აქშაფი
[ჯადოქრობის ადგილი]
სატახტო ქალაქი ქანაანში, რომლის მეფეც გამოეხმაურა ხაცორის მეფის, იაბინის, მოწოდებას და მერომის წყალთან ისრაელის წინააღმდეგ გასალაშქრებლად დაბანაკებულ მეფეებს შეუერთდა (იეს. 11:1, 5). აქშაფის მეფე ამ ბრძოლაში დაიღუპა (იეს. 12:7, 20). მოგვიანებით აქშაფი აშერის ტომისთვის მემკვიდრეობით გამოყოფილი ტერიტორიის შემადგენლობაში შევიდა (იეს. 19:25).
ზოგი ბიბლეისტის აზრით, აქშაფი იგივე თელ-ქისანია (თელ-ქისონი), ადგილი, რომელიც აქოდან (აკრა) სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლ. 10 კმ-ში მდებარეობს. ზოგის აზრით კი, ეს ქალაქი ხირბეთ ელ-ჰარბაჯის (თელ-რეგევი) ადგილას მდებარეობდა, რომელიც ხაიფადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 11 კმ-ში მდებარეობს.