სარგებლობა მიიღე თეოკრატიული სამსახურის სკოლიდან 1996 წელს (მე-3 ნაწილი)
1 პავლე მოციქულს სურდა, რომ ძმებს მისთვის ელოცათ, რათა დაუფლებოდა უნარს, გაბედულად ელაპარაკა კეთილი ცნობა (ეფეს. 6:18–20). მსგავსი უნარის განვითარება გვსურს ჩვენც. ამ მიზნის მისაღწევად მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც გვთავაზობს თეოკრატიული სამსახურის სკოლა, რომლის შეხვედრებზეც დამსწრეები, რომლებიც შეესაბამებიან მოთხოვნებს, მოწოდებული არიან მონაწილეობის მისაღებად.
2 როგორც მოსწავლეებს, გვეძლევა პირადი რჩევები, რათა დახმარება მივიღოთ საუბრისა და სწავლების უნარის განსავითარებლად (იგავ. 9:9). ჩვენ აგრეთვე სარგებლობას მივიღებთ იმ დროს, როცა სხვა მოსწავლისთვის მიცემულ რჩევას ჩვენც გამოვიყენებთ. როცა დავალებას ვამზადებთ, ყურადღებით უნდა შევისწავლოთ მასალა, რათა დავრწმუნდეთ, რომ საკითხს ზუსტად ვხსნით. გამოყენებული მთავარი პუნქტები და მუხლები უნდა შევუსაბამოთ საერთო თემის განვითარებას. თუ დავალებაში მონაწილეობს სხვა პიროვნებაც, სკოლაში წარდგენამდე რეპეტიცია უნდა იყოს გავლილი. რამდენადაც წინ მივიწევთ, ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ მთლიანად დაწერილი თემის გამოყენების გარეშე ვისაუბროთ და ამისთვის ჩანაწერები გამოვიყენოთ.
3 ვისაც დავალება აქვს სკოლაში, ადრე უნდა მივიდეს, სკოლის ზედამხედველს მისცეს ბლანკი „რჩევები მოხსენებისთვის“ და სცენასთან ახლოს დაჯდეს. დებმა წინასწარ უნდა აცნობონ სკოლის ზედამხედველს, როგორია მათი ინსცენირება და ისხდებიან თუ არა თავიანთი გამოსვლის დროს. ამაში თანამშრომლობა ხელს უწყობს პროგრამის დაუბრკოლებლად წარმართვას და ეხმარება მათ, რომლებიც ზრუნავენ სცენაზე, რომ ყველაფერი მზად იყოს დაწყებამდე.
4 №2 დავალების მომზადება: ბიბლიის კითხვის ერთ-ერთი მიზანია მოსწავლის დახმარება, გააუმჯობესოს კითხვის უნარი. როგორ შეიძლება ამის საუკეთესოდ მიღწევა? მასალის ხმამაღალი, ხშირი კითხვა ყველაზე კარგი საშუალებაა ამაში დახელოვნებისთვის. მოსწავლემ უცნობი სიტყვების მნიშვნელობა და მათი სწორი გამოთქმა რომ ისწავლოს, ლექსიკონში უნდა მონახოს ისინი. ეს, ალბათ, იმასაც მოითხოვს, რომ გაეცნოს ლექსიკონში მოცემულ ნიშნებს, რომელთა მეშვეობითაც სწორად წარმოითქმება სიტყვა.
5 მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მოზარდებს წასაკითხი დავალების მომზადებაში. იმ დროს, როცა ბავშვი რეპეტიციას გადის, აუცილებელია მოსმენა და შემდეგ გაუმჯობესებისთვის დამხმარე რჩევების მიცემა. განაწილებული დრო ითვალისწინებს მოკლე შესავალსა და შესაფერის დასკვნას, რომელშიც ნათლად ჩანს მთავარი აზრები. და ამგვარად, მოსწავლე ავითარებს მთლიანად დაწერილი თემის გამოყენების გარეშე საუბრის უნარს.
6 ფსალმუნმომღერალმა ლოცვით ითხოვა: „უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას“ (ფსალმ. 50:17). დაე, თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მონაწილეობა დაგვეხმაროს, რომ შეგვისრულდეს მსგავსი სურვილი.