საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 10/00 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • მსგავსი მასალა
  • ყოველთვის ეცნობი საინფორმაციო დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • აფასებ შენს სამეფო დარბაზს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
  • კრების შეხვედრების ახალი განრიგი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
km 10/00 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ რისი გამოკვრა შეიძლება კრების საინფორმაციო დაფაზე?

სამეფო დარბაზში არსებული საინფორმაციო დაფა იძლევა ინფორმაციას კრების საქმიანობის შესახებ. საინფორმაციო დაფაზე არ უნდა გამოიკრას რაიმე ცნობა თავმჯდომარე ზედამხედველის თანხმობის გარეშე.

ზოგი რამ, რომელთა გამოკვრა შეიძლება რეგულარულად: სამსახურებრივი შეხვედრისა და თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა და დავალებები, დაგეგმილი საჯარო მოხსენებების სია, თუ ვინ იქნება საჯარო შეხვედრის თავმჯდომარე და ვინ წაიკითხავს „საგუშაგო კოშკს“, კრების წიგნის შესწავლების წევრთა სია და ადგილმდებარეობა, ცნობა სარაიონო ზედამხედველის შემდეგი მონახულების შესახებ და ამასთან დაკავშირებული სხვა ცნობები, მომავალ სარაიონო და საოლქო კონგრესთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამეფო დარბაზის დალაგების მორიგეობის გრაფიკი. დროდადრო საზოგადოება სთხოვს უხუცესებს, გამოაკრან გარკვეული წერილები ან სხვა ინფორმაცია. თუ უჩვეულო რამ ხდება, უხუცესთა საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს, მართებული იქნებოდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაციის დაფაზე გამოკვრა.

თუმცა კრების ერთ-ერთ შეხვედრაზე შეიძლება გაკეთდეს მოკლე განცხადება საქორწინო პროგრამის შესახებ, რომელიც ჩატარდება სამეფო დარბაზში, ქორწინებასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადება არ უნდა იქნეს გამოკრული საინფორმაციო დაფაზე. აგრეთვე სათანადო არ იქნებოდა განცხადების გამოკვრა მეგობრულ შეხვედრებთან დაკავშირებით, რადგან ეს არ ეხება კრების საქმიანობას.

საინფორმაციო დაფა სუფთა და თვალისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. ის საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რომ მასზე განთავსდეს ზემოთ ჩამოთვლილი საჭირო ინფორმაცია. ვადაგასული გეგმა და მთავარი საკითხები, რომლებიც კრებისათვის უკვე ცნობილია, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ჩამოხსნილი. როდესაც რამდენიმე კრება იკრიბება ერთსა და იმავე სამეფო დარბაზში, თითოეულ კრებას უნდა ჰქონდეს საკუთარი, მკაფიო წარწერებიანი, საინფორმაციო დაფა ან მისი მონაკვეთი. გირჩევთ, რომ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მისი მეთვალყურეობით ვინმემ დროდადრო შეამოწმოს დაფა იმაში დასარწმუნებლად, რომ ცნობები ახალია, მართებულია და აკურატულადაა გამოკრული.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება