ადონი
უცნობი ადგილი ბაბილონში. იუდას 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ, ძვ. წ. 537 წელს, იერუსალიმში ადონიდან დაბრუნებულთაგან ზოგიერთმა ვერ იპოვა საგვარეულო ნუსხა თავისი წარმომავლობის დასამტკიცებლად. ამის გამო მათ არ მიეცათ მღვდლად მსახურების უფლება. ზოგი მეცნიერის აზრით, ადონი მამაკაცის სახელია, რომელმაც ვერ შეძლო თავისი წარმომავლობის დამტკიცება (ეზრ. 2:59—62; ნემ. 7:61—64).