საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 3/96 გვ. 2
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • მხარი დავუჭიროთ სამეფოს საქმეს
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • შეგიძლია დახმარება?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • დაამოწმე ყველგან, სადაც კი ხალხია
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 3/96 გვ. 2

შეკითხვების ყუთი

◼ სათანადოა თუ არა რამის შეთავაზება სხვების მიერ შემოთავაზებული ტრანსპორტირებისთვის?

ზოგიერთი ჩვენგანის ვითარება მოითხოვს, რომ სხვების დახმარებაზე ვიყოთ დამოკიდებული, კრებებზე რეგულარული დასწრებისა და საველე მსახურებაში მონაწილეობისთვის. მრავალი და-ძმა თავაზიანად ახმარს განსაკუთრებულ ძალას და სიყვარულით იყენებს დროს, ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს, რომ ტრანსპორტირება შემოგვთავაზოს. თუმცა მათ, შესაძლოა, უფრო ადრე უწევთ გამზადება, ვიდრე სხვა შემთხვევაში და სახლში გვიან დაბრუნება, ისინი სიხარულით გვთავაზობენ ტრანსპორტირებას.

როგორც ქრისტიანული მსახურების ყველა სხვა სფეროში, აქაც გალატელთა 6:5-ში მოცემული პრინციპი გამოიყენება: „ყველა თავის ტვირთს ატარებს“ („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ამიტომ, თუ ვინმე რეგულარულად გვთავაზობს ტრანსპორტირებას, მადლიერება უნდა გამოვავლინოთ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ თუ შეგვიძლია, გონივრული შესაწირითაც, რომ დავეხმაროთ ხარჯის დასაფარავად (მათ. 7:12; 1 კორ. 10:24).

მაშინაც კი, როცა ტრანსპორტის მფლობელი არ ითხოვს ფინანსურ დახმარებას და არც ეტყობა, რომ ის საჭიროებს ამას, რამის გულწრფელად შეთავაზება ყოველთვის ფასდება. მძღოლმა შეიძლება უარი თქვას რაიმეს მიღებაზე; და, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია — აიღებს თუ არა. მაგრამ შეთავაზება მართებულია. თუ ამ მომენტში არაფრის მიცემა არ შეგიძლია, დაიმახსოვრე; შეგიძლია შესთავაზო შემდეგში, როცა კვლავ შემოგთავაზებს დახმარებას (ლუკ. 6:38).

უდიდესი სიყვარულის გამოვლენაა მანქანის მფლობელის მხრიდან, როდესაც სთავაზობს ტრანსპორტირებას სხვებს, რომლებსაც, თავის მხრივ, არ შეუძლიათ კრებებზე დასწრება ან საველე მსახურებაში მონაწილეობა (იგავ. 3:27). ამავე დროს, სიყვარულის გამოვლენაა მათი მხრიდანაც, რომლებიც სარგებლობენ ასეთი სიკეთით, თუ მადლიერებას გამოთქვამენ თავიანთი ვითარების შესაბამისად რამის გაღებით (კოლ. 3:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება