საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 8/1 გვ. 14-15
  • რატომ უყვარდა ყველას ქურციკი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ უყვარდა ყველას ქურციკი?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • ქურციკი (I)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ტაბითა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვამ მასზე მინდობილი უსაფრთხოდ მატარა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • იოპე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 8/1 გვ. 14-15

ასწავლეთ შვილებს

რატომ უყვარდა ყველას ქურციკი?

ყველას სურს, რომ სხვებს უყვარდეთ. შენც გაქვს ამის სურვილი? ~a ბიბლია მოგვითხრობს ერთი ქალის, ქურციკის შესახებ, რომელიც ყველას უყვარდა.

ქურციკი ცხოვრობდა ქალაქ იოპეში, რომელიც ხმელთაშუა ზღვასთან მდებარეობდა. იერუსალიმი იოპედან დაახლოებით 56 კილომეტრით იყო დაშორებული. ქურციკი იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე იყო.

როგორ ფიქრობ, რატომ უყვარდა ხალხს ქურციკი? ~ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იგი ბევრ სიკეთეს უკეთებდა სხვებს. როგორც ჩანს, ქურციკი ქვრივებს ტანსაცმელს უკერავდა. იესოს მსგავსად, ისიც ხშირად ესაუბრებოდა სხვებს ჭეშმარიტ ღმერთზე, იეჰოვაზე.

იცი რა დაემართა ქურციკს? ~ ძალიან ცუდად გახდა და მოკვდა. ამ ამბავმა ყველა მისი მეგობარი ძალიან დაამწუხრა. ამიტომ, მათ რამდენიმე კაცი გაგზავნეს პეტრე მოციქულთან, რომელიც მათგან 16 კილომეტრში მსახურობდა. მათ შეუთვალეს პეტრეს, რომ სასწრაფოდ მისულიყო მათთან. მისვლისთანავე პეტრე ზემოთა ოთახში ავიდა, სადაც ქურციკი ესვენა. ქალები ტიროდნენ და ქურციკის შეკერილ ტანსაცმელს აჩვენებდნენ მას.

პეტრემ ყველას უთხრა, რომ ოთახი დაეტოვებინათ. პეტრესა და სხვა მოციქულებს მანამდეც ჰქონდათ სასწაულები მოხდენილი, მაგრამ მკვდარი არასდროს ჰყავდათ გაცოცხლებული. იცი, რა გააკეთა პეტრემ? ~

მიცვალებულის წინ პეტრემ მუხლი მოიყარა და იეჰოვას მიმართა ლოცვით. შემდეგ ცხედარს მიუბრუნდა და უთხრა, რომ ამდგარიყო. ქურციკი გაცოცხლდა! პეტრემ მას ხელი გაუწოდა და წამოაყენა. მან ქვრივებსა და სხვებს მოუხმო და ქურციკი ცოცხალი წარუდგინა. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ გაუხარდებოდათ მათ მისი დანახვა? ~

ახლა დაფიქრდი იმაზე, თუ რისი სწავლა შეგიძლია ამ შემთხვევიდან. თუ სხვებს დახმარების ხელს გაუწვდი, სანაცვლოდ ბევრის სიყვარულს დაიმსახურებ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენ ეყვარები იეჰოვას და არასდროს დაგივიწყებს. ის არც შენს სიკეთეს დაივიწყებს, რომელსაც სხვების მიმართ ავლენ. ღმერთი გაკურთხებს და ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში ბედნიერად და უსასრულოდ იცხოვრებ.

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • საქმეები 9:36—43

  • გამოცხადება 21:3—5

a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება