სამსახურებრივი შეხვედრები მარტში
4 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №1
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მათ, რომლებიც ბიბლიურ შესწავლებს ატარებენ, უნდა გაამხნევონ ახლები, რომლებიც კარგ პროგრესს აღწევენ შესწავლისას, რომ იღწვოდნენ მიზნისთვის, გახდნენ მოუნათლავი მაუწყებლები. მშობლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს, გახდნენ მაუწყებლები. განიხილე რეკომენდირებული პროცესი, რომელიც მოცემულია წიგნში „ორგანიზებული ვართ ჩვენი მსახურების შესასრულებლად“, გვ. 97–100.
15 წთ.: «„ყოველდღე“ აკურთხე იეჰოვა!» კითხვები და პასუხები. წაიკითხე მე-2—მე-5 აბზაცები. გაამხნევე, რომ დაიწყონ დამხმარე და სრული დროით პიონერული მსახურება.
20 წთ.: „ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება სიცოცხლემდე მიმყვანია“. განიხილე მოცემული შეთავაზებები. წარმოადგინე ერთი ან ორი ინსცენირება. შესთავაზე რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია ტაქტიანად ავუხსნათ მობინადრეებს, რომ აქვთ შესაძლებლობა, გაიღონ შესაწირი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის.
სიმღერა №78 და დამამთავრებელი ლოცვა.
11 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №164
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
20 წთ.: „სარგებლობა მიიღე თეოკრატიული სამსახურის სკოლიდან 1996 წელს (მე-3 ნაწილი)“. სკოლის ზედამხედველის მოხსენება. გაამხნევე ყველა, ვისაც შეუძლია მონაწილეობის მიღება და თავისი დავალებების ერთგულად შესრულება.
15 წთ.: ერთად აკეთეთ საქმეები, როგორც ოჯახმა. ოჯახთან ჩვეულებრივ საუბარში მამა აღნიშნავს ერთად ყოფნის აუცილებლობას, რომელიც დაფუძნებულია „სასწავლო სტატიების“ მე-4 გამოცემაზე, გვ. 23–26. ყურადღება გაამახვილე ოჯახურ შესწავლასა და ერთად ქადაგებაზე. შენიშნე, როგორ იყოფიან ახლანდელი ოჯახები, რადგან ისინი თითქმის არ ატარებენ ერთად დროს და თითქმის არა აქვთ საერთო ინტერესები. ღვთის სიტყვის ერთად შესწავლა და მსახურებაში ერთად მონაწილეობა კურთხევაა ქრისტიანული ოჯახისთვის. მამამ ძალისხმევა უნდა მოახმაროს ყოველივე ამის კარგად ორგანიზებას და დედამ — თანამშრომლობას. ბავშვებმა ინტერესი უნდა გამოავლინონ სულიერი საქმეებისადმი და მშობლების მხარდამხარ ითანამშრომლონ. ოჯახი გაერთიანდება, განმტკიცდება და ადვილად გაუმკლავდება ქვეყნიური აზროვნების მზარდ ზეგავლენას.
სიმღერა №211 და დამამთავრებელი ლოცვა.
18 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №6
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: მთავარი პუნქტების განხილვა წიგნიდან „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული — 1996“. ოჯახი განიხილავს მთელ მსოფლიოში არსებული ჩვენი საქმიანობის ზოგიერთ საინტერესო განსაკუთრებულობას, რომლებიც მოთავსებულია მე-3—მე-5 და 33-ე გვერდებზე. ისინი თანხმდებიან, რომ ბროშურაში — „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“ — მითითებული ყოველდღიური მუხლის განხილვის შემდეგ შეეცდებიან ყოველდღე ერთად წაიკითხონ რამდენიმე გვერდი „წელიწდეულიდან“.
20 წთ.: „დაეხმარე სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების შეძენაში“. განიხილე შეთავაზებები, რომლებიც შემოთავაზებულია განმეორებითი მონახულებების დროს გამოსაყენებლად. ჩართე ერთი ან ორი ინსცენირება. ყურადღება გაამახვილე შესწავლის დაწყების მიზანზე.
სიმღერა №130 და დამამთავრებელი ლოცვა.
25 მარტიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №5
15 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. „გახსენების საღამოსთან დაკავშირებული შეხსენებები“ — განხილვა. ახსენი, რატომ არის მნიშვნელოვანი დასწრება (იხილე 1993 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4–7, რუს.). განიხილე გეგმები, რომ დაეხმაროთ მოხუცებს, უძლურებსა და ახლებს, დაესწრონ. განიხილე ღონისძიებები საველე მსახურებაში მზარდი საქმიანობისთვის, რომელიც იქნება მომავალი კვირის განმავლობაში.
15 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მიერ წარმოდგენილი მოხსენება. განიხილე მიზეზები, რომლებიც აღგვძრავს, ვიყოთ სულგრძელები, როგორც მოხსენიებულია 1992 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 16–17 (რუს.).
15 წთ.: „მომზადება წარმატების საწინდარია“. კითხვები და პასუხები. მოიხსენიე, რომ აპრილსა და მაისში შევთავაზებთ ჟურნალებს, „გამოიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“. ახლავე დაიწყეთ სამზადისი დამატებითი ეგზემპლარების გამოსაწერად და დასახეთ გეგმები, რომ მხარი დაუჭიროთ კრების ღონისძიებებს ჟურნალების გავრცელების დღეებთან დაკავშირებით.
სიმღერა №7 და დამამთავრებელი ლოცვა.