საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 აპრილი გვ. 17-19
  • აპრ.—მაის. ვეფხვი! ვეფხვი!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრ.—მაის. ვეფხვი! ვეფხვი!
  • გამოიღვიძეთ! — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვეფხვის ოჯახური ცხოვრება
  • იზრდება ვეფხვად
  • მამის როლი
  • კაციჭამიები?
  • დიდი კატის მომავალი
  • გადაშენება ხომ არ ემუქრება ციმბირულ ვეფხვს?
    გამოიღვიძეთ! — 2008
  • ნამდვილი უსაფრთხოება — მიუწვდომელი მიზანი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • რა ხდება მსოფლიოში
    გამოიღვიძეთ! — 2001
  • რატომ ემუქრებათ მათ საფრთხე?
    გამოიღვიძეთ! — 2004
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 აპრილი გვ. 17-19

ვეფხვი! ვეფხვი!

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ინდოეთში

„ერთხელ გორაკის ვიწრო ბილიკზე ვსეირნობდი, — იხსენებს დოქტორი ჩარლზ მაკდუგელი, რომელიც მრავალი წელია დაკავებულია ვეფხვების გამოკვლევით როიალ ჩიტევენის ეროვნულ პარკში (ნეპალი), — სეირნობისას დავინახე, რომ ჩემსკენ მოდიოდა ვეფხვი. მალე, გორაკის წვერზე, ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით და ჩვენს შორის მანძილი ცოტაღა დარჩა — სულ რაღაც თხუთმეტიოდე ნაბიჯი“. დოქტორი მაკდუგელი შეჩერდა. იმის ნაცვლად, რომ ვეფხვისთვის თვალებში შეეხედა, რასაც ვეფხვი გამოწვევად მიიჩნევდა, მხოლოდ ვეფხვის ზურგზე გადაიტანა მზერა. ვეფხვი მიწაზე ჩაცუცქებული დარჩა, მაგრამ თავდასხმა არც კი დაუპირებია. რამდენიმე საშინლად გრძელი წუთის შემდეგ დოქტორმა მაკდუგელმა ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა უკან. ‘შემდეგ, — ამბობს ის, — უბრალოდ შევბრუნდი და დავბრუნდი უკან’.

ამ საუკუნის დასაწყისში აზიაში მკვიდრობდა 100 000 ვეფხვი, მათ შორის 40 000 ინდოეთში. მაგრამ 1973 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა ცხადყოფს, რომ ამ არსებების რაოდენობა შემცირდა 4 000-მდე, ამის მიზეზი კი ძირითადად ნადირობა იყო. ვეფხვი, ყველაზე დიდი კატა დედამიწაზე, ადამიანის ხელით ნადგურდება. მაგრამ საშიშს წარმოადგენს თუ არა ვეფხვი ადამიანისთვის? როგორია სინამდვილეში ეს დიდი კატა? წარმატებული აღმოჩნდა თუ არა გადაშენებისგან მათ დასაცავად მიღებული ზომები?

ვეფხვის ოჯახური ცხოვრება

წლების მანძილზე გულდასმითი დაკვირვების შემდეგ ბუნების დამცველებმა ვეფხვის ცხოვრებიდან უფრო ნათელი სურათი მოგვაწოდეს. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ვუყურებთ ვეფხვის ჩვეულებრივ ოჯახს მშვენიერ რანთამბორის ტყეში (ინდოეთის ჩრდილოეთი ნაწილი). ხვადი ვეფხვი თითქმის 3 მეტრის სიგრძისაა ცხვირიდან კუდამდე და იწონის დაახლოებით 200 კილოგრამს. ძუ კი 2,7 სიგრძისაა და წონით — 140 კილოგრამიa. აქ სამი ბოკვერია, ერთი ძუ და ორიც ხვადი.

ამ ტყეებში სითბო 45° C-ია, მაგრამ ვეფხვის ოჯახი პოულობს ხეების ჩრდილს და მას აფარებს თავს. მათ ყოველთვის შეუძლიათ ინებივრონ ახლომახლო ტბების გრილ წყალში. კატები და ცურვა? დიახ, ვეფხვებს უყვართ წყალი! ფაქტობრივად, როგორც ცნობილია, მათ შეუსვენებლივ 5 კილომეტრზე შეუძლიათ ცურვა.

მზის სხივები, რომლებსაც ფოთლები ბოლომდე ვერ აკავებს, ვეფხვის ნარინჯისფერ ბეწვს ლამაზ ბზინვარებას ანიჭებს. შავი ზოლები ბზინავს და თეთრი ლაქები ყვითელ თვალებს ზემოთ ბრილიანტივით ელვარებს. მცირე ხნით ყურების შემდეგ უფრო იოლად ვანსხვავებთ სამ ბოკვერს ერთმანეთისგან სხვადასხვა ზოლებითა და განსაკუთრებული ნიშნებით.

იზრდება ვეფხვად

როდესაც ძუ ვეფხვი ელოდა ბოკვრებს, მოძებნა სათანადო ბუნაგი, რომელიც კარგად იყო დაფარული მცენარეებით. ბუნაგიდან მთელი ოჯახი სიამოვნებით გადაჰყურებს ხედს, მდელოსა და ტბას, რომელიც სხვა ცხოველებსაც იზიდავს. ძუმ ეს ადგილი იმისთვის შეარჩია, რომ საკვების მოსაპოვებლად სანადიროდ ბოკვერებისგან შორს წასვლა არ დასჭირვებოდა.

გაჩენისთანავე ბოკვრები უდიდესი ზრუნვის საგანი ხდებიან. იმ ხნის მანძილზე, რაც პატარები არიან, დედა თათებით ეხვევა, ცხვირით უბიძგებს და ლოკავს, თან ნაზად კრუტუნებს. როდესაც ბოკვრები წამოიზრდებიან, ისინი დახუჭობანას თამაშსა და ჭიდაობას იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოკვრებს კრუტუნი არ შეუძლიათ, ერთი წლის ასაკიდან ისინი ქშინავენ, ხმამაღლა ამოისუნთქავენ ხოლმე, სწორედ მაშინ, როდესაც დედა უკან ბრუნდება.

ბოკვრებს უყვართ დედასთან ერთად წყალში ცურვა და თამაში. წარმოიდგინე ვეფხვი, რომელიც თვითონ ტბის ნაპირზე ზის, კუდი კი წყალში აქვს. ხანდახან სწრაფად ამოძრავებს კუდს, რომ გახურებულ ტანზე გრილი წყალი შეისხას. ბოკვრები კი დაუღალავად დასდევენ თავიანთი დედიკოს კუდს, რომელსაც ხან იქეთ გაიქნევს, ხან აქეთ. ასეთი მოქმედებით ხვადი უბრალოდ კი არ ერთობა ბოკვრებთან; ის ასწავლის ზუსტი ნახტომის კეთების ხელოვნებას, ეს ცოდნა კი მათ მოგვიანებით გამოადგებათ, მაშინ, როდესაც დაიწყებენ ნადირობას. ბოკვრებს ხეზე ასვლაც ძალიან უყვართ. მაგრამ, როდესაც 15 თვის ხდებიან, უკვე იმდენად მოზრდილები და მძიმეები არიან, რომ ისე იოლად ვეღარ ძვრებიან ხეებზე.

მამის როლი

ბოლო დრომდე სჯეროდათ, რომ ძუ მარტო ზრდიდა ბოკვრებს და თუ ხვადს მიეცემოდა საშუალება, აუცილებლად დაგლეჯდა პატარებს. მრავალი ვეფხვის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ხვადი დიდი ხნით მიდის ხოლმე ჯუნგლებში და ძრწის საკუთარ ტერიტორიაზე, რომელიც 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. მაგრამ ის ასევე ხშირად მიდის ხოლმე ოჯახშიც. როდესაც ხვადი ოჯახთანაა, ყველასთან ერთად ნადირობს და ნადავლსაც უნაწილებს მათ. უფრო აგრესული ხვადი ბოკვერი შესაძლოა იმდენს იზამს, რომ პირველი დაიწყებს ჭამას. თუ ის კარგა ხანი ხარბად ჭამს და თავის დაიკოებს არ უშვებს საჭმელთან, მაშინ დედა ნაზად წაჰკრავს ან წამოარტყამს კიდეც თათს, რომ ნადიმიდან ძუ ბოკვრებსაც ერგოთ თავიანთი წილი.

ბოკვრებს ძალიან უყვართ უზარმაზარ მამასთან თამაში. მათი საყვარელი სათამაშო ადგილი არის ახლომდებარე პატარა ტბა. მამა ვეფხვი წყალში უკუსვლით შედის, სანამ წყალი თავამდე არ მოსწვდება. (ვეფხვებს არ უყვართ, როდესაც წყალი თვალებში ჩასდით!) ის ნებას რთავს ბოკვრებს ცხვირით უბიძგონ და ამავე დროს, სახეებს ულოკავს. ფაქტია, რომ მათ მტკიცე ოჯახური კავშირი აქვთ.

კაციჭამიები?

წიგნებსა და ფილმებში ვეფხვები მძვინვარე, აგრესიულ ქმნილებებად გამოჰყავთ, რომლებიც ჩუმად ეპარებიან და თავს ესხმიან ადამიანებს, შემდეგ კი გლეჯენ და ჭამენ. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ვეფხვი არ არის კაციჭამია. საინტერესოა, რომ ვეფხვებზე საერთოდ არ მოქმედებს ადამიანის სუნი.

მაგრამ ზოგჯერ მშიერი ვეფხვი ნამდვილად საშიშია. იმ შემთხვევაში, თუ ის ბებერია და არ აქვს კბილები ან ადამიანებისგან ტრამვირებულია, მას აღარ შესწევს ნადირობის უნარი. აგრეთვე, თუ ადამიანის მოქმედება რამეთი ხელს უშლის ვეფხვის საცხოვრებელ ადგილს, იშვიათად ხდება ვეფხვის მსხვერპლი. მსგავსი მიზეზების გამო დაახლოებით 50 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად ინდოეთში ვეფხვის თავდასხმით და ასეთი სიკვდილიანობა ასჯერ მცირეა გველის ნაკბენით დაღუპულებთან შედარებით. ვეფხვის თავდასხმა ძირითადად ხდება განგას დელტის ჭაობებში.

დოქტორ მაკდუგელის აზრის თანახმად, ვეფხვები ისეთი საშიშები არ არიან, როგორც მრავალი ადამიანი ფიქრობს. საოცარია, მაგრამ ახლოს მყოფ ვეფხვს შეუძლია თავი ისე მოაჩვენოს ადამიანს, თითქოს თავდასხმას აპირებს, მაგრამ სინამდვილეში „წყნარი, მშვიდი, დინჯი ცხოველია, — ამბობს ის, — ჩვეულებრივ, თუ მოულოდნელად გადაეყრები ვეფხვს — თუნდაც ძალიან ახლოს აღმოჩნდა — ის თავს არ დაგესხმის“.

ვეფხვების აგრესია იშვიათია. მაგალითად, პატარა ვეფხვი ცნობისმოყვარეობით შეიძლება სხვა ვეფხვის ტერიტორიაზე გადავიდეს და მოულოდნელად ხვადს გადაეყაროს. ამას მოყვება ბრდღვინვა, საშინელი ღრიალი, მძვინვარება და ერთმანეთის პირისპირ ღრენა. მაგრამ, როდესაც უფროსი ხვადი დაუმტკიცებს თავის უპირატესობას, პატარა, მორჩილების ნიშნად, წვება ზურგზე, თათებს ჰაერში იქნევს და შეტაკებაც ამით სრულდება.

დიდი კატის მომავალი

იმის ნაცვლად, რომ ვეფხვი ყოფილიყო საშიში, ფაქტია, რომ ადამიანი იქცა ერთადერთ საშიშროებად ვეფხვისთვის. დღეს ძალისხმევა ხმარდება იმას, რომ გადაშენებისგან იხსნან ვეფხვები. აზიის ზოგმა ქვეყანამ ვეფხვებისთვის ნაკრძალები დააწესა. სპეციალური ღონისძიება სახელწოდებით „პროჯეკტ ტაიგერი“ (Project Tiger) 1973 წელს კორბეტის ეროვნულ პარკში (ჩრდილოეთ ინდოეთი) დაიწყო. თანხები და დანადგარები მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან წამოვიდა „პროჯეკტ ტაიგერისთვის“. საბოლოოდ 18 ვეფხვი რომ გადაერჩინათ, განცალკევებით მოათავსეს ინდოეთში 28 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე. გადაშენების პირას მისულთა სიაში 1978 წელს ვეფხვიც შეიტანეს. შედეგი განსაცვიფრებელია! ვიდრე ვეფხვებზე ნადირობა აიკრძალებოდა, ვეფხვები, ადამიანების მიმართ შიშის გამო, ფრთხილები გახდნენ და მხოლოდ ღამღამობით გამოდიოდნენ. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც მათ დასაცავად მიიღეს ზომები, ვეფხვები აღარ იმალებოდნენ და სანადიროდ დღისით-მზისით გამოდიოდნენ!

მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება ვეფხვებისთვის: საერთაშორისო მოთხოვნა ტრადიციული აზიური სამკურნალო საშუალებებისთვის, სწორედ ვეფხვის სხეულის ნაწილებისგან მზადდება. ვეფხვის ძვლებით სავსე ჩანთა, მაგალითად, ინდოეთში ღირს 500 დოლარი, ხოლო იმ დროისთვის, როდესაც ძვლები მუშავდება და შორეული აღმოსავლეთის ბაზარს აღწევს, მისი ფასიც იზრდება და 25 000 დოლარს აღემატება. ღარიბი სოფლელები ბევრი ფულის გაკეთების მიზნით თანამშრომლობენ ბრაკონიერებთან და ჭკუით ატყუებენ ტყის დამცველებს. პირველი ძალისხმევა ვეფხვების დასაცავად წარმატებულად იქნა მიჩნეული. მაგრამ 1988 წლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. დღეს მხოლოდ დაახლოებით 27 ვეფხვი დაძრწის რანთამბორში, ეს იმ დროს, როდესაც 20 წლის წინ იყო 40. მთელ მსოფლიოში კი მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ 5 000-ს აღწევს!

გასული საუკუნის დასასრულამდე, ვეფხვები და ადამიანები ინდოეთში შედარებით ჰარმონიულ თანაცხოვრებას ეწეოდნენ. შეძლებენ თუ არა კიდევ ამას? დღეს აღფრთოვანებული წამოძახილი „ვეფხვი! ვეფხვი!“ შეიძლება კატისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენლის მისამართით იყოს ნათქვამი. დაიცავს თუ არა ვეფხვის მომავალ უსაფრთხოებას დაცვა-შენახვის პროგრამები, ჯერ კიდევ სავარაუდოა. მაგრამ ბიბლია გვარწმუნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელ დედამიწაზე იქნება სამოთხე, ისეთი, როგორიც იყო ედემის ბაღში. იმ დროისთვის ადამიანები და გარეული ცხოველები, მათ შორის ვეფხვებიც, ერთად იცხოვრებენ მშვიდობიანად დედამიწაზე (ესაია 11:6–9).

[სქოლიოები]

a ციმბირის ვეფხვის სახეობა შესაძლოა იწონიდეს 320 კილოგრამზე მეტს და აღწევდეს 4 მეტრ სიგრძეს.

[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]

თეთრი ვეფხვი

ინდოეთის ეროვნულ ნაკრძალში არის იშვიათი თეთრი ვეფხვი, რომელიც გადაგვარების პირას მყოფი მუტანტი გენის ნაყოფია. რევას ტყეში (ინდოეთი) 1951 წელს დაიჭირეს თეთრი ხვადი ბოკვერი. ის შეაჯვარეს ჩვეულებრივი ფერის ვეფხვთან და შედეგად ჩვეულებრივი პატარები მოევლინენ ქვეყანას. მაგრამ როდესაც ამ პატარებიდან ერთი ძუ შეაჯვარეს თავდაპირველ თეთრ ხვადთან, ძუმ დაყარა ოთხი თეთრი ბოკვერი. ფრთხილად ჩაატარეს მათი გამრავლება, რომ მრავალ ქვეყანაში შესაძლებელი ყოფილიყო ზოოპარკებში მათი მოთავსება და მრავალს მისცემოდა ასეთი იშვიათი სილამაზის ნახვის საშუალება.

[სურათი 18 გვერდზე]

კატები და ცურვა? დიახ!

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება