განცხადებები
◼ ლიტერატურა, რომელიც გამოყენებული იქნება მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, ნებისმიერი ნომერი. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სწრაფად დამუშავდება, შეიძლება ნებისმიერი სათანადო ბროშურის გამოყენება. განმეორებითი მონახულებებისას, სადაც ინტერესი გამოავლინეს, შეიძლება ორგანიზაცია გაუკეთდეს ჟურნალების დატარების მარშრუტს. ივნისში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა რომელიმე ძმამ უნდა შეამოწმოს კრების ანგარიშები პირველ მარტს ან რაც შეიძლება მალე. ამის შემდეგ, განცხადება უნდა გაკეთდეს კრებაში.
◼ როგორც 1996 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ იყო გაცხადებული, სპეციალური საჯარო მოხსენება გახსენების საღამოს პერიოდისთვის უმეტეს კრებებში წარმოდგენილი იქნება კვირას, 21 აპრილს. მოხსენების თემა იქნება „უმწიკვლოების შენარჩუნება უკეთურ მოდგმაში“. განსაკუთრებული ძალა უნდა მოხმარდეს მათ მოწვევას, რომლებიც 2 აპრილს ჩატარებულ გახსენების საღამოს დაესწრებიან.
◼ ახალი პუბლიკაციები გამოიცა:
ბირმული: „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ (T-19); „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“. ბულგარული: „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები №3. თურქული: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ინგლისური ბრაილი: „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“. ლაოსური: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ პენჯაბური: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. პორტუგალიური: „იყოს ნება შენი დედამიწაზე“. რუმინული: „დაიცავით თქვენი ბავშვები სისხლის უმართებულო გამოყენებისგან“ (kmi 9/92); „მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?“ (kmi 11/90). სინჰალური: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. სლოვაკური: „იეჰოვას მოწმეები გაერთიანებულად ასრულებენ ღმერთის ნებას მთელ მსოფლიოში“. სლოვენური: „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“; „როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი საუბრისა და სწავლების უნარი“; „მთავრობა, რომელიც დაამყარებს სამოთხეს“. ტაიტური: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ტიგრე: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ფრანგული: „დაიცავით თქვენი ბავშვები სისხლის უმართებულო გამოყენებისგან“ (kmi 9/92); „მზად ხარ რწმენის გამომცდელი სამედიცინო სიტუაციის შესახვედრად?“ (kmi 11/90). შვედური: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“.
◼ „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ (დიდი ფორმატი) მეტად აღარ გამოიცემა შემდეგ ენებზე:
ევე, ინდონეზიური, ტამილური, ტვი, ტსვანა.