ᲮᲣᲙᲝᲙᲐ
[ნიშნავს „ამოჭრილს“, „ამოკვეთილს“].
ნაფთალის სასაზღვრო ქალაქი (იეს. 19:32, 34). ვარაუდობენ, რომ ეს ქალაქი მდებარეობდა შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთით, თუმცა სინამდვილეში ძველი ხუკოკა დღევანდელი ჰუქოქის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რომელიც გალილეის ზღვის ჩრდილოეთი ნაწილიდან დასავლეთით 7 კილომეტრშია და გენესარეთის ნაყოფიერ ველს გადაჰყურებს.