საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 9/8 გვ. 29
  • მკითხველთა წერილები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა წერილები
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • მსგავსი მასალა
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 1999
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • მკითხველთა წერილები
    გამოიღვიძეთ! — 2000
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 9/8 გვ. 29

მკითხველთა წერილები

კოსმოსური კატასტროფა?  ვარ ათი წლის. ძალიან მომეწონა სტატია „გაანადგურებს მსოფლიოს კოსმოსური კატასტროფა?“ რუბრიკიდან ბიბლიის თვალსაზრისი (8 დეკემბერი, 1998). სტატია დამეხმარა, გამეგო, რომ კოსმოსური კატასტროფა არ ემუქრება ჩვენს პლანეტას, რადგან იეჰოვას სურს, რომ დედამიწაზე ვიცხოვროთ სამოთხეში.

ჯ. პ., შეერთებული შტატები

უსისხლო ქირურგია.  მსურს მადლობა გადაგიხადოთ სტატიისთვის „უსისხლო ქირურგია — ექიმებმა თვალსაზრისი შეიცვალეს“ (8 დეკემბერი, 1998). სტატიამ ამაღელვა, რადგან თეძო-მენჯის ოპერაცია მეც სისხლის გადასხმის გარეშე წარმატებით გამიკეთდა. ჩემს პალატაში ზუსტად ჩემსავე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფი იწვა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მას სისხლი გადაუსხეს. მე საავადმყოფოში კვირაზე ნაკლები დრო დავყავი, მაგრამ მას მეტხანს მოუწია დარჩენა, რადგან სისხლის გადასხმის შედეგად ვირუსი მოხვდა მის ორგანიზმში.

ნ. ჰ., შეერთებული შტატები

თავის დანებება!  სტატია „ჩვენ შევძელით თავის დანებება — თქვენც შეძლებთ!“ განსაკუთრებული იყო ჩემთვის (8 დეკემბერი, 1998). ახლახან დავამთავრე ბიბლიის შესწავლა მწეველ ქალთან. ის ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრება, მაგრამ სულიერად წინ არ მიიწევს ამ ჩვევის გამო. მე მას უკვე მივეცი ადრინდელი სტატიები სიგარეტის გადაგდებაზე, ამჯერად კი ვლოცულობ, რომ ეს სტატია დაეხმაროს დაბრკოლების გადალახვაში.

ი. კ., შეერთებული შტატები

მშობლების გარეშე.  გმადლობთ ასეთი დიდებული სტატიისთვის, კერძოდ, „როგორ ვიცხოვრო მშობლების გარეშე?“ რუბრიკიდან ახალგაზრდების შეკითხვები (8 იანვარი, 1999). სტატია დამეხმარა, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რომ იეჰოვას შესწევს ძალა, დაიცვას მშობლების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები. ჩემი მშობლები ცოცხლები არიან, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, რა დამემართებოდა მათი დაღუპვის შემთხვევაში. ჰორასიოს შესანიშნავმა მაგალითმა ძალიან გამამხნევა.

მ. ჯ., ტრინიდადი

შვიდი ვაჟიშვილის აღზრდა.  არ შემეძლო სამადლობელი ბარათი არ მომეწერა სტატიისთვის „შვიდი ვაჟიშვილის აღზრდასთან დაკავშირებული სირთულეები და კურთხევები“ (8 იანვარი, 1999). საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ მოზარდების დამორჩილება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით ქვრივისთვის. ამ სტატიამ დამანახვა, რომ მეც თავს გავართმევ ჩემს ოჯახურ მოვალეობას.

ა. რ., შეერთებული შტატები

ჩვენს ოჯახშიც შვიდი დედმამიშვილი ვიყავით. ბოლო დრომდე ყველა ერთსულოვნად ვემსახურებოდით იეჰოვას, მაგრამ ექვსი თვის წინათ ჩემი ერთ-ერთი უმცროსი და კრებიდან გაირიცხა. როდესაც პირველად ვნახე ეს სტატია, არ მსურდა ბედნიერი ოჯახის ისტორიის წაკითხვა. ვლოცულობდი, რომ სტატია შურის გარეშე წამეკითხა. ძალიან გამამხნევა იმის გაგებამ, რომ არსებობს ოჯახი, რომელსაც ჩვენნაირი მდგომარეობა ჰქონია. სანუგეშო იყო იმის გაგებაც, რომ იეჰოვა ჩვენი შემთხვევითაც დაინტერესებულია. დარწმუნებული ვარ, ჩემი მშობლები და უმცროსი და-ძმებიც ძალიან გაამხნევა და ანუგეშა ამ სტატიამ.

უ. ი., იაპონია

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება