვენ დაადექით თქვენი მამების გზას, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო! გინდათ, კიდევ უფრო განარისხოთ იეჰოვა?! 15 თუ ზურგს შეაქცევთ მას, დააბრუნებს მთელ ამ ხალხს უდაბნოში და დაღუპავთ მათ».
16 მოგვიანებით ისევ მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „აგვაშენებინე ქვის ფარეხები ჩვენი ფარისთვის და ქალაქები — ჩვენი ბავშვებისთვის; 17 ჩვენ კი დავირაზმებით+ და წავუძღვებით ისრაელებს, სანამ თავიანთ ადგილზე არ მივიყვანთ. ჩვენი ბავშვები გამაგრებულ ქალაქებში დარჩებიან, რათა ამ მიწის მკვიდრებმა არაფერი დაუშავონ. 18 არ დავბრუნდებით ჩვენ-ჩვენს სახლებში, სანამ ისრაელთაგან თითოეული თავის მიწაზე არ დამკვიდრდება.+ 19 არ დავმკვიდრდებით მათთან ერთად იორდანის გაღმა, რადგან ჩვენი სამკვიდრო იორდანის აღმოსავლეთითაა“.+
20 მოსემ მათ მიუგო: „საომრად აღიჭურვეთ იეჰოვას წინაშე;+ 21 გადადით იორდანის გაღმა იეჰოვას წინაშე, რომელიც განდევნის თავის მტერს,+ 22 რათა დაიპყროთ ის მიწა იეჰოვას წინაშე.+ ამის შემდეგ დაბრუნდით+ და იეჰოვასა და ისრაელის წინაშე უდანაშაულოები იქნებით; ეს მიწა თქვენი საკუთრება გახდება იეჰოვას წინაშე.+ 23 მაგრამ, თუ ასე არ გააკეთებთ, შესცოდავთ იეჰოვას, და იცოდეთ, რომ თქვენივე ცოდვა გეწევათ. 24 ააშენეთ ქალაქები თქვენი ბავშვებისთვის და ფარეხები — თქვენი ფარისთვის,+ ოღონდ თქვენი პირობა შეასრულეთ“.
25 გადელებმა და რეუბენელებმა მოსეს მიუგეს: „ისე მოვიქცევით შენი მსახურები, როგორც ჩვენი ბატონი გვიბრძანებს. 26 ჩვენი ბავშვები, ცოლები, საქონელი და მთელი ჩვენი პირუტყვი აქ, გალაადის ქალაქებში, დარჩებიან,+ 27 შენი მსახურები კი საომრად გადავალთ; თითოეული აღვიჭურვებით საბრძოლველად იეჰოვას წინაშე,+ როგორც ჩვენი ბატონი ბრძანებს“.
28 მოსემ ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძესა და ისრაელების ტომთა თავკაცებს უბრძანა: 29 „თუ გადელები და რეუბენელები იეჰოვას წინაშე საომრად აღიჭურვებიან, თქვენთან ერთად გადმოვლენ იორდანის გაღმა და დაიპყრობენ იმ მიწას თქვენ წინაშე, მიეცით მათ საკუთრებად გალაადის მიწა.+ 30 მაგრამ, თუ არ აღიჭურვებიან და თქვენთან ერთად არ გადმოვლენ, მაშინ თქვენ შორის დაასახლეთ ქანაანის მიწაზე“.
31 გადელებმა და რეუბენელებმა მიუგეს: „ისე მოვიქცევით, როგორც იეჰოვამ უთხრა შენს მსახურებს. 32 აღვიჭურვებით და გადავალთ იეჰოვას წინაშე ქანაანის მიწაზე,+ მაგრამ ჩვენი სამკვიდრო იორდანის გამოღმა იქნება“. 33 მისცა მოსემ გადელებს, რეუბენელებს+ და იოსების ვაჟის, მენაშეს,+ ტომის ნახევარს ამორეველთა მეფის, სიხონის,+ სამეფო და ბაშანის მეფის, ოგის,+ სამეფო, მათი ქალაქები მიწებითურთ და ირგვლივ მდებარე ქალაქები.
34 ააშენეს* გადელებმა დიბონი,+ ატაროთი,+ აროერი,+ 35 ატროთ-შოფანი, იაზერი,+ იოგბეჰა,+ 36 ბეთ-ნიმრა+ და ბეთ-ჰარანი,+ გამაგრებული ქალაქები და ააგეს ქვის ფარეხები. 37 რეუბენელებმა ააშენეს ხეშბონი,+ ელალე,+ კირიათაიმი,+ 38 ნებო,+ ბაალ-მეონი+ (ამ ქალაქების სახელები შეიცვალა) და სიბმა. აშენებულ ქალაქებს სახელები შეუცვალეს.
39 მენაშეს ვაჟის, მაქირის,+ შთამომავლები გალაადისკენ გაემართნენ, დაიპყრეს ის და განდევნეს იქ მცხოვრები ამორეველები. 40 გალაადი მოსემ მენაშეს ვაჟის, მაქირის, შთამომავლებს მისცა და ისინი იქ დასახლდნენ.+ 41 გაემართა იაირი, მენაშეს შთამომავალი, და დაიპყრო სოფლები, სადაც ხალხი კარვებში ცხოვრობდა, და უწოდა მათ ხავოთ-იაირი*.+ 42 გაემართა ნობაც და დაიპყრო კენათი მიმდებარე ქალაქებით და მას თავისი სახელი, ნობა, უწოდა.
33 ეგვიპტიდან+ რაზმებად გამოსული ისრაელები+ მოსესა და აარონის ხელმძღვანელობით გადაადგილდებოდნენ.+ 2 იწერდა მოსე იმ ადგილების სახელებს, სადაც იეჰოვას ბრძანებისამებრ გადაადგილდებოდნენ. აი, საიდან სად გადაადგილდებოდნენ ისინი:+ 3 პირველი თვის მე-15 დღეს+ დაიძრნენ რამსესიდან.+ თავაწეულნი გამოვიდნენ ისრაელები პასექის+ მე-2 დღეს ეგვიპტელთა თვალწინ. 4 იმ დროს ეგვიპტელები იეჰოვას მიერ დახოცილ პირმშოებს+ მარხავდნენ, რადგან აღასრულა იეჰოვამ განაჩენი მათ ღმერთებზე.+
5 დაიძრნენ ისრაელები რამსესიდან და სუქოთში+ დაბანაკდნენ. 6 დაიძრნენ სუქოთიდან და ეთამში,+ უდაბნოს პირას, დაბანაკდნენ. 7 დაიძრნენ ეთამიდან, წავიდნენ ქვემოთ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცეფონიდან+ მოჩანს, და მიგდოლის+ წინ დაბანაკდნენ. 8 დაიძრნენ ფი-ჰახიროთიდან, გადაკვეთეს ზღვა+ და უდაბნოსკენ+ გაემართნენ. სამი დღე იარეს ეთამის უდაბნოში+ და მარაში+ დაბანაკდნენ.
9 დაიძრნენ მარიდან და მივიდნენ ელიმში. ელიმში 12 წყარო და 70 პალმის ხე იყო, და იქ დაბანაკდნენ.+ 10 დაიძრნენ ელიმიდან და წითელ ზღვასთან დაბანაკდნენ. 11 დაიძრნენ წითელი ზღვიდან და სინის უდაბნოში დაბანაკდნენ.+ 12 დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დოფკაში დაბანაკდნენ. 13 დაიძრნენ დოფკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. 14 დაიძრნენ ალუშიდან და რეფიდიმში+ დაბანაკდნენ, სადაც არ იყო სასმელი წყალი. 15 დაიძრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ.+
16 დაიძრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათაავაში+ დაბანაკდნენ. 17 დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავიდან და ხაცეროთში დაბანაკდნენ.+ 18 დაიძრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. 19 დაიძრნენ რითმიდან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. 20 დაიძრნენ რიმონ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. 21 დაიძრნენ ლიბნიდან და რისაში დაბანაკდნენ. 22 დაიძრნენ რისიდან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. 23 დაიძრნენ კეჰელათიდან და შაფერის მთასთან დაბანაკდნენ.
24 დაიძრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ. 25 დაიძრნენ ხარადიდან და მაკელოთში დაბანაკდნენ. 26 დაიძრნენ+ მაკელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. 27 დაიძრნენ თახათიდან და თერახში დაბანაკდნენ. 28 დაიძრნენ თერახიდან და მითკაში დაბანაკდნენ. 29 დაიძრნენ მითკიდან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. 30 დაიძრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. 31 დაიძრნენ მოსეროთიდან და ბენე-იააკანში დაბანაკდნენ.+ 32 დაიძრნენ ბენე-იააკანიდან და ხორ-ჰაგიდგადში დაბანაკდნენ. 33 დაიძრნენ ხორ-ჰაგიდგადიდან და იოტბათაში+ დაბანაკდნენ. 34 დაიძრნენ იოტბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. 35 დაიძრნენ აბრონიდან და ეციონ-გებერში+ დაბანაკდნენ. 36 დაიძრნენ ეციონ-გებერიდან და ცინის უდაბნოში,+ კადეშში, დაბანაკდნენ.
37 დაიძრნენ კადეშიდან და ჰორის მთასთან+ დაბანაკდნენ, ედომის მიწის საზღვარზე. 38 ავიდა აარონ მღვდელი იეჰოვას ბრძანებისამებრ ჰორის მთაზე და იქ მოკვდა ისრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის მე-40 წელს, მე-5 თვის პირველ დღეს.+ 39 აარონი 123 წლისა იყო, როცა ჰორის მთაზე მოკვდა.
40 გაიგო არადის მეფემ,+ რომელიც ქანაანელი იყო და ქანაანის მიწაზე, ნეგებში, ცხოვრობდა, რომ ისრაელები მოდიოდნენ.
41 დაიძრნენ ისრაელები ჰორის მთიდან+ და ცალმონაში დაბანაკდნენ. 42 დაიძრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. 43 დაიძრნენ ფუნონიდან და ობოთში+ დაბანაკდნენ. 44 დაიძრნენ ობოთიდან და იე-აბარიმში, მოაბის+ საზღვართან, დაბანაკდნენ. 45 დაიძრნენ იიმიდან* და დიბონ-გადში+ დაბანაკდნენ. 46 დაიძრნენ დიბონ-გადიდან და ალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. 47 დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან და ნებოს+ წინ აბარიმის მთებში+ დაბანაკდნენ. 48 ბოლოს დაიძრნენ აბარიმის მთებიდან და მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად,+ დაბანაკდნენ. 49 იორდანესთან, მოაბის ხრიოკ ველზე, ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე+ იყვნენ დაბანაკებულნი.
50 შემდეგ იეჰოვამ მოსეს, რომელიც მოაბის ხრიოკ ველზე იორდანესთან, იერიხონის მახლობლად იყო დაბანაკებული, უთხრა: 51 «გადაეცი ისრაელებს: „როცა იორდანეს გადაკვეთთ და ქანაანის მიწაზე შეხვალთ,+ 52 განდევნეთ იმ მიწის ყველა მკვიდრი, გაანადგურეთ მათი ქვის ფიგურები+ და ლითონის ქანდაკებები+ და მოსპეთ მათი სათაყვანო მაღლობები.+ 53 დაეპატრონეთ იმ მიწას და იცხოვრეთ მასზე, რადგან თქვენ გაძლევთ.+ 54 მიწა შტოებმა წილისყრით დაინაწილეთ.+ დიდმა შტომ დიდი სამკვიდრო მიიღოს და პატარამ — პატარა.+ ვისაც სად შეხვდება წილისყრით მიწა, იქ დამკვიდრდეს. მიწა თქვენ-თქვენი ტომების მიხედვით დაინაწილეთ.+
55 თუ დატოვებთ იმ მიწის მკვიდრთ და არ განდევნით,+ ეკლად გექცევიან თვალებსა და ფერდებში და შეგავიწროებენ იქ, სადაც იცხოვრებთ,+ 56 და რაც მათთვის განვიზრახე, თქვენ დაგმართებთ“».+
34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 «გადაეცი ისრაელებს: „ქანაანის მიწაზე რომ შეხვალთ,+ იქ დამკვიდრდებით.+
3 მისი საზღვარი სამხრეთით ცინის უდაბნოდან ედომის გაყოლებაზე იქნება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მას საზღვრად მარილოვანი ზღვა* ექნება.+ 4 სამხრეთით მისი საზღვარი აგრეთვე იქნება აკრაბიმის მაღლობიდან+ ცინის უდაბნომდე და კადეშ-ბარნეის+ სამხრეთით დამთავრდება. იქიდან ხაცარ-ადარისკენ+ გაგრძელდება და აცმონამდე მივა. 5 აცმონიდან საზღვარი ეგვიპტის ხევისკენ გაგრძელდება და ზღვასთან*+ დამთავრდება.
6 მისი საზღვარი დასავლეთით დიდი ზღვა* და მისი სანაპირო იქნება. ეს იქნება დასავლეთი საზღვარი.+
7 მისი საზღვარი ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ჰორის მთამდე+ იქნება. 8 ჰორის მთიდან საზღვარი ლებო-ხამათამდე+ გაგრძელდება და ცედადამდე მივა.+ 9 იქიდან ზიფრონისკენ გაგრძელდება და ხაცარ-ენანთან+ დამთავრდება. ეს იქნება ჩრდილოეთი საზღვარი.
10 მისი საზღვარი აღმოსავლეთით ხაცარ-ენანიდან შეფამამდე იქნება. 11 შეფამიდან საზღვარი რიბლისკენ, აინის აღმოსავლეთით, დაეშვება და იქიდან ქინერეთის ზღვასთან* აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე გავა.+ 12 შემდეგ დაეშვება იორდანისკენ და მარილოვან ზღვასთან+ დამთავრდება. ამ საზღვრებში იქნება მოქცეული თქვენი სამკვიდრო“».+
13 მოსემ ისრაელებს უთხრა: „წილისყრით დაიმკვიდრებთ ამ მიწას,+ რომლის მიცემაც ბრძანა იეჰოვამ ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის. 14 რეუბენელთა და გადელთა ტომებმა თავ-თავიანთი შტოების მიხედვით უკვე მიიღეს სამკვიდრო; სამკვიდრო მენაშეს ტომის ნახევარმაც მიიღო.+ 15 ორმა ტომმა და ნახევარმა ტომმა უკვე მიიღეს სამკვიდრო იორდანის მხარეში, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს“.+
16 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 17 „აი, ვინ უნდა დაუნაწილოს ხალხს მიწა: ელეაზარ+ მღვდელმა და იესო+ ნავეს ძემ. 18 მიწის დასანაწილებლად თითო ტომიდან თითო თავკაცი გამოყავით:+ 19 ქალებ+ იეფუნეს ძე — იუდას ტომიდან,+ 20 შემუელი, ამიჰუდის ვაჟი — სიმონის ტომიდან,+ 21 ელიდადი, ქისლონის ვაჟი — ბენიამინის ტომიდან,+ 22 ბუკი, იოგლის ვაჟი — დანის ტომიდან,+ 23 ხანიელი, ეფოდის ვაჟი — იოსების+ შთამომავლებიდან, მენაშეს ტომიდან,+ 24 კემუელი, შიფტანის ვაჟი — ეფრემის ტომიდან,+ 25 ელიცაფანი, ფარნაქის ვაჟი — ზებულონის ტომიდან,+ 26 ფალტიელი, აზანის ვაჟი — ისაქარის ტომიდან,+ 27 ახიჰუდი, შელომის ვაჟი — აშერის ტომიდან,+ 28 და ფედაელი, ამიჰუდის ვაჟი — ნაფთალის ტომიდან“.+ 29 იეჰოვას ბრძანებისამებრ ამათ უნდა გაენაწილებინათ ქანაანის მიწა ისრაელებისთვის.+
35 იეჰოვამ მოსეს, რომელიც მოაბის ხრიოკ ველზე იერიხონის მახლობლად,+ იორდანესთან იყო დაბანაკებული, უთხრა: 2 „უბრძანე ისრაელებს, რომ თავიანთი სამკვიდროებიდან მისცენ ლევიანებს ქალაქები+ და საძოვრები ამ ქალაქების გარშემო.+ 3 ისინი ამ ქალაქებში იცხოვრებენ და საქონლისა და სხვა ცხოველებისთვის ექნებათ საძოვრები. 4 ლევიანებისთვის მისაცემი საძოვრების სიგრძე ქალაქების გალავნიდან ყოველ მხარეს 1 000-1 000 წყრთა* იყოს. 5 ქალაქების აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით გადაზომეთ 2 000-2 000 წყრთა ისე, რომ ქალაქები შუაში მოექცეს. ეს იქნება მათი ქალაქების საძოვრები.
6 ლევიანებს 6 თავშესაფარი ქალაქი მიეცით,+ სადაც მკვლელი გაიქცევა;+ მათ გარდა კიდევ 42 ქალაქი მიეცით. 7 მათ სულ 48 ქალაქი უნდა მისცეთ თავისი საძოვრებით.+ 8 ეს ქალაქები ლევიანებს ისრაელების სამკვიდროებიდან გამოუყავით.+ დიდი ტომიდან მეტი ქალაქი გამოუყავით და პატარა ტომიდან — ნაკლები.+ თითოეულმა ტომმა ლევიანებს ქალაქები თავისი სამკვიდროს სიდიდის მიხედვით მისცეს“.
9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 10 «გადაეცი ისრაელებს: „აი, გადადიხართ იორდანის გაღმა ქანაანის მიწაზე.+ 11 თავშესაფარ ქალაქებად ისეთი ქალაქები აირჩიეთ, რომლებსაც ადვილად შეაფარებს თავს ის, ვისაც კაცი შემოაკვდება.+ 12 ამ ქალაქებს შეაფარებს მკვლელი თავს, რათა სისხლის ამღების+ ხელით არ მოკვდეს მანამ, სანამ მსაჯულთა წინაშე არ წარდგება.+ 13 ეს იქნება 6-ვე თავშესაფარი ქალაქის დანიშნულება. 14 3 თავშესაფარი ქალაქი იორდანის გამოღმა გამოყავით+ და 3 — ქანაანის მიწაზე.+ 15 ამ 6 ქალაქს შეაფარებენ თავს ისრაელებიც, მათ შორის მცხოვრები უცხოელებიც+ და ხიზნებიც, ყველა, ვისაც კაცი შემოაკვდება.+
16 თუ ვინმე რკინის საგანს დაარტყამს კაცს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი და უნდა მოკვდეს.+ 17 თუ ქვას დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი და უნდა მოკვდეს. 18 თუ ხის საგანს დაარტყამს და მოკლავს, კაცისმკვლელია იგი და უნდა მოკვდეს.
19 სისხლის ამღებმა კაცისმკვლელი, სადაც შეხვდება, უნდა მოკლას. 20 თუ კაცს ვინმე სძულს, ხელს ჰკრავს მას ან ესვრის რამეს და მოკლავს,+ 21 ან ხელს დაარტყამს და მოკლავს, მკვლელი უნდა მოკვდეს. კაცისმკვლელია იგი და სადაც სისხლის ამღები შეხვდება მას, მოკლას.
22 თუ კაცი ვინმეს, ისე რომ არ სძულებია, შემთხვევით ხელს ჰკრავს ან რაიმეს ისვრის, მას მოხვდება და მოკვდება,+ 23 ან ქვა გადმოუვარდება, ვინმეს დაეცემა და მოკვდება, თუმცა არ მტრობდა და მისი დაშავება არ ჰქონია განზრახული, 24 მკვლელიცა და სისხლის ამღებიც წარდგნენ მსაჯულთა წინაშე და მათ ამ კანონით განიხილონ მათი საქმე.+ 25 დაიხსნიან ისინი მკვლელს სისხლის ამღების ხელიდან და დააბრუნებენ თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაიქცა, და იქ იცხოვრებს წმინდა ზეთით ცხებული+ მღვდელმთავრის სიკვდილამდე.
26 მაგრამ, თუ მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვარს, სადაც გაიქცა, 27 შეხვდება მას სისხლის ამღები თავშესაფარი ქალაქის საზღვრის გარეთ და მოკლავს მას, სისხლის ამღები დამნაშავე არ იქნება. 28 მკვლელმა თავშესაფარ ქალაქში მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა იცხოვროს, მისი სიკვდილის შემდეგ კი შეუძლია თავის სამკვიდროში დაბრუნდეს.+ 29 ეს იქნება თქვენთვის წესი და სამართალი თაობიდან თაობაში, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ.
30 ვინც კაცს მოკლავს, მოწმეთა ჩვენებით+ უნდა მოკვდეს,+ მაგრამ ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს. 31 არ აიღოთ გამოსასყიდი კაცისმკვლელის სახსნელად, რომელიც სიკვდილს იმსახურებს; ის უნდა მოკვდეს.+ 32 არც იმისთვის აიღოთ გამოსასყიდი, ვინც თავშესაფარ ქალაქშია გაქცეული, რათა მღვდელმთავრის სიკვდილამდე მას თავის სამკვიდროში დაბრუნების უფლება არ მიეცეს.
33 არ წაბილწოთ მიწა, რომელსაც დაიმკვიდრებთ, რადგან სისხლი ბილწავს მიწას+ და მიწა, რომელზეც სისხლია დაღვრილი, მხოლოდ მისი სისხლით გამოისყიდება, ვინც სისხლი დაღვარა.+ 34 არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც იცხოვრებთ, მიწა, სადაც დავმკვიდრდები, რადგან მე, იეჰოვა, ისრაელებს შორის ვმკვიდრობ“».+
36 მივიდნენ იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ვაჟის, გალაადის შთამომავალთა შტოების თავკაცები მოსესთან და ისრაელების ტომთა თავკაცებთან 2 და უთხრეს: „იეჰოვამ ჩემს ბატონს უბრძანა, რომ წილისყრით მიეცა+ ისრაელებისთვის სამკვიდრო. იეჰოვამ ისიც უბრძანა ჩემს ბატონს, რომ ჩვენი მოძმის, ცელოფხადის, ქალიშვილებისთვისაც მიეცა სამკვიდრო.+ 3 თუ მათ ისრაელის სხვა რომელიმე ტომიდან მოიყვანენ ცოლებად, მათი სამკვიდრო ჩვენს სამკვიდროს მოაკლდება და იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, და მოაკლდება ჩვენს სამკვიდროს, რომელიც წილისყრით შეგვხვდა. 4 როცა ისრაელში სადღესასწაულო წელი+ დადგება, ამ ქალების სამკვიდრო იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, ჩვენი ტომის სამკვიდროს კი მოაკლდება მათი სამკვიდრო“.
5 შემდეგ მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელებს უთხრა: «მართალს ამბობს იოსების შთამომავალთა ტომი. 6 აი, რა ბრძანა იეჰოვამ ცელოფხადის ასულებზე: „ვისაც უნდათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ თავიანთ ტომში. 7 ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს. 8 ქალი, რომელიც ისრაელში სამკვიდროს მიიღებს, თავისივე ტომში უნდა გათხოვდეს,+ რათა ისრაელის თითოეულ ტომს თავისი მამა-პაპის სამკვიდრო შეუნარჩუნდეს. 9 ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს“».
10 ცელოფხადის ასულები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 11 ცელოფხადის ასულები,+ მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, თავიანთ ბიძაშვილებს* მისთხოვდნენ. 12 ისინი იოსების ვაჟის, მენაშეს, ტომში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო მათსავე ტომში დარჩენილიყო.
13 ესაა მცნებები და კანონები, რომელთა დაცვაც იეჰოვამ ისრაელებს მოსეს მეშვეობით მოაბის ხრიოკ ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად უბრძანა.+
სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც ლევის ტომს არ ეკუთვნის.
სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.
სავარაუდოდ, იგულისხმება კარავი.
სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც ლევის ტომს არ ეკუთვნის.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
გერა უდრიდა 0,57 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „დაიხოცონ“.
სავარაუდოდ, ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც დაზარალებული გარდაცვლილია.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ნაზირ“, ნიშნავს „გამორჩეულს“, „გამოცალკევებულს“, „მიძღვნილს“.
სიტყვასიტყვით — „მკვდარ სულთან“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.
იგივე ითრო.
ნიშნავს „წვას“, „ხანძარს“.
სავარაუდოდ, იგულისხმებიან არაებრაელები.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
ხომერი იყო იმდენი, რამდენიც 220-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ნიშნავს „სიხარბის საფლავებს“.
ებრ. „იეჰოშუა“, ნიშნავს: „იეჰოვაა ხსნა“.
ნიშნავს „ყურძნის მტევანს“.
სიტყვასიტყვით — „ნეფილიმი“.
სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ათჯერ“.
სიტყვასიტყვით — „მეძაობის“.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
სავარაუდოდ, იგულისხმებიან ისრაელის უხუცესები.
სიტყვასიტყვით — „გარყვნილების ჩადენისკენ“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.
გერა უდრიდა 0,57 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „მახვილით მოკლულს ან გვამს“.
ნიშნავს „დავას“.
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.
ნიშნავს „გასანადგურებელს“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ევფრატი.
ან შესაძლოა: „უდაბნოს“.
სიტყვასიტყვით — „ვაჟები“.
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.
იგულისხმება სულისკვეთება, უნარიანობა.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
იმდენი, რამდენიც 6,6-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
„თავის დამდაბლებაში“, უმთავრესად, ნაგულისხმევია საკუთარ ნება–სურვილზე უარის თქმა, მაგ., მარხვა.
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.
იგულისხმება საბეჭდავი ბეჭედი.
შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.
სხვაგვარად — „აღადგინეს“.
ნიშნავს „იაირის კარვების სოფლებს“.
სავარაუდოდ, იე-აბარიმის შემოკლებული ფორმა.
იგივე მკვდარი ზღვა.
იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.
იგივე ხმელთაშუა ზღვა.
იგივე გენესარეთის ტბა ანუ გალილეის ზღვა.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „თავიანთი მამის ძმების ვაჟებს“.