საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g23 № 1 გვ. 12-14
  • ჰაერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ჰაერი
  • გამოიღვიძეთ! — 2023
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • საფრთხე
  • ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი
  • ადამიანების მცდელობა
  • იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია
  • მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“
    გამოიღვიძეთ! — 2015
გამოიღვიძეთ! — 2023
g23 № 1 გვ. 12-14
წყვილი უღრუბლო და მზიან ამინდში დათოვლილი ტბის სანაპიროზე მიაბიჯებს, რომელსაც ირგვლივ მთები აკრავს.

ᲒᲐᲜᲬᲘᲠᲣᲚᲘᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲞᲚᲐᲜᲔᲢᲐ?

ᲰᲐᲔᲠᲘ

ᲰᲐᲔᲠᲘ სიცოცხლეს გვინარჩუნებს. გარდა იმისა, რომ ვსუნთქავთ, ის მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისგანაც გვიცავს. რომ არა ჰაერი, დედამიწაზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცემოდა და ძლიერი ყინვა იქნებოდა.

საფრთხე

ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი სუნთქავს სუფთა ჰაერს.

დაბინძურებული ჰაერი ისეთი დაავადებების მიზეზი ხდება, როგორებიცაა ფილტვის კიბო და რესპირატორული თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ყოველ წელს დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი სწორედ დაბინძურებული ჰაერის გამო კვდება.

ჩვენი პლანეტის თვითგადარჩენის უნარი

ჩვენს პლანეტას აქვს უნარი, სუფთა ჰაერით უზრუნველყოს ყველა ცოცხალი არსება. ჰაერის გაწმენდა ბუნებრივი პროცესებით ბევრად მარტივად ხდება, როცა ადამიანები გადაჭარბებულად არ აბინძურებენ მას. დავფიქრდეთ რამდენიმე ფაქტზე:

  • ყველასთვის ცნობილია, რომ ტყეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს; თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მანგროს ხეები, რომლებიც ჭარბტენიან ტერიტორიებზე ხარობენ, ამ საქმეს ბევრად უკეთ ართმევენ თავს. მანგროს ტყეები ხუთჯერ მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავენ, ვიდრე ტროპიკული ტყეები.

  • ახლახან ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზღვის დიდი მცენარეები, მაგალითად მურა წყალმცენარე, არა მხოლოდ შთანთქავს, არამედ, ასე ვთქვათ, მარხავს ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს. ამ წყალმცენარეს ღეროებზე ჰაერით გაჯერებული ბუშტუკები აქვს, რისი მეშვეობითაც ხანგრძლივად შეუძლია წყლის ზედაპირზე ტივტივი. რაღაც დროის შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და ნახშირორჟანგით სავსე მურა წყალმცენარე ფსკერზე ეშვება. ამგვარად, ის საუკუნოდ მარხავს ნახშირორჟანგს ოკეანის ფსკერზე.

  • ჩვენს ატმოსფეროს თვითგაწმენდის უნარი რომ აქვს, კარგად გამოჩნდა კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში. 2020 წელს, როცა თითქმის ყველა ქარხანა გაჩერდა და ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა, ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამავე წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, გამოკითხული ქვეყნების 80 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ „ლოკდაუნის“ დაწყებიდან მალევე ჰაერი საგრძნობლად გაიწმინდა.

    ᲘᲪᲝᲓᲘᲗ?

    ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია

    ნიუ-დელის (ინდოეთი) ჰაერის კონტროლის დიაგრამაზე ნაჩვენებია მცირე ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა ჰაერში (PM2.5). 2020 წლის იანვარში მაჩვენებელი 128,1 იყო, რაც ძალიან მაღალ ნიშნულად ითვლება; თუმცა 2020 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 35,5-მდე ჩამოვიდა, რაც ნორმის ფარგლებში ჯდება.

    კოვიდ-19 პანდემიის დროს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ჰაერის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რადგან დროებით შეჩერდა სამრეწველო საქმიანობა და შეიზღუდა ავტომობილების მოძრაობა. შედეგად, მალევე იკლო მცირე ზომის მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობამ ჰაერში (PM2.5). ეს პაწაწინა ნაწილაკები შეიძლება რესპირატორული ან სხვა დაავადებების მიზეზი გახდეს (0025მმ ან უფრო პატარა). მართალია, ეს შედეგი დროებითი იყო, მაგრამ ამან ცხადყო, რომ ატმოსფეროს თვითგაწმენდისთვის არც ისე დიდი დრო სჭირდება.

    2019 წლის ბოლოს ნიუ-დელი (ინდოეთი) სქელ ბურუსშია გახვეული ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო.

    © Amit kg/​Shutterstock

    2019 წლის მიწურული

    ნიუ-დელიში (ინდოეთი) „ლოკდაუნის“ პერიოდში დაბინძურების დაბალი მაჩვენებლის გამო ჰაერი გასუფთავებულია.

    © Volobotti/​Shutterstock

    „ლოკდაუნის“ პერიოდი კოვიდ-19 პანდემიის დროს

ადამიანების მცდელობა

კაცი ველოსიპედს აჩერებს სამსახურთან ახლოს.

ველოსიპედით გადაადგილება შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას.

მთავრობები ბიზნესმენებს მოუწოდებენ, ნაკლებად დააბინძურონ გარემო. მეცნიერებიც ახალ-ახალ გზებს ეძებენ, რომ დაბინძურებამ ნაკლები ზიანი მიაყენოს ეკოსისტემას. მაგალითად, მათ მიაგნეს მეთოდს, როგორ გარდაქმნან დამაბინძურებლები მიკრობების მეშვეობით არატოქსიკურ ნივთიერებებად. ისინი მოუწოდებენ ხალხს, გაუფრთხილდნენ ელექტროენერგიას და ავტომობილებით სარგებლობის ნაცვლად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ.

ქალი ძირს ზის და საჭმელს ამზადებს სახლში. შეშის ღუმლიდან ცოტა ბოლი გამოდის.

ჰაერი რომ არ დაბინძურდეს, ზოგ ქვეყანაში მთავრობა მოსახლეობას თანამედროვე ღუმლებით უზრუნველყოფს; თუმცა ბევრს კვლავაც არ მიუწვდება ხელი მათზე.

თუმცა 2022 წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ბევრად მეტის გაკეთებაა საჭირო.

ამავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს მსოფლიო მოსახლეობის მესამედი საჭმლის მომზადებისას ჰაერისთვის საზიანო საწვავს იყენებდა. ფაქტია, ძალიან ცოტას თუ მიუწვდება ხელი უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ღუმლებზე ან გარემოსთვის შედარებით უსაფრთხო საწვავზე.

იმედის საფუძველი — რას ამბობს ბიბლია

„აი, რას ამბობს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა, ცის შემოქმედი . . . დედამიწისა და მისი ნაყოფის გამშლელი, მასზე მცხოვრებთათვის სუნთქვის ჩამდგმელი“ (ესაია 42:5).

ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ და ბუნებრივი ციკლები, რომლებიც მის გაწმენდას ემსახურება, მოსიყვარულე და ძლევამოსილი ღვთის შექმნილია. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მას იმის ძალაც შესწევს, სრულად გაწმინდოს ჰაერი, რომელიც ადამიანის დაუდევრობის შედეგად ბინძურდება. გაეცანით სტატიას „ღმერთი გვპირდება, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება“.

ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

კოსმოსიდან დანახული დედამიწა.

როგორ წარმოიქმნა ატმოსფერო? ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „ატყვია სამყაროს შემოქმედის ხელი?“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება