რას მოითხოვს ჩვენგან ღვთისმოსაწონი მორჩილება
„დაემორჩილეთ ღმერთს“ (იაკობი 4:7).
1. რა შეიძლება ითქვას ღმერთზე, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით?
რა საოცარი ღმერთია იეჰოვა! სწორუპოვარი, შეუდარებელი, უმაგალითო და ერთადერთი ასე მრავალ საკითხში! იეჰოვა — უზენაესია, უნივერსალური სუვერენია, მას ეკუთვნის მთელი ჭეშმარიტი ძალაუფლება. ის მარადიულია და აღსავსე ისეთი დიდებით, რომ ადამიანს არ შეუძლია იხილოს იგი და დარჩეს ცოცხალი (გამოსვლა 33:20; რომაელთა 14:25). უსაზღვროა მისი სიბრძნე და ძლიერება, იეჰოვა სავსებით სრულყოფილია სამართლიანობაში და წარმოადგენს სიყვარულის განსახიერებას. ის — ჩვენი შემოქმედი, მსაჯული, კანონმდებელი და მეფეა. ყველა კეთილი მისაცემელი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მისგან გამომდინარეობს (ფსალმუნი 99:3; ესაია 33:22; იაკობი 1:17).
2. რა იგულისხმება ღვთისმოსაწონ მორჩილებაში?
2 ყოველივე ამის მხედველობაში მიღებით არ შეიძლება ეჭვი გვეპარებოდეს, რომ ვალდებულნი ვართ ვემორჩილებოდეთ მას. მაგრამ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? რიგ მომენტებს. იმის გამო, რომ ჩვენ პირადად არ შეგვიძლია იეჰოვა ღმერთის დანახვა, მისადმი მორჩილებაში იგულისხმება, ყური დავუგდოთ განსწავლული სინდისის ხმას, ვითანამშრომლოთ ღმერთის მიწიერ ორგანიზაციასთან, ვაღიაროთ ამქვეყნიური ხელისუფლებები და დავაფასოთ ოჯახურ წრეში მეთაურობის პრინციპი.
გაგვაჩნდეს სუფთა სინდისი
3. რომელ აკრძალვებს უნდა დავემორჩილოთ, თუ გვინდა, გაგვაჩნდეს სუფთა სინდისი?
3 სუფთა სინდისი რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის უნდა დავემორჩილოთ იმას, რასაც ვერ უზრუნველყოფს სამართლებრივი სანქცია, ანუ იმ კანონებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვის უზრუნველყოფაც ადამიანებს არ შეუძლიათ. მაგალითად ათი მცნებიდან ბოლო მცნება, რომელიც მიმართულია სიხარბის წინააღმდეგ, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ადამიანთა ხელისუფლებების მიერ. ეს, სხვათა შორის მოწმობს ათი მცნების ღვთაებრივ წარმოშობაზე, იმიტომ რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ვერცერთი ორგანო ვერ გამოსცემდა კანონს, რომლის დარღვევის დროსაც შეუძლებელი იქნებოდა სანქციის გამოყენება. ამ კანონით იეჰოვა ღმერთმა დააკისრა თვითოეულ ისრაელელს მოვალეობა — თუ სურვილი ექნებოდა, ჰქონოდა სუფთა სინდისი, — თავად ედევნებინა თვალი საკუთარი თავისათვის (გამოსვლა 20:17). ზუსტად ასევე ხორცის იმ საქმეებს შორის, რომელთა გამოც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს ღმერთის საუფეველს, არის „შური“ და „მტრობა“ — გრძნობები, რომელთა წინააღმდეგაც ადამიანთა მოსამართლეებს არ შეუძლიათ სანქციების გამოყენება (გალატელთა 5:19–21). მაგრამ, სუფთა სინდისი რომ გაგვაჩნდეს, ჩვენ უნდა გავექცეთ ასეთ გრძნობებს.
4. რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიცხოვროთ, რომ შევინარჩუნოთ სუფთა სინდისი?
4 დიახ, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპების თანახმად. ეს პრინციპები შეიძლება გამოითქვას ორი მცნებით, რომლებიც იესო ქრისტემ წარმოსთქვა იმ კითხვაზე საპასუხოდ, თუ რომელი მცნებაა მოსეს რჯულში ყველაზე დიდი: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. . . შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათე 22:36–40). თუ რა იგულისხმება აქედან მეორე მცნებაში, გვიჩვენებს იესოს სიტყვები, რომელიც ჩაწერილია მათე 7:12: „ამიტომ, ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი“.
5. როგორ შეგვიძლია კარგი ურთიერთდამოკიდებულების შენარჩუნება იეჰოვა ღმერთთან?
5 ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია და, ვერიდოთ იმის გაკეთებას, რაც არასწორია, დამოუკიდებლად იმისა, ამჩნევენ თუ არა ამას სხვები. ეს ასეა მაშინაც, თუ ვახერხებთ დაუსჯელად ვაკეთოთ ის, რაც არ უნდა გვეკეთებინა, ან არ ვაკეთოთ ის, რაც უნდა გვეკეთებინა. ეს ნიშნავს შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჩვენს ზეციერ მამასთან და გვახსოვდეს ებრაელთა 4:13 მუხლში, პავლე მოციქულის მიერ მოცემული გაფრთხილება: „და არ არის არსება მისგან დაფარული, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“. განუწყვეტლივი ძალისხმევა, მოვიქცეთ სწორად, დაგვეხმარება გავუმკლავდეთ ეშმაკის ვერაგულ ხრიკებს, წინაღუდგეთ ქვეყნიერების ზეგავლენას და ვებრძოლოთ მემკვიდრეობით მიღებულ მიდრეკილებას ეგოიზმისაკენ. (შეადარე ეფესელთა 6:11.)
მორჩილება ღმერთის ორგანიზაციის მიმართ
6. რომელი ადამიანებით სარგებლობდა იეჰოვა ქრისტიანობამდელ დროში, როგორც კავშირის არხით?
6 იეჰოვა ღმერთს არ მოუცია ჩვენთვის სრული უფლება პირადად გადავწყვიტოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპები. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ღმერთი ადამიანებით სარგებლობს, როგორც კავშირის არხით. ასე მაგალითად: ევასათვის ადამი იყო ღმერთის წარმომადგენელი. მითითება აკრძალულ ხის ნაყოფზე ადამს მიეცა მანამ, სანამ ღმერთი შექმნიდა ევას. ამიტომ, უეჭველია ადამმა აუწყა ევას ღმერთის ნება-სურვილი მასთან დაკავშირებით (დაბადება 2:16–23). ნოე იყო ღმერთის წარმომადგენელი თავისი ოჯახისა და წარღვნამდელი ქვეყნიერებისათვის (დაბადება 6:13; 2 პეტრე 2:5). აბრაამი იყო ღმერთის წარმომადგენელი თავისი ოჯახისათვის (დაბადება 18:19). ღმერთის წინასწარმეტყველი და ისრაელი ეროვნებისათვის კავშირის არხი იყო მოსე (გამოსვლა 3:15, 16; 19:3, 7). მის შემდეგ, იოანე ნათლისმცემლის დღეებამდე, ღმერთმა ბევრი წინასწარმეტყველით, მღვდლითა და მეფით ისარგებლა იმისათვის, რომ თავისი ნება-სურვილი ეუწყებინა ხალხისათვის.
7, 8. ა) მესიის მოსვლიდან ვინ გამოიყენა ღმერთმა თავის წარმომადგენლებად? ბ) რას მოითხოვს დღეს ღვთისმოსაწონი მორჩილება იეჰოვას მოწმეებისაგან?
7 მესიის, იესო ქრისტეს მოსვლიდან ღმერთი თავის წარმომადგენლად იყენებდა ქრისტეს, მის მოციქულებსა და მოწაფეებს, მოგვიანებით, იესო ქრისტეს ერთგულ ცხებულ მიმდევრებს უნდა ემსახურათ, როგორც „ერთგულ და გონიერ მონას“ და ეუწყებინათ იეჰოვას ხალხისათვის, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთ ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპები. ღვთისმოსაწონი მორჩილება ნიშნავდა იმ საშუალების აღიარებას, რომელსაც ღმერთი აღიარებდა (მათე 24:45–47; ეფესელთა 4:11–14).
8 ფაქტები გვიჩვენებს, რომ დღეს „ერთგული და გონიერი მონა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული იეჰოვას მოწმეებთან და წარმოდგენილია იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი კორპორაციის სახით. თავის მხრივ ეს კორპორაცია ზედამხედველს ნიშნავს სხვადასხვა მოვაალეობებზე — მაგალითად იყვნენ უხუცესები და მიმოსვლითი წარმომადგენლები — რათა წარმართონ საქმე ადგილობრივ დონეზე. ღვთისმოსაწონი მორჩილება თვითოეული მიძღვნილი მოწმისაგან მოითხოვს ამ ზედამხედველებისადმი მორჩილებას თანახმად ებრაელთა 13:17: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა გააკეთოონ ეს სიხარულით და არა კვნესით“.
გამოსასწორებელი ზომების მიღება
9. ხშირად რას ნიშნავს ღვთისმოსაწონი მორჩილება?
9 ღმერთისადმი მორჩილება ხშირად ნიშნავს გამოსასწორებელი ზომების მიღებას იმათგან, ვინც მსახურობს ზედამხედველად. თუ ჩვენ გამუდმებით არ ვიცვლებით, მაშინ ჩვენთვის შესაძლოა აუცილებელი იყოს რჩევა და გამოსასწორებელი ზომები იმათი მხრიდან, ვისაც აქვს მისი გამოცდილება და უფლებამოსილება, — ჩვენი კრების უხუცესებისაგან. ასეთი გამოსასწორებელი ზომების მიღება სიბრძნის გზაა (იგავნი 12:15; 19:20).
10. რა მოვალეობა აკისრიათ იმათ, ვინც იყენებს გამოსასწორებელ ზომებს?
10 ის უხუცესები, რომლებიც იყენებენ გამოსასწორებელ ზომებს, ცხადია, თავად უნდა იძლეოდნენ ღმერთისადმი მოსაწონი მორჩილების მაგალითს. რანაირად? თანახმად გალატელთა 6:1, მათ არა მარტო რჩევის კარგად მიცემა უნდა შეეძლოთ, არამედ თავადაც უნდა იყვნენ სამაგალითონი: „ძმებო! თუ კაცი რომელიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ, სულიერებმა გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უხუცესი რჩევასთან ერთად მაგალითსაც უნდა იძლეოდეს. ამის შესახებ მოცემულია გაფრთხილებები 2 ტიმოთე 2:24, 25 და ტიტე 1:9. დიახ, ის, ვინც სხვებს კიცხავს, ან სურს მათი გამოსწორება, არასოდეს არ უნდა იყოს უკმეხი. ის ყოველთვის უნდა იყოს მშვიდი, კეთილმოსურნე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი ღმერთის სიტყვაში მოცემულ პრინციპებს. არ უნდა იყოს თვალთმაქცი მსმენელი, არამედ გამოაცოცხლოს ისინი, ვინც მძიმედ შრომობს და დატვირთულია. (შეადარე მათე 11:28–30.)
მორჩილება უმაღლესი ხელისუფლების მიმართ
11. რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს უმაღლეს ხელისუფლებებთან დაკავშირებით?
11 ღმერთისადმი მორჩილება აგრეთვე ჩვენგან მოითხოვს მორჩილებას უმაღლესი ხელისუფლებისადმი. რომაელთა 13:1 გვეძლევა რჩევა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას; ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი“. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სიტყვები ჩვენგან მოითხოვენ მოძრაობის წესების დაცვას და ასევე გადასახადების კეთილსინდისიერად გადახდას, როგორც ამას აღნიშნავს პავლე მოციქული რომაელთა 13:7.
12. რა გაგებით არის კეისრისადმი ჩვენი მორჩილება ფარდობითი?
12 მაგრამ, ცხადია კეისრისადმი ამგვარი მორჩილება უნდა იყოს ფარდობითი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იესო ქრისტეს მიერ დადგენილი პრინციპი, რომელიც ჩაწერილია მათე 22:21 „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღმერთისა — ღმერთსა“. „სკოფილდის სასწავლო ბიბლიის ოქსფორდის ასვ [ახალი საერთაშორისო ვერსია]“ (ინგლ.) რომაელთა 13,1 — სქოლიო იუწყება: „ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ვალდებულია დაემორჩილოს უზნეო ან ანტიქრისტტიანულ დადგენილებებს. ასეთ შემთხვევაში ქრისტიანი ვალდებულია დაემორჩილოს უფრო მეტად ღმერთს, ვიდრე ადამიანებს (საქმე 5:29; შეადარე დანიელი 3:16–18; 6:10 და შემდგომი მუხლები)“.
ღვთისმოსაწონი მორჩილება ოჯახურ წრეში
13. რას მოითხოვს ღვთისმოსაწონი მორჩილება ოჯახის წევრებისაგან?
13 ოჯახურ წრეში მეთაურია ქმარი და მამა, ეს მოითხოვს, რომ ცოლები მიჰყვნენ რჩევას ეფესელთა 5:22, 23-დან: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. იმიტომ, რომ ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი“a ხოლო შვილები არ ადგენენ თავიანთ საკუთარ წესებს, არამედ ისინი უნდა ემორჩილებოდნენ დედასა და მამას ისევე, როგორც ღმერთს, — ამას ხსნის პავლე ეფესელთა 6:1–3-ში „დაემორჩილეთ, შვილებო, თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს არის სამართლიანობა. პატივი ეცი შენს მამას და დედას — ეს არის პირველი მცნება აღთქმით. რათა მოგეცეს სიკეთე და რათა დღეგრძელი იყო დედამიწაზე“.
14. რას მოითხოვს ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილება ოჯახის მეთაურისაგან?
14 რა თქმა უნდა, ცოლებისა და შვილებისათვის უფრო ადვილი იქნება ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლინება, როდესაც ქმრები და მამები თავად ემორჩილებიან ღმერთს. მამაკაცები ამას ასრულებენ, როცა მეთაურობის განხორციელებას უთანხმებენ ბიბლიურ პრინციპებს. მაგალითად იმ პრინციპებს, რომელიც მოცემულია ეფესელთა 5:28, 29 და 6:4 „ისე უნდა უყვვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არასოდეს არავის მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. . . . . . მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“.
დახმარება ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლინებაში
15. სულის რომელი ნაყოფი დაგვეხმარება გამოვავლინოთ ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილება?
15 მაშ, რა დაგვეხმარება დავემორჩილოთ ღმერთს ამ სხვადასხვა სფეროში? პირველ რიგში, სიყვარული — სიყვარული იეჰოვა ღმერთისა და იმ პირებისადმი, რომელიც მან დანიშნა ჩვენს ზედამხედველებად. 1 იოანე 5:3 ჩვენს მიმართ ნათქვამია: „ვინაიდან ღმერთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს; ხოლო მისი მცნებანი მძიმე როდია“. იგივე თქვა იესომ იოანე 14:15: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“. სიყვარული, როგორც სულის უძირითადესი ნაყოფი, სინამდვილეში დაგვეხმარება დავაფასოთ ყველაფერი, რაც იეჰოვამ გააკეთა ჩვენთვის და ასეთი სახით დაგვეხმარება დავემორჩილოთ მას (გალატელთა 5:22).
16. როგორ შეუძლია ღვთისმოშიშობას დაგვეხმაროს ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების გამოვლინებაში?
16 მეორეა — ღვთისმოშიშობა. შიში იმისა, ვერ ვასიამოვნოთ იეჰოვა ღმერთს დაგვეხმარება იმიტომ, რომ ეს შიში ნიშნავს „გძულდეს ბოროტება“ (იგავნი 8:13). უეჭველია, ამგვარი შიში დაგვიცავს ადამიანთა შიშის გამო გამოწვეული დათმობებისაგან. ასევე ის დაგვეხმარება დავემორჩილოთ ღმერთის მითითებებს, დამოუკიდებლად იმ სიძნელეებისა, რომელთა გადალახვაც ჩვენ მოგვიწევს. გარდა ამისა, ღვთისმოშიშობა ნებას არ დაგვრთავს დავემორჩილოთ ცდუნებას ან მოვიქცეთ არასწორად. ბიბლია გვიჩვენებს, რომ სწორედ იეჰოვასადმი შიში დაეხმარა აბრაამს, გადაეწყვიტა მსხვერპლად შეეწირა თავისი ძე, ისააკი და სწორედ ეს შიში დაეხმარა იოსებსაც წინააღმდეგობა გაეწია პოტიფარის ცოლის უზნეო მოქმედებებისათვის (დაბადება 22:12; 39:9).
17. რა როლს თამაშობს რწმენა ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებაში?
17 მესამე დახმარებას წარმოადგენს იეჰოვა ღმერთისადმი რწმენა. ის აღგვძრავს ყური დავუგდოთ რჩევას იგავნი 3:5,6-დან: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენ გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“. განსაკუთრებულად რწმენა დაგვეხმარება მაშინ როცა გვეჩვენება, რომ ვიტანჯებით უსამართლოდ ან ვფიქრობთ, რომ გვეპყრობიან წინასწარაკვიატებულად ჩვენი რასის, ეროვნებისა თუ პიროვნებათა შორის შეხლა-შემოხლის გამო. ზოგიერთებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ არასამართლიანად აუარეს გვერდი მათ, როცა არ გაუწიეს რეკომენდაცია, ემსახურათ უხუცესებად ან სამსახურებრივ თანაშემწეებად. თუ გვაქვს რწმენა, მაშინ ჩვენ დაველოდებით იმ დროს, როცა იეჰოვა თავად მოაგვარებს ამ საქმეს. ამავე დროს, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს მოთმინებისა და სიმტკიცის განვითარება (გოდება იერემიასი 3:26).
18. ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების გამოვლინებაში რომელი მეოთხე სახის დახმარება გაგვაჩნია?
18 მეოთხე სახის დახმარება არის თავმდაბლობა. თავმდაბალ ადამიანს არ უჭირს ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების გამოვლინება, იმიტომ, რომ იგი „თავმდაბლობით საკუთარ თავზე მეტად შერაცხავს სხვას“. თავმდაბალი ადამიანი მზად არის მოიქცეს ისე, როგორც „უმცირესი“ (ფილიპელთა 2:2–4; ლუკა 9:48). ხოლო ამაყი ადამიანი კი ვერ იტანს იყოს სხვის წინაშე მორჩილი და ეს აღიზიანებს მას. ასეთებზე ამბობენ, რომ ისინი ქებით დაიხოცებიან, ვიდრე კრიტიკით გადაირჩენენ თავს.
19. თავმდაბლობის როგორი მშვენიერი მაგალითი მოგვცა უოტჩ ტაუერ სოსაიეტის ყოფილმა პრეზიდენტმა?
19 თავმდაბლობის და ღმერთისათვის მოსაწონი მორჩილების მშვენიერი მაგალითი მოგვცა ჯოზეფ რუტერფორდმა, უოტჩ ტაუერ ბაიბლ ენდ ტრექტ სოსაიეტის მეორე პრეზიდენტმა. ერთხელ, როცა ჰიტლერმა აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმე გერმანიაში, ძმებმა მისწერეს რუტერფორდს წერილი, რომელშიც ეკითხებოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ვინაიდან აკრძალული იყო კრებებზე დასწრება და ქადაგება. ძმა რუტერფორდმა ბეთელის ოჯახის წინაშე მოიხსენია ეს შეკითხვა და გულახდილად აღიარა, რომ არ იცოდა, თუ რა პასუხი გაეცა გერმანელი ძმებისათვის, განსაკუთრებით იმის სასტიკი სასჯელის გათვალისწინებით, რომლითაც ისჯებოდნენ ისინი. მან თქვა, რომ თუკი ვინმე პასუხს გასცემდა გერმანელ ძმებს, მოხარული იქნებოდა თავადაც მოესმინა ეს პასუხი. როგორი თავმდაბლური სულის გამომხატველია ესb!
სარგებელი მოაქვს ღვთისმოსაწონ მორჩილებას
20. რა კურთხევები მოაქვს ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებას?
20 შეგვეძლო სამართლიანად გვეკითხა: კი მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ღმერთისათვის მოსაწონ მორჩილებას? ნამდვილად რომ დიდი სარგებელი. თავს ვაღწევთ საზრუნავსა და იმედგაცრუებას, რის გამოც იტანჯება ის, ვინც დამოუკიდებლად მოქმედებს. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთდამოკიდებულება იეჰოვა ღმერთთან. გვაქვს ყველაზე საუკეთესო ურთიერთობა — ურთიერთობა, ჩვენს ქრისტიან ძმებთან. გარდა ამისა, ვმოქმედებთ კანონის თანახმად და თავს ვაღწევთ გართულებებს უმაღლეს ხელისუფლებებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ ვეწევით ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას, როგორც ქმრები და ცოლები და როგორც მშობლები და შვილები. გარდა ამისა, ღვთისმოსაწონი მორჩილებით ვიქცევით იგავნი 27:11 მოცემულ რჩევის თანახმად, სადაც ვკითხულობთ: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“.
[სქოლიოები]
a ერთერთმა პიონერმა, უცოლო პიონერის წინაშე შეაქო თავისი ცოლი პატივისცემისა და გულითადი მოპყრობისათვის. უცოლო პიონერმა იფიქრა, რომ მის მეგობარს უნდა ეთქვა ზოგიერთი რამ ცოლის სხვა თვისებებზეც. მაგრამ გავიდა წლები და როცა უცოლო პიონერი თავად დაქორწინდა, მან გაიგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცოლის გულითადი მხარდაჭერა ოჯახური ბედნიერებისათვის.
b ღმერთის სიტყვის მრავალგზის გამოკვლევისა და არაერთი ლოცვის შედეგად ჯოზეფ რუტერფორდმა ნათლად დაინახა, თუ რა პასუხი უნდა გაეცა ძმებისათვის გერმანიაში. მისი მოვალეობა არ იყო ეთქვა მათთვის, თუ რა უნდა ეკეთებინათ და რა არა. მათ ხელში ჰქონდათ ღმერთის სიტყვა, რომელიც გასაგებად ეუბნებოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ერთობლივ შეხვედრებსა და ქადაგებასთან დაკავშირებით. ამიტომ გერმანელი ძმები წავიდნენ იატაკ-ქვეშ, მაგრამ ამავე დროს ემორჩილებოდნენ იეჰოვას მცნებებს, შეხვედროდნენ ერთმანეთს და ყველას წინაშე დაემოწმებინათ მისი სახელისა და სამეფოს შესახებ.
კითხვები გასამეორებლად
◻ როგორი ადამიანები გამოიყენა ღმერთმა, როგორც კავშირის არხი და როგორ უნდა მოპყრობოდნენ მათ ღმერთის მსახურნი?
◻ როგორ განსხვავებულ ურთიერთობებში შეიძლება ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლინება?
◻ როგორი თვისებები დაგვეხმარება ღვთისმოსაწონი მორჩილების გამოვლინებაში?
◻ როგორი კურთხევები მოაქვს ღვთისმოსაწონ მორჩილებას?
[სურათი 16 გვერდზე]
ღმერთი იყენებდა იერუსალიმის ტაძარს, რომ ხალხისათვის ემცნო თავისი ნება.
[სურათები 18 გვერდზე]
მხარეები, რომლებშიც შეგვიძლია ღვთისმოსაწონი მორჩილების გამომჟღავნება.