იქადაგე სამეფოს შესახებ
1 ებრაელთა 10:23 მოგვიწოდებს, „მტკიცედ მივყვეთ იმედის აღსარებას“. ჩვენი იმედი კი მიმართულია ღვთის სამეფოზე. იესომ ხაზგასმით ბრძანა, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ერს (მარ. 13:10). ეს უნდა გვახსოვდეს, როცა მსახურებაში ვართ.
2 ადამიანებთან ურთიერთობისას, საუბრის დაწყებას ვცდილობთ მათთვის საინტერესოთი ან იმით, რაც მათ ეხება. ჩვეულებრივ, მოვიხსენიებთ საკითხებს, რომლებიც კარგად არის ცნობილი მათთვის, მაგალითად: დამნაშავეობა სამეზობლოში, ახალგაზრდების პრობლემები, ზრუნვა სარჩოსთვის ან ქვეყნის საქმეების კრიზისი. რადგან ადამიანთა უმეტესობის გონება „სიცოცხლეზე ზრუნვით“ არის დაკავებული, როცა დავანახებთ, რომ გული შეგვტკივა და გვესმის მათი, ისინი, ხშირად, გამოთქვამენ თავიანთ გულისნადებს (ლუკ. 21:34). ამან შეიძლება გზა გაგვიხსნას, გავუზიაროთ ჩვენი იმედი.
3 თუ ყურადღებით არ ვართ, საუბარი შეიძლება გადავიდეს უარყოფით საკითხებზე, რითაც ვერ შევძლებთ, მივაღწიოთ ჩვენი მისვლის მიზანს — ვიქადაგოთ ცნობა სამეფოს შესახებ. თუმცა ყურადღებას ვამახვილებთ ცუდ პირობებზე, რომლებსაც მრავალი ტანჯვა მოაქვს, ჩვენი მიზანია, ყურადღება მივმართოთ სამეფოსკენ, რომელიც საბოლოოდ გადაჭრის კაცობრიობის ყველა პრობლემას. ჭეშმარიტად შესანიშნავი იმედი გვაქვს, რომლის მოსმენასაც ადამიანები, აშკარად, საჭიროებენ. ასე რომ, თუ თავდაპირველად ამ ‘საზარელი ჟამის’ ზოგი მხარის შესახებ ვესაუბრეთ, სწრაფადვე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს ძირითად ცნობაზე, ‘მარადიულ სახარებაზე’. ამგვარად, სრულიად შევასრულებთ ჩვენს მსახურებას (2 ტიმ. 3:1; 4:5; გამოცხ. 14:6).